📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერისა და ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესისა და ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის ფორმის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 07.09.2018
გამომცემი ორგანო ახალციხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №52
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.138.016366
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 10/09/2018
matsne.gov.ge 866 სიტყვა · ~4 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გელა ნოზაძე ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგებლისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის ფორმის დამტკიცების თაობაზე შევსების თარიღი 98% 09.11.2015 ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის ფორმის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 13.10.2015 ვანის მუნიციპალიტეტის მერისა და ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესისა და ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის ფორმის დამტკიცების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 01.10.2015 ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის ფორმის დამტკიცების თაობაზე“. მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 18.11.2015 ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის ფორმის დამტკიცების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 19.09.2018

დოკუმენტის ტექსტი

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერისა და ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესისა და ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის ფორმის დამტკიცების თაობაზე ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №52 2018 წლის 7 სექტემბერი ქ. ახალციხე ახალციხის მუნიციპალიტეტის მერისა და ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესისა და ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის ფორმის დამტკიცების თაობაზე „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 88-ე   მუხლის  პირველი პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს  კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „ახალციხის  მუნიციპალიტეტის მერისა და ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესი“, დანართი 1-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს „ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის ფორმა’’ დანართი 2-ის შესაბამისად. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. მუხლი 4🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერისა და ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესისა და ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2015 წლის 21 ოქტომბრის №38 დადგენილება (ვებგვერდი www.matsne.gov.ge., 26.10.2015, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.173.016105). მუხლი 5🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგელა ნოზაძე დანართი 1  ახალციხის მუნიციპალიტეტის მერისა და ახალციხის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი  1. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერისა და ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის  ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის  წესი (შემდგომში – წესი) არეგულირებს მუნიციპალიტეტის მერის და საკრებულოს წევრების მიერ ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრის  მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის საკითხებს. 2. წესის მიზანია „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში უზრუნველყოს  ახალციხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჩართულობა მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების საქმიანობაში და მათი ინფორმირებულობა ზემოთ აღნიშნული ორგანოების საქმიანობის შესახებ. მუხლი 2🔗. მუნიციპალიტეტის მერისა და საკრებულოს წევრების მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშების მოსმენა 1. მუნიციპალიტეტის მერი და საკრებულოს  წევრები ვალდებულნი არიან წელიწადში ერთხელ მაინც, არაუგვიანეს 1 ნოემბრისა, მოაწყონ საჯარო შეხვედრა ამომრჩევლებთან და წარუდგინონ მათ ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ. 2. საჯარო შეხვედრა შეიძლება ჩატარდეს მუნიციპალიტეტის მერიისა და  საკრებულოს სხდომათა დარბაზში  ან  სხვა   საჯარო სივრცეში, ასევე მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში, რასაც ორგანიზაციულად უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი და/ან მერიის ადმინისტრაციული და იურიდიული სამსახური. 3. საჯარო შეხვედრაზე ანგარიში წარდგენილი უნდა იქნეს წერილობითი სახით, ასევე შესაძლებელია საკრებულოს    მიერ დამტკიცებული სპეციალური  ფორმის მიხედვით. ანგარიშის წარდგენისას დასაშვებია აუდიო, ვიდეო და კომპიუტერული ტექნიკის გამოყენება. 4. საჯარო შეხვედრების ტექნიკურ ორგანიზებას უზრუნველყოფს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი ან/და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული და იურიდიული სამსახური. 5. საჯარო შეხვედრაზე ანგარიშის მოსმენის სხდომას წარმართავს საკრებულოს თავმჯდომარე ან საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე. 6. მუნიციპალიტეტის მერისა და  საკრებულოს  წევრების ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრისას  დგება საჯარო შეხვედრის სხდომის ოქმი რომელშიც მითითებული უნდა იყოს  შეხვედრის თარიღი, ადგილი და დრო, ოქმის ნომერი, გაწეული მუშაობის  შესახებ ანგარიშის მოკლე მიმოხილვა, მოქალაქეთა მიერ დასმული შეკითხვები და საჭიროების შემთხვევაში სხვა ინფორმაცია. მუხლი 3🔗. მუნიციპალიტეტის ამომრჩევლის უფლებები ახალციხის მუნიციპალიტეტის მერისა და ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის მიზნით გამართული  საჯარო შეხვედრის დროს 1. მუნიციპალიტეტის   ტერიტორიაზე  რეგისტრირებულ ამომრჩეველს უფლება აქვს შეუზღუდავად დაესწროს გამართულ საჯარო ანგარიშების განხილვას. 2. საჯარო შეხვედრაზე დამსწრე ამომრჩევლებს, ანგარიშის წარდგენის შემდეგ, უფლება აქვთ დასვან შეკითხვები, გამოთქვან შენიშვნები და წინადადებები, შეაფასონ მომხსენებლის საქმიანობა. 3. მუნიციპალიტეტის მერი და საკრებულოს წევრები ვალდებულნი არიან საჯარო შეხვედრის დროს ანგარიშის განხილვისას უპასუხონ ამომრჩეველთა მიერ დასმულ შეკითხვებს. მუხლი 4🔗. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერისა და ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის გარშემო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა 1. მუნიციპალიტეტის მერისა და საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრის მოწყობამდე და  მათ  მიერ გაწეული  მუშაობის შესახებ ანგარიშის მოსმენამდე 1 (ერთი) კვირით ადრე მაინც, საკრებულოს აპარატი და მერიის ადმინისტრაციული და იურიდიული სამსახური უზრუნველყოფს აღნიშნულის თაობაზე ინფორმაციის განთავსებას მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე www. Akhaltsikhe.gov.ge, საჯაროდ გამოქვეყნებას. 2. მუნიციპალიტეტის მერისა და საკრებულოს წევრების მიერ წარდგენილი ანგარიშები ქვეყნდება საჯაროდ, მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე www.Akhaltsikhe.gov.ge, ანგარიშის წარდგენიდან 10 დღის ვადაში. მუხლი 5🔗. გარდამავალი დებულებები ამ წესში ცვლილებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. დანართი 2 ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის ფორმა  საკრებულოს წევრის სახელი, გვარი --------------------------------------------- თანამდებობის დასახელება -------------------------------------------------------------------------------- ფრაქციის დასახელება --------------------------------------------------------------------------------------- კომისი(ებ)ის დასახელება ----------------------------------------------------------------------------------- არჩევის წესი (მაჟორიტარული ოლქის მითითებით)------------------------------------------------ საანგარიშო პერიოდი - 201 ---- წლის ------ დან 201---- წლის ---------- მდე. ანგარიშის ტიპი (რიგითი, რიგგარეშე) ---------------------------------------- 1. საანგარიშო პერიოდში განხორციელებული საქმიანობა სულ საკრებულოს სხდომების რაოდენობა -------- საკრებულოს სხდომაზე დასწრება --------- 2. სულ კომისიის სხდომების რაოდენობა -------- მ/შ დროებითი კომისიების ------- კომისიის სხდომებზე დასწრება მ/შ დროებით კომისიებში -------- 3. სულ ფრაქციის სხდომების რაოდენობა -------- ფრაქციის სხდომებზე დასწრება --------- 4. საკრებულოს წევრის მიერ ინიციირებული საკითხები --------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------- 5. ინიციირებული საკითხებიდან მიღებულ იქნა ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ---------- დადგენილება, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ----------- განკარგულება                 6. საკრებულოს წევრის მიერ მხარდაჭერილი მნიშვნელოვანი საკითხები ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------- ის საკითხები, რომლებსაც საკრებულოს წევრმა მხარი არ დაუჭირა --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- 7. მოქალაქეებთან შეხვედრების რაოდენობა  -------------- და              შეხვედრებზე მონაწილე მოქალაქეთა რაოდენობა ------------                                              მოქალაქეებთან შეხვედრისას გამოთქმული ძირითადი საკითხები ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- -----------------------------------------------------------------------------------------------------------------------  8. მოქალაქეთა პრობლემებზე საკრებულოს წევრის რეაგირების ფორმები (მათ შორის, დადებითად გადაწყვეტილი კონკრეტული საკითხები) ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------- II. საკრებულოს წევრის მიერ საანგარიშო პერიოდში განხორციელებული სხვა საქმიანობა  -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- შევსების თარიღი ----------------------------    წარდგენის თარიღი --------------------------               ხელის მოწერა -------------------------------