„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესისა და გარე ვაჭრობის უფლების საფასურის დადგენის შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 აპრილის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№41
სარეგისტრაციო კოდი
010250000.35.112.016377
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 04/09/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №41

2018 წლის 31 აგვისტო

ქ. ლანჩხუთი

 

„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესისა და გარე ვაჭრობის უფლების საფასურის დადგენის შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 აპრილის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის შესაბამისად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესისა და გარე ვაჭრობის უფლების საფასურის დადგენის შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 აპრილის №17 დადგენილებაში (ვებგვერდი, 06/05/2015წ., სარეგისტრაციო კოდი: 010250000.35.112.016218) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:
1. დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2

დაევალოს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერს:

ა) 2018 წლის 1 ნოემბრამდე უზრუნველყოს გარე ვაჭრობის სხვა სახეობების დისლოკაციის, ბაზრებისა და ბაზრობების ადგილების განსაზღვრა;

ბ) კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში გაატაროს ღონისძიებები გარე ვაჭრობის მიმართ, რომლებიც ვერ აკმაყოფილებს წინამდებარე აქტით დადგენილი წესის მოთხოვნებს.“.

2. დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესი“ მე-4 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. გარე ვაჭრობის ადგილების განსაზღვრას, საკუთარი ინიციატივით ან/და დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე, ახდენს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. გარე ვაჭრობის ადგილების განსაზღვრის მიზნით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი უფლებამოსილია თითოეული ან რამდენიმე ან/და ყველა საზოგადოებრივი სივრცისათვის დაამტკიცოს გარე ვაჭრობის ადგილების გეგმა.“;

გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. გარე ვაჭრობის ადგილების განსაზღვრასთან ერთად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი უფლებამოსილია, გარე ვაჭრობის თითოეული ან რამდენიმე ან/და ყველა ადგილისათვის დაადგინოს იმ ნივთების სახეობა ან/და ზუსტი ჩამონათვალი, რომელთა რეალიზაციაც დასაშვებია ან/და აკრძალულია გარე ვაჭრობისთვის განსაზღვრულ ადგილზე.“;

დ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. გარე ვაჭრობის ადგილების განსაზღვრასთან ერთად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი უფლებამოსილია, გარე ვაჭრობის თითოეული ან რამდენიმე ან/და ყველა ადგილისათვის დაადგინოს იმ კონსტრუქციების სახეობები ან/და მათი არქიტექტურული იერსახე, რომელთა განთავსებაც დასაშვებია გარე ვაჭრობისთვის განსაზღვრულ ადგილზე.“;

ე) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი უფლებამოსილია გარე ვაჭრობის ადგილებად განსაზღვროს ერთი ან რამდენიმე ქუჩა იმდაგვარად, რომ აღნიშნულ ქუჩებში მთლიანად ან ნაწილობრივ აიკრძალოს ან/და სხვაგვარად შეიზღუდოს ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება.“;

ვ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი უფლებამოსილია გარე ვაჭრობის ადგილები განსაზღვროს იმდაგვარად, რომ გარე ვაჭრობისთვის განკუთვნილ რამდენიმე ადგილზე გარე ვაჭრობის უფლება გაცემას ექვემდებარებოდეს ერთ ლოტში გაერთიანებით.“.

3. დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესი“ მე-5 მუხლის:
ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. გარე ვაჭრობის უფლების სასყიდლით, პირდაპირი განკარგვის წესით, გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი.“

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. გარე ვაჭრობის უფლების, აუქციონის წესით, გადაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს და აუქციონის შედეგებს ამტკიცებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი.“.

გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. გარე ვაჭრობის უფლების მინიჭების თაობაზე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი გამოსცემს ბრძანებას.“;

დ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. გარე ვაჭრობისთვის განსაზღვრულ ადგილზე გარე ვაჭრობის უფლების მოპოვებისათვის დაინტერესებული პირი განცხადებით მიმართავს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერს.“;

ე) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილება გარე ვაჭრობის უფლების სასყიდლით, პირდაპირი განკარგვის წესით, გადაცემის შესახებ მიიღება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების სახით განმცხადებლის მიერ ამ მუხლის მე-4 – მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტაციის წარდგენიდან 15 სამუშაო დღის ვადაში.“;

ვ) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილება გარე ვაჭრობის უფლების სასყიდლით, აუქციონის წესით, გადაცემის შესახებ მიიღება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების სახით განმცხადებლის მიერ ამ მუხლის მე-4 – მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტაციის წარგენიდან 30 სამუშაო დღის ვადაში.“;

ზ) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. გადაწყვეტილება გარე ვაჭრობის უფლების გაცემაზე უარის თქმის შესახებ გაიცემა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერის წერილის სახით.“

თ) მე-13 პუნქტის პირველი წინადადება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13. გარე ვაჭრობის უფლების მინიჭების თაობაზე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანება უნდა ადგენდეს:“;

4. დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესი“ მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. გარე ვაჭრობის უფლების სასყიდლით, პირდაპირი განკარგვის წესით, გადაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი.“.

5. დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესი“ მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. გარე ვაჭრობის უფლების, აუქციონის წესით, გადაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი.“.

6. დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართისლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესიმე-8 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირს გარე ვაჭრობის უფლებას აძლევს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი, თუ ფიზიკური ან იურიდიული პირის ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთის ან მასზე განთავსებული ნებისმიერი სახის შენობა – ნაგებობის უშუალოდ მომიჯნავე საზოგადოებრივი სივრცე, ასევე, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებისათვის განკუთვნილი ადგილი წინამდებარე წესის მე-4 მუხლის შესაბამისად განსაზღვრულია გარე ვაჭრობის ადგილად.“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ამ მუხლის შესაბამისად გარე ვაჭრობის უფლების მიცემის მოთხოვნისას დაინტერესებული პირი, მე-5 მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერს დამატებით წარუდგენს შესაბამისად მიწის ნაკვეთის ან/და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის საკუთრების ან სარგებლობის დამდგენ დოკუმენტს.“.

7. დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესი“ მე-9 მუხლის:
ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. გარე ვაჭრობისთვის განსაზღვრულ ადგილზე ისეთი ნივთის განთავსება, რომელიც „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების მიხედვით არ წარმოადგენს შენობა-ნაგებობას და შესაბამისად არ მიეკუთვნება რომელიმე კლასს (მაცივარი, სპეციალური სატრანსპორტო საშუალება ან მისი მისაბმელი, ნივთის რეალიზაციის სხვა სპეციალური დანადგარი, დახლი და სხვა), თუმცა აღნიშნული ნივთები განკუთვნილია უშუალოდ გარე ვაჭრობისთვის, დასაშვებია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერის მიერ შეთანხმებული ესკიზური პროექტის საფუძველზე.“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გარე ვაჭრობისთვის განკუთვნილი ნივთის განთავსების მიზნით გარე ვაჭრობის უფლების მქონე პირი წერილობითი განცხადებით მიმართავს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერს. განცხადებას თან უნდა დაერთოს:

ა) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი, ხოლო თუ გარე ვაჭრობის უფლების მქონე იურიდიული პირია, წესდება ან მისი სანოტარო წესით დამოწმებული ასლი, ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან და საზოგადოების წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის პირადობის მოწმობის ასლი;

ბ) გარე ვაჭრობის უფლების მიცემის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) გარე ვაჭრობისათვის განკუთვნილი ნივთის ესკიზური პროექტი და მისი განთავსების ესკიზური პროექტი შესაბამისი განშლებით.“;

გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად წარდგენილ განცხადებასა და თანდართულ სრულყოფილ დოკუმენტებს იხილავს და ესკიზური პროექტის შეთანხმებაზე გადაწყვეტილებას ან ესკიზური პროექტის შეთანხმებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს განცხადების წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.“;

დ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გაგრძელება დაუშვებელია და მისი დარღვევის შემთხვევაში წარდგენილი ესკიზური პროექტი ითვლება შეთანხმებულად. შესაბამისად, ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი ვადის დარღვევის შემთხვევაში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერს უფლება არა აქვს დაინტერესებულ პირს უარი უთხრას გარე ვაჭრობისთვის განკუთვნილი ნივთისა და მისი განთავსების ესკიზური პროექტის შეთანხმებაზე, გარდა იმ შემთხვევისა, თუ განმცხადებელს წინამდებარე წესის შესაბამისად მიცემული არა აქვს გარე ვაჭრობის უფლება.“;

ე) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. გარე ვაჭრობისთვის განკუთვნილი ნივთისა და მისი განთავსების ესკიზური პროექტის შეთანხმებაზე ან/და შეთანხმებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერის მიერ მიიღება წერილის სახით, რომელიც წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და აღნიშნული აღარ საჭიროებს დამატებით წერილობითი გადაწყვეტილების მიღებას.“.

8. დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესი“ მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. გარე ვაჭრობის უფლების საფასურის ამოღებას ახორციელებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია.“.

9. დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესი“ მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 13. საგამონაკლისო რეგულირება

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი უფლებამოსილია უქმე დღეებისათვის და სხვა სადღესასწაულო დღეებისათვის განსაზღვროს ადგილები, სადაც გარე ვაჭრობა დასაშვებია წინამდებარე წესის მე-4, მე-12 მუხლების დაუცველად, ასევე განსაზღვროს აღნიშნულ ადგილებზე გარე ვაჭრობისთვის განკუთვნილი ობიექტების განთავსების პირობები.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარებესიკ ტაბიძე