საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის საგრანტო შეთანხმება (ბათუმის ავტობუსების პროექტი) (აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობის და გარემოს დაცვის საპარტნიორო ფონდის საინვესტიციო გრანტთან დაკავშირებით)

მიღების თარიღი 13.07.2017
ძალაში შესვლა 07.09.2018
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №1044
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016549
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 24/09/2018
matsne.gov.ge 8,233 სიტყვა · ~41 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
13.07.2017 მიღება
07.09.2018 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (9)
1 კორპორატიული განვითარება და დაინტერესებულ მხარეთა მონაწილეობის პროგრამები
2 მწვანე ქალაქის სამოქმედო გეგმა
გრანტით დაფინანსებული ერთეულები საგრანტო დაფინანსების თანხა გამოყოფილი ევროში
დაბალძირიანი ელექტრო ავტობუსებისა & დამტენების მიწოდება 1,500,000
N კონტრაქტის აღწერა
EBRD ტენდერზე მოწვევა
კატეგორია გამოყოფილი გრანტის ოდენობა ევროში
(1) საქონელი, სამუშაოები და სერვისები გრანტით დაფინანსებული ერთეულებისათვის 1,500,000
ჯამი 1,500,000
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

(საოპერაციო ნომერი 48098) საგრანტო შეთანხმება (საქართველოში მყარი ნარჩენების მართვის პროექტი) საქართველოს და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის EBRD-ის აქციონერთა სპეციალური ფონდის საინვესტიციო გრანტთან დაკავშირებით თარიღი 12 ივლისი 2016 საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 99% 12.07.2016 „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის საგრანტო შეთანხმება (თბილისის მეტროს მოდერნიზაციის პროექტი) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 99% 17.01.2023 „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის (თბილისის ავტობუსების პროექტი) აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობის და გარემოს დაცვის საპარტნიორო რეგიონალური ფონდის საინვესტიციო გრანტთან დაკავშირებით“ საგრანტო შეთანხმება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 99% 11.05.2016 „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის საგრანტო შეთანხმება (შენობებში მწვანე ინვესტიციების პროექტი)“ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 98% 18.03.2022 „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის საგრანტო შეთანხმება (ენგურის ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციის პროექტი - კლიმატური პირობებისადმი მდგრადობის გაუმჯობესება)“ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 98% 08.06.2022

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის საგრანტო შეთანხმება (ბათუმის ავტობუსების პროექტი) (აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობის და გარემოს დაცვის საპარტნიორო ფონდის საინვესტიციო გრანტთან დაკავშირებით) შესრულებული ვერსია (საოპერაციო ნომერი 48104) საგრანტო შეთანხმება (ბათუმის ავტობუსების პროექტი) საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობის და გარემოს დაცვის საპარტნიორო ფონდის საინვესტიციო გრანტთან დაკავშირებით დათარიღებული 2017 წლის 13 ივლისი სარჩევი მუხლი I – განმარტებები; მითითებები და სათაურები ნაწილი 1.01 განმარტებები ნაწილი 1.02 ინტერპრეტაცია მუხლი II – საგრანტო დაფინანსება ნაწილი 2.01 თანხის ოდენობა, ვალუტა და მიზანი ნაწილი 2.02 ჩამორიცხვა ნაწილი 2.03 ანაზღაურების პირობები და უპირობო ვალდებულებები ნაწილი 2.04 გადანაწილება ნაწილი 2.05 გაუქმება მიმღების მიერ ნაწილი 2.06 გადახდები მუხლი III – პროექტის განხორციელება ნაწილი 3.01 თანამშრომლობა და ინფორმაცია ნაწილი 3.02 პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობები ნაწილი 3.03 გარემოსდაცვითი და სოციალური შესაბამისობა ნაწილი 3.04 მიმღების ვალდებულებები მხარდაჭერის შესახებ ნაწილი 3.05 პროექტის ჯგუფები ნაწილი 3.06 შესყიდვა ნაწილი 3.07 ჩანაწერები და ანგარიშები პროექტის შესახებ; შემოწმებები ნაწილი 3.08 თანხის გადაცემის ხელშეკრულება მუხლი IV – ფინანსური და საოპერაციო ვალდებულებები ნაწილი 4.01 ფინანსური დოკუმენტაცია და ანგარიშები ნაწილი 4.02 საქმის წარმოება და საქმიანობების განხორციელება ნაწილი 4.03 გადასახადები ნაწილი 4.04 ინფორმირება ნაწილი 4.05 თაღლითობა და კორუფცია მუხლი V – შეჩერება და გაუქმება; თანხების დაბრუნება ნაწილი 5.01 შეჩერება ნაწილი 5.02 გაუქმება ბანკის მიერ ნაწილი 5.03 ანაზღაურების უპირობო ვალდებულებები, რომელზეც გავლენას არ ახდენს შეჩერება ან გაუქმება ნაწილი 5.04 მიმღების ვალდებულებები ნაწილი 5.05 თანხების დაბრუნების შემთხვევები მუხლი VI – განხორციელებადობა, დავის გადაწყვეტა ნაწილი 6.01 უფლებების გამოუყენებლობა ნაწილი 6.02 დავის გადაწყვეტა მუხლი VII – ძალაში შესვლა; შეწყვეტა ნაწილი 7.01 ძალაში შესვლის თარიღი ნაწილი 7.02 ძალაში შესვლის წინაპირობები ნაწილი 7.03 სამართლებრივი დასკვნა ნაწილი 7.04 შეწყვეტა ძალაში არშესვლის გამო ნაწილი 7.05 შესრულების შეწყვეტა მუხლი VIII – სხვადასხვა დებულება ნაწილი 8.01 შეტყობინებები. ნაწილი 8.02 მოქმედების უფლებამოსილება ნაწილი 8.03 ცვლილება ნაწილი 8.04 ინგლისური ენა ნაწილი 8.05 ზარალის ანაზღაურება ნაწილი 8.06 გადაცემა ნაწილი 8.07 უფლებები, სამართლებრივი დაცვის საშუალებები და უარის განცხადებები. ნაწილი 8.08 ინფორმაციის გამჟღავნება. განრიგი 1 – გრანტით დაფინანსებული საშუალებები ................................ S1-1 განრიგი 2 – ჩამორიცხვის კატეგორიები ........................................................S2-1 აღწერა 1 – ჩამორიცხვის მოთხოვნის ფორმა ............................................... E1-3 აღწერა 2 – უფლებამოსილი ხელმომწერების დანიშვნის წერილის ფორმა E2-1 საგრანტო შეთანხმება წინამდებარე საგრანტო შეთანხმება (შემდგომში „შეთანხმება“) გაფორმდა 2017 წლის 13 ივლისს საქართველოს („მიმღები“), წარმოდგენილი ფინანსთა სამინიტროს მიერ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (შემდგომში „ბანკი“ ან „EBRD“) შორის. ვინაიდან: ა) EBRD საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციაა, რომელიც საერთაშორისო სამართლის შესაბამისად 1990 წლის 29 მაისით დათარიღებული „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დაფუძნების შესახებ ხელშეკრულების“ („ბანკის დაფუძნების ხელშეკრულება“) საფუძველზე შეიქმნა; ბ) მიმღებმა ითხოვა დახმარება ელექტროავტობუსების შესასყიდად და ბათუმში ავტობუსების მუშაობის გაუმჯობესებისა და მოდერნიზებისთვის; გ) ქვემოთ მითითებულ და მიახლოებულ თარიღში ბანკმა ხელი მოაწერა სასესხო შეთანხმებას მიმღებთან, მისი როგორც მსესხებლის უფლებამოსილებით, რომლის მიხედვით ბანკი, როგორც სესხის გამცემი, თანახმაა გამოყოს სესხი 5,500,000 ევრომდე (ხუთი მილიონ ხუთასი ათასი ევრო) ოდენობით პროექტის დაფინანსებისთვის, როგორც მითითებულია განრიგში 1 („პროექტი“), სასესხო შეთანხმებაში განსაზღვრული სტანდარტული ვადების და პირობების საფუძველზე, რომელიც შესაძლოა, პერიოდულად შესწორდეს („სასესხო შეთანხმება“); დ) პროექტს განახორციელებს შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტი“ („პროექტის ორგანიზაცია“), რომელიც არის შეზღუდული პასუხისმგებლობის ორგანიზაცია და მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში და სრულად ეკუთვნის ბათუმის მერიას, მიმღებისა და მერიის მხარდაჭერით პროექტის განხორციელების შეთანხმების საფუძველზე („პროექტის განხორციელების შეთანხმება“), რომელიც დაიდება ბანკსა და პროექტის ორგანიზაციას შორის ქვემოთ მითითებულ თარიღზე; ე) მერია დაეხმარება პროექტის განხორციელებაში პროექტის მხარდაჭერის შეთანხმების საფუძველზე („პროექტის მხარდაჭერის შეთანხმება“), რომელიც გაფორმდება ბანკსა და მერიას შორის ქვემოთ მითითებულ თარიღზე; ვ) EBRD-ის სადამფუძნებლო შეთანხმების მე-20 მუხლის თანახმად, EBRD-მა დაარსა აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობისა და გარემოს დაცვის საპარტნიორო რეგიონალური ფონდი („ფონდი“), რომლის მართვა და ადმინისტრირება ხორციელდება აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობისა და გარემოს დაცვის საპარტნიორო ფონდის წესების საფუძველზე, რომელიც EBRD-მა 2014 წლის 23 ივლისს დაამტკიცა და რომელიც შესაძლოა, დროდადრო შეიცვალოს („E5P ფონდის წესები“); ზ) E5P ფონდის წესების თანახმად, EBRD-მა გააფორმა კონტრიბუციის შეთანხმებები („კონტრიბუციის შეთანხმება“) კონტრბუტორებთან („კონტრიბუტორ(ებ)ი“) რომლის მიხედვითაც კონტრიბუტორები თანახმა არიან, ფონდში კონტრიბუცია შეიტანონ და გადაიტანონ რესურსები ფონდში; თ) E5P ფონდის წესების პირობებისა და დებულებების თანახმად, E5P ფონდის მონაწილეთა/კონტრიბუტორთა ასამბლეამ 2017 წლის 19 ივნისს გამოხატა თანხმობა (როგორც ეს განსაზღვრულია წინამდებარე შეთანხმების ნაწილში 1.01 (განმარტებები), გამოყოს უსასყიდლო საინვესტიციო გრანტი არაუმეტეს 1,500,000 (ერთი მილიონ ხუთასი ათასი ევრო) ევროს ოდენობით E5P ფონდიდან, წინამდებარე შეთანხმების პირობების თანახმად განსაზღვრული საქონლის, სამუშაოების თუ პროექტთან დაკავშირებული მომსახურების შესასყიდად. ამგვარად, შეთანხმება მოხდა შემდეგზე: მუხლი I – განმარტებები; მითითებები და სათაურები ნაწილი 1.01. განმარტებები სიტყვები და გამონათქვამები, რომლებიც წარმოდგენილია ასომთავრულით (მათ შორის აღწერებსა და განრიგებში), მაგრამ არ არის განსაზღვრული წინამდებარე შეთანხმებაში, განიმარტება სასესხო შეთანხმებაში და/ან სტანდარტულ პირობებში მათთვის მინიჭებული მნიშვნელობებით. წინამდებარე შეთანხმებაში (მათ შორის დანართებსა და განრიგებში) გამოყენებულ ტერმინებს, თუ კონტექსტი სხვაგვარად არ მოითხოვს, აქვთ შემდეგი მნიშვნელობები:  „კონტრაქტორები“ ნიშნავს სათანადო სტატუსისა და რეპუტაციის მქონე კონტრაქტორებს, რომლებსაც დაიქირავებს პროექტის ორგანიზაცია პროექტისთვის საქონლის, სამუშაოების და პროექტთან დაკავშირებული მომსახურების, მათ შორის გრანტით დაფინანსებული ერთეულების შესასყიდად, თითოეული ასეთი კონტრაქტორი და მიმწოდებელი უნდა შეირჩეს წინამდებარე შეთანხმების ნაწილი 3.06-ის შესაბამისად (შესყიდვა). „კონტრაქტები“ ნიშნავს კონტრაქტებს, რომელიც გაფორმდება მიმღებს, მერიას და/ან მერიას და ნებისმიერ კონტრაქტორს შორის ბანკისთვის დამაკმაყოფილებელი ფორმით და შინაარსით, პროექტისთვის საქონლის, სამუშაოების და მომსახურებების შესყიდვასთან დაკავშირებით, მათ შორის გრანტით დაფინანსებული ერთეულებისთვის, რომელიც უნდა დაფინანსდეს მთლიანად ან ნაწილობრივ საგრანტო დაფინანსებით. „კონტრიბუტორი“ აქვს პრეამბულაში (ზ) მისთვის მინიჭებული მნიშვნელობა.  „ჩამორიცხვა“ ნიშნავს საგრანტო დაფინანსების ნებისმიერი ნაწილის ჩამორიცხვას პერიოდულად, წინამდებარე შეთანხმების 2.02 ნაწილის (ჩამორიცხვა) შესაბამისად.  „ძალაში შესვლის თარიღი“ ნიშნავს წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლის თარიღს ნაწილი 7.01.-ის (ძალაში შესვლის თარიღი) შესაბამისად.  „E5P ფონდი“ აქვს პრეამბულაში (ვ) მისთვის მინიჭებული მნიშვნელობა.  „თანხის გადაცემის ხელშეკრულება“ გულისხმობს შეთანხმებას, რომელსაც მერია, პროექტის ორგანიზაცია და მიმღები გააფორმებენ შესაბამისად წინამდებარე შეთანხმების 3.08 ნაწილისა, (თანხის გადაცემის შეთანხმება), რომელიც დროდადრო შესაძლოა შეიცვალოს. „გრანტით დაფინანსებული ერთეულები“ ნიშნავს პროექტისთვის საჭირო საქონელს, სამუშაოებს და მომსახურებებს, რომელიც დაფინანსდება გრანტით, როგორც ეს აღწერილია წინამდებარე შეთანხმების განრიგში 1. „საგრანტო დაფინანსება“ განიმარტება წინამდებარე შეთანხმების 2.01(ა) ნაწილში (თანხა, ვალუტა და მიზანი) მითითებული მნიშვნელობით. „საგრანტო დაფინანსების გაცემის ბოლო თარიღი“ – ნიშნავს წინამდებარე შეთანხმების 2.02.(ა) (საგრანტო დაფინანსების გაცემის ბოლო თარიღი) ნაწილში განსაზღვრულ თარიღს. „სასესხო შეთანხმება“ განიმარტება შესავალ ნაწილში (გ) მითითებული მნიშვნელობით. „სასესხო დაფინანსება“ ნიშნავს ბანკის, როგორც მსესხებლის მიერ მიმღებისათვის გამოყოფილ ან მომავალ დაფინანსებას სასესხო შეთანხმების თანახმად, რომელიც გადაეცემა სესხად მერიას, ქვესასესხო ხელშეკრულებების პირობების შესაბამისად.  „შესყიდვის გეგმა“ ნიშნავს შესყიდვის გეგმას პროექტისათვის, მათ შორის გრანტით დაფინანსებული ერთეულებისათვის, როგორც ეს მოცემულია ქვემოთ მოყვანილ განრიგში 1, ბანკისათვის დამაკმაყოფილებელი ფორმითა და შემადგენლობით. აღნიშნული შესყიდვის გეგმა შესაძლოა პერიოდულად შესწორდეს მიმღების მიერ ბანკის წინასწარი წერილობითი თანხმობით. „პროექტი“ განიმარტება შესავალ ნაწილში (გ) მითითებული მნიშვნელობით. „პროექტის დასრულების თარიღი“ ნიშნავს თარიღს, როდესაც შესრულდება ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი ქმედება:  (ა) მიმღები ბანკს გაუგზავნის შეტყობინებას ბანკისათვის დამაკმაყოფილებელი ფორმითა და შინაარსით, რომელიც ხელმოწერილი იქნება მიმღების უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ და რომელიც დაადასტურებს პროექტის დასრულებას; და (ბ) ბანკი მიმღებს გაუგზავნის შეტყობინებას, რომელიც დაადასტურებს, რომ ბანკი კმაყოფილია პროექტის დასრულებით.  „პროექტის განხორციელების შეთანხმება“ განიმარტება შესავალ ნაწილში (დ) მითითებული მნიშვნელობით. „პროექტის მხარდაჭერის შეთანხმება“ განიმარტება შესავალ ნაწილში (ე) მითითებული მნიშვნელობით.  „მიმღების უფლებამოსილი წარმომადგენელი“ გულისხმობს მიმღების ფინანსთა მინისტრს ან იმ პირს, რომელსაც ფინანსთა სამინისტრო წერილობით მიუთითებს. „ანაზღაურების ვალდებულება“ ნიშნავს წინამდებარე შეთანხმების 2.03 ნაწილში (ანაზღაურების პირობითი ან უპირობო ვალდებულებები) მითითებულ ვალდებულებას, და შესაძლოა იყოს „ანაზღაურების პირობითი ვალდებულება“ ან „ანაზღაურების უპირობო ვალდებულება“, როგორც აღნიშნული ტერმინები გამოიყენება ამ ნაწილში.  „E5P ფონდის წესები“ განიმარტება შესავალ ნაწილში (ვ) მითითებული მნიშვნელობით. „სტანდარტული ვადები და პირობები“ ნიშნავს ბანკის 2012 წლის 1 დეკემბრით დათარიღებულ სტანდარტულ ვადებსა და პირობებს. ნაწილი 1.02. ინტერპრეტაცია წინამდებარე შეთანხმებაში: (ა) მხოლობით რიცხვში მითითებული სიტყვები გულისხმობს მრავლობით რიცხვსაც და პირიქით, თუ კონტექსტი სხვაგვარად არ მოითხოვს;  (ბ) სათაურები და სარჩევი წარმოდგენილია მხოლოდ მითითებისთვის და გავლენას არ მოახდენს წინამდებარე შეთანხმების ინტერპრეტაციაზე; (გ) პირების აღმნიშვნელი სიტყვები მოიცავს კორპორაციებს, ამხანაგობებს და სხვა იურიდიულ პირებს და მითითებები პირზე მოიცავს მის სამართალმემკვიდრეებს და უფლებამონაცვლეებს; და (დ) მითითება კონკრეტულ მუხლზე, ნაწილზე, განრიგზე ან აღწერაზე, თუ სხვაგვარად არის მითითებული წინამდებარე შეთანხმებაში, უნდა განიმარტოს მითითებად წინამდებარე შეთანხმების იმ კონკრეტულ მუხლზე ან ნაწილზე, ან დანართზე ან აღწერაზე. მუხლი II – საგრანტო დაფინანსება ნაწილი 2.01. თანხა, ვალუტა და მიზანი (ა) წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად, ბანკი თანახმაა, მიმღებს E5P ფონდიდან გამოუყოს გრანტი 1,500,000 (ერთი მილიონ ხუთასი ათასი) ევროს ოდენობით („საგრანტო დაფინანსება“). (ბ) წინამდებარე შეთანხმების ნაწილის 2.01(ა) ზოგადი ხასიათის დარღვევის გარეშე, საგრანტო დაფინანსების ხელმისაწვდომობა, შეზღუდვის გარეშე, დამოკიდებული იქნება შემდგომი ქმედებების განხორციელებაზე: (1) ბანკმა, საკუთარი უფლებამოსილებიდან გამომდინარე, აცნობა მიმღებს, რომ სესხის მეორე ტრანში დამტკიცებულია ბანკის მიერ; (2) თანხის გადაცემის ხელშეკრულება, ბანკისათვის მისაღები ფორმითა და შინაარსით, შესრულებული და მიწოდებულია და მის ძალაში შესასვლელად ყველა პირობა, ან მერიის უფლება, მოითხოვოს ჩამორიცხვა, შესრულებულია; (3) მერიამ ბანკს წარუდგინა მერიიდან კომპეტენტური უფლებამოსილი პირის დასკვნა ან დასკვნები, ბანკისათვის მისაღები ფორმითა და შინაარსით, რომელიც დაადასტურებს, რომ თანხის გადაცემის შეთანხმება ავტორიზებული ან რატიფიცირებულია, ხელმოწერილი და მიწოდებულია მერიის სახელით, წარმოადგენს ქმედით და მერიისთვის იურიდიულად დამავალდებულებელი ძალის მქონე ვალდებულებებს, რომელთა აღსრულება მისი პირობების თანახმად განხორციელდება. (გ) საგრანტო დაფინანსებას უზრუნველყოფს ბანკი E5P ფონდიდან და მისი გამოყენება მოხდება მხოლოდ წინამდებარე შეთანხმების 3.06 ნაწილის (შესყიდვა) შესაბამისად, შესასყიდი გრანტით დაფინანსებული ერთეულების შეძენის მიზნით.  (დ) წინამდებარე შეთანხმების 5.05 ნაწილის (თანხების დაბრუნების შემთხვევები) შესაბამისად, საგრანტო დაფინანსება არ ექვემდებარება უკან დაბრუნებას. (ე) ცალსახად დადასტურებული და შეთანხმებულია, რომ ბანკი არ იქნება ვალდებული, განახორციელოს თანხის გამოყოფა ან ნებისმიერი სხვა სახის გადახდა წინამდებარე შეთანხმების საფუძველზე, ამ მიზნით E5P ფონდში არსებული გამოყოფასთან ან გადახდასთან დაკავშირებული და ტოლი თანხის გარდა.  (ვ) მიმღებმა უნდა უზრუნველყოს საგრანტო დაფინანსების გადაცემა მერიისთვის პროექტის მიზნებისთვის წინამდებარე შეთანხმებაში მითითებული პირობების შესაბამისად.  (ზ) თუ ბანკი სხვაგვარად არ დათანხმდება, გრანტით დაფინანსებული ერთეულები თანადაფინანსებული უნდა იყოს საგრანტო დაფინანსებით და სასესხო დაფინანსებით იმ პროპორციით და ოდენობით, რომელიც განისაზღვრება შესყიდვის გეგმაში. ნაწილი 2.02. ჩამორიცხვა წინამდებარე შეთანხმების 5.01 ნაწილის (შეჩერება), 5.02. ნაწილის (გაუქმება ბანკის მიერ) და 7.02 ნაწილის (ძალაში შესვლის წინაპირობები) შესაბამისად, საგრანტო დაფინანსება ბანკმა უნდა გამოყოს პერიოდულად, ერთ ან მეტ ჩამორიცხვად, შემდეგი პირობების საფუძველზე: (ა) საგრანტო დაფინანსების გაცემის ბოლო თარიღი მიმღების უფლება, მოითხოვოს თანხის გამოყოფა წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად, ძალაში შევა შეთანხმების ძალაში შესვლის დღეს და შეწყდება 2019 წლის 31 დეკემბერს ან უფრო გვიან თარიღში, რომელიც შესაძლოა ბანკმა თავისი უფლებიდან გამომდინარე შეარჩიოს და ვადაზე და წერილობით შეატყობინოს მიმღებს. (ბ) ნებადართული დანახარჯები თუ ბანკი სხვაგვარად არ დათანხმდება, თანხის ჩამორიცხვა განხორციელდება მხოლოდ (1) გრანტით დაფინანსებული ერთეულების გონივრულ ღირებულებებთან დაკავშირებული გაწეული ხარჯების (ან თუ ბანკი თანხმაა გასაწევი ხარჯები) დასაფინანსებლად იმ პირობით, როგორც ეს განსაზღვრულია შესყიდვების გეგმით; (2) ამ შეთანხმების თარიღის შემდგომ გაწეული ხარჯები. (გ) ჩამორიცხვის პირობები 2.02. ნაწილის ზოგადი პრინციპის დარღვევის გარეშე, წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული ნებისმიერი ჩამორიცხვა ერთ ან მეტ გრანტით დაფინანსებულ ერთეულთან დაკავშირებით, უნდა დაექვემდებაროს შესრულებას, ან ბანკის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით – უარს, მთლიანად ან ნაწილობრივ და პირობების ან უპირობოდ იმ პირობის საფუძველზე, რომ მიმღების მიერ გადმორიცხვის მოთხოვნის დღეს:  (1) სასესხო დაფინანსების თანხის ტრანში, რომელიც არის გამოყოფილი მიმღების, როგორც მსესხებლის მიერ მოთხოვნილი ტრანშის გამოყოფის შესახებ დამაკმაყოფილებელი განცხადების საფუძველზე, სასესხო შეთანხმების თანახმად, მინიმუმ შეადგენს საგრანტო დაფინანსებით გამოყოფილი ან მიმღების მიერ ტრანშის გამოყოფის შესახებ დამაკმაყოფილებელი განცხადების საფუძველზე მოთხოვნილი თანხის ტოლ თანხას;  (დ) თანხის ჩამორიცხვის მოთხოვნა (1) მიმღებს შეუძლია, მოითხოვოს თანხის გამოყოფა ბანკისთვის ჩამორიცხვის შესახებ თავდაპირველი მოთხოვნის წარდგენის საფუძველზე, რომელიც ხელმოწერილია მიმღების უფლებამოსილი წარმომადგენლის ან ამ უკანასკნელის მიერ დანიშნული პირის მიერ. ჩამორიცხვის შესახებ თითოეული მოთხოვნა წარმოდგენილი უნდა იყოს 1 აღწერის ფორმით (თანხის ჩამორიცხვის მოთხოვნის ფორმა) და უნდა მიეწოდოს ბანკს თანხის შეთავაზებულ ჩარიცხვამდე მინიმუმ თხუთმეტი (15) დღით ადრე. ასეთი მოთხოვნა, თუ ბანკი სხვაგვარად არ არის თანახმა, უნდა იყოს შეუქცევადი (საბოლოო) და შესასრულებლად სავალდებულო მიმღებისთვის. (2) გადმორიცხვის თითოეულ მოთხოვნას თან უნდა დაერთოს ბანკისთვის დამაკმაყოფილებელი ფორმის და შინაარსის დოკუმენტები და სხვა მტკიცებულებები, რომ მიმღები უფლებამოსილია მოითხოვოს ასეთი თანხის ჩარიცხვა და რომ ჩარიცხული თანხა გამოყენებული იქნება მხოლოდ გრანტით დაფინანსებული ერთეულებისთვის. ასეთი დოკუმენტები უნდა მოიცავდეს და არა მხოლოდ, კონტრაქტორის ანგარიშ-ფაქტურ(ებ)ას, რომელიც დამოწმებულია მიმღების მიერ ან მიმღების სახელით, ფაქტობრივი ანგარიშ-ფაქტურის ან ცალკე სერტიფიკატის ფორმით, რომელშიც მითითებულია მიმღების დასტური, რომ საქონელი, სამუშაოები ან მომსახურებები დამაკმაყოფილებლად იქნა მიწოდებული და განხორციელებული წინამდებარე შეთანხმების და შესაბამისი კონტრაქტის მოთხოვნების თანახმად.  (ე) ჩამორიცხვების ვალუტა  თანხების ჩამორიცხვა უნდა განხორციელდეს ევროში, საგრანტო დაფინანსების თანხებიდან დასაფინანსებელი ხარჯების ექვივალენტი ოდენობით. ევროს გარდა სხვა ვალუტაში გაწეული ხარჯების შემთხვევაში, ექვივალენტური გადმოსარიცხი თანხა უნდა განისაზღვროს შემდეგნაირად: (1) თუ მიმღები მოითხოვს გადახდას ევროში, ჩასარიცხი თანხა უნდა განსაზღვროს ბანკმა გაცვლის ხარჯის საფუძველზე, რომელსაც გაწევდა ბანკი იმ შემთხვევაში, თუ შეისყიდდა აღნიშნულ ვალუტას ან ვალუტებს მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით. (2) თუ მიმღები მოითხოვს გადახდას ხარჯების ვალუტაში ან ვალუტებში, ბანკი, იმ პირობით, რომ ასეთი ხარჯები წარმოდგენილია ადვილად ხელმისაწვდომ ვალუტაში ან ვალუტებში, შეისყიდის ასეთ ვალუტას ან ვალუტებს იმ ფორმით, როგორც ბანკი მიზანშეწონილად ჩათვლის. ექვივალენტური ჩასარიცხი თანხა უნდა განსაზღვროს ბანკმა გაცვლითი ხარჯების საფუძველზე, რომელიც გაწია ან გაწევდა ბანკი ევროს გამოყენებისას მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით. (ვ) გადახდები სხვა ვალუტებში გამონაკლის შემთხვევებში ბანკს შეუძლია დააკმაყოფილოს მიმღების მოთხოვნა, რომ გადახდა განხორციელდეს ევროს გარდა სხვა ვალუტაში ან ვალუტებში ან ხარჯების ვალუტაში. ასეთ შემთხვევაში, ბანკი იყიდის ასეთ ვალუტას ან ვალუტებს იმ ფორმით, რომელსაც ბანკი მიზანშეწონილად ჩათვლის. ეკვივალენტური გამოყოფის თანხა უნდა განსაზღვროს ბანკმა გაცვლითი ხარჯების საფუძველზე, რომელიც გასწია ან რომელსაც გაწევდა ბანკი ევროს გამოყენებისას მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით. (ზ) მინიმალური ჩამოსარიცხი თანხა ბოლო ჩამორიცხვის გარდა, ან თუ ბანკი სხვაგვარად არ არის თანახმა, თანხების ჩარიცხვა უნდა განხორციელდეს არანაკლებ 50,000 (ორმოცდაათი ათასი) ევროს ოდენობით. ნაწილი 2.03. ანაზღაურების პირობითი და უპირობო ვალდებულებები (ა) მიმღების მოთხოვნის საფუძველზე, ბანკისთვის დამაკმაყოფილებელი ფორმით და შინაარსით, ბანკს შეუძლია, EBRD-ის თანხების გამოყოფის შესახებ სახელმძღვანელოს მოქმედი დებულებების (საჭირო ცვლილებებით) შესაბამისად, გამოუშვას ანაზღაურების პირობითი ან უპირობო ვალდებულებები ბანკების მიერ განხორციელებული გადახდების ასანაზღაურებლად აკრედიტივის საფუძველზე, საგრანტო დაფინანსებით დასაფინანსებელ ხარჯებთან დაკავშირებით. ნებისმიერი ასეთი ანაზღაურება წარმოადგენს ჩამორიცხვას. (ბ) ანაზღაურების პირობითი ვალდებულების შემთხვევაში, ბანკის გადახდის ვალდებულება ბანკის მიერ საგრანტო დაფინანსების შეჩერების ან გაუქმებისთანავე უნდა შეჩერდეს ან შეწყდეს, წინამდებარე შეთანხმების 5.01 ნაწილის (შეჩერება) ან 5.02 ნაწილის (გაუქმება ბანკის მიერ) შესაბამისად. (გ) ანაზღაურების უპირობო ვალდებულების შემთხვევაში, ბანკის გადახდის ვალდებულებაზე გავლენა არ უნდა მოახდინოს საგრანტო დაფინანსების ნებისმიერმა შემდგომმა შეჩერებამ ან გაუქმებამ. ნაწილი 2.04. გადანაწილება მიმღებს შეუძლია, მოთხოვოს ბანკს წინამდებარე შეთანხმების 1 დანართში მითითებული გრანტით დაფინანსებული ერთეულების თითოეული ერთეულისთვის გამოყოფილი თანხის გადანაწილება იმ პირობით, რომ ასეთი გადანაწილება მოხდება E5P ფონდის პირობების შესაბამისად. ბანკს შეუძლია, დააკმაყოფილოს გადანაწილების მოთხოვნა მიმღებისთვის შეტყობინების გაგზავნის საფუძველზე. ამგვარი გადანაწილება უნდა განხორციელდეს შეტყობინების გაგზავნის შემდეგ.  ნაწილი 2.05. გაუქმება მიმღების მიერ მიმღებს შეუძლია, ნებისმიერ დროს, ბანკისთვის მინიმუმ ოცდაათი (30) სამუშაო დღით ადრე წინასწარი წერილობითი შეტყობინების გაგზავნის საფუძველზე, მთლიანად ან ნაწილობრივ გააუქმოს საგრანტო დაფინანსების გადაუხდელი ნაწილი. მიმღების მიერ გაუქმების შესახებ ნებისმიერი ასეთი შეტყობინება უნდა იყოს გამოუხმობი და შესასრულებლად სავალდებულო მიმღებისთვის.  ნაწილი 2.06. გადახდები ა) თუ ბანკი სხვაგვარად არ არის თანახმა, ბანკის მიერ წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად გამოსაყოფი თანხები პირდაპირ უნდა იქნეს გადახდილი შესაბამისი კონტრაქტორის ანგარიშზე, როგორც მიმღები განსაზღვრავს თანხის გამოყოფის შესახებ თავის მოთხოვნაში; (ბ) იმ შემთხვევაში, თუ წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული ნებისმიერი გადახდის ვადა დაემთხვევა დღეს, რომელიც არ არის სამუშაო დღე, გადახდა უნდა განხორციელდეს მომდევნო სამუშაო დღეს; (გ) ნებისმიერი თანხა, რომელიც შესაძლოა, გადასახდელი გახდეს ბანკისთვის წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად, უნდა იქნეს გადახდილი ჩათვლის ან შემხვედრი მოთხოვნის გარეშე ევროში, ვალუტირებით გადახდის დღეს, ლონდონის (ინგლისი) ან სხვა ისეთი ქვეყნის ანგარიშზე, რომელსაც ბანკი პერიოდულად განსაზღვრავს მიმღებისთვის შეტყობინების გაგზავნის საფუძველზე. მუხლი III – პროექტის განხორციელება ნაწილი 3.01. თანამშრომლობა და ინფორმაცია (ა) სტანდარტული ვადების და პირობების 4.01 ნაწილის (თანამშრომლობა და ინფორმაცია) დებულებები გამოყენებული უნდა იქნეს ისე, თითქოს ისინი წინამდებარე დოკუმენტში მითითებულია სრულად (საჭირო ცვლილებებით), მათ შორის მისი მთლიანობის დარღვევის გარეშე, თითქოს: (1) „მსესხებელი“ გულისხმობს „მიმღებს“ (2) „გარანტორი“ გულისხმობს „მიმღებს“ (3) „სესხი“ გულისხმობს „საგრანტო დაფინანსებას“ და (4) მითითება „სასესხო შეთანხმებაზე“ გულისხმობს მითითებას „წინამდებარე შეთანხმებაზე.“. (ბ) სასესხო შეთანხმების, პროექტის განხორციელების შეთანხმების და/ან პროექტის მხარდაჭერის შეთანხმების შესაბამისად, ინფორმაციის მიღებისას ბანკს შეუძლია, გამოიყენოს და დაეყრდნოს ნებისმიერ ასეთ ინფორმაციას, როგორც წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული საგრანტო დაფინანსების მომწოდებელი. ნაწილი 3.02. პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობები ა) მიმღები მიიღებს ყველა ზომას, რათა უზრუნველყოს, რომ, თუ ბანკთან სხვაგვარად არ არის შეთანხმებული, მერიამ და პროექტის ორგანიზაციამ განახორციელონ შემდეგი ქმედებები:  (1) განახორციელებს პროექტს სათანადო გულმოდგინებითა და ეფექტურობით და სასესხო შეთანხმების, პროექტის განხორციელების შეთანხმების, პროექტის მხარდაჭერის შეთანხმების და წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად; და (2) განახორციელებს პროექტს შესყიდვის გეგმის შესაბამისად, ნებისმიერი მოდიფიკაცით, რომელზეც ბანკმა შესაძლოა წერილობითი თანხმობა განაცხადოს; (3) განახორციელოს პროექტი გარემოსდაცვითი და მოქმედების სოციალური გეგმის და პროექტის განხორციელების მოთხოვნების შესაბამისად; (4) უზრუნველყოს, რომ პროექტის დასრულების თარიღი დადგეს არაუგვიანეს წინამდებარე სასესხო შეთანხმების მესამე წლისა; და (5) მიიღოს პროექტის წარმატებით განხორციელების ურუნველყოფისთვის საჭირო ყველა ზომა. (ბ) მიმღები უზრუნველყოფს, რომ პროექტის ორგანიზაციის მიერ საგრანტო დაფინანსებიდან დაფინანსებული საქონელი, სამუშაო და მომსახურება გამოყენებული იქნება მხოლოდ პროექტის მიზნებისთვის. (გ) სტანდარტული ვადების და პირობების 4.02 ნაწილის (პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობები) დებულებები გამოყენებული უნდა იქნეს ისე, თითქოს ისინი სრულად არის მოცემული წინამდებარე დოკუმენტში, შესაბამისი ცვლილებებით, მათ შორის მისი მთლიანობის დარღვევის გარეშე, თითქოს: (1) მითითებები „მსესხებელზე“ განიმარტება მითითებებად „მიმღებზე“; და  (2) მითითებები „სესხის შემოსავლებზე“ განიმარტება მითითებებად „საგრანტო დაფინანსებაზე“. ნაწილი 3.03. გარემოსდაცვითი და სოციალური მოთხოვნების დაცვა თუ ბანკი სხვაგვარად არ არის თანახმა, მიმღებმა უნდა უზრუნველყოს, რომ საგრანტო დაფინანსებით დაფინანსებული პროექტის ნაწილი განხორციელდეს პროექტის განხორციელების შეთანხმების 2.05 (გარემოსდაცვითი და სოციალური ვალდებულებები) და პროექტის მხარდაჭერის შეთანხმების 2.06 ნაწილის (გარემოსდაცვითი და სოციალური ვალდებულებები) შესაბამისად. ნაწილი 3.04. მიმღების ვალდებულებები მხარდაჭერის შესახებ (ა) მიმღებმა არ უნდა განახორციელოს ისეთი ქმედება და არ დაუშვას, რომ მისმა სააგენტოებმა ან შვილობილმა კომპანიებმა განახორციელონ ისეთი ქმედება, რომელიც ხელს შეუშლის ან დააბრკოლებს პროექტის განხორციელებას ან საპროექტო ობიექტების ეფექტურ ფუნქციონირებას ან მიმღების მიერ წინამდებარე შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. მიმღებმა ასევე უნდა უზრუნველყოს, რომ ასეთი ქმედებები არ განხორციელდეს (ან არ იყოს დაშვებული) მისი ნებისმიერი პოლიტიკური თუ ადმინისტრაციული ქვედანაყოფებების ან ნებისმიერი ორგანიზაციის მიერ, რომელსაც ფლობს ან აკონტროლებს, ან რომელიც მოქმედებს მიმღების ან აღნიშნული ქვედანაყოფებების სასარგებლოდ. (ბ) მიმღები ვალდებულია, თუ ბანკი სხვაგვარად არ არის თანახმა: (1) შეასრულოს წინამდებარე შეთანხმებით და სასესხო შეთანხმებით განსაზღვრული მისი ყველა ვალდებულება; (2) მხარი დაუჭიროს მერიასა და პროექტის ორგანიზაციას წინამდებარე შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში, მათ შორის მიიღოს ყველა საკანონმდებლო, მარეგულირებელი ან სხვა ზომა, რომელიც საჭირო ან სასურველია, და გაანაწილოს და დაამტკიცოს ან უზრუნველყოს ფულადი სახსრები და მხარი დაუჭიროს მერიას და პროექტის ორგანიზაციას, როგორც და როდესაც დასჭირდება პროექტის ორგანიზაციას პროექტის დასრულებისთვის; და (3) გააფორმოს ნებისმიერი სხვა დოკუმენტი და მიიღოს ნებისმიერი სხვა ზომა, რომელსაც ბანკი საჭიროდ ან მიზანშეწონილად ჩათვლის წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესასვლელად ნაწილი 3.05. პროექტის ჯგუფები მიმღები ვალდებულია უზრუნველყოს, რომ პროექტის ჯგუფების საქმიანობა და მოვალეობები, რომლებიც მითითებულია პროექტის განხორციელების შეთანხმების 2.02 ნაწილსა (პროექტის ჯგუფი) და პროექტის მხარდაჭერის შეთანხმების ნაწილით 2.06 (პროექტის ჯგუფი) მოიცავდეს საგრანტო დაფინანსების განხორციელებას.  ნაწილი 3.06. შესყიდვა (ა) გარდა იმისა, თუ ბანკი სხვაგვარად არ გადაწყვეტს, გრანტით დაფინანსებული ერთეულების შესყიდვა უნდა დარეგულირდეს EBRD-ის შესყიდვების წესებით. გრანტით დაფინანსებული ერთეულების შესყიდვა უნდა მოხდეს ღია ტენდერის წესით, როგორც ეს განსაზღვრულია EBRD-ის შესყიდვების წესების მე-3 თავში. (ბ) წინამდებარე შეთანხმების ნაწილის 3.06(ა) მიზნებისათვის, ღია ტენდერის პროცედურები გაწერილია ბანკის შესყიდვების წესების მე-3 თავში. (გ) ნებისმიერი კონტრაქტი უნდა დაექვემდებაროს EBRD–ის საქონლისა და მომსახურების შესყიდვის წესებში მითითებული წინასწარი განხილვის პროცედურებს. ნაწილი 3.07. ჩანაწერები და ანგარიშები პროექტის შესახებ; შემოწმებები (ა) მიმღები იზრუნებს, რომ მერიისა და პროექტის ორგანიზაციის მიერ ბანკისთვის მიწოდებული ინფორმაცია და მერიისა და პროექტის ორგანიზაციის მიერ წარმოებული ჩანაწერები მერიისა და პროექტის ორგანიზაციის ვალდებულებების, პროექტის განხორციელების შეთანხმების 2.08 ნაწილის (ანგარიშგების სიხშირე და წარდგენის მოთხოვნები), ასევე სტანდარტული ვადების და პირობებისა და დებულებების 4.04 ნაწილის (ჩანაწერები და ანგარიშები პროექტის შესახებ) და 5.02 ნაწილის (ანგარიშგება) შესაბამისად: (1) მოიცავდეს დეტალურ ინფორმაციას კონტრაქტების, კონტრაქტორების, თანხების ჩარიცხვის, საგრანტო დაფინანსების და მისი გამოყენების, გრანტით დაფინანსებული ერთეულების, ასევე წინამდებარე შეთანხმებაში მითითებული თითოეული ვალდებულების თუ პირობის შესრულების შესახებ ბანკისთვის დამაკმაყოფილებელი ფორმით და შემადგენლობით; (2) მოიცავდეს საკმარის ინფორმაციას იმისათვის რომ შესაძლებელი იყოს საგრანტო დაფინანსების თვალყურის დევნება სასესხო დაფინანსებისგან განცალკევებით; და (3) მოიცავდეს სხვა ისეთ ინფორმაციას მათ შორის პროექტის ორგანიზაციასთან, პროექტთან და წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებულ გარიგებებთან დაკავშირებით, რომელიც შესაძლოა ბანკმა პერიოდულად მოითხოვოს.  (ბ) შესაძლებლობისთანავე, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ბოლო შეთანხმების დასრულებიდან ოცდაათი (30) დღის განმავლობაში, მიმღებმა უნდა უზრუნველყოს, რომ მერიამ ბანკს მიაწოდოს (თუ ბანკი მოითხოვს, მიმღების უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ დამოწმებული) საბოლოო ანგარიში საგრანტო დაფინანსების შესახებ, რომელშიც დეტალურად მიეთითება ყველა კონტრაქტი, ყველა კონტრაქტორი, გრანტით დაფინანსებული ერთეულები და განრიგების შედგენა და გაფორმება და თავდაპირველ პროგნოზებთან შედარება. (გ) შესაძლებლობისთანავე, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, პროექტის დასრულებიდან ოცდაათი (30) დღის განმავლობაში, მიმღები უზრუნველყოფს, რომ მერიამ ბანკს მიაწოდოს (თუ ბანკი მოითხოვს, მერიის უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ დამოწმებული) საბოლოო ანგარიში პროექტთან დაკავშირებით, რომელშიც განსაზღვრულია საგრანტო დაფინანსების გამოყენება. (დ) მიმღები იზრუნებს, რომ პროექტის ორგანიზაციამ ბანკის, E5P ფონდის დონორების და მათი წარმომადგენლების მოთხოვნისამებრ, უზრუნველყოს: (1) პროექტთან დაკავშირებულ ნებისმიერ შენობა-ნაგებობებსა და სამშენებლოს ობიექტებზე ვიზიტის შესაძლებლობა; (2) საგრანტო დაფინანსების თანხებიდან დაფინანსებული ნებისმიერი საქონლის, სამუშაოს და მომსახურების, ასევე ნებისმიერი საწარმოს, დამონტაჟებული მოწყობილობის, ობიექტის, სამუშაოს, შენობის, საკუთრების, დანადგარის, ჩანაწერის და დოკუმენტის შემოწმების შესაძლებლობა, რაც დაკავშირებულია მიმღების მიერ წინამდებარე შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასთან; და  (3) აღნიშნული მიზნებისთვის, პროექტის ორგანიზაციის იმ წარმომადგენლებთან და თანამშრომლებთან შეხვედრისა და გასაუბრების შესაძლებლობა, რომელთაც ბანკი საჭიროდ და მიზანშეწონილად ჩათვლის. (ე) ნებისმიერი კონტრაქტის გაფორმების შემდეგ, ბანკს შეუძლია გამოაქვეყნოს მისი აღწერილობა, კონტრაქტორის სახელი და მოქალაქეობა და საკონტრაქტო ფასი. (ვ) მიმღები იზრუნებს, რომ პროექტის ორგანიზაციამ უზრუნველყოს, რომ ბანკს, კონტრიბუტორებს და მათ წარმომადგენლებს ჰქონდეთ პროექტთან და საგრანტო დაფინანსებასთან დაკავშირებით პროექტის ორგანიზაციის ბუღალტრულ წიგნებზე და ჩანაწერებზე წვდომა. ნაწილი 3.08. თანხის გადაცემის შეთანხმება მიმღები, თუ ბანკთან სხვაგვარად არ შეთანხმდა, უზრუნველყოფს: (ა) საგრანტო დაფინანსების მერიისთვის უსასყიდლოდ გადაცემას თანხის გადაცემის შეთანხმების შესაბამისად, ბანკისთვის მისაღები პირობებით; (ბ) ისარგებლებს უფლებებით თანხის გადაცემის შეთანხმების შესაბამისად მიმღებისა და ბანკის ინტერესების დაცვით, ამ შეთანხმების დებულებებთან შესაბამისობით და საგრანტო დაფინანსების მიზნებთან შესაბამისობით; და (გ) არ გადასცემს, არ შეცვლის და არ გააუქმებს ან უარს არ იტყვის თანხის გადაცემის შეთანხმების ნებისმიერ დებულებაზე. მუხლი IV – ფინანსური და საოპერაციო ვალდებულებები ნაწილი 4.01. ფინანსური დოკუმენტაცია და ანგარიშები (ა) მიმღები უზრუნველყოფს, რომ მერიამ და პროექტის ორგანიზაციამ ცალკე აწარმოონ ჩანაწერები და ანგარიშები საგრანტო დაფინანსებასთან დაკავშირებით, ბანკისთვისათვის მისაღები და საყოველთაოდ აღიარებული ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების შესაბამისი და თანმიმდევრული გამოყენებით. (ბ) მიმღებმა განკარგოს, რომ მერიამ და პროექტის ორგანიზაციამ უზრუნველყოს მერიისა და პროექტის ორგანიზაციის მიერ ბანკისთვის მიწოდებული ინფორმაცია და პროექტის ორგანიზაციის მიერ წარმოებული ჩანაწერების შესაბამისობა პროექტის ორგანიზაციის ვალდებულებებთან, თანახმად პროექტის განხორციელების შეთანხმების 3.01 ნაწილისა (ფინანსური ჩანაწერები და ანგარიშები) და მერიის ვალდებულებებთან, თანახმად პროექტის შეთანხმების 3.01 ნაწილისა (ფინანსური ჩანაწერები და ანგარიშები), ასევე სტანდარტული ვადების და პირობების 5.02(გ)(ი) ნაწილის (ანგარიშგება) შესაბამისად: (1) მოიცავდეს დეტალურ ინფორმაციას საგრანტო დაფინანსების და მისი გამოყენების შესახებ, ბანკისთვის დამაკმაყოფილებელი ფორმითა და შინაარსით. (2) მოიცავდეს საკმარის ინფორმაციას, იმისათვის რომ შესაძლებელი იყოს საგრანტო დაფინანსების თვალყურის დევნება სასესხო დაფინანსებისგან განცალკევებით; და (3) მოიცავდეს სხვა ისეთ ინფორმაციას აღნიშნულ ჩანაწერებთან, ანგარიშებთან და ფინანსურ ანგარიშგებებთან დაკავშირებით, რომელიც შესაძლოა, ბანკმა პერიოდულად მოითხოვოს. (გ) მიმღები განკარგავს, რომ მერიამ და პროექტის ორგანიზაციამ უზრუნველყოს პროექტის დასრულების თარიღიდან მინიმუმ ხუთი (5) წლის მანძილზე: (1) ფინანსური ანგარიშგების დოკუმენტებსა და გრანტით დაფინანსებულ აქტივობებთან დაკავშირებული სხვა ჩანაწერების შენახვა, და (2) ბანკისთვის და/ან შემწირავისთვის მოთხოვნის შემთხვევაში ყველა რელევანტური ფინანსური ინფორმაციის, მათ შორის პროექტთან დაკავშირებული ანგარიშებიდან ამონაწერების მიწოდება. ნაწილი 4.02. საქმის წარმოება და საქმიანობების განხორციელება მიმღები უზრუნველყოფს, რომ მერიამ და პროექტის ორგანიზაციამ, თუ ბანკი სხვაგვარად არ დათანხმდება: (ა) სათანადოდ შეასრულონ თავისი წინამდებარე შეთანხმებით, პროექტის განხორციელების შეთანხმებით და პროექტის მხარდაჭერის შეთანხმებით ნაკისრი ყველა ვალდებულება. (ბ) არ გაყიდოს, იჯარით არ გასცენ ან სხვაგვარად არ გაასხვისონ თავისი ძირითადი აქტივები, რომელიც საჭიროა საქმიანობების ეფექტური განხორციელებისთვის ან რომლის გასხვისებამ შესაძლოა, ზიანი მიაყენოს მათ უნარს – დამაკმაყოფილებლად შეასრულონ თავისი წინამდებარე შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები. (გ) აღასრულონ ნებისმიერი სხვა დოკუმენტი და გადადგან სხვა ნაბიჯები, თუ ბანკი ჩათვლის, რომ ეს საჭირო ან სასურველია ამ შეთანხმების ძალაში შესასვლელად. ნაწილი 4.03. გადასახადები (ა) მიმღები იზრუნებს თავად და უზრუნველყოფს, თანხების გადაცემის შეთანხმების თანახმად, რომ მერიამ და ან პროექტის ორგანიზაციამ ვადის დადგომისას გადაიხადოს ყველა დაკისირებული გადასახადი, რომელიც გადასახდელია წინამდებარე შეთანხმების (მათ შორის საგრანტო დაფინანსების პირობების) ან წინამდებარე შეთანხმებასთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა დოკუმენტის გაფორმებასთან, გამოშვებასთან, რეგისტრაციასთან ან ნოტარიულად დამოწმებასთან დაკავშირებით. (ბ) საგრანტო დაფინანსების თანხების არცერთი ნაწილი არ უნდა იქნეს გამოყენებული პირდაპირ ან არაპირდაპირ, ნებისმიერი პირდაპირი თუ არაპირდაპირი გადასახადის გადახდისთვის, საქართველოს ტერიტორიაზე ან სხვა ადგილას. ნაწილი 4.04. ინფორმირება მიმღები იზრუნებს, რომ შესაბამის პუბლიკაციებში, კომუნიკაციის დოკუმენტებსა და ასევე მედიაში აღინიშნოს, რომ პროექტმა დაფინანსება მიიღო მათ შორის კონტრიბუტორ(ებ)ისაგან, ევროკავშირის ჩათვლით. პრესისათვის მიწოდებული ინფორმაციაში, ისევე როგორც სხვა საჯარო მასალებში, ოფიციალურ შეტყობინებებში, ანგარიშებსა და პუბლიკაციებში, ნებისმიერი ფორმითა და საშუალებით, მათ შორის ინტერნეტში, აღნიშნული იქნება, რომ „პროექტი ხორციელდება E5P ფონდის სახსრებით, ევროკავშირის ჩათვლით“ და განთავსდება ევროკავშირის ლოგო (თორმეტი ყვითელი ვარსკვლავი ლურჯ ფონზე) და თანაბარი ყურადღება დაეთმობა კონტრიბუტორებს. პუბლიკაციაში, რომელიც პროექტის მიმდინარეობასთან იქნება დაკავშირებული ნებისმიერი ფორმითა და საშუალებით, ინტერნეტის ჩათვლით, ჩაიწერება შემდეგი ფრაზა: „ეს დოკუმენტი მომზადდა E5P ფონდის, მათ შორის, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. აქ გამოხატული მოსაზრებები არ ასახავს E5P ფონდის კონტრიბუტორების, მათ შორის, ევროპის კავშირის ოფიციალურ პოზიციას“. ნაწილი 4.05. თაღლითობა და კორუფცია ა) მიმღები თავად არ მიიღებს მონაწილეობას და უფლებამოსილებას არ გადასცემს და უფლებას არ მისცემს ოფიციალურ პირებს, დირექტორებს, უფლებამოსილ თანამშრომლებს, აგენტებს ან წარმომადგენლებს, ჩაერთონ პროექტთან, საგრანტო დაფინანსებასთან ან ნებისმიერ ტრანზაქციასთან, რომელიც გათვალისწინებულია ამ შეთანხმებით, დაკავშირებულ აკრძალულ საქმიანობაში.  ბ) მიმღები გადადგამს შესაბამის ნაბიჯებს, მათ შორის სათანადო დებულებებს ჩართავს კონტრაქტებში, რომ კონტრაქტორები და მათი შესაბამისი ქვეკონტრაქტორები არ ჩაერთონ აკრძალულ საქმიანობაში საგრანტო დაფინანსებასთან ან ამ შეთანხმებით გათვალისწინებულ ტრანსაქციასთან დაკავშირებით. გ) მიმღები დაუყონებლივ აცნობებს ბანკს აკრძალული საქმიანობის შემთხვევის ან ეჭვის არსებობის შემთხვევაში. მუხლი V – შეჩერება და გაუქმება; თანხების დაბრუნება ნაწილი 5.01. შეჩერება (ა) ბანკს შეუძლია მიმღებისთვის შეტყობინების გაგზავნის საფუძველზე მთლიანად ან ნაწილობრივ შეაჩეროს მიმღების უფლება წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული თანხების ნებისმიერ შემდგომ ჩარიცხვაზე, თუ მოხდება და გაგრძელდება ნებისმიერი ქვემოთ ჩამოთვლილი შემთხვევა: 1. სასესხო შეთანხმებას, პროექტის განხორცილების შეთანხმებას, პროექტის მხარდაჭერის შეთანხმებას, თანხის გადაცემის შეთანხმებას ან ქვესასესხო შეთანხმებებს დაეკარგება სრული იურიდიული ძალა ან შეწყდება, ან 2. მიმღებმა, მერიამ ან პროექტის ორგანიზაციამ ვერ შეასრულა ან ვერ ასრულებს წინამდებარე შეთანხმებით, სასესხო შეთანხმებით, პროექტის მხარდაჭერის, პროექტის განხორციელების შეთანხმებით, თანხის გადაცემის შეთანხმებით ან ქვესასესხო შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს, რომლის მხარესაც ის წარმოადგენს; 3. ბანკმა შეაჩერა, ან მოხდა ისეთი შემთხვევა, რამაც ბანკს მისცა უფლება, მთლიანად ან ნაწილობრივ შეეჩერებინა მიმღების, როგორც მსესხებლის უფლება, სასესხო შეთანხმების შესაბამისად, მოეთხოვა გადმორიცხვები, სტანდარტული ვადების და პირობებისა და დებულებების 7.01. ნაწილის (შეჩერება) ან სასესხო შეთანხმების 4.01 ნაწილის (შეჩერება) შესაბამისად. 4. ბანკმა გააუქმა, ან მოხდა ისეთი შემთხვევა, რამაც ბანკს მისცა უფლება მთლიანად ან ნაწილობრივ გაეუქმებინა სასესხო დაფინანსება სტანდარტული ვადების და პირობების 7.02 ნაწილის (გაუქმება ბანკის მიერ) შესაბამისად; 5. სტანდარტული ვადების და პირობების 7.06 ნაწილში (ვადამდე დაფარვის შემთხვევები) ან სასესხო შეთანხმების 5.02 ნაწილში (გადახდის ვადის შემცირება) მითითებული ნებისმიერი შემთხვევა მოხდა ან გრძელდება და ბანკმა სასესხო დაფინანსების ყველა ან ნებისმიერი ნაწილი გამოაცხადა გადასახდელად სტანდარტული ვადების და პირობებისა და დებულებების 7.06 ნაწილის (ვადამდე დაფარვის შემთხვევები) შესაბამისად; 6. მომხდარი შემთხვევების შედეგად შეიქმნა საგანგებო სიტუაცია, რაც შეუძლებელს ხდის პროექტის განხორციელებას ან მიმღების, მერიის და/ან პროექტის ორგანიზაციის მიერ პროექტის განხორციელების შეთანხმებით და პროექტის მხარდაჭერის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას, ან  7. მიმღების მიერ წინამდებარე შეთანხმებასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები ან მერიის ან პროექტის ორგანიზაციის მიერ პროექტის მხარდაჭერის შეთანხმებასთან ან პროექტის განხორციელების შეთანხმებასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები იქნება არასწორი ან შეცდომაში შემყვანი ნებისმიერ არსებით საკითხთან მიმართებაში. 8. პროექტის ორგანიზაციის წესდებები შესწორდება, შეჩერდება, გაუქმდება ან უარყოფილ იქნება იმგვარად, რომ არსებით და უარყოფით გავლენას მოახდენს პროექტის ორგანიზაციის საქმიანობებზე ან ფინანსურ მდგომარეობაზე ან მის უნარზე, განახორციელოს პროექტი ან შეასრულოს პროექტის განხორციელების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები;  9. მიმღებმა, როგორც მსესხებელმა, სასესხო შეთანხმების შესაბამისად, მთლიანად ან ნაწილობრივ გააუქმა სასესხო დაფინანსების გამოუყენებელი ნაწილი სტანდარტული ვადების და პირობების 3.08 ნაწილის (გაუქმება) შესაბამისად; 10. სასამართლო პროცესის ან სხვა ოფიციალური გამოძიების შედეგად გამოვლინდა, რომ მიმღები, მერია, პროექტის ორგანიზაცია, კონტრაქტორი ან ნებისმიერი მათი თანამდებობის პირი, აგენტი ან წარმომადგენელი მონაწილეობდნენ ნებისმიერ აკრძალულ საქმიანობაში; 11. საქართველოს ტერიტორიაზე სექტორისათვის გამოყენებული საკანონმდებლო და მარეგულირებელი ჩარჩო შეიცვლება, შეჩერდება ან გაუქმდება იმგვარად, რომ ეს მატერიალურ და უარყოფით გავლენას მოახდენს ოპერირებაზე ან მიმღების ფინანსურ მდგომარეობაზე, მის უნარზე შეასრულიოს ნაკისრი, წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები. 12. E5P ფონდის წესები შეწყდა ან მისი შეწყვეტის შესახებ შეტყობინება გაცემულ იქნა E5P ფონდის წესების თანახმად. (ბ) მიმღების უფლება ნებისმიერ შემდგომ ჩამორიცხვაზე შეჩერებული უნდა იქნეს სრულად ან ნაწილობრივ, სიტუაციიდან გამომდინარე მანამ, სანამ არსებობას არ შეწყვეტს ისეთი მოვლენა ან მოვლენები, რომელიც იწვევს შეჩერებას, და თუ ბანკი არ შეატყობინებს მიმღებს, რომ აღდგენილია შემდგომი გადმორიცხვის უფლება; თუმცა იმ პირობით, რომ შემდგომი გადმორიცხვისს უფლება აღდგება მხოლოდ ასეთ შეტყობინებაში მითითებული პირობების და ფარგლების შესაბამისად, და ასეთი შეტყობინება გავლენას არ მოახდენს ან არ შელახავს ბანკის უფლებას ან სამართლებრივი დაცვის უფლებას, ამ ნაწილში აღწერილ ნებისმიერ სხვა შემდგომ შემთხვევასთან დაკავშირებით.  ნაწილი 5.02 გაუქმება ბანკის მიერ (ა) თუ ნებისმიერ დროს ბანკი, მიმღებთან კონსულტაციის შემდეგ, განსაზღვრავს, რომ საგრანტო დაფინანსების თანხა არ იქნება საჭირო პროექტის ხარჯების დასაფინანსებლად, რომელიც უნდა დაფარულიყო გრანტის თანხიდან, ბანკს შეუძლია მიმღებისთვის შეტყობინების გაგზავნის საფუძველზე, გააუქმოს საგრანტო დაფინანსების ამგვარი თანხა. საგრანტო დაფინანსების გაცემის ბოლო დღეს, საგრანტო დაფინანსების ნებისმიერი გამოუყენებელი ნაწილი ავტომატურად გაუქმდება, თუ ბანკი სხვაგვარად არ დათანხმდება. (ბ) იმ შემთხვევაში, თუ მიმღების წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული საგრანტო დაფინანსების ნებისმიერი ნაწილის ჩარიცხვის მოთხოვნა შეჩერდება წინამდებარე შეთანხმების 5.01 ნაწილის (შეჩერება) შესაბამისად ოცდაათი (30) უწყვეტი დღის განმავლობაში, ბანკს შეუძლია, მიმღებისთვის შეტყობინების გაგზავნის საფუძველზე, გააუქმოს საგრანტო დაფინანსება, მთლიანად ან ნაწილობრივ. (გ) იმ შემთხვევაში, თუ ბანკი გააუქმებს, ან მოხდება ისეთი შემთხვევა, რომელიც ბანკს აძლევს უფლებას მთლიანად ან ნაწილობრივ გააუქმოს სასესხო დაფინანსება სტანდარტული ვადების და პირობებისა და დებულებების 7.02 ნაწილის (გაუქმება ბანკის მიერ) შესაბამისად, ბანკს შეუძლია, მიმღებისთვის შეტყობინების გაგზავნის საფუძველზე, გააუქმოს საგრანტო დაფინანსება მთლიანად ან ნაწილობრივ. (დ) თუ ნებისმიერ დროს ბანკი განსაზღვრავს, რომ: (1) ნებისმიერი გრანტით დაფინანსებული ერთეულის შესყიდვა არ შეესაბამება წინამდებარე შეთანხმებას; (2) წინამდებარე შეთანხმებით გამოყოფილი ფულადი სახსრები გამოყენებულ იქნა არა წინამდებარე შეთანხმებაში მითითებული მიზნებისთვის; ან (3) ნებისმიერ კონტრაქტთან დაკავშირებით, მიმღების, მერიის, პროექტის ორგანიზაციის ნებისმიერი წარმომადგენელი ან ნებისმიერი სხვა კონტრაქტორი მონაწილეობს აკრძალულ საქმიანობაში ამგვარი კონტრაქტის გაფორმების ან უზრუნველყოფის დროს, და მიმღებმა და/ან პროექტის ორგანიზაციამ ან მერიამ არ მიიღო ბანკისთვის დამაკმაყოფილებელი დროული და სათანადო ზომა ამ სიტუაციის გამოსასწორებლად; ბანკს შეუძლია, მიმღებისთვის შეტყობინების გაგზავნის საფუძველზე, მთლიანად ან ნაწილობრივ გააუქმოს საგრანტო დაფინანსება. ასეთი გაუქმება ძალაში შევა შეტყობინების გაგზავნის შემდეგ. (ე) თუ ნებისმიერ დროს ბანკი განსაზღვრავს, რომ სასამართლო პროცესის ან სხვა ოფიციალური გამოძიების შედეგად გამოვლინდა, რომ მიმღები, მერია, პროექტის ორგანიზაცია ან ნებისმიერი სხვა კონტრაქტორი მონაწილეობენ ნებისმიერ აკრძალულ საქმიანობაში, ბანკს შეუძლია, მიმღებისთვის შეტყობინების გაგზავნის საფუძველზე, მთლიანად ან ნაწილობრივ გააუქმოს საგრანტო დაფინანსება. ასეთი გაუქმება ძალაში შევა შეტყობინების გაგზავნის შემდეგ. ნაწილი 5.03. ანაზღაურების უპირობო ვალდებულებები, რომელზეც გავლენას არ ახდენს შეჩერება ან გაუქმება გაუქმება ან შეჩერება არ ვრცელდება თანხებზე, რომელიც ექვემდებარება წინამდებარე შეთანხმების 2.03 ნაწილის (ანაზღაურების პირობითი და უპირობო ვალდებულებები) შესაბამისად ბანკის მიერ აღებულ ანაზღაურების უპირობო ვალდებულებას, თუ პირდაპირ სხვაგვარად არ არის მითითებული ასეთ ვალდებულებაში.  ნაწილი 5.04. მიმღების ვალდებულებები ნებისმიერი შეჩერების ან გაუქმების მიუხედავად, ძალაში დარჩება წინამდებარე შეთანხმების ყველა დებულება, თუ პირდაპირ სხვაგვარად არ არის მითითებული ამ დოკუმენტში. ნაწილი 5.05. თანხების დაბრუნების შემთხვევები თუ მოხდება ან ქვემოთ მითითებული პერიოდის განმავლობაში გაგრძელდება ნებისმიერი ქვემოთ ჩამოთვლილი შემთხვევა, მაშინ ნებისმიერ დროს ასეთი შემთხვევის მიმდინარეობის პერიოდში, ბანკს შეუძლია, მიმღებისთვის შეტყობინების გაგზავნის საფუძველზე, მოთხოვოს მიმღებს, მერიას და/ან პროექტის ორგანიზაციას საგრანტო დაფინანსების ყველა ან ნებისმიერი ნაწილის დაბრუნება (და წინამდებარე შეთანხმებით გადასახდელი ნებისმიერი სხვა თანხის გადახდა) და აღნიშნული თანხა დაუყოვნებლივ (წინამდებარე შეთანხმების ნებისმიერი საწინააღმდეგო პირობის მიუხედავად) უნდა იქნეს გადახდილი, ასეთი შემთხვევებია: (ა) ადგილი აქვს წინამდებარე შეთანხმების 5.01(ა)(1) (შეჩერება) ნაწილში მითითებულ შემთხვევას. (ბ) ადგილი აქვს წინამდებარე შეთანხმების 5.01(ა)(2), 5.01(ა)(3) ან 5.01(ა)(3) (შეჩერება) ნაწილში მითითებულ შემთხვევას და, გამოსწორებადობის შემთხვევაში, გაგრძელდა ბანკის მიერ აღნიშნულის შესახებ შეტყობინების გაგზავნიდან ოცდაათი (30) დღის განმავლობაში.  (გ) ადგილი აქვს და გრძელდება სტანდარტულ პირობებსა და დებულებებში ან სასესხო შეთანხმებაში მითითებულ ვადამდე დაფარვის ნებისმიერ შემთხვევას და ბანკი სასესხო დაფინანსების ყველა ან ნებისმიერ ნაწილს აცხადებს გადასახდელად სტანდარტული ვადების და პირობებისა და დებულებების 7.06 ნაწილის (ვადამდე დაფარვის შემთხვევები) შესაბამისად. (დ) ნებისმიერ დროს ბანკი განსაზღვრავს, რომ სასამართლო პროცესის ან სხვა ოფიციალური გამოძიების შედეგად გამოვლინდა, რომ მიმღების, მერიის, პროექტის ორგანიზაციის ან რომელიმე კონტრაქტორის წარმომადგენელი მონაწილეობს ნებისმიერ აკრძალულ საქმიანობაში. (ე) მიმღებმა, როგორც მსესხებელმა სასესხო შეთანხმების შესაბამისად მთლიანად ან ნაწილობრივ გააუქმა სესხის გამოუყენებელი ნაწილი სტანდარტული ვადების და პირობების 3.08 ნაწილის (გაუქმება) შესაბამისად. მუხლი VI – განხორციელებადობა, დავის გადაწყვეტა ნაწილი 6.01. უფლებების გამოუყენებლობა ვალდებულების შეუსრულებლობის საფუძველზე, წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად ნებისმიერი მხარისათვის მინიჭებული ნებისმიერი უფლების, უფლებამოსილების ან სამართლებრივი დაცვის საშუალებების დაგვიანებით გამოყენება ან გამოუყენებლობა, ზიანს არ მიაყენებს ასეთ უფლებებს, უფლებამოსილებას ან სამართლებრივ დაცვის საშუალებებს ან არ განიმარტება მათზე უარის თქმად ან ამგვარი შეუსრულებლობის დაშვებად; ნებისმიერ ასეთ შეუსრულებლობასთან დაკავშირებით ასეთი მხარის ქმედება, ან თანხმობა, გავლენას არ მოახდენს ასეთი მხარის უფლებაზე ან სამართლებრივი დაცვის საშუალებებზე, ნებისმიერ სხვა შემდგომ შეუსრულებლობასთან დაკავშირებით. ნაწილი 6.02. დავის გადაწყვეტა სტანდარტული ვადების და პირობებისა და დებულებების 8.04 ნაწილის (დავის გადაწყვეტა) დებულებები გამოყენებული უნდა იქნეს ისე, თითქოს სრულად არის მოცემული წინამდებარე დოკუმენტში (შესაბამისი ცვლილებებით), ზემოაღნიშნულის მთლიანობის დარღვევის გარეშე, თითქოს: (1) მითითებები „სასესხო შეთანხმებაზე“, „საგარანტიო შეთანხმებასა“ ან „საპროექტო შეთანხმებაზე“ განიმარტება მითითებად „ამ შეთანხმებაზე“. (2) მითითებები „მსესხებელზე“ ან „პროექტის ორგანიზაციაზე“ განიმარტება მითითებებად „მიმღებზე“. მუხლი VII - ძალაში შესვლა; შეწყვეტა ნაწილი 7.01. ძალაში შესვლის თარიღი თუ ბანკი და მიმღები სხვაგვარად არ გადაწყვეტს, წინამდებარე შეთანხმება ძალაში შევა იმ დღეს, როდესაც ბანკი მიმღებს გაუგზავნის შეტყობინებას ბანკის მიერ მტკიცებულების მიღების შესახებ, რომელიც მოთხოვნილია წინამდებარე შეთანხმების 7.02 ნაწილით (ძალაში შესვლის წინაპირობები) და 7.03 ნაწილით (იურიდიული დასკვნა).  ნაწილი 7.02. ძალაში შესვლის წინაპირობა წინამდებარე შეთანხმება ძალაში არ შევა, სანამ ბანკი არ დარწმუნდება, რომ არ ხდება და არ გრძელდება წინამდებარე შეთანხმების ნაწილში 5.01(ა) (შეჩერება) ან ნაწილში 5.05 (თანხების დაბრუნების შემთხვევები) მითითებული შემთხვევები; და სანამ არ შესრულდება ქვემოთ მითითებული წინაპირობები ბანკისთვის დამაკმაყოფილებელი ფორმით და შინაარსით, ან უარყოფილი იქნება ბანკის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით, მთლიანად ან ნაწილობრივ და პირობების საფუძველზე ან უპირობოდ:  (ა) ბანკმა უნდა მიიღოს წინამდებარე შეთანხმების სათანადოდ გაფორმებული ორი ეგზემპლარი. (ბ) სასესხო შეთანხმება შესრულებულია მხარეების მხრიდან და სასეხო შეთანხმების ძალაში შესვლის ყველა წინაპირობა, სტანდარტული ვადების და პირობების 9.02, ნაწილის (ძალაში შესვლის წინაპირობები) და სასესხო შეთანხმების 5.01 ნაწილის (ძალაში შესვლის წინაპირობები) შესაბამისად, მხოლოდ წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლის გარდა, შესრულდა ბანკისთვის დამაკმაყოფილებელი ფორმით და შინაარსით; (გ) ბანკმა უნდა მიიღოს მტკიცებულება, ბანკისთვის დამაკმაყოფილებელი ფორმით და შინაარსით, რომ წინამდებარე შეთანხმების გაფორმება და მიწოდება მიმღების სახელით სათანადოდ არის ავტორიზებული ან რატიფიცირებული ყველა საჭირო სამთავრობო და ადმინისტრაციული ქმედებით; (დ) თანხის გადაცემის ხელშეკრულება, ბანკისთვის მისაღები ფორმით, შესრულებულია და მიწოდებული და მისი ეფექტურობის ყველა პირობა, ასევე მერიის უფლება მოითხოვოს თანხის ჩამორიცხვა, გარდა ამ შეთანხმების ეფექტურობისა, შესრულდა; (ე) ბანკმა მიიღო შეტყობინება ბანკისთვის მისაღები ფორმით, რომ თანხის გადაცემის ხელშეკრულება სათანადოდ შესრულებული და უფლებამოსილია მიმღების და მერიის მიერ ან რატიფიცირებულია ყველა სამთავრობო და ადმინისტრაციული აქტით; და (ვ) ბანკს მიეწოდა მის მიერ მოთხოვნილი ყველა სხვა დოკუმენტი, რომელთა მოთხოვნაც მიზანშეწონილია პროექტთან და ამ საგრანტო შეთანხმებასთან დაკავშირებით. ნაწილი 7.03. სამართლებრივი დასკვნები (ა) წინამდებარე შეთანხმების 7.02 ნაწილის (ძალაში შესვლის წინაპირობები) შესაბამისად მისაწოდებელი მტკიცებულების ფარგლებში, მიმღები მიაწვდის ბანკს იურიდიული დასკვნას ან უზრუნველყოფს მის მიწოდებას, მიმღების სახელით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ, ბანკისთვის მისაღები ფორმით და შინაარსით, და მიუთითებს, რომ წინამდებარე შეთანხმება სათანადოდ არის დამოწმებული ან რატიფიცირებული და გაფორმებული და წარმოდგენილი მიმღების სახელით და წარმოადგენს მიმღების ქმედუნარიან და იურიდიულად შესასრულებელ ვალდებულებას, რომელიც განხორციელებადია მისი პირობების შესაბამისად. ნაწილი 7.04. შეწყვეტა ძალაში არშესვლის გამო იმ შემთხვევაში, თუ: (ა) წინამდებარე შეთანხმება ძალაში არ შევა შეთანხმების გაფორმების თარიღიდან ასოთხმოცი (180) კალენდარული დღის განმავლობაში; ან (ბ) სასესხო შეთანხმება ძალაში არ შევა სასესხო შეთანხმების 5.03 ნაწილში (შეწყვეტა ძალაში არშესვლის გამო) მითითებულ დღეს ან ბანკის მიერ მიმღებისთვის, როგორც მსესხებლისთვის, სტანდარტული ვადების და პირობების 9.04 ნაწილის (შეწყვეტა ძალაში არშესვლის გამო) შესაბამისად, შეტყობინებულ ნებისმიერ მომდევნო თარიღზე; ბანკის წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული ყველა ვალდებულება შეწყდება, თუ ბანკი, დაგვიანების მიზეზების გათვალისწინების შემდეგ, არ განსაზღვრავს მოგვიანებით თარიღს ამ ნაწილის მიზნებისთვის. ბანკი დაუყოვნებლივ შეატყობინებს მიმღებს ამგვარი გვიანი თარიღი. ნაწილი 7.05. შესრულების შეწყვეტა (ა) წინამდებარე შეთანხმება ძალაში დარჩება მანამ, სანამ მიმღები არ შეასრულებს ყველა ვალდებულებას შეთანხმების დებულებების შესაბამისად, გარდა ვადამდე შეწყვეტისა შეთანხმების პირობების შესაბამისად და სანამ მერია არ შეასრულებს ყველა ვალდებულებას პროექტის მხარდაჭერის შეთანხმების დებულებების შესაბამისად, იმ პირობით, რომ წინამდებარე შეთანხმების 6.02 ნაწილის (დავის გადაწყვეტა) დებულებები ძალაში უნდა დარჩეს წინამდებარე შეთანხმების შეწყვეტის შემდეგ. (ბ) წინამდებარე შეთანხმების ნებისმიერი საწინააღმდეგო დებულების მიუხედავად, წინამდებარე შეთანხმების 5.05.(დ) ნაწილის (თანხის დაბრუნების შემთხვევები) დებულებები ძალაში დარჩება წინამდებარე შეთანხმების შეწყვეტის შემდეგ, პროექტის დასრულების თარიღიდან ხუთი (5) წლის განმავლობაში.  მუხლი VIII – სხვადასხვა ნაწილი 8.01. შეტყობინებები ნებისმიერი შეტყობინება ან მოთხოვნა, რომლის გაგზავნა ან გაკეთება მოითხოვება ან დაშვებულია წინამდებარე შეთანხმებით, შედგენილი უნდა იყოს წერილობითი ფორმით. თუ სხვაგვარად არ არის წარმოდგენილი წინამდებარე შეთანხმების 7.01 ნაწილში (ძალაში შესვლის თარიღი), ასეთი შეტყობინება ან მოთხოვნა სათანადოდ გაგზავნილად ჩაითვლება, როდესაც შეტყობინება ან მოთხოვნა მიეწოდება მხარეს, რომელსაც უნდა გაეგზავნოს, ასეთი მხარის ქვემოთ მითითებულ მისამართზე, ან სხვა ისეთ მისამართზე, რომელსაც აღნიშნული მხარე წერილობით მიუთითებს მეორე მხარეს (რომელიც აგზავნის შეტყობინებას ან მოთხოვნას). თუ სხვაგვარად არ არის მითითებული წინამდებარე შეთანხმებაში ან EBRD-ის თანხების ჩამორიცხვის სახელმღვანელოში, შეტყობინების ან მოთხოვნის მიწოდება შეიძლება განხორციელდეს პირადად, ფოსტით ან ფაქსით. ფაქსით მიწოდებული შეტყობინებები ასევე უნდა დადასტურდეს ფოსტით. მიმღებისთვის: საქართველო ფინანსთა სამინისტრო, საქართველო, ქ. თბილისი 0114, გორგასალის ქუჩა № 16. ვის: სახელმწიფო ვალის და საგარეო დაფინანსების დეპარტამენტი ფაქსი: +995 32 2262 423 ბანკისთვის: ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საფონდო ბირჟის მოედანი №1,  ლონდონი, საფოსტო ინდექსი EC2A 2JN  გაერთიანებული სამეფო  ადრესატი: საოპერაციო ადმინისტრაციული დეპარტამენტი ფაქსი: +44-20-7338-6100 ნაწილი 8.02. მოქმედების უფლებამოსილება ნებისმიერი ქმედება, რომლის განხორციელება მოითხოვება ან ნებადართულია და ნებისმიერი დოკუმენტი, რომლის გაფორმება მოთხოვნილია ან ნებადართულია წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად, მიმღების მიერ, უნდა განხორციელდეს ან გაფორმდეს მიმღების მიერ, მიმღების სხვა ისეთი უფლებამოსილი პირის ან სხვა ოფიცერების მიერ, რომელსაც წერილობითი ფორმით დანიშნავენ ზემოაღნიშნული უფლებამოსილი წარმომადგენლები. მიმღებმა ბანკს უნდა მიაწოდოს მტკიცებულება ასეთი უფლებამოსილების და აღნიშნული უფლებამოსილი პირის დამოწმებული ხელმოწერის ნიმუში, არსებითად აღწერა 2-ის ფორმით (უფლებამოსილი ხელმომწერების დანიშვნის წერილის ფორმა). ნაწილი 8.03. ცვლილება წინამდებარე შეთანხმება შესაძლოა შეიცვალოს მიმღების უფლებამოსილი წარმომადგენელისა და ბანკის სათანადოდ უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ ხელმოწერილი წერილობითი დოკუმენტის საფუძველზე. ნაწილი 8.04. ინგლისური ენა წინამდებარე შეთანხმება მომზადდა და გაფორმდა ინგლისურ ენაზე. წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად წარსადგენი ნებისმიერი დოკუმენტი ასევე შედგენილი იქნება ინგლისურ ენაზე. ბანკის თანხმობის არსებობის შემთხვევის გარდა, სხვა ენაზე შედგენილ დოკუმენტს თან უნდა ახლდეს ინგლისურენოვანი თარგმანი, რომელიც დამოწმებულია, როგორც დამტკიცებული თარგმანი და ასეთი თარგმანი უნდა იყოს საბოლოო.  ნაწილი 8.05. ზარალის ანაზღაურება (ა) მიმღები სრულ პასუხისმგებლობას იღებს და თანახმაა, აუნაზღაუროს და დაიცვას ბანკი და მისი თანამდებობის პირები, დირექტორები, აგენტები და თანამშრომლები ნებისმიერი და ყველა ვალდებულება, ზარალი, ზიანი (კომპენსირებადი, საჯარიმო თუ სხვა), ჯარიმა, მოთხოვნა, გადასახადი, სარჩელი, ხარჯი და დანახარჯი (მათ შორის ადვოკატის მომსახურების გონივრული საფასური და ხარჯი და გამოძიების ხარჯები), მათ შორის ზემოაღნიშნულის მთლიანობის დარღვევის გარეშე, რომელიც წარმოიქმნა შეთანხმების ფარგლებში ან სამოქალაქო სამართალდარღვევის (მათ შორის დაუდევრობის) ან მკაცრი პასუხისმგებლობის საფუძველზე ან სხვა შემთხვევებში, რომელიც ეკისრება ბანკს, გაცხადებულია ბანკთან მიმართებაში ან გაწია ბანკმა (მიუხედავად იმისა, უკვე აანაზღაურა თუ არა ნებისმიერმა სხვა პირმა ნებისმიერი სხვა დოკუმენტის საფუძველზე) და რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში უკავშირდება ან პირდაპირ ან არაპირდაპირ წარმოიქმნება: (1) წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული ნებისმიერი გარიგების ან მისი გაფორმების ან შესრულების საფუძველზე; (2) მიმღების ან მერიის ან პროექტის ორგანიზაციის ობიექტების ექსპლუატაციის ან ტექნიკური მომსახურების ან მიმღების ან მერიის ან პროექტის ორგანიზაციის მიერ მათი ფლობის, ან კონტროლის საფუძველზე; ან  (3) ბანკის მიერ წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული ნებისმიერი უფლების და სამართლებრივი დაცვის საშუალებების გამოყენების საფუძველზე. იმ პირობით, რომ ბანკს არ ექნება უფლება მოითხოვოს ანაზღაურება წინამდებარეთი, დაუდევრობის ან ვალდებულებების განზრახ შეუსრულებლობის შემთხვევაში. (ბ) მიმღები ადასტურებს, რომ ბანკი აფორმებს წინამდებარე შეთანხმებას და მოქმედებს მხოლოდ როგორც გრანტის პროვაიდერი და არა როგორც კონსულტანტი მიმღებისთვის. მიმღები აცხადებს და იძლევა გარანტიას, რომ წინამდებარე შეთანხმების გაფორმებისას გამოიყენა საკუთარი იურიდიული, ფინანსური და სხვა პროფესიონალი კონსულტანტები და ეყრდნობა ასეთი კონსულტანტების მიერ მისთვის მიცემულ რჩევას და ის არ ეყრდნობა და მომავალშიც არ დაეყრდნობა მისთვის ბანკის მიერ მიცემულ ნებისმიერ რჩევას. ნაწილი 8.06. გადაცემა მიმღებს არ შეუძლია, გადასცეს თავისი წინამდებარე შეთანხმებით მინიჭებული უფლებები და მოვალეობები მთლიანად ან ნაწილობრივ ბანკის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. ნაწილი 8.07. უფლებები, სამართლებრივი დაცვის საშუალებები და უარის განცხადებები ბანკის წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებულ უფლებებსა და სამართლებრივი დაცვის საშუალებებს ზიანი არ უნდა მიადგეს ისეთი აქტით, რომელიც ამ ნაწილის გარდა, ზიანს აყენებს აღნიშნულ უფლებებს ან სამართლებრივი დაცვის საშუალებებს. საქმიანობის ჩვეულებრივ პროცესში და ბანკის ნებისმიერი უფლების, უფლებამოსილების ან სამართლებრივი დაცვის საშუალების დაგვიანებით გამოყენებამ ან გამოუყენებლობამ ზიანი არ უნდა მიაყენოს ნებისმიერ ასეთ უფლებას, უფლებამოსილებას ან სამართლებრივი დაცვის საშუალებას ან არ უნდა განიმარტოს მათზე უარის თქმად. წინამდებარე შეთანხმების ნებისმიერ პირობაზე ან დებულებაზე უარის თქმა წარმოდგენილი უნდა იყოს წერილობითი ფორმით და ხელმოწერილი უნდა იყოს ბანკის მიერ. იმ შემთხვევაში, თუ ბანკი უარყოფს საგრანტო დაფინანსების ნებისმიერი გამოყოფის პირობას, უნდა ჩაითვალოს, რომ მიმღები, აღნიშნული გამოყოფილი თანხის მიღებით, ეთანხმება უარყოფის პირობებს და ბანკის უფლება – მოითხოვოს აღნიშნული პირობის დაცვა – გარკვევით დაცული უნდა იქნეს ნებისმიერი შემდეგი გამოყოფის მიზნებისთვის. წინამდებარე შეთანხმებაში და სხვა შეთანხმებაში მითითებული უფლებები და სამართლებლივი დაცვის საშუალებები არის კუმულაციური და არ გამორიცხავს მათ სხვაგვარ ან შემდგომ გამოყენებას, ან ნებისმიერი სხვა უფლების ან სამართლებრივი დაცვის საშუალების გამოყენებას. ნაწილი 8.08. ინფორმაციის გამჟღავნება ბანკს შეუძლია, გაამჟღავნოს ისეთი დოკუმენტები, ინფორმაცია და ჩანაწერი მიმღების და ამ პროექტის შესახებ (მათ შორის, წინამდებარე შეთანხმების, პროექტის მხარდაჭერის შეთანხმების და ნებისმიერი სხვა აქ ხსენებული შეთანხმების ასლები), რომელსაც ბანკი მიზანშეწონილად ჩათვლის (i) ნებისმიერ დავასთან დაკავშირებით, რომელშიც მონაწილეობს მიმღები, პროექტის ორგანიზაცია ან მერია (ii) ბანკის წინამდებარე შეთანხმებით ან წინამდებარეთი განსაზღვრული ნებისმიერი შეთანხმებით გათვალისწინებული ნებისმიერი უფლების შენარჩუნების ან გამოყენების ან ბანკისთვის გადასახდელი ნებისმიერი თანხის ინკასირების და (iii) E5P ფონდის წესების შესაბამისად ანგარიშგების მიზნით. აღნიშნულის დასტურად, მხარეებმა, რომლებიც მოქმედებენ მათი სათანადოდ უფლებამოსილი წარმომადგენლების მეშვეობით, უზრუნველყვეს წინამდებარე შეთანხმების ხელმოწერა სამ ეგზემპლარად (აქედან ორი ბანკისათვის და ერთი მიმღებისთვის), ზემოთ პირველად მითითებულ დღეს. საქართველო ______________________  სახელი: დიმიტრი ქუმსიშვილი თანამდებობა: საქართველოს ფინანსთა მინისტრი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი _____________________  სახელი: ფრანსის მალიჟ თანამდებობა: აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიაში EBRD-ის მმართველი დირექტორი განრიგი 1 – გრანტით დაფინანსებული ერთეულები ქვემოთ მოყვანილი ცხრილი და ამ განრიგი 1-ის დანართში მოცემული შესყიდვების გეგმა მიუთითებს გრანტით დაფინანსებულ ერთეულებს და თითოეული გრანტით დაფინანსებული ერთეულისთვის გამოყოფილ საგრანტო დაფინანსების თანხას, რაც შესაძლოა შეიცვალოს ბანკისა და მიმღების შეთანხმების საფუძველზე. გრანტით დაფინანსებული ერთეულები საგრანტო დაფინანსების თანხა გამოყოფილი ევროში დაბალძირიანი ელექტრო ავტობუსებისა & დამტენების მიწოდება 1,500,000 განრიგი 1-ის დანართი – შესყიდვის გეგმა N კონტრაქტის აღწერა კონტრაქტის დაახ. ღირებულება სასესხო დაფინანსება E5P საგრანტო დაფინანსება TC საგრანტო დაფინანსება კონტრაქტის ტიპი შესყიდვის მეთოდი ვადები (თვ/წ) EBRD ტენდერზე მოწვევა კონტრაქტის გაფორმება კონტრაქტის შესრულება ნაწილი 1 – ტრანში 1 – კაპიტალური ინვესტიცია 1 დიზელზე მომუშავე დაბალძირიანი ავტობუსების მიწოდება 3,168 3,168 საქონელი ღია ივლ. 17 სექ.17 სექ-18 მთლიანი ტრანში  1 3,168 3,168 ნაწილი 1 – ტრანში 2 – კაპიტალური ინვესტიცია 2 დაბალძირიანი, ელექტრო-ავტობუსებისა და დამტენების მიწოდება 3,777 2,277 1,500 საქონელი ღია (ორ ეტაპად) სექტ.17 თებ.17 ივნ.19 მთლიანი ტრანში  2 3,777 2,277 1,500 ჯამი CapEx 6,945 5,445 1,500 ნაწილი 2 – ტექნიკური თანამშრომლობა 1 კორპორატიული განვითარება და დაინტერესებულ მხარეთა მონაწილეობის პროგრამები 280 280 საკონსულტაციო შერჩევა მოკლე სიიდან სექტ.17 დეკ.17 დეკ. 18 2 მწვანე ქალაქის სამოქმედო გეგმა 140 140 საკონსულტაციო შერჩევა მოკლე სიიდან სექტ.17 დეკ.17 დეკ. 18 თოტალ TC 420 420 Total: 7,365 5,445 1,500 420 შენიშვნა: EBRD-ის სრული (ზემოთ მოყვანილი) სასესხო დაფინანსება არ შეიცავს სესხის გაცემის წინასწარ საკომისიოს, რომელიც 55 ათას ევროს შეადგენს (აქედან 32 ათასი ევრო პირველი ტრანშისთვის და 23 ათასი ევრო მეორე ტრანშისათვის); განრიგი 2 – ჩამორიცხვების კატეგორიები 1. ქვემოთ მოყვანილ ცხრილში მოყვანილია კატეგორიები, თითოეული კატეგორიისათვის გამოყოფილი საგრანტო თანხა და დასაფინანსებელი ხარჯების პროცენტი თითოეული კატეგორიისათვის. 2. ზემოთ მოყვანილი 1 პუნქტის დებულების მიუხედავად, საგრანტო შეთანხმების ხელმოწერამდე გაწეული ხარჯების ანაზღაურებასთან დაკავშირებით არ განხორციელდება არანაირი გადმორიცხვა. კატეგორია გამოყოფილი გრანტის ოდენობა ევროში დასაფინანსებელი ხარჯების პროცენტი (1) საქონელი, სამუშაოები და სერვისები გრანტით დაფინანსებული ერთეულებისათვის 1,500,000 100%-მდე (გადასახადების გარეშე) ჯამი 1,500,000 აღწერა 1 – თანხის გამოყოფის მოთხოვნის ფორმა [უნდა დაიბეჭდოს მიმღების საფირმო ბლანკზე]                                                                                                                                                           [თარიღი] ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საფონდო ბირჟის მოედანი №1 ლონდონი EC2A 2JN გაერთიანებული სამეფო საოპერაციო მართვის დეპარტამენტის საყურადღებოდ საოპერაციო No 48104 (გრანტის კომპონენტი) გამოყოფის მოთხოვნის No. [1] საგანი: გრანტის შეთანხმება, დათარიღებული ------------, გაფორმებული საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს („ბანკი“) შორის. ამგვარად, ჩვენ მოვითხოვთ თანხის გამოყოფას ზემოხსენებული გრანტის შეთანხმების დებულებების შესაბამისად: გრანტის ვალუტა:                                   [ევრო] მოთხოვნილი გადახდის ვალუტა:          [2] დაფინანსებული თანხ(ებ)ი/ვალუტა       [3] შეფასების თარიღი:                                [4] გადასახდელია (მიმღებისთვის):             [5] გადახდის ინსტრუქციები (მიმღების საბანკო რეკვიზიტები): გადახდის ინსტრუქციები (მიმღების საბანკო რეკვიზიტები): მიმღების ანგარიშის სახელი:                   [6] მიმღების ანგარიშის ნომერი:                   [7] მიმღების ბანკის სახელი:                         [8] მიმღების ბანკის მისამართი:                    [9] მიმღების საბანკო - საკორესპონდენტო რეკვიზიტები: კორესპონდენტი-ბანკის სახელი:             [10] მისამართი:                                            [11] ანგარიშის სახელი:                                 [12] ანგარიშის ნომერი:                                 [13] გადახდის რეკვიზიტები:                        [14] გადამხდელის ელექტრონული ფოსტის მისამართი: [15] ამგვარად, ჩვენ ვადასტურებთ, რომ ჩვენ წარსულში არ მოგვითხოვია საგრანტო დაფინანსებიდან თანხის გამოყოფა აღნიშნული ხარჯების დასაფარად და თანხის გამოყოფის ყველა წინაპირობა, რომელიც გაწერილია საგრანტო შეთანხმების ნაწილში 2.02. (გ), შესრულებულია. ჩვენ არ ვიღებთ და არ ვგეგმავთ ფულადი სახსრების მიღებას აღნიშნული მიზნით ნებისმიერი სხვა გრანტის, კრედიტის ან სესხის შემოსავლებიდან. ამ მოთხოვნაში გათვალისწინებული საქონელი და მომსახურება შესყიდულია (ან მათი შესყიდვა ხდება) საგრანტო შეთანხმების პირობების შესაბამისად. ამგვარად, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს ვუდასტურებთ, რომ (i) ვასრულებთ ჩვენს ვალდებულებებს, რომლებიც მითითებულია საგრანტო შეთანხმებაში და სასესხო შეთანხმებაში და (ii) არ მომხდარა ისეთი შემთხვევა, რომელიც არსებით და უარყოფით გავლენას მოახდენს ჩვენს საქმიანობებზე ან ფინანსურ მდგომარეობაზე ან ჩვენს უნარზე – განვახორციელოთ პროექტი ან შევასრულოთ გრანტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები. პატივისცემით, --------------------------- მიერ სახელი თანამდებობა. [16] ჩანართები: - შემაჯამებელი ფურცლების საერთო რაოდენობა: [17].  - დოკუმენტების საერთო რაოდენობა: [18] შენიშვნები თანხის გამოყოფის მოთხოვნის ფორმის შევსებასთან დაკავშირებით [1] მიმღებმა უნდა დანომროს თითოეული მოთხოვნის ფორმა. გრანტის გამოყოფის პირველი მოთხოვნა იქნება ნომერი 1, შემდეგი მოთხოვნების ნომრები იქნება 2, 3 და ა.შ. მიმღების მოვალეობაა, სათანადოდ ჩაინიშნოს გრანტის გამოყოფის ყველა მოთხოვნის ნომერი, რომელიც მან განსაზღვრა მოცემული გრანტის შეთანხმების საფუძველზე. მოთხოვნის ფორმებში დაცული უნდა იყოს თანმიმდევრული ნუმერაციის სისტემა, მიუხედავად იმისა, ისინი განსაზღვრულია პირდაპირი გადახდის გზით გამოყოფისთვის თუ ანაზღაურების ვალდებულების გაცემისთვის. აღნიშნული ნუმერაციის სისტემის გამოყენებით თავიდან იქნება აცილებული აღნიშნული ფორმების ერთმანეთში არევა იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნის ფორმები ინახება ფოსტაში, ან გაგზავნილია ფოსტით ერთ ჯერზე მეტად, და სხვ. [2] გთხოვთ მიუთითოთ, მოთხოვნილი ფაქტობრივი გადახდის ვალუტა. ეს იქნება გრანტის ვალუტა ან დანახარჯების ვალუტა (იხილეთ [3] ქვემოთ). ალტერნატიულად, ზოგ შემთხვევაში ბანკი შესაძლოა თანახმა იყოს მესამე ვალუტაში, ასეთ შემთხვევაში ის იმოქმედებს მიმღების აგენტის უფლებამოსილებით აღნიშნული ვალუტის მიღების მიზნით. თუ გადახდა მოთხოვნილია ერთზე მეტ ვალუტაში, მაშინ თითოეულ ვალუტასთან მიმართებაში გამოყენებულ უნდა იქნას სხვა განაცხადის ფორმა. [3] დაფინანსებული თანხ(ები)ა არის თავდაპირველი დანახარჯები, თავდაპირველ ვალუტაში, რომელიც დეტალურად მოცემულია შემაჯამებელ ფურცელში, და გამოთვლილია გრანტის შეთანხმებაში მითითებული შესაბამისი პროცენტული პუნქტით გრანტით დაფინანსებული შესაბამისი ერთეულისთვის. მოცემული თანხ(ები)ა უნდა შეესაბამებოდეს შემაჯამებელი ფურცლის [15] ნაწილში მითითებულ თანხ(ებ)ას. [4] ვალუტირების თარიღი არის თარიღი, როდესაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ანგარიშზე დებეტირებულია ჩარიცხვის გადასახდელი თანხა. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი არ გასცემს გარანტიას, რომ მიმღების ანგარიში კრედიტირებული იქნება იმავე დღეს, რადგან ეს დამოკიდებულია კლირინგის სისტემის ან მიმღები ბანკის მიერ მიღებულ პროცედურებზე, მიმღების ქვეყანაში. EBRD-ის მიერ განცხადების და მიღების თარიღს და მოთხოვნილ ვალუტირების დღეს შორის უნდა იყოს მინიმუმ 15 სამუშაო დღე. თუ ფაქტობრივად გადახდა მოთხოვნილია შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში, სპეციალური ვალუტირების თარიღის ნაცვლად უმჯობესია არ იქნეს მითითებული სპეციალური თარიღი და ამ ველში [4] მიეთითოს „შეძლებისდაგვარად მოკლე ვადა“. ასეთ შემთხვევაში EBRD განახორციელებს გადახდას 15 სამუშაო დღის განმავლობაში, თუმცა, თუ შესაძლებელი იქნება, უფრო ადრე. (გთხოვთ გაითვალისწინეთ, გადახდა შეიძლება გარანტირებული იყოს 15 სამუშაო დღის განმავლობაში მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გამოყოფის მოთხოვნა არის სწორი და სრული). [5] თანხა ჩვეულებრივ ირიცხება ფულის მიმღების ანგარიშზე. ეს, როგორც წესი, არის კონტრაქტორი, მაგრამ თუ თუ ბანკი თანახმობას გამოთქვამს წერილობითი ფორმით და თანდართული დოკუმენტაცია (იხილეთ შემაჯამებელი ფურცელი) წარმოადგენს მტკიცებულებას, რომ მსესხებელმა უკვე გადაუხადა კონტრაქტორს, მაშინ გადახდა შეიძლება განხორციელდეს მიმღების ანგარიშზე. [6] ფულის მიმღების ანგარიშის სახელი უმეტეს შემთხვევაში უბრალოდ იქნება ბენეფიციარის სახელი. [7] ფულის მიმღების ანგარიშის ნომრის მითითება აუცილებელია შეფერხებების თავიდან ასაცილებლად. სულ უფრო მეტ ქვეყანაში ბანკები უარს განაცხადებენ გადახდაზე, თუ მიმღების ანგარიშის ნომერი არ არის მითითებული გადახდის ინსტრუქციებში. [8] ფულის მიმღების ბანკი არის ბანკი, სადაც გახსნილია მიმღების ანგარიში. გთხოვთ მიუთითეთ ბანკის სახელი და მერია. [9] მისამართის ნაცვლად შესაძლებელია მიეთითოს განყოფილების კოდი ან სვიფტ კოდი. [10] ფულის მიმღების ბანკის კორესპონდენტი-ბანკის მითითება საჭიროა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადახდა არ უნდა განხორციელდეს იმ ქვეყნის ვალუტაში, სადაც მიმღების ბანკი მდებარეობს. ასეთ შემთხვევაში კორესპონდენტი-ბანკი არის ბანკი, რომელიც მდებარეობს გადახდის ვალუტის ქვეყანაში, სადაც მიმღების ბანკი ფლობს ანგარიშს. [11] მისამართის ნაცვლად, შესაძლებელია მიეთითოს კორესპონდენტი-ბანკის განყოფილების კოდი ან სვიფტ კოდი. [12] ფულის მიმღების ბანკის ანგარიშის სახელი უმეტეს შემთხვევაში უბრალოდ იქნება მიმღების ბანკის სახელი. [13] მიმღების ბანკის ანგარიშის ნომერს არსებითი მნიშვნელობა აქვს იმ შემთხვევაში, თუ მიმღები ბანკი ფლობს ერთზე მეტ ანგარიშს კორესპონდენტ-ბანკში, ან თუ ის არ არის სვიფტ-ის (ბანკთაშორისი ფულადი ანგარიშსწორების საერთაშორისო სისტემა) წევრი. სხვაგვარად აღნიშნული ნომერი არის სასარგებლო, თუმცა არა სავალდებულო. შესაბამის შემთხვევაში უნდა მიეთითოს IBAN (საბანკო ანგარიშის საერთაშორისო ნომერი) ნომერი. [14] გადახდის კოდი, რომელსაც EBRD გააგზავნის, ეხმარება მიმღებს დაადგინოს აღნიშნული გადახდა. თუ მოთხოვნილი არ იქნება სპეციალური კოდი, EBRD მიუთითებს მიმღების სახელს და შეთანხმების ნომერს. [17] გადამხდელის ელექტრონული ფოსტის მისამართი სჭირდება ბანკს იმისათვის, რომ გადამხდელს გაუგზავნოს შეტყობინებები მომავალი გადახდების შესახებ მანამ, სანამ გადამხდელი ამ გადახდებს განახორციელებს. ეს უნდა იყოს ელექტრონული ფოსტის ის მისამართი, რომელსაც გადამხდელი რეგულარულად ამოწმებს. [16] ხელმოწერა. მოთხოვნის შემაჯამებელ ფურცელს ხელი უნდა მოეწეროს მიმღების მიერ ან მიმღების სახელით. [17] შემაჯამებელი ფურცლები მიუთითებს თანდართული დოკუმენტაციის ყველა ერთეულს, გამოყოფის მოთხოვნის განცხადების დადასტურების მიზნით. ბევრი ასეთი ერთეულის არსებობის შემთხვევაში, რეკომენდებულია თითოეული კატეგორიისთვის გამოყენებულ იქნეს ცალკე შემაჯამებელი ფურცელი. [18] დოკუმენტაციის ერთეულები (კონტრაქტები, ანგარიშფაქტურები, ქვითრები და სხვ.) უნდა დაინომროს და წარმოდგენილი უნდა იყოს იგივე რიგითობით, როგორც მითითებულია შემაჯამებელ ფურცლებში. მათი საერთო რაოდენობა მითითებული უნდა იყოს იმისათვის, რომ EBRD-თვის გამარტივებული იყოს მათი განხილვა. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი მიმღების სახელი: [1] ........................ ოპერაცია No : [3]................ მოთხოვნა No: [4] .................  ჩარიცხვა (ნომერი./ სახელი/ %)  თარიღი: [2] ........................ შეჯამება Nო : [5] ..................... გრანტით დაფინანსებული ერთეულები: [6] .........../................../..... ერთეული ერთეულის კონტრაქტის კონტრაქტორის საქონლის, კონტრაქტის ვალუტა და სათანადო ხარჯების დაფინანსების თანხა N აღწერა ნომერი და თარიღი სახელი და მისამართი სამუშაოების მთალიანი თანხა ვალუტა & თანხა ხარჯების  მოკლე აღწერა ვალუტაში [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] ხელმოწერა ჯამი (თითოეულ ვალუტაში)  [15]  [16].............................. შენიშვნები თანხის გამოყოფის მოთხოვნის შემაჯამებელი ფურცლის შევსებასთან დაკავშირებით [1] სახელი. მიმღების სახელი. უნდა იყოს იგივე სახელი, რომელიც მითითებულია თანხის გამოყოფის მოთხოვნის იმ ფორმაში, რომელსაც აღნიშნული შემაჯამებელი ფურცელი ეკუთვნის. [2] თარიღი. მოთხოვნის თარიღი. უნდა იყოს იგივე თარიღი, რომელიც მითითებულია თანხის გამოყოფის მოთხოვნის იმ ფორმაში, რომელსაც აღნიშნული შემაჯამებელი ფურცელი ეკუთვნის. [3] საოპერაციო ნომერი. უნდა იყოს იგივე ნომერი, რომელიც მითითებულია თანხის გამოყოფის მოთხოვნის იმ ფორმაში, რომელსაც აღნიშნული შემაჯამებელი ფურცელი ეკუთვნის. [4] მოთხოვნის ნომერი. უნდა იყოს იგივე ნომერი, რომელიც მითითებულია თანხის გამოყოფის მოთხოვნის იმ ფორმაში, რომელსაც აღნიშნული შემაჯამებელი ფურცელი ეკუთვნის. [5] შემაჯამებელი ფურცლის ნომერი. თანხის გამოყოფის თითოეული მოთხოვნისთვის, შემაჯამებელი ფურცლების დანომვრა უნდა დაიწყოს 1-დან, და მათი საერთო ნომერი უნდა მიეთითოს თანხის გამოყოფის მოთხოვნის იმ ფორმაში, რომელსაც ისინი ეკუთვნის. [6] გამოყოფა. გრანტით დაფინანსებული ერთეული. ეს არის გრანტით დაფინანსებული ერთეული პროექტისთვის, რომელიც უნდა დაფინანსდეს მოთხოვნილი გამოყოფის თანხებიდან. გთხოვთ იხილეთ გრანტის შეთანხმება და მოძებნეთ გრანტით დაფინანსებული ერთეულის სახელი და რეგისტრაციის ნომერი, და დასაფინანსებელი დანახარჯების პროცენტული მაჩვენებელი (მაგალითად, „გრანტით დაფინანსებული ერთეული № (3ბ), მოწყობილობა, 60%“). იმ შემთხვევაში, თუ თანხის გამოყოფის ერთი მოთხოვნა მოიცავს ერთზე მეტ გრანტით დაფინანსებულ ერთეულს, მაშინ თითოეული გრანტით დაფინანსებული ერთეულისთვის გამოყენებულ უნდა იქნეს ცალკე შემაჯამებელი ფურცელი. [7] ერთეულის ნომერი. დოკუმენტის ყველა ერთეული (ანგარიშფაქტურები, კონტრაქტები, ქვითრები და სხვ) წარმოდგენილი უნდა იყოს იმავე რიგითობით, როგორც მითითებულია შემაჯამებელ ფურცლ(ებ)ში. იდენტიფიკაციის გასამარტივებლად, დოკუმენტები უნდა დაინომროს თანმიმდევრობით, რომლის ათვლა იწყება 1-დან და მოსდევს 2, 3 და ა.შ., თითოეული ახალი გამოყოფის მოთხოვნისთვის, და ეს ნომერი დოკუმენტზე მკაფიოდ უნდა იყოს აღნიშნული. ერთეულების საერთო ნომერი ყველა შემაჯამებელი ფურცლისთვის წარმოდგენილია თანხის გამოყოფის მოთხოვნის ფორმაზე. [8] ერთეულის აღწერილობა. გთხოვთ აღწერეთ თითოეული ერთეული, მაგალითად, „ანგარიშფაქტურა“, „ქვითარი“, „ინჟინრის სერტიფიკატი“, „[. . . .]-ის თარგმანი“, და სხვ. [9] შეთანხმების რიგითი ნომერი და თარიღი. რეკომენდებულია შეთანხმებას ჰქონდეს ორიგინალი ნომერი მიმღებსა და კონტრაქტორს შორის შეთანხმების შედგენისას. EBRD მიიღებს აღნიშნულ ნომერს თავისი ჩანაწერების წარმოებისთვის. თუ შეთანხმებას არ მიენიჭება ორიგინალი ნომერი, EBRD მიანიჭებს შეთანხმებას ნომერს და აცნობებს მიმღებს დამტკიცების დროს. იმ შემთხვევაში, თუ მიმღებმა არ იცის ნომერი შემაჯამებელი ფურცლის შევსების დროს, ეს ნაწილი შესაძლოა შეავსოს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა. შეთანხმების / შესყიდვის ბრძანების თარიღი ასევე უნდა მიეთითოს ამ სვეტში. შენიშვნა: აღნიშნული შეთანხმება შეიძლება მიეთითოს ერთზე მეტ გამოყოფის მოთხოვნაში, თუ საქონლის, სამუშაოების ან მომსახურებების მიწოდება (იხილეთ [11]), და აქედან გამომდინარე აღნიშნული საქონლისთვის, სამუშაოებისა და მომსახურებებისთვის გადახდა ხორციელდება ეტაპებად. [10] კონტრაქტორის სახელი და მისამართი. მიმღების გარიგების მხარის (კონტრაქტორი) სახელი და მისამართი შეთანხმებაში / შესყიდვის ბრძანებაში, როგორც აღწერილია [9] პუნქტში. [11] საქონლის, სამუშაოების ან მომსახურებების მოკლე აღწერილობა. აღნიშნული საქონელი, სამუშაოები ან მომსახურებები უნდა შეესაბამებოდეს შეთანხმებაში ან სხვა წარმოდგენილ დოკუმენტებში მითითებულ დეტალებს, და უნდა მოხვდეს [6] პუნქტში მითითებული გრანტით დაფინანსებული ერთეულის ფარგლებში.  [12] შეთანხმების ვალუტა და საერთო თანხა. შეთანხმების საერთო თანხა, თავდაპირველ ვალუტაში, მითითებული [9] პუნქტში. [13] სანქცირებული დანახარჯების ვალუტა და ოდენობა. თითოეულ დანახარჯზე: გადასახდელი ან გადახდილი საერთო თანხა, თავდაპირველ ვალუტაში, რომელიც წარმოდგენილია ანგარიშფაქტურებში ან [7] და [8] პუნქტებში მითითებულ სხვა დოკუმენტებში. თუ თითოეულ დანახარჯთან დაკავშირებით არსებობს ერთზე მეტი „ერთეული“, (მაგალითად, ანგარიშფაქტურა, სერტიფიკატი და ქვითარი, ყველა მათგანი ერთი და იმავე დანარჯთან დაკავშირებით), აღნიშნული ერთეულები ჩასმული უნდა იყოს ფრჩხილებში და მხოლოდ ერთი თანხა უნდა იყოს მითითებული ამ სვეტში. [14] დაფინანსების თანხა. [13] სვეტში მითითებულ თითოეულ თანხასთან დაკავშირებით, [14] სვეტში წარმოდგენილი უნდა იყოს შესაბამისი თანხა, რომელიც გამოთვლილია პროცენტულად, რომელიც მითითებულია [6] სვეტში, აღნიშნული შემაჯამებელი ფურცლის კატეგორიის შესაბამისად. დაფინანსების თანხა წარმოდგენილი უნდა იყოს შეთანხმების და დანახარჯების თავდაპირველ ვალუტაში (12 და 13 მწკრივები). ეს შესაძლოა იყოს ან არ იყოს სესხის ვალუტა ან გადახდის ვალუტა. [15] სულ. დაფინანსების თანხა, რომელიც მითითებულია [14] სვეტში, უნდა დაემატოს ერთ საერთო თანხას ვალუტის შესაბამისად. პირდაპირი გამოყოფის მოთხოვნებისთვის, მოცემული თანხ(ები)ა უნდა შეესაბამებოდეს პირდაპირი გამოყოფის მოთხოვნის ფორმის [9] პუნქტში მოცემულ თანხ(ებ)ას. [16] ხელმოწერა. მოთხოვნის შემაჯამებელი ფურცელს ხელი უნდა მოეწეროს მიმღების მიერ ან მიმღების სახელით. იხილეთ მოთხოვნა თანხის გამოყოფის ფორმასთან დაკავშირებით, ხელმოწერასთან დაკავშირებული ინფორმაციის მისაღებად. აღწერა 2 – უფლებამოსილი ხელმომწერების დანიშვნის წერილის ფორმა. [უნდა დაიბეჭდოს მიმღების საფირმო ბლანკზე]                                                                                                                                                                 [თარიღი] ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საფონდო ბირჟის მოედანი №1 ლონდონი EC2A 2JN გაერთიანებული სამეფო საოპერაციო მართვის დეპარტამენტის საყურადღებოდ საგანი: საოპერაციო No. 48104 (გრანტის კომპონენტი) უფლებამოსილი ხელმომწერების დანიშვნის წერილი7 ძვირფასო ბატონო/ქალბატონო, საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს („ბანკი“) შორის --------------- (თარიღი) გაფორმებულ საგრანტო შეთანხმებასთან დაკავშირებით, გაცნობებთ, რომ ნებისმიერი იმ პირებიდან, რომელთა დამოწმებული ხელმოწერების ნიმუშები არის წარმოდგენილი ქვემოთ, არის უფლებამოსილი მიმღების სახელით მოაწეროს ხელი თანხის გამოყოფის მოთხოვნას და ნებისმიერ სხვა შეტყობინებას ან დოკუმენტს, რომელიც საჭირო ან ნებადართულია გაფორმდეს ზემოხსენებული გრანტის შეთანხმების საფუძველზე.       სახელი                    თანამდებობა            ხელმოწერის ნიმუში  _______________       _______________       _________________________  _______________       _______________        _________________________  _______________       _______________        _________________________  _______________       _______________        _________________________ ყველა წინა შეტყობინება, რომელიც ითვალისწინებს მიმღების სახელით ხელმოწერის უფლებამოსილი თანამდებობის პირების ხელმოწერებს, ზემოხსენებული გრანტის შეთანხმების საფუძველზე, წინამდებარეთი გაუქმებულია. _______________________________________________________________________________ დანიშნული ხელმომწერები შესაძლოა შეიცვალოს მიმღების მიერ ნებისმიერ დროს, ბანკისთვის უფლებამოსილი ხელმომწერების დანიშვნის ახალი წერილის გაგზავნის საფუძველზე.