„თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის წესისა და იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 12 თებერვლის №139 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №471 |
|
2018 წლის 14 სექტემბერი ქ. თბილისი |
1. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში:
ა) ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
ბ) ინსპექტირების სამსახურის ხელმძღვანელი;
გ) იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილეები;
დ) სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
ე) შიდა აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილეები;
ვ) ეკონომიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
ზ) საბუღალტრო აღრიცხვისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და მისი მოადგილეები;
თ) სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილეები;
ი) საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილეები;
კ) სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილეები;
ლ) პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილეები;
მ) უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
ნ) ახალგაზრდობის პოლიტიკის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
ო) სპორტის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილეები;
პ) კულტურის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
ჟ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის სამმართველოს ხელმძღვანელი.“.
2. მე-9 მუხლი ამოღებულ იქნეს.
|