სპეციალისტი აცხადებს პირველი საჯარო აუქციონს მესაკუთრის სახელზე რიცხულ, სს „თიბისი ბანკის“ სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონებაზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 3062 მუხლის მე-3 ნაწილის, ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის შესაბამისად, ვინაიდან მესაკუთრეს ორჯერ გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება აუქციონის დანიშვნის შესახებ რისი ჩაბარებაც მესაკუთრეზე ვერ მოხერხდა, აუქციონატორი იყენებს შესაძლებლობას შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ.
პუბლიკაცია გამოქვეყნებულია გაზეთ რეზონანსში, ხოლო მეორე საჯარო შეტყობინების საშუალებად გამოყენებულია „საკანონმდებლო მაცნე“. საჯარო შეტყობინება მესაკუთრესათვის ჩაბარებულად ითვლება შეტყობინების გაზეთში ან საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს.
საჯარო აუქციონის საიდენტიფიკაციო ნომერი: M494
უძრავი ნივთის მესაკუთრის სახელი და მისამართი: პავლე მაღლაკელიძე პ.ნ.09001001107
მის: ქ. ქუთაისი, ნიკეას II შესახვევი №6, ბინა 21
აუქციონის ჩატარების დრო: 10.09.2018წლის 13:00 სთ-დან 12.09.2018 წლის 13:00 სთ-მდე
აუქციონის ჩატარების ადგილი: eAuction.ge, განმკარგავი ორგანიზაცია შპს „ინდექსი“
უძრავი ნივთის საწყისი ფასი: 696 984.00 აშშ დოლარი და 490 ლარი
უძრავი ნივთის ადგილმდებარეობა და აღწერა: ქალაქი ქუთაისი, ქუჩა ნიკეა, შესახვევი II, №6, სართული 6, ბინა 21, ფართი 76.30 კვ.მ. საკადასტრო კოდი: 03.05.02.013.01.021
გარდამავალი უფლებები: ქონებაზე რეგისტრირებულია პირველი რიგის იპოთეკის უფლება:
იპოთეკარი: სს „თიბისი ბანკი“ მესაკუთრე: პავლე მაღლაკელიძე პ.ნ. 09001001107, საგანი 76.30 კვ.მ. იპოთეკის ხელშეკრულება 123123517303, დამოწმების თარიღი 24/10/2014 საქართველოს იუსტიციის სამინისტრო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.
კრედიტორის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად პირველი რიგის იპოთეკით უზრუნველყოფილი ვალდებულება (მიმდინარე დავალიანება) შეადგენს 14 011 აშშ დოლარს. დავალიანება მზარდია.
აუქციონის პირობები:
ა) აუქციონში მონაწილეობის უფლება აქვს ყველა პირს, მათ შორის კრედიტორს (სს „თიბისი ბანკი“) მოვალეს ან/და უძრავი ქონების მესაკუთრეს.
ბ) eAuction.ge აუქციონში მონაწილეობის ყველა მსურველმა უნდა გაიაროს რეგისტრაცია და გადაიხადოს საგარანტიო თანხა შემდეგი ფორმით:
გაცემული სს „თიბისი ბანკის“ (ბენეფიციარის) სასარგებლოდ, უძრავი ნივთის საწყისიფასის არანაკლებ ერთი მეათედის ოდენობით და გარანტიის მინიმალური ვადით არანაკლებ აუქციონის დასრულების თარიღიდან 20 (ოცი) კალენდარული დღე. პირს, რომელიც ვერ წარმოადგენს შესაბამის საბანკო გარანტიას აუქციონის მითითებული ფორმით, ეკრძალება აუქციონში მონაწილეობა.
გ) აუქციონი მიმდინარეობს მონაწილეთათვის 1%-იანი ბიჯის ოდენობით. შემოთავაზებული ბიჯი შეიძლება იყოს მხოლოდ მზარდი. აუქციონი გრძელდება ბოლო შემოთავაზებამდე. აუქციონზე გამარჯვებულია ის პირი, ვინც უფრო მაღალ ფასს შესთავაზებს.
დ) აუქციონში გამარჯვებულმა აუქციონის თანხა სრულად უნდა შეიტანოს სპეცილისტის სადეპოზიტო ანგარიშზე აუქციონის დასრულების დღიდან 1(ერთი) კვირის განმავლობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს მის მიერ საბანკო გარანტიის სახით წარმოდგენილ თანხას და უქმდება მისი, როგორც აუქციონზე გამარჯვებულის სტატუსი.
ე) აუქციონში გამარჯვებულის მიერ შესაბამის ვადაში აუქციონის თანხის სრულად გადახდის შემთხვევაში შპს „ინდექსი“ მასზე გადასცემს განკარგულებას ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვების შესახებ.
ყურადღება: ყველა პირი, რომელსაც აქვს რაიმე სახის უფლებები უძრავ ქონებაზე, ვალდებულია ამ უფლებათა დამადასტურებელი მტკიცებულებანი წარმოადგინოს აუქციონის დაწყებამდე წერილობითი ფორმით სპეციალისტთან.
სპეციალისტი: შპს “ინდექსი“, აღმასრულებელი დირექტორი გიორგი გოგშელიძე.
ხშირად დასმული კითხვები
მოქმედებს თუ არა „შპს „ინდექსის” საჯარო განცხადება აუქციონის დანიშვნის შესახებ (მესაკუთრე - პავლე მაღლაკელიძე )“?
დიახ, განცხადება „შპს „ინდექსის” საჯარო განცხადება აუქციონის დანიშვნის შესახებ (მესაკუთრე - პავლე მაღლაკელიძე )“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 31.08.2018.
როდის იქნა მიღებული „შპს „ინდექსის” საჯარო განცხადება აუქციონის დანიშვნის შესახებ (მესაკუთრე - პავლე მაღლაკელიძე )“?
„შპს „ინდექსის” საჯარო განცხადება აუქციონის დანიშვნის შესახებ (მესაკუთრე - პავლე მაღლაკელიძე )“ მიღებულია 31.08.2018. მიმღები ორგანო — შპს „ინდექსი“. დოკუმენტის ნომერი — №0.
სად არის „შპს „ინდექსის” საჯარო განცხადება აუქციონის დანიშვნის შესახებ (მესაკუთრე - პავლე მაღლაკელიძე )“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 31.08.2018 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
განცხადება „შპს „ინდექსის” საჯარო განცხადება აუქციონის დანიშვნის შესახებ (მესაკუთრე - პავლე მაღლაკელიძე )“, №0, 31.08.2018 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.08.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4315795/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია