კონსოლიდირებული ტენდერების ჩატარებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების შესახებ

მიღების თარიღი 29.08.2018
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №446
სარეგისტრაციო კოდი 040170020.10.003.020762
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 31/08/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 226 სიტყვა · ~1 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ - მინისტრი მამუკა ბახტაძე პრემიერ - მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება 92% 17.08.2015 სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 92% 24.12.2021 სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 91% 12.01.2021 საჯარო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონი 91% 09.02.2023 ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 90% 03.05.2022

დოკუმენტის ტექსტი

კონსოლიდირებული ტენდერების ჩატარებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №446 2018 წლის 29 აგვისტო    ქ. თბილისი კონსოლიდირებული ტენდერების ჩატარებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების შესახებ მუხლი 1🔗 „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 20​2 მუხლის პირველი პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ დადგენილების დანართით განისაზღვროს საქონლისა და მომსახურების ჩამონათვალი, რომლის ფარგლებშიც 2019 წლიდან შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების შესყიდვა განხორციელდება კონსოლიდირებული ტენდერების საშუალებით. მუხლი 2🔗 ამ დადგენილების დანართით განსაზღვრული საქონლისა და მომსახურების შესასყიდად კონსოლიდირებული ტენდერების განხორციელების კონკრეტული თარიღები და შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტები, აგრეთვე სატენდერო კომისი(ებ)ის შემადგენლობა და სხვა სათანადო საკითხები განისაზღვროს საქართველოს მთავრობის შესაბამისი განკარგულებებით. მუხლი 3🔗 1. საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებმა და მათ კონტროლს დაქვემდებარებულმა შემსყიდველმა ორგანიზაციებმა 2019 წლისთვის საჭირო ის საქონელი და მომსახურება, რომელიც ექცევა ამ დადგენილების დანართით გათვალისწინებულ ჩამონათვალში, შეისყიდონ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან შეთანხმებით. 2. ეთხოვოთ შემსყიდველ ორგანიზაციებს, რომლებიც არ არიან გათვალისწინებული ამ მუხლის პირველ პუნქტში, 2019 წლისთვის საჭირო ის საქონელი და მომსახურება, რომელიც ექცევა ამ დადგენილების დანართით გათვალისწინებულ ჩამონათვალში, შეისყიდონ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან შეთანხმებით. 3. ამ მუხლის შესაბამისად, შემსყიდველმა ორგანიზაციამ შესყიდვა უნდა შეათანხმოს მის განხორციელებამდე, მანამ, სანამ იგი, დადგენილი წესით, გააფორმებს ხელშეკრულებას შესაბამისი კონსოლიდირებული ტენდერის საფუძველზე. მუხლი 4🔗 საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ, თავისი კომპეტენციის ფარგლებში განახორციელოს სათანადო ღონისძიებები ამ დადგენილების აღსრულებისთვის. მუხლი 5🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე