„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ორგანული კანონი |
„მუხლი 10
1. პირს, რომელიც ჩაირიცხება თავდაცვის ძალების ან სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი ორგანოს შემადგენლობაში, განწესდება მოსამართლედ, უწყდება პოლიტიკური პარტიის წევრობა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ თავდაცვის ძალების ან სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი ორგანოს შემადგენლობაში მყოფ პირად ითვლება:
ა) საქართველოს პროკურატურის მუშაკი (გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა);
ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურე;
გ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელი;
დ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მოსამსახურე;
ე) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის მოსამსახურე;
ვ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციელი;
ზ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის სპეციალური დანაყოფის მოსამსახურე;
თ) საქართველოს თავდაცვის ძალების მოსამსახურე;
ი) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურე;
კ) საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურე;
ლ) სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელი;
მ) საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურე (გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა);
ნ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მოსამსახურე.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე.
ქუთაისი, 20 სექტემბერი 2018 წ. N3434-Iს |
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს ორგანული კანონი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 20.09.2018.
- როდის იქნა მიღებული „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 20.09.2018. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №3434-Iს. სარეგისტრაციო კოდი — 010290000.04.001.016246.
- რამდენი მუხლისგან შედგება „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 20.09.2018 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ორგანული კანონი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №3434-Iს, 20.09.2018, სარეგისტრაციო კოდი 010290000.04.001.016246 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.09.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4322347/