აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 03.09.2018
გამომცემი ორგანო აბაშის მუნიციპალიტეტი
ნომერი №44
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.110.016372
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/09/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,270 სიტყვა · ~6 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა კვიტაშვილი აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო-საკონსულტაციო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 18.03.2020 დუშეთის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 27.05.2022 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 29.12.2017 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს შექმნის და დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 08.01.2018 სიღნაღის მუნიციპალიტეტის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 27.01.2017

დოკუმენტის ტექსტი

აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №44 2018 წლის 3 სექტემბერი აბაშა აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ,,უ“ ქვეპუნქტის და მე-4 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს კანონის  მე-20 მუხლისა და  ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე  საბჭოს დებულება. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემამუკა კვიტაშვილი დანართი აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს  დ ე ბ უ ლ ე ბ ა მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭო (შემდგომში – საბჭო) წარმოადგენს აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის სათათბირო ორგანოს, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს აბაშის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე  (შემდგომში – შშმ) პირთა  ღირსეული თანაცხოვრებისა და თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფისათვის აუცილებელი პირობების შექმნის საკითხებს.  მუხლი 2🔗. საბჭოს საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები საბჭო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ” საქართველოს კანონით, ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით.  მუხლი 3🔗. საბჭოს შემადგენლობა 1.  საბჭოს თავმჯდომარეა აბაშის მუნიციპალიტეტის მერი. 2.საბჭოს წევრთა შემადგენლობას და ოდენობას განსაზღვრავს აბაშის მუნიციპალიტეტის მერი. 3. საბჭოს ჰყავს თავმჯდომარის მოადგილე, რომელიც არის სოციალური საკითხების კურატორი აბაშის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე. თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის უფლება-მოვალეობებს ასრულებს თავმჯდომარის მოადგილე. 4. საბჭოს შემადგენლობაში, თავმჯდომარის და  მოადგილის გარდა, შედიან: ა) აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი; ბ) აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის,  განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა  და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი; გ) აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის  სამსახურის უფროსი; დ) აბაშის მუნიციპალიტეტის  მერიის ადმინისტრაციული  სამსახურის უფროსი; ე) საბჭოს წევრები არიან  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მინიმუმ სამი წარმომადგენელი, რომელთა კანდიდატურებს შშ კატეგორიების და მიმართულებების მიხედვით წარუდგენს მერს მუნიციპალიტეტში მცხოვრები შშმ პირები და მათი ორგანიზაციები. საბოლოო შერჩევა-დამტკიცებას ახდენს აბაშის მუნიციპალიტეტის მერი. 5. საბჭოს ჰყავს მდივანი, რომელიც არ არის საბჭოს წევრი. 6. საბჭოს სხდომებს ორგანიზებას უწევს საბჭოს მდივანი. 7. საბჭოს  მდივანს ნიშნავს და ათავისუფლებს საბჭოს თავმჯდომარე. 8. საბჭოს აქვს უფლება შექმნას თემატური ჯგუფები, მოიწვიოს სპეციალისტები და ექსპერტები, განსახილველი საკითხის სპეციფიკიდან  გამომდინარე, სამუშაო პროცესში მონაწილეობის მისაღებად, სათათბირო ხმის გარეშე. 9. საბჭოს წევრების უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველია პირადი განცხადება ან/და ამ დებულების მე-9 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა. მუხლი 4🔗. საბჭოს ამოცანები საბჭოს ამოცანებია: ა) აბაშის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე ერთიანი მუნიციპალური პოლიტიკის შემუშავება, დანერგვა და კოორდინაცია; ბ) კომპეტენციის ფარგლებში, დაიცვას  შშმ პირთა უფლებები  და არ დაუშვას  ამ ნიშნით მათი დისკრიმინაცია; გ) ხელი შეუწყოს შშმ პირთა ღირსეულ თანაცხოვრებას და ამ მიზნით შეიმუშაოს შესაბამისი წინადადებები, გეგმები და ა.შ; დ) ითანამშრომლოს არასამთავრობო და სამთავრობო სექტორთან შშმ პირთა უფლებების დაცვისა და თანაბარი შესაძლებლობის უზრუნველყოფის მიზნით; ე) შეიმუშაოს შესაბამისი წინადადებები შშმ პირებისათვის შესაბამისი ინკლუზიური გარემოს შესაქმნელად; ვ) ხელი შეუწყოს შშმ პირთა შრომითი, საგანმანათლებლო, სოციალური და სხვა ხასიათის უფლებების რეალიზებას; ზ) ხელი შეუწყოს შშმ პირთა (მათი წარმომადგენელი ორგანიზაციების) მონაწილეობას იმ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებისას, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს თანაბარი შესაძლებლობის უზრუნველყოფაზე. მუხლი 5🔗. საბჭოს უფლებამოსილება 1.  საბჭოს უფლებამოსილებას განეკუთვნება: ა) რეკომენდაციების შემუშავება შშმ პირთა უფლებების დაცვისა და თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის მიზნით; ბ) აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების, აბაშის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ების და არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიურად ჩაბმის უზრუნველყოფა შშმ პირთა ინტეგრაციის კუთხით; გ) არასამთავრობო და დონორი ორგანიზაციების მოზიდვა არსებული პროექტების დაფინანსებისა და ხელშეწყობის მიზნით; დ) აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან  ერთად შშმ პირთა საცხოვრებელი, სატრანსპორტო, საზოგადოებრივი და სხვა საკითხების გადასაჭრელად რეკომენდაციების განხილვა და მიღება; ე) შშმ პირთა სოციალურ-საყოფაცხოვრებო, მათ შორის, სურსათ-სანოვაგით და საყოფაცხოვრებო მოხმარების საგნებით უზრუნველყოფის საკითხების გადაჭრისათვის რეკომენდაციების მომზადება შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან  ერთად; ვ) შშმ პირთა და მათ მიერ შექმნილი საზოგადოებრივი გაერთიანებების გაძლიერებისა და განვითარების ხელშეწყობა; ზ) შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად შშმ პირთათვის შესაბამისი სპორტის სახეობების დანერგვისა და პარაოლიმპიური მოძრაობის განვითარებისათვის ხელშეწყობა; თ) შშმ პირთათვის საგანმანათლებლო ღონისძიებების ჩატარებასა და მათ დანერგვაში ხელშეწყობა; ი) შშმ  პირებთან დაკავშირებით აბაშის მუნიციპალიტეტში არსებული მდგომარეობის შესწავლა და ანალიზი; კ) შშმ პირებთან დაკავშირებით, აბაშის მუნიციპალიტეტის მერის კონსულტირება; ლ) შშმ პირებთან დაკავშირებით, სტრატეგიული და სხვა სახელმძღვანელო დოკუმენტების, ერთიანი წესების, პირობების, არსებული ვითარებისა და მისი გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ საკითხებისა და რეკომენდაციების შემუშავება და აბაშის მუნიციპალიტეტის მერისთვის წარდგენა; მ) შშმ პირებთან დაკავშირებით, აბაშის მუნიციპალიტეტის სტრუქტურული ერთეულების  ერთიანი პოლიტიკის კოორდინირება, პრიორიტეტული და სპეციალიზებული პროგრამებისა თუ ღონისძიებათა ინიციირება და მათ შემუშავებაში მონაწილეობა; ნ) შშმ პირებთან დაკავშირებული პროგრამების რეალიზაციის მონიტორინგი, შეფასება, ზედამხედველობა და კოორდინაცია; ო) შშმ პირებთან  დაკავშირებით, მომზადებული აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიული აქტების პროექტების განხილვა და დასკვნების მომზადება; პ) სხვა ფუნქციების განხორციელება საბჭოს კომპეტენციიდან და საქართველოს კანონმდებლობიდან გამომდინარე. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფუნქციების  განსახორციელებლად საბჭოს უფლება აქვს გამოითხოვოს სახელმწიფო დაწესებულებებიდან, არასამთავრობო ორგანიზაციებიდან,  აბაშის  მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულებიდან და აბაშის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-იდან ოფიციალური მონაცემები და დოკუმენტები.  მუხლი 6🔗. საბჭოს თავმჯდომარის უფლებამოსილება 1.საბჭოს თავმჯდომარე: ა) ხელმძღვანელობს საბჭოს მუშაობას, იწვევს და უძღვება (მორიგ და რიგგარეშე) სხდომებს; ბ) წარმოადგენს საბჭოს და საბჭოს სახელით აწარმოებს მიმოწერას; გ) დავალებებს აძლევს საბჭოს ცალკეულ წევრებს; დ) ამტკიცებს საბჭოს სხდომის დღის წესრიგს და სამუშაო გეგმას; ე)უფლებამოსილია თავმჯდომარის მოადგილეზე  მოახდინოს ცალკეული უფლებამოსილებების დელეგირება. მუხლი 7🔗. საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე 1) თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში ახორციელებს მის უფლებამოსილებას; 2) კანონმდებლობის შესაბამისად ასრულებს თავმჯდომარის ცალკეულ დავალებებს; 3) ამ დებულებიდან გამომდინარე, ახორციელებს სხვა უფლება-მოვალეობებს. მუხლი 8🔗. საბჭოს მდივანი 1) პასუხისმგებელია საბჭოს სხდომის ოქმის სწორად და ზუსტად შედგენაზე, სხდომათა მასალების შენახვასა და დაცვაზე; 2) საბჭოს წევრებს წარუდგენს განსახილველი საკითხების ნუსხას; 3) საბჭოზე განსახილველ საკითხთა ჩამონათვალს ურიგებს საბჭოს წევრებს და უწევს კონტროლს დოკუმენტაციის შეგროვებასა და დამუშავებას; 4) აწარმოებს საბჭოს სხდომების საოქმო დოკუმენტაციას; 5) ახორციელებს საბჭოს დებულებით გათვალისწინებულ და მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას. მუხლი 9🔗. საბჭოს წევრის უფლებები და მოვალეობები 1. საბჭოს წევრს უფლება აქვს: ა) საბჭოს სხდომაზე წამოაყენოს საკითხები და წინადადებები. მიიღოს მონაწილეობა მათ განხილვასა და კენჭისყრაში; ბ) წერილობით აცნობოს საბჭოს თავმჯდომარეს თავისი პოზიცია იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელზეც მისი აზრი პრინციპულად განსხვავდება საბჭოს სხდომაზე მიღებული წინადადების, დასკვნის ან რეკომენდაციისაგან; გ) საბჭოს გადაწყვეტილებით იყოს მისი ოფიციალური წარმომადგენელი; დ) პირადი განცხადების საფუძველზე უარი თქვას საბჭოს წევრობაზე. 2. საბჭოს წევრი ვალდებულია: ა) მონაწილეობა მიიღოს საბჭოს სხდომებში და არ გამოტოვოს სხდომები არასაპატიო მიზეზით; ბ) შეასრულოს საბჭოს დავალებები და დაიცვას ამ დებულებით განსაზღვრული მოთხოვნები; გ) წარუდგინოს საბჭოს ანგარიში მისთვის დაკისრებული დავალებების შესრულების შესახებ. 3. საბჭოს წევრს შეიძლება მიეცეს აცილება საკითხების განხილვაში მონაწილეობისაგან, თუ ცნობილი გახდა ან დადასტურდა მისი პირდაპირი ან ირიბი, კერძო ან უწყებრივი დაინტერესება საბჭოში განსახილველ საკითხთან დაკავშირებით. 4. საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველია, თუ: ა) იგი ზედიზედ 3-ჯერ გააცდენს სხდომას არასაპატიო მიზეზით; ბ) მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა საბოლოო ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი ან გავიდა კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრების ვადა; გ) სასამართლომ აღიარა ქმედუუნაროდ ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გამოაცხადა გარდაცვლილად; დ) გარდაიცვალა. მუხლი 10🔗. საბჭოს სხდომები 1. საბჭოს სხდომები იმართება სამ თვეში ერთხელ ან საჭიროებისამებრ. 2. საბჭოს სხდომის ორგანიზებისა და მისი მიმდინარეობის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონის ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ შესაბამისად. 3. საბჭოს სხდომაზე მოწვეული უნდა იქნეს მისი ყველა წევრი. 4. საბჭოზე არ შეიძლება განხილულ იქნეს საკითხი, გარდა შიდა საორგანიზაციო და საპროცედურო საკითხებისა, თუკი ასეთი წინასწარ არ არის შეტანილი საბჭოს წევრებთან შეთანხმებულ დღის წესრიგში. 5.  საბჭოს წევრს უფლება აქვს სხდომის დაწყების წინ წერილობით წარუდგინოს თავისი პოზიცია თავმჯდომარეს სხდომაზე განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც უნდა გაცხადდეს სხდომაზე და გათვალისწინებულ იქნეს გადაწყვეტილების მიღებისას. 6. საბჭოს სხდომა ფორმდება ოქმის სახით, რომელშიც უნდა მიეთითოს: ა) ოქმის გამომცემი ორგანოს დასახელება; ბ) სხდომის დრო და ადგილი; გ) სხდომის თავმჯდომარის და წევრების ვინაობა; დ) განხილვის საგანი; ე) კენჭისყრის შედეგები; ვ) მიღებული გადაწყვეტილება; ზ) განსხვავებული მოსაზრება, ასეთის არსებობის შემთხვევაში. 7. სხდომის ოქმს ხელმოწერით ადასტურებენ სხდომის თავმჯდომარე და საბჭოს მდივანი. 8. საბჭოს სხდომებზე ხდება დამსწრეთა რეგისტრაცია. საბჭო გადაწყვეტილება უნარიანია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად განაწილებისას გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა. 9. საბჭო იღებს გადაწყვეტილებებს, რომელიც სარეკომენდაციო ხასიათისაა. მუხლი 11🔗. საბჭოს დებულებაში ცვლილების შეტანა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ გადაწყვეტილებას (დადგენილებას) მერის (საბჭოს თავმჯდომარის) წარდგინების საფუძველზე იღებს აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულო.