„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აფხაზეთის სპორტული მომზადების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ” აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის 2012 წლის 12 ნოემბრის №305/ძ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№535/ძ
სარეგისტრაციო კოდი
040030000.33.062.016102
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 03/09/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის

ბრძანება №535/ძ

2018 წლის 29 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აფხაზეთის სპორტული მომზადების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ” აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის 2012 წლის 12 ნოემბრის №305/ძ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „სპორტის შესახებ" საქართველოს კანონის მე-13 მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ" აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტისა და „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ" აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 25 ივლისის №33 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ნ" ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აფხაზეთის სპორტული მომზადების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის 2012 წლის 12 ნოემბრის №305/ძ ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 16/11/2012წ., სარეგისტრაციო კოდი: 040030000.33.062.016019) დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აფხაზეთის სპორტული მომზადების ცენტრის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:
1. დებულების პირველი მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ცენტრის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, დ. უზნაძის ქ. №68.“.
2. დებულების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ცენტრის საქმიანობის ძირითად ფორმას წარმოადგენს სკოლისგარეშე ინდივიდუალური და ჯგუფური სასწავლო-საწვრთნელ-სააღმზრდელო და თეორიული მეცადინეობები, სასწავლო-საწვრთნო შეკრებები, მონაწილეობა ქვეყნისა და საერთაშორისო შეჯიბრებებში, სამატჩო შეხვედრები, პროფილაქტიკური და გამაჯანსაღებელი ღონისძიებები, ევროპის, მსოფლიო ჩემპიონატების, პირველობების და ოლიმპიური თამაშების ვიდეო და აუდიოჩანაწერების გარჩევა და სხვა. სამეცნიერო-კვლევითი და მეთოდური საქმიანობა სასწავლო-საწვრთნო-სააღმზრდელო პროცესებთან დაკავშირებით.“.

3. დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) განათავსოს ინფორმაცია სოციალურ ქსელში, გამოსცეს მეცნიერულ-ტექნიკური, პოპულარული, სასწავლო, ლიტერატურული და სხვა სახის პერიოდული გამოცემები, შეიმუშაოს სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამები;“.
4. დებულების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. მე-3 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს თანხმობა.“.

მუხლი 2
ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრიმანანა ქვაჩახია

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აფხაზეთის სპორტული მომზადების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ” აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის 2012 წლის 12 ნოემბრის №305/ძ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 29.08.2018.
როდის იქნა მიღებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აფხაზეთის სპორტული მომზადების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ” აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის 2012 წლის 12 ნოემბრის №305/ძ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აფხაზეთის სპორტული მომზადების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ” აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის 2012 წლის 12 ნოემბრის №305/ძ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 29.08.2018. მიმღები ორგანო — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №535/ძ. სარეგისტრაციო კოდი — 040030000.33.062.016102.
რამდენი მუხლისგან შედგება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აფხაზეთის სპორტული მომზადების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ” აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის 2012 წლის 12 ნოემბრის №305/ძ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აფხაზეთის სპორტული მომზადების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ” აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის 2012 წლის 12 ნოემბრის №305/ძ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აფხაზეთის სპორტული მომზადების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ” აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის 2012 წლის 12 ნოემბრის №305/ძ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 29.08.2018 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აფხაზეთის სპორტული მომზადების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ” აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის 2012 წლის 12 ნოემბრის №305/ძ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №535/ძ, 29.08.2018, სარეგისტრაციო კოდი 040030000.33.062.016102 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.08.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4315004/