სს „ტრაქტების“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების ჩატარების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
სს „ტრაქტების“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების ჩატარების შესახებ
2018 წლის 12 სექტემბერი
ქ. თბილისი
სს „ტრაქტების“ სამეთვალყრეო საბჭო და გენერალური დირექტორი მერაბ ყვავაძე საზოგადოების აქციონერებს გიწვევთ სს „ტრაქტების“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრებაზე, რომელიც გაიმართება 2018 წლის 10 ოქტომბერს დღის 12.00 საათზე ქ. თბილისში, გულიას ქ. №1 (ადმინისტრაციული შენობა, II სართული).
სს „ტრაქტების“ აქციონერთა კრების სააღრიცხვო დღედ დადგინდეს 2018 წლის 12 სექტემბერი. საერთო კრებაში მონაწილეობის უფლება, ხმის უფლება და სხვა მონაცემები აქციონერებს შეუძლიათ შეამოწმონ სს „საქართველოს რეგისტრატორში“ მისამართზე: თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 74ა. ტელ.: 2-22-53-51.
საერთო კრებაში მონაწილეობის უფლება აქვთ აქციონერებს, რომლებსაც აქციებზე საკუთრების უფლება ჰქონდათ სააღრიცხვო დღისათვის.
დამატებითი ინფორმაციისათვის აქციონერებს შეუძლიათ მიმართონ სს „ტრაქტების“ ადმინისტრაციას მისამართზე: თბილისი, გულიას ქ. №1 (ადმინისტრაციული შენობა, II სართული), ტელ.: 2-72-26-62.
სს „ტრაქტების“ აქციონერთა საერთო კრებაზე დღის წესრიგში განხილული იქნება შემდეგი საკითხები:
1. აუდიტორული შემოწმების შედეგების განხილვა საგადასახადო მიზნით.
2. ფინანსური აუდიტის შემოწმების შედეგების განხილვა.
3. რეორგანიზაციის დასრულების შესახებ.
4. სხვა მიმდინარე საკითხები.
სს „ტრაქტების“ სამეთვალყურეო საბჭოს და დირექტორ(ებ)ის რეკომენდაციები:
აქციონერებს გთხოვთ დაესწროთ საერთო კრებას და ხმა მისცეთ საკითხების დადებითად გადაწყვეტას. აქციონერებს, რომლებსაც სურთ დღის წესრიგში დამატებითი საკითხების განხილვა, საერთო კრების ჩატარებამდე 10 დღით ადრე გთხოვთ წერილობით აცნობოთ სს „ტრაქტების“ ადმინისტრაციას.
აქციონერებს გთხოვთ დაესწროთ საერთო კრებას.
სს „ტრაქტების“ სამეთვალყრეო საბჭო
გენერალური დირექტორი მერაბ ყვავაძე