„საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №56 |
|
2018 წლის 14 სექტემბერი ქ. საგარეჯო |
„მუხლი 161. საკრებულოს თანამდებობის პირების შვებულებით სარგებლობისა და მივლინების წესი
1. საკრებულოს თანამდებობის პირებს (საკრებულოს თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე, საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე, ფრაქციის თავმჯდომარე და ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მიეცემათ შვებულება ანაზღაურებით და ანაზღაურების გარეშე.
2. საკრებულოს თავმჯდომარის ანაზღაურებადი და ანაზღაურების გარეშე შვებულების შესახებ გადაწყვეტილებას, დამსწრე წევრთა უმრავლესობით, იღებს საკრებულო.
3. საკრებულოს თავმჯდომარის მიერ შვებულების მოთხოვნა შეიძლება გახდეს საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის საფუძველი.
4. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის და საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის მიერ შვებულების მოთხოვნის შესახებ წარდგენილი განცხადების დაკმაყოფილებაზე გადაწყვეტილებას იღებს საკრებულოს თავმჯდომარე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რაც უახლოეს სხდომაზე უნდა ეცნობოს საკრებულოს.
5. საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის და საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის შვებულების საკითხს განიხილავს ფრაქციის სხდომა, რის შემდეგაც ფრაქციის სხდომის ოქმის საფუძველზე ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ -სამართლებრივ აქტს გამოსცემს საკრებულოს თავმჯდომარე და უახლოეს სხდომაზე აცნობებს საკრებულოს.
6. საკრებულოს თანამდებობის პირების (გარდა ფრაქციის თავმჯდომარე და ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე) მივლინების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება საკრებულოს თავმჯდომარის მიერ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
7. ფრაქციის თავმჯდომარე და ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე შესაძლებელია მივლინებულ იქნეს საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, მხოლოდ მისი თანხმობის შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
8. ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი წესი აგრეთვე ვრცელდება საკრებულოს წევრებზე, რომლებიც არ არიან თანამდებობის პირები.
|