წიაღის სექტორის რეფორმის მაკოორდინირებელი უწყებათაშორისი საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 11.09.2018
ძალის დაკარგვა 23.04.2024
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №457
სარეგისტრაციო კოდი 010220030.10.003.020773
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 13/09/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 479 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
11.09.2018 მიღება
23.04.2024 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ - მინისტრი მამუკა ბახტაძე პრემიერ - მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

წიაღის სექტორის რეფორმის მაკოორდინირებელი უწყებათაშორისი საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №457 2018 წლის 11 სექტემბერი ქ. თბილისი წიაღის სექტორის რეფორმის მაკოორდინირებელი უწყებათაშორისი საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ მუხლი 1🔗 „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად, წიაღის სექტორის რეფორმის კოორდინაციის მიზნით: 1.   შეიქმნას უწყებათაშორისი საბჭო შემდეგი შემადგენლობით: ა)  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი − საბჭოს თავმჯდომარე; ბ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძე − საბჭოს წევრი; გ)  საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა − საბჭოს წევრი; დ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი − საბჭოს წევრი; ე) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაია − საბჭოს წევრი; ვ) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი − საბჭოს წევრი; ზ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეკონომიკური ანალიზისა და რეფორმების დეპარტამენტის უფროსი ვახტანგ ცინცაძე − საბჭოს წევრი; თ) სსიპ − წიაღის ეროვნული სააგენტოს უფროსი მაია ზავრაშვილი − საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე; ი) სსიპ − წიაღის ეროვნული სააგენტოს უფროსის პირველი მოადგილე ნანა ზამთარაძე − საბჭოს წევრი; კ) სსიპ − წიაღის ეროვნული სააგენტოს სასარგებლო წიაღისეულის მართვის დეპარტამენტის უფროსი მერაბ ჩალათაშვილი − საბჭოს წევრი; ლ) სსიპ − წიაღის ეროვნული სააგენტოს იურიდიული სამსახურის უფროსი შორენა იოსებიძე  − საბჭოს წევრი. 2. საბჭოს მუშაობაში მონაწილეობის მიღება ეთხოვოთ: ა) საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის   წევრს  გოგი მეშველიანს (საბჭოს წევრს); ბ) ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) უფროს ბანკირს გიორგი ახალკაცს (საბჭოს წევრს − ხმის უფლების გარეშე). 3. დამტკიცდეს წიაღის სექტორის რეფორმის მაკოორდინირებელი უწყებათაშორისი საბჭოს თანდართული დებულება. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე წიაღის სექტორის რეფორმის მაკოორდინირებელი უწყებათაშორისი საბჭოს  დებულება მუხლი 1🔗. წიაღის სექტორის რეფორმის მაკოორდინირებელი უწყებათაშორისი საბჭო (შემდგომში – საბჭო) თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, მათ შორის, ამ დებულებით. მუხლი 2🔗  საბჭო უფლებამოსილია: ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით, წიაღის სექტორის რეფორმის განხორციელებასთან დაკავშირებით მიმართოს შესაბამის ორგანოებს, მათი კომპეტენციის ფარგლებში დახმარების გაწევის თხოვნით; ბ) საჭიროების შემთხვევაში, შეიმუშაოს და წარუდგინოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს შესაბამისი წინადადებები და რეკომენდაციები ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ მხარდაჭერილი წიაღის სექტორის რეფორმის ფარგლებში შემუშავებულ წიაღის სექტორის პოლიტიკის დოკუმენტ(ებ)თან დაკავშირებით; გ) მიიწვიოს დამოუკიდებელი ექსპერტები და სხვა პირები, წიაღის სექტორის რეფორმასთან დაკავშირებული საკითხების შესწავლისა და სათანადო რეკომენდაციების შემუშავების მიზნით; დ) კომპეტენციის ფარგლებში, განახორციელოს წიაღის სექტორის რეფორმასთან დაკავშირებული სხვა ქმედებები. მუხლი 3🔗 საბჭოს თავმჯდომარე: ა) ხელმძღვანელობს საბჭოს საქმიანობას; ბ) იწვევს და წარმართავს საბჭოს სხდომებს. მუხლი 4🔗 1. საბჭოს სხდომა იმართება პერიოდულად, საჭიროებისამებრ. 2. საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, საბჭოს სხდომებს წარმართავს საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. 3. საბჭო უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი. 4. საბჭოს სხდომაზე გადაწყვეტილებები მიიღება დამსწრეთა ხმათა  უმრავლესობით. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა. 5. საბჭოს შენიშვნები, წინადადებები, რეკომენდაციები და გადაწყვეტილებები აისახება საბჭოს სხდომის ოქმში, რომელსაც ხელს აწერენ საბჭოს დამსწრე წევრები. მუხლი 5🔗. საბჭოს საქმიანობის ტექნიკურ ადმინისტრირებას, ორგანიზაციულ მხარდაჭერასა და საბჭოს სამდივნოს ფუნქციებს ახორციელებს სსიპ − წიაღის ეროვნული საააგენტო.