„გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№9
სარეგისტრაციო კოდი
040170020.57.069.016143
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 21/09/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის

ბრძანება №9

2018 წლის 20 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

 

„გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 101 მუხლის 33 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 18.08.2015, 040170020.57.069.016067) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, გადაუდებელ აუცილებლობად ჩაითვლება ვითარება, რომელიც რეალურ საფრთხეს უქმნის შემსყიდველი ორგანიზაციის ფუნქციონირებას და რომელიც არ შეიძლებოდა ყოფილიყო წინასწარ განსაზღვრული, ან/და რომლის დადგომა არ არის გამოწვეული შემსყიდველი ორგანიზაციის ქმედებით, ან რომელმაც შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს საქართველოს სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივ ინტერესებს ან შემსყიდველი ორგანიზაციის ქონებას. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია, რომ:

ა) შეუძლებელი იყოს გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული პრობლემის აღმოფხვრა ელექტრონული ტენდერის ან კონკურსის პროცედურების მეშვეობით;

ბ) შეუძლებელი იყოს გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული პრობლემის შემსყიდველი ორგანიზაციის ხელთ არსებული რესურსით აღმოფხვრა;

გ) შესყიდვა ემსახურებოდეს მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული პრობლემის აღმოფხვრას;

დ) შესასყიდი საქონლის რაოდენობა, მომსახურების ან სამშენებლო სამუშაოს მოცულობა და ვადა არ უნდა აღემატებოდეს იმ კრიტიკულ რაოდენობას/მოცულობასა და ვადას, რომელიც საჭიროა გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული პრობლემის აღმოფხვრისთვის;

ე) შემსყიდველმა ორგანიზაციამ მაქსიმალურად აარიდოს თავი ისეთ ქმედებას, რომელიც ხელოვნურად იწვევს გადაუდებელი შესყიდვის აუცილებლობას.“.

2. ბრძანების დანართი შეიცვალოს ამ ბრძანებას თანდართული დანართით.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2018 წლის 15 ოქტომბრიდან.

 


სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიკახი დემეტრაშვილი



დანართი

 

შემსყიდველი ორგანიზაციის მომართვის დადგენილ კრიტერიუმებთან შესაბამისობის შეფასების კითხვარი

1. ექსკლუზიური უფლებამოსილება

• გთხოვთ მიუთითოთ, რომელი პირის ექსკლუზიურ უფლებამოსილებას წარმოადგენს შესასყიდი საქონლის მიწოდება, მომსახურების გაწევა ან სამშენებლო სამუშაოს შესრულება.

• გთხოვთ მონიშნოთ CPV კოდი.

• გთხოვთ მიუთითოთ შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა.

• გთხოვთ მიუთითოთ შესყიდვის ღირებულება.

• რა არის შესყიდვის ობიექტი?

• რით არის განპირობებული შესყიდვის საჭიროება?

• რა მეთოდით დადგინდა პირის ექსკლუზიური უფლებამოსილება?

• რა მეთოდით დადგინდა, რომ არ არსებობს მიზანშეწონილი ალტერნატივა შესყიდვის ობიექტის ჩასანაცვლებლად?

• რა მეთოდით განისაზღვრა შესყიდვის სავარაუდო ღირებულება?

• აღემატება თუ არა შესასყიდი საქონლის ან მომსახურების სავარაუდო ღირებულება 2 000 000 ლარს, ხოლო სამშენებლო სამუშაოსი – 4 000 000 ლარს? (კი/არა)

• [თუ აღემატება] ქვეყნის გარეთ, გონივრულ ტერიტორიულ ფარგლებში, ხომ არ არსებობს სხვა პირი, რომელსაც შეუძლია განახორციელოს იმავე საქონლის მიწოდება, მომსახურების გაწევა ან სამშენებლო სამუშაოს შესრულება?

• [თუ აღემატება] როგორ განისაზღვრა ქვეყნის გარეთ გონივრული ტერიტორიული ფარგლები?

• [თუ აღემატება] რა მეთოდით დადგინდა, რომ ქვეყნის გარეთ, გონივრულ ტერიტორიულ ფარგლებში, არ არსებობს სხვა პირი, რომელსაც შეუძლია განახორციელოს იმავე საქონლის მიწოდება, მომსახურების გაწევა ან სამშენებლო სამუშაოს შესრულება?

• [თუ არ აღემატება] ქვეყნის შიგნით ხომ არ არსებობს სხვა პირი, რომელსაც შეუძლია განახორციელოს იმავე საქონლის მიწოდება, მომსახურების გაწევა ან სამშენებლო სამუშაოს შესრულება?

• [თუ არ აღემატება] რა მეთოდით დადგინდა, რომ ქვეყნის შიგნით არ არსებობს სხვა პირი, რომელსაც შეუძლია განახორციელოს იმავე საქონლის მიწოდება, მომსახურების გაწევა ან სამშენებლო სამუშაოს შესრულება?

• რამდენად შესაძლებელია, რომ შესყიდვის ობიექტი დანაწევრდეს ცალკეულ კომპონენტებად და იმგვარად იქნეს შესყიდული? (კი/არა)

• [თუ არ არის შესაძლებელი დანაწევრება] რატომ არ შეიძლება დანაწევრდეს შესყიდვის ობიექტი?

• [თუ არ არის შესაძლებელი დანაწევრება] რატომ არ შეიძლება შესყიდვა დანაწევრებული კომპონენტების მიხედვით?

• [თუ შესაძლებელია დანაწევრება] რატომ არ შეიძლება დანაწევრებული კომპონენტების სხვადასხვა პირისგან შესყიდვა?

• როგორ განისაზღვრება ხელშეკრულების შესრულებისა და მოქმედების ვადები?

• რამდენად გონივრულია ხელშეკრულების შესრულებისა და მოქმედების ვადა იმ თვალსაზრისით, რომ ამ პერიოდში ბაზარზე შესაძლებელია გაჩნდეს საქონლის მომწოდებელი, მომსახურების გამწევი ან სამშენებლო სამუშაოს შემსრულებელი სხვა პირი ან/და მიზანშეწონილი ალტერნატივა შესყიდვის ობიექტის ჩასანაცვლებლად?

• გთხოვთ ატვირთოთ გამარტივებული შესყიდვის შესახებ დასაბუთებული გადაწყვეტილება[1].

2. გადაუდებელი აუცილებლობა

• გთხოვთ მონიშნოთ CPV კოდი.

• გთხოვთ მიუთითოთ შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა.

• რა არის შესყიდვის ობიექტი?

• რით არის განპირობებული შესყიდვის საჭიროება?

• რამ გამოიწვია გადაუდებელი აუცილებლობის ვითარების დადგომა?

• რატომ ვერ იქნებოდა ვითარება წინასწარ განსაზღვრული?

• რა რეალური საფრთხე ექმნება შემსყიდველი ორგანიზაციის ფუნქციონირებას?

• ხომ არ აყენებს ვითარება მნიშვნელოვან ზიანს საქართველოს სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივ ინტერესებს ან შემსყიდველი ორგანიზაციის ქონებას? რატომ?

• ხომ არ არის გადაუდებელი აუცილებლობა გამოწვეული ტენდერისთვის/კონკურსისთვის სტატუსის „დასრულებულია უარყოფითი შედეგით“, „არ შედგა“ ან „შეწყვეტილია“ მინიჭების მიზეზით? (კი/არა)

• [თუ გამოწვეულია] გთხოვთ მონიშნოთ ტენდერის/კონკურსის სტატუსი.

• [თუ გამოწვეულია] გთხოვთ მიუთითოთ ტენდერის/კონკურსის ნომერი/ნომრები.

• [თუ გამოწვეულია] ხელშეკრულების დადებით ხომ არ უარესდება სატენდერო/საკონკურსო პირობები? (კი/არა)

• [თუ იცვლება პირობები] გთხოვთ დაასაბუთოთ, რატომ ვერ იქნება დაცული სატენდერო/საკონკურსო პირობები?

• გთხოვთ მიუთითოთ ვადა, რომელიც საჭიროა ვითარების აღმოსაფხვრელად.

• რატომაა შეუძლებელი გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული პრობლემის აღმოფხვრა ელექტრონული ტენდერის ან კონკურსის პროცედურების მეშვეობით?

• როდის დადგა გადაუდებელი აუცილებლობის ვითარება და რა ღონისძიებები გაატარეთ სააგენტოში მომართვის წარდგენამდე?

• რატომაა შეუძლებელი გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული პრობლემის შემსყიდველი ორგანიზაციის ხელთ არსებული რესურსით აღმოფხვრა?

• გთხოვთ მიუთითოთ შესასყიდი საქონლის რაოდენობა, მომსახურების ან სამშენებლო სამუშაოს მოცულობა, რომელიც საჭიროა შექმნილი ვითარების აღმოსაფხვრელად.

• რით დასტურდება, რომ შესასყიდი საქონლის რაოდენობა, მომსახურების ან სამშენებლო სამუშაოს მოცულობა არ აღემატება გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული პრობლემის აღმოფხვრისთვის საჭირო კრიტიკულ რაოდენობას/მოცულობას?

• რა ვადაა საჭირო ხელშეკრულების გასაფორმებლად?

• გთხოვთ ატვირთოთ გამარტივებული შესყიდვის შესახებ დასაბუთებული გადაწყვეტილება[2].

• გთხოვთ ატვირთოთ გადაუდებელი აუცილებლობის ვითარების არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულებები (ფოტოსურათი, ექსპერტის დასკვნა, ინსპექტირების აქტი და სხვ.).

3. გადაუდებელი აუცილებლობა (თუ იგი ეფუძნება წესის მე-5 მუხლის მე-6 პუნქტს)

• გთხოვთ მონიშნოთ CPV კოდი.

• გთხოვთ მიუთითოთ შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა.

• გთხოვთ მიუთითოთ შესყიდვის ღირებულება.

• რა არის შესყიდვის ობიექტი?

• რით არის განპირობებული შესყიდვის საჭიროება?

• რამ გამოიწვია გადაუდებელი აუცილებლობის ვითარების დადგომა?

• რატომ ვერ იქნებოდა ვითარება წინასწარ განსაზღვრული?

• რა რეალური საფრთხე ექმნებოდა შემსყიდველი ორგანიზაციის ფუნქციონირებას?

• ხომ არ აყენებდა ვითარება მნიშვნელოვან ზიანს საქართველოს სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივ ინტერესებს ან შემსყიდველი ორგანიზაციის ქონებას? რატომ?

• გთხოვთ მიუთითოთ, ალბათობის მაღალი ხარისხით, შესყიდვის დაყოვნება რა გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს ზემოთ ჩამოთვლილ სიკეთეებს?

• როდის დადგა გადაუდებელი აუცილებლობის ვითარება და რა ღონისძიებები გაატარეთ სააგენტოში მომართვის წარდგენამდე?

• რატომ იყო შეუძლებელი გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული პრობლემის შემსყიდველი ორგანიზაციის ხელთ არსებული რესურსით აღმოფხვრა?

• გთხოვთ მიუთითოთ ვითარების აღმოსაფხვრელად შესყიდული საქონლის რაოდენობა, მომსახურების ან სამშენებლო სამუშაოს მოცულობა.

• რით დასტურდება, რომ შესყიდული საქონლის რაოდენობა, მომსახურების ან სამშენებლო სამუშაოს მოცულობა არ აღემატება გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული პრობლემის აღმოფხვრისთვის საჭირო კრიტიკულ რაოდენობას/მოცულობას?

• გთხოვთ ატვირთოთ დადებული ხელშეკრულება, თუ იგი ჯერ არ არის ატვირთული სისტემის CMR მოდულში.

• გთხოვთ ატვირთოთ გამარტივებული შესყიდვის შესახებ დასაბუთებული გადაწყვეტილება[3].

• გთხოვთ ატვირთოთ გადაუდებელი აუცილებლობის ვითარების არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულებები (ფოტოსურათი, ექსპერტის დასკვნა, ინსპექტირების აქტი და სხვ.).

4. მიმწოდებლისაგან შესყიდული ობიექტის ხარისხის გაუარესების თავიდან აცილება ან/და მისი შემდგომი ექსპლუატაციის უზრუნველყოფა

• გთხოვთ მონიშნოთ CPV კოდი.

• გთხოვთ მიუთითოთ შესყიდვის ღირებულება.

• გთხოვთ აღწეროთ მიმწოდებლისაგან შესყიდული ობიექტი.

• ატვირთულია თუ არა სისტემაში თავდაპირველი სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება? (კი/არა)

• [თუ ატვირთულია] გთხოვთ მიუთითოთ სატენდერო/საკონკურსო განცხადების ან ხელშეკრულების CMR მოდულში რეგისტრაციის ნომერი.

• [თუ ხელშეკრულება დადებულია სისტემის ან სისტემის CMR მოდულის შექმნამდე] გთხოვთ ატვირთოთ ხელშეკრულება.

• რა არის შესყიდვის ობიექტი?

• რით არის განპირობებული შესყიდვის საჭიროება?

• რა მეთოდით განისაზღვრა შესყიდვის ღირებულება?

• რატომ იქნება გამოწვეული შესყიდული ობიექტის ხარისხის გაუარესება ან/და მისი შემდგომი ექსპლუატაციის შეუძლებლობა, თუ ხელშეკრულება არ დაიდება თავდაპირველ მიმწოდებელთან ან მის ქვეკონტრაქტორთან? რატომ ვერ გაფორმდება ხელშეკრულება სხვა მიმწოდებელთან?

• გთხოვთ ატვირთოთ გამარტივებული შესყიდვის შესახებ დასაბუთებული გადაწყვეტილება[4].

5. სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარება

• გთხოვთ მონიშნოთ CPV კოდ(ებ)ი.

• გთხოვთ მიუთითოთ შესყიდვის სავარაუდო ღირებულება.

• მოკლედ აღწერეთ ჩასატარებელი ღონისძიება.

• რატომ ატარებს ღონისძიება სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ხასიათს?

• რამ გამოიწვია ღონისძიების შეზღუდულ ვადაში ჩატარების აუცილებლობა და რატომ ვერ იქნებოდა შესყიდვები წინასწარ დაგეგმილი?

• რა პერიოდია გათვალისწინებული ღონისძიების ჩასატარებლად?

• გთხოვთ მიუთითოთ ღონისძიების ჩასატარებლად საჭირო შესყიდვის ობიექტ(ებ)ის ჩამონათვალი, ოდენობა (მოცულობა).

• რატომ გამოიწვევს ღონისძიების ჩატარებასთან დაკავშირებული შესყიდვის ობიექტების ელექტრონული ტენდერის ან კონკურსის პროცედურების მეშვეობით შესყიდვა ამ ღონისძიების არსებითი შეფერხებით ჩატარებას, ჩაშლას ან/და მისი უწყვეტად ჩატარების ხელშეშლას?

• გთხოვთ ატვირთოთ საქართველოს მთავრობის, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ან საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს სამართლებრივი აქტის პროექტი.

• გთხოვთ ატვირთოთ გამარტივებული შესყიდვის შესახებ დასაბუთებული გადაწყვეტილება[5].

6. ცვლილება გამარტივებული შესყიდვის შესახებ გადაწყვეტილებაში

• გთხოვთ მონიშნოთ CPV კოდი.

• გთხოვთ მიუთითოთ შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა.

• გთხოვთ მიუთითოთ შესყიდვის ღირებულება.

• გთხოვთ მიუთითოთ თავდაპირველი მომართვის SMP ნომერი.

• გთხოვთ დეტალურად აღწეროთ, თუ რა სახის ცვლილება შეგაქვთ გამარტივებული შესყიდვის შესახებ სათანადო გადაწყვეტილებაში.

• რატომ ვერ იქნებოდა გათვალისწინებული შესაცვლელი საკითხები თავდაპირველი მომართვისას?

• გთხოვთ ატვირთოთ გამარტივებული შესყიდვის შესახებ სათანადო გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ გადაწყვეტილება[6].

• გთხოვთ ატვირთოთ საქართველოს მთავრობის, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ან საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს სამართლებრივი აქტის პროექტებში ცვლილების შეტანის შესახებ სამართლებრივი აქტის პროექტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

 

 


[1] კითხვარს აგრეთვე აქვს დამატებითი ველი დამატებითი ინფორმაციის დასაფიქსირებლად და დოკუმენტის ასატვირთად.

[2] კითხვარს აგრეთვე აქვს დამატებითი ველი დამატებითი ინფორმაციის დასაფიქსირებლად და დოკუმენტის ასატვირთად.

[3] კითხვარს აგრეთვე აქვს დამატებითი ველი დამატებითი ინფორმაციის დასაფიქსირებლად და დოკუმენტის ასატვირთად.

[4] კითხვარს აგრეთვე აქვს დამატებითი ველი დამატებითი ინფორმაციის დასაფიქსირებლად და დოკუმენტის ასატვირთად.

[5] კითხვარს აგრეთვე აქვს დამატებითი ველი დამატებითი ინფორმაციის დასაფიქსირებლად და დოკუმენტის ასატვირთად.

[6] კითხვარს აგრეთვე აქვს დამატებითი ველი დამატებითი ინფორმაციის დასაფიქსირებლად და დოკუმენტის ასატვირთად.

 


ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დიახ, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 20.09.2018.
როდის იქნა მიღებული „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
„გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 20.09.2018. მიმღები ორგანო — სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე. დოკუმენტის ნომერი — №9. სარეგისტრაციო კოდი — 040170020.57.069.016143.
რამდენი მუხლისგან შედგება „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 20.09.2018 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №9, 20.09.2018, სარეგისტრაციო კოდი 040170020.57.069.016143 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.09.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4321049/