შპს „ტექნიკა 2008“-ის კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/9558-18
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
2018 წლის 7 სექტემბერი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე – თინა ვაშაყმაძე
განმცხადებელი – სსიპ „შემოსავლების სამსახური“
წარმომადგენელი – მამუკა ნოზაძე
მოვალე – შპს ,,ტექნიკა 2008“ (ს/ნ 206322433)
მოთხოვნა – შპს ,,ტექნიკა 2008“-ის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის დაწყება
სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს ,,ტექნიკა 2008"-ის გადახდისუუნარობის საქმესთან დაკავშირებით კრედიტორთა პირველი კრების ფორმატით სხდომის დანიშვნა/ მოწვევის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
2018 წლის 05 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს ,,ტექნიკა 2008''-ის წარმომადგენელმა თეონა ეცადეიშვილმა და მოითხოვა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება და საზოგადოების გაკოტრება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 მაისის განჩინებით განცხადება მიღებულ იქნა წარმოებაში და შპს ,,ტექნიკა 2008"- ის მეურვედ დანიშნული იქნა სსიპ _ აღსრულების ეროვნული ბიურო.
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის 23-ე, 29-ე მუხლის მე-2 და 32-ე მუხლის მე-2 პუნქტების თანახმად, კრედიტორთა პირველ კრებაზე კრედიტორთა ყოველი წარდგენილი მოთხოვნა მოწმდება მისი მოცულობის განსაზღვრის და დაკმაყოფილების საკითხის გადაწყვეტის მიზნით, ხოლო კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმების დასრულებისთანავე იქმნება მომრიგებელი საბჭო.
ვინაიდან, კრედიტორთა პირველი კრების ფორმატში ჩატარებულ სხომაზე მომრიგებელი საბჭოს წევრების არჩევა ვერ მოხერხდა, წარმოების შემდგომი გაგრძელებისათვის, შპს ,,ტექნიკა 2008-ის" კრედიტორთა პირველი კრების ფარგლებში უნდა დაინიშნოს სხდომა იმ დღის წესრიგით, რომელიც განსაზღვრულია კანონით.
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-9, 25-ე, 27 -ე, 32-33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285, მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. კრედიტორთა პირველი კრების ფორმატში მოწვეულ იქნეს მორიგი სხდომა 2018 წლის 28 სექტემბერს, 14:00 სთ-ზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6) სხდომის დარბაზი №19, შემდეგი დღის წესრიგით:
● მომრიგებელი საბჭოს წევრების დანიშვნა.
2. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე, განჩინება ასევე გამოქვეყნდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ვებგვერდზე და სასამართლო დაფაზე.
3. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კ.მ, №6) განჩინების გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.
მოსამართლე თინა ვაშაყმაძე