უსწორობის გასწორების შესახებ სს ”გლობალ კონტაქტ კონსალტინგი”-ს გადახდისუუნარობის განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 აგვისტოს N2/24559-18 განჩინებაში

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/24559-18
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 06/09/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/24559-18

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს  სახელით

უსწორობის გასწორების შესახებ

2018 წლის 30 აგვისტო

ქ.  თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი

განმცხადებელი: სს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგი“

წარმომადგენელი: მაკა თოდუა

მოთხოვნა: სს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ მიმართ  გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ გადახდისუუნარობის განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ 2018 წლის 27 აგვისტოს განჩინებაში შესწორების შეტანის საკითხი და

გამოარკვია:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 აგვისტოს განჩინებით სს ,,გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ (ს/კ 204952275) განცხადება არ იქნა მიღებული სასამართლოს წარმოებაში. განემარტათ კრედიტორებს, რომ შეუძლიათ მიმართონ სასამართლოს სს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. თუ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.

განჩინებაში დაშვებულია უზუსტობა, არასწორადაა მითითებული განმცხადებლის სამართლებრივი ფორმა, კერძოდ, სააქციო საზოგადოების ნაცვლად მითითებულია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების მიმართ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს კანონი არ შეიცავს შესაბამისი საკითხის მომწესრიგებელ სპეციალურ ნორმას. კანონის ანალოგია გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება ამ კანონის მიზნებს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. მხარეებს ეცნობებათ სხდომის დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა არ წარმოადგენს დაბრკოლებას გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის საკითხის განხილვისათვის.

განსახილველ შემთხვევაში განცხადებაზე თანდართული ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან დასტურდება, რომ „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ სამართლებრივი ფორმა არის სააქციო საზოგადოება (იყო შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება და გარდაიქმნა სააქციო საზოგადოებად).

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა გასწორდეს 2018 წლის 27 აგვისტოს განჩინებაში დაშვებული უსწორობა.

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე, 284-ე და 285-ე მუხლებით,  დაადგინა:

1. გასწორდეს უსწორობა სს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ გადახდისუუნარობის განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 აგვისტოს №2/24559-18 განჩინებაში და მითითებულ განჩინებაში განმცხადებელი შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ ნაცვლად მიეთითოს სს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგი“

2. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა განმცხადებლისათვის განჩინების გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.

მოსამართლე:                                                                                                  ლაშა ქოჩიაშვილი