„ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 23 ივლისის №112 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №71 |
|
2018 წლის 31 აგვისტო ქ. ბაღდათი |
1. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის მე-16 მუხლის (საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება) პირველ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით;
„1.საკრებულოს წევრს (გარდა თანამდებობის პირებისა) საკრებულოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან უნაზღაურდება საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელების მიზნით გაწეული ხარჯები, რომლის ყოველთვიური რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგოს მაქსიმალური ოდენობის 15%-ს.“.
|