მოქალაქეობის საკითხთა კომისიის დადგენილება №1 - მოქალაქეობის საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 04.09.2018
გამომცემი ორგანო მოქალაქეობის საკითხთა კომისია
ნომერი №1
სარეგისტრაციო კოდი 010110000.69.081.016001
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/09/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
04.09.2018 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| მოქალაქეობის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ეკატერინე ოდიშარია | მოქალაქეობის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
„ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის
განმხილველი ეროვნული კომისიის დებულების“ დამტკიცების თაობაზე პირის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების (ყოფნის) ფაქტის დამდგენი კომისიის ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ ადმინისტრაციული წარმოების განხორციელების დებულების დამტკიცების შესახებ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალური, კულტურის, განათლების და ახალგაზრდულ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა
კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
მოქალაქეობის საკითხთა კომისიის დადგენილება №1 - მოქალაქეობის საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
მოქალაქეობის საკითხთა კომისიის
დადგენილება №1
2018 წლის 4 სექტემბერი
ქ. თბილისი
მოქალაქეობის საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად:
1. დამტკიცდეს მოქალაქეობის საკითხთა კომისიის თანდართული დებულება.
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მოქალაქეობის საკითხთა კომისიის თავმჯდომარეეკატერინე ოდიშარია
მოქალაქეობის საკითხთა კომისიის
დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. ეს დებულება განსაზღვრავს „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლით გათვალისწინებული მოქალაქეობის საკითხთა კომისიის (შემდგომში − კომისია) უფლებამოსილებასა და საქმიანობის წესს.
2. კომისიის ადგილსამყოფელია ქ. თბილისი, სანაპიროს ქ. №2.
მუხლი 2🔗. კომისიის უფლებამოსილება
1. კომისიის უფლებამოსილებებია:
ა) საქართველოს მოქალაქეობის მისანიჭებლად აუცილებელი სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების ცოდნის დონის შესამოწმებლად ტესტირებისა და გასაუბრების ჩატარების უზრუნველყოფა;
ბ) საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების მსურველ პირთა სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების ცოდნის დონის შემოწმება და შეფასება;
გ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომში − სააგენტო) მიერ სხვა ქვეყნის მოქალაქისათვის საგამონაკლისო წესით საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხის განხილვისას, „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირობების არსებობის დადგენა;
დ) სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში, პირისთვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების პირობების არსებობის დადგენა;
ე) საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის წესის განსაზღვრა.
2. საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვა-გადაწყვეტის წესსა და კომისიის დებულებას კომისია ამტკიცებს ნორმატიული აქტით − დადგენილებით.
მუხლი 3🔗. კომისიის შემადგენლობა
1. კომისია შედგება 6 წევრისაგან, რომლებსაც ნიშნავს სააგენტოს თავმჯდომარე. კომისიის 2 წევრი (მათ შორის, კომისიის თავმჯდომარე) ინიშნება სააგენტოს თანამშრომელთაგან, 2 წევრი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და 2 წევრი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელთაგან, ამ უწყებების წარდგინებით.
2. თუ კომისიის წევრი სამსახურიდან თავისუფლდება იმ ორგანიზაციიდან, რომელსაც კომისიაში წარმოადგენს, ეს ავტომატურად იწვევს კომისიის წევრის სტატუსის შეწყვეტას.
მუხლი 4🔗. კომისიის
საქმიანობის
ორგანიზება
1. კომისიის სხდომებს იწვევს და ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე.
2. კომისიაში სააგენტოს წარმომადგენელი წევრის არყოფნის შემთხვევაში, მისი მოვალეობის შემსრულებელი განისაზღვრება სააგენტოს თავმჯდომარის მიერ.
3. კომისიის თავმჯდომარე ორგანიზებას უწევს კომისიის საქმიანობას და უძღვება კომისიის სხდომებს.
4. კომისია, როგორც წესი, იკრიბება ყოველ სამუშაო დღეს 11:00 საათზე. კომისიის სხდომის სხვა დროს ჩატარების შემთხვევაში, სხდომის ჩატარების დრო კომისიის წევრებს ეცნობებიათ მოკლე ტექსტური შეტყობინების ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.
5. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით, სხდომაზე დამსწრე წევრების ხმათა უბრალო უმრავლესობით, ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.
6. კომისიას ჰყავს სამდივნო, რომელიც უზრუნველყოფს კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ მხარდაჭერას, რომლის ფუნქციასაც ასრულებს სააგენტოს ერთ-ერთი სამსახური, რომელსაც განსაზღვრავს სააგენტოს თავმჯდომარე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. ამავე აქტით შესაბამისი სამსახურის ერთ-ერთ თანამშრომელს (ან სააგენტოს სხვა თანამშრომელს) შესაძლებელია დაეკისროს კომისიის მდივნის ფუნქციების შესრულება.
7. კომისიის მდივანი უზრუნველყოფს კომისიის საქმისწარმოებას, კომისიის სხდომის ოქმის შედგენასა და კომისიის თავმჯდომარის ცალკეული დავალებების შესრულებას.
8. კომისიის გადაწყვეტილება მოქალაქეობის საკითხებზე ფორმდება ოქმის სახით, რომელსაც ხელს აწერს კომისიის ყველა დამსწრე წევრი. სხდომაზე დამსწრე წევრის განსხვავებული მოსაზრების არსებობის შემთხვევაში, ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. განსხვავებული მოსაზრება აისახება წერილობითი ფორმით და დაერთვება კომისიის სხდომის ოქმს.
9. კომისია გადაწყვეტილებას იღებს განმცხადებლის მიერ არჩეული საქმის განხილვის ვადების გათვალისწინებით, მაგრამ არაუგვიანეს ამ ვადის ამოწურვამდე 5 დღით ადრე.
10. კომისიის სხდომებზე, კომისიის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან ერთად, განიხილება ასევე კომისიის საქმიანობის საორგანიზაციო საკითხებიც, რასთან დაკავშირებითაც კომისიას აქვს უფლება, შუამდგომლობით მიმართოს სააგენტოს თავმჯდომარეს გადაწყვეტილების მისაღებად.
11. კომისია კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში გამოსცემს ნორმატიულ აქტს, რომელსაც ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე.
12. კომისიის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული საქმიანობის ფინანსურ უზრუნველყოფას ახორციელებს სააგენტო.
მუხლი 5🔗. კომისიის წევრის პასუხისმგებლობა
1. წარდგინების საფუძველზე დანიშნული კომისიის წევრის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვანი შესრულების ან ისეთი საქმიანობისას, რამაც კომისიის დისკრედიტაცია შეიძლება გამოიწვიოს, კომისიის თავმჯდომარე უფლებამოსილია, დასაბუთებული შუამდგომლობით მიმართოს სააგენტოს თავმჯდომარეს კომისიის წევრის გაწვევის თაობაზე.
2. კომისიის თავმჯდომარის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვანი შესრულებისას ან ისეთი საქმიანობისას, რამაც კომისიის დისკრედიტაცია შეიძლება გამოიწვიოს, კომისიის არანაკლებ სამ წევრს უფლება აქვს დასაბუთებული შუამდგომლობით მიმართოს სააგენტოს თავმჯდომარეს და მოითხოვოს კომისიის თავმჯდომარის გადაყენება.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარის შუამდგომლობისა და კომისიის წევრის წარმდგენ უწყებასთან წინასწარი კონსულტაციების საფუძველზე, სააგენტოს თავმჯდომარე იღებს გადაწყვეტილებას კომისიის წევრის კომისიის წევრობიდან გაყვანის ან გაყვანაზე უარის თქმის თაობაზე. კომისიის წევრის გაყვანის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში სააგენტოს თავმჯდომარე მიმართავს წარმდგენ უწყებას ახალი წევრის წარმოდგენის მოთხოვნით.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, კომისიის წევრების შუამდგომლობის საფუძველზე, სააგენტოს თავმჯდომარე იღებს გადაწყვეტილებას კომისიის თავმჯდომარის გადაყენების ან გადაყენებაზე უარის თქმის თაობაზე. კომისიის თავმჯდომარის გადაყენების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში სააგენტოს თავმჯდომარეს შეაქვს ცვლილება ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში.
მუხლი 6🔗. საქმისწარმოების ფორმა
1. კომისია საქმისწარმოებას ახორციელებს ელექტრონული პროგრამის მეშვეობით.
2. კომისიასა და სხვა დაწესებულებათა შორის ინფორმაციის გაცვლა შესაძლებელია როგორც მატერიალური, ისე ელექტრონული ფორმით.