რეგისტრირებული ფასიანი ქაღალდების რეესტრის წარმოებისა და ფლობის წესის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 18.09.2018
გამომცემი ორგანო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
ნომერი №206/04
სარეგისტრაციო კოდი 300050000.18.011.016336
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 19/09/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 4,069 სიტყვა · ~20 წთ
📖 ტერმინთა განმარტებები (21)
ფასიანი ქაღალდების რეესტრი
რეესტრი, რომელსაც აწარმოებს ემიტენტი ან ფასიანი ქაღალდების ლიცენზირებული რეგისტრატორი და რომელშიც აღნიშნულია რეგისტრირებული მფლობელებისა და მათ მფლობელობაში არსებული ფასიანი ქაღალდების რაოდენობა, კლასი და მათთან დაკავშირებული, კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ინფორმაცია
მუხლი 2
პირი
როგორც რეზიდენტი, ისე არარეზიდენტი ფიზიკური ან იურიდიული პირი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც არ არის იურიდიული პირი
მუხლი 2
პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები
ამ წესის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული მონაცემები
მუხლი 2
ამონაწერი რეესტრიდან
რეგისტრატორის მიერ გაცემული ოფიციალური დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება ფასიანი ქაღალდების რეესტრში რეგისტრირებული მფლობელის უფლება ფასიან ქაღალდზე
მუხლი 2
ფასიანი ქაღალდების გადაცემა
იურიდიული მოქმედება, რომლის საფუძველზეც წარმოებს ფასიანი ქაღალდების გადაცემა პირისათვის საკუთრებაში ან ნომინალურ მფლობელობაში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად
მუხლი 2
რეგისტრირებული მფლობელი
ფასიანი ქაღალდების მესაკუთრე ან ნომინალური მფლობელი, რომელიც რეგისტრირებულია ფასიანი ქაღალდების რეესტრში
მუხლი 2
განკარგულება
ამ წესის მოთხოვნების შესაბამისად შედგენილი და ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორისადმი წარსადგენი დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც წარმოებს ფასიანი ქაღალდების რეგისტრირებული მფლობელის ან მის ანგარიშზე არსებული ფასიანი ქაღალდების რაოდენობის ცვლილება ან ფასიანი ქაღალდების დაგირავება
მუხლი 2
ფასიანი ქაღალდის ნომინალური მფლობელი
იურიდიული პირი, რომელიც არის ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავალი, ბანკი ან ცენტრალური დეპოზიტარი, რომელსაც რეგისტრირებული მესაკუთრე (ან სხვა ნომინალური მფლობელი) წერილობითი ხელშეკრულებით ანიჭებს უფლებას, ფასიანი ქაღალდები ამ ნომინალური მფლობელის სახელზე შეიტანოს რეესტრში და რეგისტრირებული მესაკუთრის ან ნომინალური მფლობელის ინტერესებისათვის ჩაებას ამ ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებულ სხვა ოპერაციებში
მუხლი 2
კორპორაციული ოპერაციები
ემიტენტის შესაბამისი კლასის ფასიანი ქაღალდების მთლიან გამოშვებასთან მიმართებით შესასრულებელი ოპერაციები, რომლებსაც რეგისტრატორი ახორცილებს ემიტენტის უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილებით ან/და ემისიის პროსპექტით განსაზღვრულ შემთხვევებში
მუხლი 2
პირადი (პიროვნული) ანგარიში
რეესტრში არსებული მონაცემების ერთობლიობა ამ წესის მე-5 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად
მუხლი 2
რეგისტრატორი
ფასიანი ქაღალდების ლიცენზირებული რეგისტრატორი ან ემიტენტის მიერ დაქირავებული ფასიანი ქაღალდების რეესტრის მწარმოებელი ფიზიკური პირი
მუხლი 2
ლიცენზირებული რეგისტრატორი
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული იურიდიული პირი, რომელიც აწარმოებს ემიტენტის ფასიანი ქაღალდების რეესტრს და ასრულებს სხვა ფუნქციებს, რომლებიც განსაზღვრულია ემიტენტსა და ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორს შორის დადებული ხელშეკრულებით
მუხლი 2
დანაწევრება
გამოშვებული ფასიანი ქაღალდების საერთო რაოდენობის გაზრდა არსებულთან შედარებით გარკვეული კოეფიციენტით, რომლის შესაბამისადაც პროპორციულად მცირდება ფასიანი ქაღალდის ნომინალური ღირებულება. დანაწევრების ოპერაცია არ იწვევს საწესდებო კაპიტალის შეცვლას
მუხლი 2
კონსოლიდაცია
გამოშვებული ფასიანი ქაღალდების საერთო რაოდენობის შემცირება არსებულთან შედარებით გარკვეული კოეფიციენტით, რომლის შესაბამისადაც პროპორციულად იზრდება ფასიანი ქაღალდების ნომინალური ღირებულება. კონსოლიდაციის ოპერაცია არ იწვევს საწესდებო კაპიტალის შეცვლას
მუხლი 2
კონვერტაცია
ერთი კლასის ან კატეგორიის ფასიანი ქაღალდების გარდაქმნა სხვა კლასის ან სხვა კატეგორიის ფასიან ქაღალდებად, რაც ხორციელდება ემიტენტის შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანოს გადაწყვეტილებით ან/და ემისიის პროსპექტის შესაბამისად
მუხლი 2
ანგარიშის ბლოკირება
რეგისტრატორის მიერ განხორციელებული ოპერაცია, რომლის მიზანია, რომ არ იქნეს დაშვებული ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული ოპერაციების ან ფასიან ქაღალდებზე უფლებების რეალიზაციის განხორციელება განსაზღვრული ვადით ან რაიმე პირობის დადგომამდე
მუხლი 2
მატერიალიზებული რეესტრი
რეგისტრატორის მიერ დოკუმენტური ფორმით წარმოებული რეესტრი
მუხლი 2
არამატერიალიზებული რეესტრი
რეგისტრატორის მიერ ელექტრონული ფორმით წარმოებული რეესტრი
მუხლი 2
ფასიანი ქაღალდების საერთაშორისო საიდენტიფიკაციო ნომერი (ფქსსნ
ISIN) – საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ფასიანი ქაღალდისთვის მინიჭებული საიდენტიფიკაციო ნომერი, რომლის სტრუქტურაც და შინაარსიც ეფუძნება სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ISO) მიერ დადგენილ მოთხოვნებს და რომელიც წარმოადგენს ამა თუ იმ ემიტენტის ერთსა და იმავე კლასისა და ნიშან-თვისებების მატარებელი ფასიანი ქაღალდის უნიკალური იდენტიფიცირების საშუალებას
მუხლი 2
უფლებამოსილი წარმომადგენელი
დირექტორი (იურიდიული პირის შემთხვევაში), აგრეთვე სხვა პირი, რომელიც მოქმედებს უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე
მუხლი 2
სუბრეესტრი
რეესტრი, რომელსაც აწარმოებს ნომინალური მფლობელი და რომელიც მოიცავს კლიენტთა ანგარიშებში დაცულ მონაცემებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🔗 ციტირება სხვა დოკუმენტებში (1)

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების აღრიცხვისა და ანგარიშის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 94% 29.02.2024 ემიტენტის შესახებ ინფორმაციის გამჭვირვალობისა და ემიტენტისათვის ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის დანიშვნის წესის დამტკიცების თაობაზე ვადის მოსვლის თარიღი​8 93% 07.10.2020 ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზებისა და განთავსების ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 91% 07.10.2020 დოკუმენტის აპოსტილით დამოწმების წესის დამტკიცების შესახებ APOSTILLE (Convention de La Haye du 5 octobre 1961) 1. ქვეყანა /Country: საქართველო /Georgia     მოცემული ოფიციალური დოკუმენტი /This public document 2. ხელმოწერილია /has been signed by:--------------------------------- --------- ------------------ ------------------/----------------------------------------------------------------------- --- ----------   3. რომლის თანამდებობაც არის / acting in the capacity of: -------------- ------------------ ----- ----------------/-------------------------------------------------- -- ------------------------------------ ------------------------------------------------------------------ -- ------------------------------------- 4. დამტკიცებულია / bears the seal/stamp of ------------- ----------- ------------------------------ ---------------------------/---------------------------------- ---- --------------------------------------- ---------------------------------------------------------- ---- ------------------------------------------- ბეჭდით / შტამპით დამოწმებული /Certified 5. ადგილი /  at:                              6. თარიღი / the -------------------- 7. დამოწმებულია /by: 8. № ------------- 9. ბეჭდის / შტამპის ადგილი /Seal/stamp   10. ხელმოწერა/ signature 90% 18.08.2016 ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 89% 28.10.2022

დოკუმენტის ტექსტი

რეგისტრირებული ფასიანი ქაღალდების რეესტრის წარმოებისა და ფლობის წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება №206/04 2018 წლის 18 სექტემბერი ქ. თბილისი ფასიანი ქაღალდების რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 52-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის, 63-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-40 მუხლის, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ფასიანი ქაღალდების რეესტრის წარმოების თანდართული წესი. მუხლი 2🔗 ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ფასიანი ქაღალდების რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის 2008 წლის 8 სექტემბრის №5 ბრძანება. მუხლი 3🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან ერთი თვის შემდეგ.ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე ფასიანი ქაღალდების რეესტრის წარმოების წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. ფასიანი ქაღალდების რეესტრის წარმოების წესი (შემდგომში – წესი) შემუშავებულია „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში – კანონი) საფუძველზე და განსაზღვრავს ფასიანი ქაღალდების რეესტრის წარმოების წესსა და პირობებს, ასევე, ფასიანი ქაღალდების ბაზრის მონაწილეების უფლება-მოვალეობებს ფასიანი ქაღალდების რეესტრის წარმოების პროცესში. 2. ყველა არამატერიალიზებული ფასიანი ქაღალდი ფასიანი ქაღალდების რეესტრში შეტანილი უნდა იქნეს ამ წესის შესაბამისად. 3. საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის და განვითარების ორგანიზაციის მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდების რეესტრი მათი მიმართვის საფუძველზე შესაძლებელია აწარმოოს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების (CSD) სისტემის მეშვეობით, ამავე სისტემის წესების შესაბამისად. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) ფასიანი ქაღალდების რეესტრი – რეესტრი, რომელსაც აწარმოებს ემიტენტი ან ფასიანი ქაღალდების ლიცენზირებული რეგისტრატორი და რომელშიც აღნიშნულია რეგისტრირებული მფლობელებისა და მათ მფლობელობაში არსებული ფასიანი ქაღალდების რაოდენობა, კლასი და მათთან დაკავშირებული, კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ინფორმაცია; ბ) პირი – როგორც რეზიდენტი, ისე არარეზიდენტი ფიზიკური ან იურიდიული პირი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც არ არის იურიდიული პირი; გ) პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები – ამ წესის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული მონაცემები; დ) ამონაწერი რეესტრიდან – რეგისტრატორის მიერ გაცემული ოფიციალური დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება ფასიანი ქაღალდების რეესტრში რეგისტრირებული მფლობელის უფლება ფასიან ქაღალდზე; ე) ფასიანი ქაღალდების გადაცემა – იურიდიული მოქმედება, რომლის საფუძველზეც წარმოებს ფასიანი ქაღალდების გადაცემა პირისათვის საკუთრებაში ან ნომინალურ მფლობელობაში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; ვ) რეგისტრირებული მფლობელი – ფასიანი ქაღალდების მესაკუთრე ან ნომინალური მფლობელი, რომელიც რეგისტრირებულია ფასიანი ქაღალდების რეესტრში; ზ) განკარგულება – ამ წესის მოთხოვნების შესაბამისად შედგენილი და ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორისადმი წარსადგენი დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც წარმოებს ფასიანი ქაღალდების რეგისტრირებული მფლობელის ან მის ანგარიშზე არსებული ფასიანი ქაღალდების რაოდენობის ცვლილება ან ფასიანი ქაღალდების დაგირავება; თ) ფასიანი ქაღალდის ნომინალური მფლობელი – იურიდიული პირი, რომელიც არის ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავალი, ბანკი ან ცენტრალური დეპოზიტარი, რომელსაც რეგისტრირებული მესაკუთრე (ან სხვა ნომინალური მფლობელი) წერილობითი ხელშეკრულებით ანიჭებს უფლებას, ფასიანი ქაღალდები ამ ნომინალური მფლობელის სახელზე შეიტანოს რეესტრში და რეგისტრირებული მესაკუთრის ან ნომინალური მფლობელის ინტერესებისათვის ჩაებას ამ ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებულ სხვა ოპერაციებში; ი) კორპორაციული ოპერაციები – ემიტენტის შესაბამისი კლასის ფასიანი ქაღალდების მთლიან გამოშვებასთან მიმართებით შესასრულებელი ოპერაციები, რომლებსაც რეგისტრატორი ახორცილებს ემიტენტის უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილებით ან/და ემისიის პროსპექტით განსაზღვრულ შემთხვევებში; კ) პირადი (პიროვნული) ანგარიში – რეესტრში არსებული მონაცემების ერთობლიობა ამ წესის მე-5 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად; ლ) რეგისტრატორი – ფასიანი ქაღალდების ლიცენზირებული რეგისტრატორი ან ემიტენტის მიერ დაქირავებული ფასიანი ქაღალდების რეესტრის მწარმოებელი ფიზიკური პირი; მ) ლიცენზირებული რეგისტრატორი – საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული იურიდიული პირი, რომელიც აწარმოებს ემიტენტის ფასიანი ქაღალდების რეესტრს და ასრულებს სხვა ფუნქციებს, რომლებიც განსაზღვრულია ემიტენტსა და ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორს შორის დადებული ხელშეკრულებით; ნ) დანაწევრება – გამოშვებული ფასიანი ქაღალდების საერთო რაოდენობის გაზრდა არსებულთან შედარებით გარკვეული კოეფიციენტით, რომლის შესაბამისადაც პროპორციულად მცირდება ფასიანი ქაღალდის ნომინალური ღირებულება. დანაწევრების ოპერაცია არ იწვევს საწესდებო კაპიტალის შეცვლას; ო) კონსოლიდაცია – გამოშვებული ფასიანი ქაღალდების საერთო რაოდენობის შემცირება არსებულთან შედარებით გარკვეული კოეფიციენტით, რომლის შესაბამისადაც პროპორციულად იზრდება ფასიანი ქაღალდების ნომინალური ღირებულება. კონსოლიდაციის ოპერაცია არ იწვევს საწესდებო კაპიტალის შეცვლას; პ) კონვერტაცია – ერთი კლასის ან კატეგორიის ფასიანი ქაღალდების გარდაქმნა სხვა კლასის ან სხვა კატეგორიის ფასიან ქაღალდებად, რაც ხორციელდება ემიტენტის შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანოს გადაწყვეტილებით ან/და ემისიის პროსპექტის შესაბამისად; ჟ) ანგარიშის ბლოკირება – რეგისტრატორის მიერ განხორციელებული ოპერაცია, რომლის მიზანია, რომ არ იქნეს დაშვებული ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული ოპერაციების ან ფასიან ქაღალდებზე უფლებების რეალიზაციის განხორციელება განსაზღვრული ვადით ან რაიმე პირობის დადგომამდე; რ) მატერიალიზებული რეესტრი – რეგისტრატორის მიერ დოკუმენტური ფორმით წარმოებული რეესტრი; ს) არამატერიალიზებული რეესტრი – რეგისტრატორის მიერ ელექტრონული ფორმით წარმოებული რეესტრი; ტ) ფასიანი ქაღალდების საერთაშორისო საიდენტიფიკაციო ნომერი (ფქსსნ – ISIN) – საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ფასიანი ქაღალდისთვის მინიჭებული საიდენტიფიკაციო ნომერი, რომლის სტრუქტურაც და შინაარსიც ეფუძნება სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ISO) მიერ დადგენილ მოთხოვნებს და რომელიც წარმოადგენს ამა თუ იმ ემიტენტის ერთსა და იმავე კლასისა და ნიშან-თვისებების მატარებელი ფასიანი ქაღალდის უნიკალური იდენტიფიცირების საშუალებას; უ) უფლებამოსილი წარმომადგენელი – დირექტორი (იურიდიული პირის შემთხვევაში), აგრეთვე სხვა პირი, რომელიც მოქმედებს უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე; ფ) სუბრეესტრი – რეესტრი, რომელსაც აწარმოებს ნომინალური მფლობელი და რომელიც მოიცავს კლიენტთა ანგარიშებში დაცულ მონაცემებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 3🔗. ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი 1. რეგისტრატორი ვალდებულია ფასიანი ქაღალდების რეესტრი აწარმოოს ამ წესის მოთხოვნათა გათვალისწინებით. 2. რეგისტრატორი პასუხისმგებელია მის მიერ წარმოებული ფასიანი ქაღალდების რეესტრის სისრულეზე, სისწორესა და უსაფრთხოებაზე. 3. რეგისტრატორმა უნდა უზრუნველყოს რეგისტრირებულ მფლობელებზე და რეესტრში წარმოებულ ანგარიშებზე, ასევე ელექტრონულ მატარებლებზე არებული ინფორმაციის, ჩანაწერებისა და მასთან შენახული სხვა დოკუმენტების დაცვა უკანონო მოპოვების, შეცვლის, განადგურების, გაყალბების და გავრცელების, აგრეთვე მათი დაკარგვისა ან დაზიანებისაგან. ამ მიზნით რეგისტრატორი ვალდებულია მიიღოს შესაბამისი ორგანიზაციული და ტექნიკური ზომები. 4. რეგისტრატორი უნდა ფლობდეს მის მიერ შენახული ინფორმაციის/ჩანაწერების აღდგენის საშუალებებს მათი დაზიანების ან დაკარგვის შემთხვევაში. 5. რეგისტრატორი ვალდებულია შეიმუშაოს და გამოიყენოს ადეკვატური სისტემები და პროცედურები მისი საქმიანობის უწყვეტობისა და შეუფერხებლობის უზრუნველსაყოფად. 6. რეგისტრატორმა უნდა უზრუნველყოს: ა) რეესტრის წარმოება წინამდებარე წესის, ფასიანი ქაღალდების მარეგულირებელი კანონმდებლობის, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ კანონმდებლობის, ასევე ემიტენტთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობების სრული დაცვით; ბ) რეესტრში არსებული ინფორმაციის კონფიდენციალურობა; გ) რეესტრში არსებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობა მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი პირებისთვის. მუხლი 4🔗. ფასიანი ქაღალდების რეესტრის წარმოება 1. ლიცენზირებული რეგისტრატორი ვალდებულია ფასიანი ქაღალდების რეესტრი აწარმოოს არამატერიალიზებური ფორმით , ისე რომ შესაძლებელი იყოს ელექტრონული რეესტრიდან ნებისმიერ დროს ამონაწერების მომზადება და , ასევე , ფასიანი ქაღალდების რეესტრის სტანდარტულ ფორმატში (Word; Excel; PDF) ასახვა . 2. ლიცენზირებული რეგისტრატორი ვალდებულია უზრუნველყოს ყოველი კალენდარული წლის ბოლო სამუშაო დღის მდგომარეობით მის მიერ წარმოებული რეესტრების ასლების გადატანა ინფორმაციის მყარ მატარებელზე , აგრეთვე მათი შენახვა მოშორებული წვდომის ალტერნატიული საშუალებით , რომელიც იზოლირებულია რეგისტრატორის სამუშაო ადგილსა ან /და დამხმარე სარეზერვო სათავსებში განლაგებული ელექტრონული მატარებელებისაგან (სერვერებისაგან ). 3. თუ ფასიანი ქაღალდების რეესტრს ემიტენტი თავად აწარმოებს , იგი უფლებამოსილია ფასიანი ქაღალდების რეესტრი აწარმოოს არამატერიალიზებული ან მატერიალიზებული ფორმით . არამატერიალიზებული ფორმით რეესტრის წარმოების შემთხვევაში ემიტენტი ვალდებულია დაიცვას ლიცენზირებული რეგისტრატორისათვის წინამდებარე მუხლით დადგენილი რეესტრის წარმოების წესები . 4. მატერიალიზებული რეესტრის წარმოების შემთხვევაში , რეგისტრატორმა უნდა უზრუნველყოს ყოველი კალენდარული წლის ბოლო სამუშაო დღის მდგომარეობით მის მიერ წარმოებული რეესტრების ასლების დამზადება მატერიალიზებული ფორმით . აღნიშნული ასლების ყოველი გვერდი უნდა დასტურდებოდეს რეესტრის მწარმოებელი ფიზიკური პირისა და ემიტენტის უფლებამოსილი წარმომადგენლის ხელმოწერით და უზრუნველყოფილი უნდა იყოს მისი უსაფრთხოდ შენახვა . 5. ფასიანი ქაღალდების რეესტრის ოფიციალური ასლები უნდა მოიცავდეს ემიტენტის შესახებ ამ მუხლის მე -9 პუნქტით განსაზღვრულ ინფორმაციასა და ემიტენტის ყოველი ფასიანი ქაღალდის მფლობელის ანგარიშების (როგორც პირადი , ისე ნომინალური მფლობელის ) ყველა მონაცემს . რეგისტრატორი ვალდებულია უზრუნველყოს აღნიშნული ასლების შენახვა მათი მომზადებიდან არანაკლებ 10 (ათი ) წლის განმავლობაში . 6. რეგისტრატორმა რეესტრში განხორციელებული ჩანაწერები უნდა აღრიცხოს ქრონოლოგიურად და მიანიჭოს თითოეულ ჩანაწერს თანმიმდევრული ინდივიდუალური ნომერი . დოკუმენტები , რომელთა საფუძველზეც ხდება რეესტრში ცვლილებების შეტანა , რეგისტრატორთან უნდა ინახებოდეს არანაკლებ 10 (ათი ) წლის განმავლობაში . 7. ამ მუხლის მე -5 და მე -6 პუნქტებით გათვალისწინებული რეესტრის ოფიციალური ასლებისა და დოკუმენტების მოპყრობის წესები , რეგისტრატორთან მათი შენახვის ვადის დასრულების შემდეგ , განისაზღვრება დაწესებულებების საქმიანობის პროცესში შექმნილი ტიპობრივი მმართველობითი დოკუმენტების შენახვისა და დაცვის შესახებ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად . 8. რეესტრის წარმოების პროცესში რეგისტრატორმა ელექტრონული ან მატერიალური ფორმით უნდა აწარმოოს შემდეგი ჟურნალები : ა ) შემოსული და გასული დოკუმენტების აღრიცხვის ჟურნალი – სადაც აღირიცხება და შესაბამისი თანამიმდევრული ნომერი ენიჭება შემოსულ /გასულ დოკუმენტაციას (კორესპონდენციას ) შემოსვლის /გასვლის თარიღის , შინაარსის და განმცხადებლის /ადრესატის მითითებით ; ბ ) ოპერაციათა აღრიცხვის ჟურნალი – სადაც ოპერაციების შინაარსის შესაბამისად აღირიცხება : ბ .ა ) ფასიანი ქაღალდების გადაცემისას – მოთხოვნის შემოსვლის თარიღი , ემიტენტი , ფასიანი ქაღალდების კლასი , ფქსსნ (არსებობის შემთხვევაში ), გარიგების მხარეების ან იმ უფლებამოსილი ორგანოს /სუბიექტის დასახელება , რომლის გადაწყვეტილებითაც ხორციელდება ფასიანი ქაღალდების გადაცემა , ფასიანი ქაღალდების რაოდენობა , ოპერაციის შინაარსი , გარიგების ღირებულება , ოპერაციიის განხორცილების თარიღი და ნომერი; ბ .ბ ) ფასიანი ქაღალდების დაგირავებისას – მოთხოვნის შემოსვლის თარიღი , გარიგების მონაწილეების ან იმ უფლებამოსილი ორგანოს /სუბიექტის დასახელება , რომლის გადაწყვეტილებითაც ხორციელდება ფასიანი ქაღალდების დაგირავება , მონაცემები დაგირავებული ფასიანი ქაღალდების შესახებ ; ფქსსნ (არსებობის შემთხვევაში ), რეგისტრაციის თარიღი და ნომერი ; გირავნობის მოხსნისას – გირავნობის მოხსნაზე უფლებამოსილი პირის დასახელება , ემიტენტის დასახელება , მონაცემები იმ ფასიანი ქაღალდების შესახებ რომელზეც მოიხსნა გირავნობა , ფქსსნ (არსებობის შემთხვევაში ), გირავნობის მოხსნის თარიღი , ნომერი; ბ .გ ) ფასიანი ქაღალდების ბლოკირებისას – მოთხოვნის შემოსვლის თარიღი , ბლოკირების ინიციატორის და ანგარიშზე განთავსებული ფასიანი ქაღალდების მფლობელის დასახელება , ემიტენტის დასახელება მონაცემები ბლოკირებული ფასიანი ქაღალდების შესახებ , ფქსსნ (არსებობის შემთხვევაში ), ბლოკირების შინაარსი , რეგისტრაციის თარიღი , ნომერი , ბლოკირების ვადა ; ბლოკირების დასრულებისას ბლოკირების მოხსნაზე უფლებამოსილი პირის დასახელება , ემიტენტის დასახელება , განბლოკილი ფასიანი ქაღალდების კლასი და რაოდენობა , ფქსსნ (არსებობის შემთხვევაში ), ბლოკირების მოხსნის თარიღი , ნომერი; ბ .დ ) ემიტენტის ინიციატივით განსახორციელებელი ოპერაციების შემთხვევაში – მოთხოვნის შემოსვლის თარიღი , ოპერაციის დასახელება , შესაბამისი უფლებამოსილი პირის /ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღების თარიღი ; ფასიანი ქაღალდის კლასი , ფქსსნ (არსებობის შემთხვევაში ), ოპერაციის დაწყების და დასრულების თარიღი , ნომერი . გ ) ამონაწერების გაცემის ჟურნალი – სადაც აღირიცხება განაცხადის მიღებისა და ამონაწერების გაცემის (გაგზავნის ) თარიღი , ნომერი , რეგისტრირებული მფლობელის (ან მისი წარმომადგენლის ) დასახელება , ემიტენტი და ფასიანი ქაღალდის დასახელება , ფქსსნ (არსებობის შემთხვევაში ); 9. ფასიანი ქაღალდების რეესტრი უნდა მოიცავდეს ემიტენტის შესახებ შემდეგ მონაცემებს : ა ) რეესტრის მწარმოებელი ფიზიკური პირის შემთხვევაში – სახელი , გვარი , მოქალაქეობა , პირადობის მოწმობის (პასპორტის ) ნომერი , მისამართი , ტელეფონი ; ლიცენზირებული რეგისტრატორის შემთხვევაში – ემიტენტის რეგისტრატორის დასახელება , სამართლებრივი ფორმა , საიდენტიფიკაციო კოდი , მისამართი , ტელეფონი ; ბ ) ემიტენტის დასახელებას , სამართლებრივ ფორმას , საიდენტიფიკაციო კოდს , მისამართს , ტელეფონს , ინფორმაციას ემიტენტის მიერ განთავსებული ფასიანი ქაღალდების რეგისტრირებულ მფლობელთა შესახებ ამ წესის მე -5 მუხლის შესაბამისად ; გ ) ინფორმაციას საწესდებო კაპიტალის ოდენობის , ნებადართული , გამოშვებული და განთავსებული (მათ შორის განაღდებული ) ფასიანი ქაღალდების , თითოეული კლასის საერთო რაოდენობის , ნომინალური ღირებულების , მიმოქცევის ვადის , დაფარვის თარიღის , უფლებების , პრივილეგიებისა და შეზღუდვების შესახებ ; დ ) ფქსსნ -ის თითოეული კლასის ფასიანი ქაღალდისათვის მათი მინიჭების შემთხვევაში; ე ) ჩანაწერებს ემიტენტის მიერ შეძენილი ან გამოსყიდული ყველა საკუთარი ფასიანი ქაღალდის შესახებ ; ვ ) ინფორმაციას ყველა კორპორაციული ოპერაციისა და იმ კოეფიციენტის შესახებ , რომლის საფუძველზეც განხორციელდა ასეთი ოპერაცია . 10. ფასიანი ქაღალდების რეესტრის წარმოება უნდა მოიცავდეს შემდეგი სახის ოპერაციებს : ა ) რეესტრში არსებული ანგარიშების წარმოება ; ბ ) კორპორაციული ოპერაციების ჩატარება; გ ) ანგარიშებზე ბლოკირების განხორციელება და ბლოკირების გაუქმება ; დ ) ფასიანი ქაღალდების გადაცემა და დაგირავება ; ე ) რეესტრიდან ამონაწერების გაცემა ; ვ ) უფლებამოსილი პირის მოთხოვნით ფასიანი ქაღალდების რეგისტრირებულ მფლობელთა სიის მომზადება ; ზ ) სხვა ოპერაციები , რომელიც გათვალისწინებულია ემიტენტსა და რეგისტრატორს შორის დადებული ხელშეკრულებით . მუხლი 5🔗. რეესტრში ანგარიშების წარმოება 1. გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა, რეგისტრატორს არა აქვს უფლება უარი განაცხადოს ოპერაციის განხორციელებაზე, თუ დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია აკმაყოფილებს ემიტენტის წესდებით და კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს. იმ შემთხვევაში, თუ რეგისტრატორი უარს განაცხადებს ოპერაციების განხორციელებაზე, ის ვალდებულია, პირს მოთხოვნიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის ვადაში წარუდგინოს დასაბუთებული უარი. 2. ემიტენტსა და რეგისტრატორს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე რეგისტრატორი ვალდებულია ემიტენტის ფასიანი ქაღალდების რეესტრში გახსნას ამ წესით განსაზღვრული ანგარიშები თუკი განმცხადებელი რეგისტრატორს წარუდგენს კანონმდებლობით განსაზღვრულ დოკუმენტებს. 3. რეგისტრატორი ვალდებულია ნებისმიერი სახის ანგარიშის გახსნამდე მოახდინოს პირის, მათ შორის, პირის ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიცირება და ვერიფიკაცია „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად. 4. რეესტრში აისახება პირის შესახებ შემდეგი საიდენტიფიკაციო მონაცემები: ა) ფიზიკური პირის შემთხვევაში: ა.ა) სახელი და გვარი; ა.ბ) მოქალაქეობა; ა.გ) დაბადების თარიღი; ა.დ) საცხოვრებელი ადგილი; ა.ე) პირადობის მოწმობის (პასპორტის) ნომერი და მოქალაქის პირადი ნომერი პირადობის მოწმობის (პასპორტის) მიხედვით; ა.ვ) თუ ფიზიკური პირი რეგისტრირებულია როგორც ინდივიდუალური მეწარმე – შესაბამისი რეგისტრაციის თარიღი, ნომერი, მარეგისტრირებელი ორგანო, გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი; ბ) იურიდიული პირის შემთხვევაში: ბ.ა) სრული სახელწოდება; ბ.ბ) საქმიანობის საგანი; ბ.გ) იურიდიული მისამართი (ფილიალის ან წარმომადგენლობის შემთხვევაში, როგორც მისი მისამართი, ასევე ძირითადი დაწესებულების მისამართი); ბ.დ) მარეგისტრირებელი ორგანო, რეგისტრაციის თარიღი და ნომერი; ბ.ე) გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი; ბ.ვ) ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების საიდენტიფიკაციო მონაცემები (ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად). 5. რეგისტრატორი ვალდებულია პირადი ანგარიშები გაუხსნას ფასიანი ქაღალდების ყველა ახალ მფლობელს. ერთი კატეგორიის ფასიანი ქაღალდების რეესტრში პირს ეხსნება მხოლოდ ერთი პირადი ანგარიში, სადაც ქრონოლოგიურად აისახება ანგარიშზე არსებული ფასიანი ქაღალდების ბრუნვა და ამ წესით განსაზღვრული სხვა ინფორმაცია. თითოეულ პირად ანგარიშს უნდა მიენიჭოს უნიკალური ნომერი. 6. სააქციო საზოგადოების დაფუძნებისას რეგისტრატორმა რეესტრში პირადი ანგარიშები უნდა გაუხსნას ნებისმიერ პირს, რომლებიც გახდნენ ამ სააქციო საზოგადოების აქციონერები, თუკი ემიტენტის მიერ წარდგენილია სადამფუძნებლო დოკუმენტაციის დედანი(ები) ან კანონმდებლობის შესაბამისად დამოწმებული ასლი. უცხო ენაზე შედგენილი სადამფუძნებლო დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში, რეგისტრატორი უფლებამოსილია მოითხოვოს ემიტენტის სადამფუძნებლო დოკუმენტაციის ნოტარიულად დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი. 7. რეგისტრატორმა ფასიანი ქაღალდების ემიტენტს უნდა გაუხსნას შემდეგი ანგარიშები: ა) ემიტენტის საემისიო ანგარიში – სადაც აღირიცხება კერძო ან საჯარო შეთავაზებისათვის გამოშვებული ფასიანი ქაღალდები, რომლებიც მომავალში გადაირიცხება შესაბამის პირად ან ნომინალური მფლობელის ანგარიშებზე ან ანულირდება მათი გაუქმების შემთხვევაში; ბ) ემიტენტის პირადი ანგარიში – სადაც აღირიცხება ემიტენტის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით შეძენილი ან გამოსყიდული საკუთარი ფასიანი ქაღალდები. 8. პირადი ანგარიში უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ა) რეგისტრირებული მფლობელის ყველა საიდენტიფიკაციო მონაცემს; ბ) პირადი ანგარიშის უნიკალურ ნომერს; გ) რეგისტრირებული მფლობელის სახელზე რიცხულ ფასიან ქაღალდებს (ნომინალური მფლობელისათვის გადაცემული ფასიანი ქაღალდების გარდა), შესაბამისი კლასისა და რაოდენობის მითითებით; დ) გარიგებათა დეტალების ისტორიულ მონაცემებს (გარიგების თარიღების და ღირებულების ჩათვლით), რომელთა საფუძველზეც ფასიანი ქაღალდების რეგისტრირებულ მფლობელს ერიცხება პირად ანგარიშზე შესაბამისი ფასიანი ქაღალდები; ე) ფასიან ქაღალდებზე გირავნობის უფლების არსებობის შემთხვევაში, ინფორმაციას დაგირავებული ფასიანი ქაღალდების რაოდენობისა და კლასის შესახებ; ვ) პირად ანგარიშზე ოპერაციების ბლოკირების შემთხვევაში, ამ წესის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ინფორმაციას. 9. ანგარიშის მფლობელის საიდენტიფიკაციო მონაცემების ცვლილების შემთხვევაში რეგისტრატორს უნდა წარედგინოს ცვლილების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია. მფლობელის შესახებ საიდენტიფიკაციო მონაცემების ცვლილება რეესტრში უნდა განხორციელდეს მოთხოვნიდან 3 სამუშაო დღეში. იმ შემთხვევაში, თუ რეგისტრატორი უარს განაცხადებს ცვლილების განხორციელებაზე, ის ვალდებულია, დაინტერესებულ პირს მოთხოვნიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის ვადაში, წარუდგინოს დასაბუთებული უარი. 10. ნომინალურ მფლობელს რეესტრში ეხსნება ნომინალური მფლობელის ანგარიში, რომელიც უნდა მოიცავდეს ანგარიშის ნომერს, ნომინალური მფლობელის საიდენტიფიკაციო მონაცემებს, ასევე კრებსითად, მისთვის ნომინალურ მფლობელობაში გადაცემული ფასიანი ქაღალდების კლასსა და რაოდენობას. თუ ნომინალურ მფლობელს, კლიენტების ფასიანი ქაღალდების გარდა, აქვს საკუთარი ფასიანი ქაღალდებიც, რეგისტრატორი ვალდებულია მას გაუხსნას ცალკე პირადი ანგარიში. 11. თუ ფასიანი ქაღალდი იმყოფება თანასაკუთრებაში, ფასიანი ქაღალდების რეესტრში იხსნება ერთი პირადი ანგარიში, რომელშიც ამ წესით დადგენილი მოთხოვნების გარდა დამატებით მიეთითება ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემები ყველა თანამესაკუთრისა და თანასაკუთრებაში თითოეულის წილის თაობაზე. 12. პირად ანგარიშზე ფასიანი ქაღალდების რაოდენობის ყოველი ცვლილებისას ქრონოლოგიურად უნდა გაკეთდეს ჩანაწერი ცვლილების მიზეზის, რეგისტრირებული მფლობელის სახელზე არსებული ფასიანი ქაღალდების შეცვლილი რაოდენობის, გარიგების ღირებულების და ცვლილების თარიღის შესახებ. ასევე, შეტანილი უნდა იქნეს ინფორმაცია რეგისტრირებული მფლობელის წარმომადგენლის თაობაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში). მუხლი 6🔗. რეესტრში არსებული ინფორმაციის მოპოვების უფლება 1. ამ მუხლის პირობების გათვალისწინებით, რეესტრში არსებული ინფორმაციის მოპოვების უფლება აქვთ შემდეგ პირებს: ა) ემიტენტს; ბ) რეგისტრირებულ მფლობელს; გ) საქართველოს ეროვნულ ბანკს; დ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა პირებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. რეგისტრირებულ მფლობელს უფლება აქვს მიიღოს რეესტრიდან ინფორმაცია თავის სახელზე რეგისტრირებული ფასიანი ქაღალდების შესახებ ამ წესის მე-10 მუხლის შესაბამისად. 3. ემიტენტი უფლებამოსილია მიიღოს რეგისტრატორისგან ინფორმაცია ფასიანი ქაღალდების რეგისტრირებულ მფლობელთა შესახებ, რაც უნდა მოიცავდეს მონაცემებს რეგისტრირებულ მფლობელთა ვინაობის, საკონტაქტო ინფორმაციის, მათ მფლობელობაში არსებული ფასიანი ქაღალდების რაოდენობისა და კლასის მითითებით. 4. რეგისტრატორი ვალდებულია ეროვნულ ბანკს მიაწოდოს ინფორმაცია ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ვადებისა და ფორმების შესაბამისად, აგრეთვე ცალკეული მოთხოვნების შემთხვევაში. მუხლი 7🔗. ფასიანი ქაღალდების ნომინალური მფლობელი 1. ნომინალურ მფლობელობაში გადაცემულ ფასიან ქაღალდებზე უფლებების გადაცემა (გასხვისება , დაგირავება ), აგრეთვე აღნიშნულ ფასიან ქაღალდებზე კლიენტის საკუთრების უფლება დასტურდება შესაბამისი ნომინალური მფლობელის მიერ წარმოებული სუბრეესტრის ჩანაწერით . 2. პირად ანგარიშზე რიცხული ფასიანი ქაღალდების ნომინალურ მფლობელობაში გადაცემისას , რეგისტრატორი ვალდებულია გადაცემული ფასიანი ქაღალდები გადაიტანოს ნომინალური მფლობელის ანგარიშზე . 3. ნომინალური მფლობელი ვალდებულია შესაბამისი მოთხოვნის წარდგენისას გაუმჟღავნოს რეგისტრატორს ინფორმაცია სუბრეესტრში აღრიცხული რეგისტრირებული მესაკუთრეების შესახებ , გარდა იმ შემთხვევისა , როცა რეგისტრირებული მესაკუთრე ნომინალურ მფლობელს ანიჭებს მისი ინტერესებისათვის შესაბამისი მოქმედებების განხორციელების უფლებამოსილებას . 4. „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ “ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში რეგისტრატორი ვალდებულია ნომინალურ მფლობელებს მოსთხოვოს მის ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია ფასიანი ქაღალდების რეგისტრირებული მესაკუთრის ან ნომინალური მფლობელის ვინაობის შესახებ . ასეთ შემთხვევაში ნომინალური მფლობელი ვალდებულია რეგისტრატორს არაუგვიანეს 5 (ხუთი ) სამუშაო დღისა წარუდგინოს მის სუბრეესტრში აღრიცხულ რეგისტრირებულ მფლობელთა სია (მათ შორის , ინფორმაცია ბენეფიციარი მესაკუთრეების შესახებ ), მათი ვინაობის , საკონტაქტო ინფორმაციისა და მფლობელობაში არსებული ფასიანი ქაღალდების რაოდენობისა და კლასის მითითებით . 5. ფასიანი ქაღალდების გადაცემა ერთი ნომინალური მფლობელის კლიენტებს შორის ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორთან არ რეგისტრირდება . მუხლი 8🔗. განკარგულების შინაარსი განკარგულება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ა) იმ რეგისტრატორის დასახელებას, რომელსაც წარედგინება განკარგულება; ბ) იმ რეგისტრირებული მფლობელის საიდენტიფიკაციო მონაცემებს, რომელიც გადასცემს ან აგირავებს ფასიან ქაღალდებს; გ) ანგარიშის ტიპს, ნომერს, საიდანაც ხდება ფასიანი ქაღალდების გადარიცხვა ან რომელზეც აისახება გირავნობა; დ) იმ პირის საიდენტიფიკაციო მონაცემებს, რომელსაც გადაეცემა ფასიანი ქაღალდები ან რომლის სასარგებლოდაც ხდება ფასიანი ქაღალდების დაგირავება; ე) იმ ანგარიშის ტიპს, ნომერს (უკვე არსებული ანგარიშის შემთხვევაში), რომელზეც ხდება ფასიანი ქაღალდების გადარიცხვა; ვ) ემიტენტის სადენტიფიკაციო კოდს, გადაცემული ან დაგირავებული ფასიანი ქაღალდების რაოდენობას, კლასს, ნომინალურ ღირებულებას; ზ) ფქსსნ, ასეთის არსებობის შემთხვევაში; თ) ფასიანი ქაღალდის საბირჟო კოდს, ასეთის არსებობის შემთხვევაში; ი) თუ გადაცემა ხორციელდება უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით, წარმომადგენლის საიდენტიფიკაციო მონაცემებს და მისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის მონაცემებს; კ) გარიგების სახეს (ნომინალურ მფლობელობაში გადაცემა, ნასყიდობა, ჩუქება, გაცვლა, დაგირავება, სხვ.); ლ) გარიგების ღირებულებას ; მ) გარკვეულ პირობებს (შეზღუდვებს), რომლებიც ახლავს ფასიანი ქაღალდების შემდგომ გადაცემას ან დაგირავებას; ნ) მხარეთა შორის ანგარიშსწორების პირობებს (თუ ფასიანი ქაღალდების გადაცემა სასყიდლიანია); ო) იმ დოკუმენტების ჩამონათვალს, რომლებიც თან ერთვის განკარგულებას, ასეთის არსებობის შემთხვევაში; პ) განკარგულების შედგენის თარიღს; ჟ) მონაწილე მხარეთა/უფლებამოსილ წარმომადგენელთა ხელმოწერას/ხელმოწერებს, თარიღს; რ) საბროკერო კომპანიის მონაწილეობის შემთხვევაში, საბროკერო კომპანიის დასახელებას და უფლებამოსილი წარმომადგენლის ხელმოწერას, თარიღს; ს) რეგისტრატორის/რეგისტრატორის უფლებამოსილი წარმომადგენლის ხელმოწერას, თარიღს. მუხლი 9🔗. ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული უფლებების რეგისტრაცია 1. ფასიანი ქაღალდების გადაცემა ან დაგირავება დაიშვება მხოლოდ ფასიანი ქაღალდების ბაზრის მარეგულირებელი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად . ამ მოთხოვნების დარღვევით ფასიანი ქაღალდების რეგისტრაცია რეესტრში დაუშვებელია . 2. რეგისტრატორმა ფასიანი ქაღალდების გადაცემის ან დაგირავების ამსახველი ცვლილებების შესახებ ჩანაწერები ფასიანი ქაღალდების რეესტრში უნდა შეიტანოს რეგისტრირებული მფლობელის ან საქართველოს კანონმდებლობით უფლებამოსილი სხვა პირის მიერ ამ წესის მე -8 მუხლის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი განკარგულების საფუძველზე , განკარგულების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში . 3. განკარგულების გამცემი /ხელმომწერი პირი პასუხისმგებელია მის მიერ განკარგულებით დადასტურებული ფაქტების სიზუსტისა და სისრულისათვის . 4. ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავლის მონაწილეობის გარეშე ფასიანი ქაღალდების გადაცემისას ან დაგირავებისას , რეგისტრატორი ვალდებულია დაიცვას შემდეგი მოთხოვნები : ა ) თუ ფასიან ქაღალდებზე უფლებების გადაცემის საფუძველია სასამართლოს გადაწყვეტილება , რეგისტრატორს უნდა წარედგინოს კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება ან სააღსრულებო ფურცელი ; ბ ) თუ ფასიან ქაღალდებზე უფლებების გადაცემა ხდება მემკვიდრეობის საფუძველზე , რეგისტრატორს უნდა წარედგინოს ნოტარიუსის მიერ გაცემული სამკვიდრო მოწმობა ; გ ) თუ ფასიან ქაღალდებზე უფლებების გადაცემის საფუძველია ემიტენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება , რომელიც დაკავშირებულია საწესდებო კაპიტალის ოდენობის ან /და სტრუქტურის ცვლილებასთან , რეგისტრატორს უნდა წარედგინოს სათანადო წესით მიღებული და დამოწმებული ემიტენტის უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება ან ემისიის პროსპექტი , ასევე ემიტენტის წესდებით ან კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა დოკუმენტი , რომელიც შეიძლება საჭირო იყოს მოთხოვნილი ოპერაციის განსახორციელებლად . დ ) თუ ფასიან ქაღალდებზე უფლებების გადაცემის საფუძველია ხელშეკრულება , რეგისტრატორთან წარმოდგენილი უნდა იყვნენ გარიგების უშუალო მხარეები ან მათი უფლებამოსილი წარმომადგენლები , რომლებიც რეგისტრატორის თანდასწრებით ხელს აწერენ შესაბამის განკარგულებას ; მხარეთა წარმომადგენლების უფლებამოსილება უნდა დასტურდებოდეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შედგენილი დოკუმენტ (ებ )ით ; ხელმომწერი პირების რეგისტრატორთან დასწრება სავალდებულო არ არის , თუკი რეგისტრატორს წარედგინება მხარეების ან მხარეთა უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ ხელმოწერილი , სათანადო წესით დამოწმებული განკარგულება ; ამასთან , თუკი განკარგულებაზე დამოწმებულია მხოლოდ მხარეთა უფლებამოსილი წარმომადგენლების ხელმოწერების ნამდვილობა , ხელმომწერ პირთა უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტების რეგისტრატორისათვის წარდგენა სავალდებულოა . 5. ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავლის მონაწილეობით ფასიანი ქაღალდების გადაცემისას ან დაგირავებისას , რეესტრში შესაბამისი ცვლილების განხორციელება დასაშვებია შუამავლის მიერ შედგენილი განკარგულების საფუძველზე , რომელსაც ხელს უნდა აწერდნენ გარიგების მხარეები ან მათი უფლებამოსილი წარმომადგენლები და რომელიც დამოწმებული უნდა იქნეს შუამავლის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ . იმ შემთხვევაში , თუკი რეესტრში ცვლილების განხორციელების მოთხოვნით რეგისტრატორს მიმართავს ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავალი ხელმომწერი პირების რეგისტრატორთან დასწრება არ მოითხოვება . 6. რეესტრში რეგისტრირებული მესაკუთრის მიერ ფასიანი ქაღალდების ნომინალურ მფლობელობაში გადასაცემად , აგრეთვე ნომინალური მფლობელის მიერ მის მფლობელობაში არსებული ფასიანი ქაღალდების იმავე მესაკუთრისთვის ან ახალი მესაკუთრისთვის გადასაცემად რეგისტრატორს წარედგინება შესაბამისად რეგისტრირებული მესაკუთრის ან ნომინალური მფლობელის მიერ ხელმოწერილი გადასაცემი განკარგულება . 7. ფასიან ქაღალდებზე თანამესაკუთრეობის შემთხვევაში , ფასიან ქაღალდებზე უფლებების გადასაცემად საჭიროა ყველა თანამესაკუთრის წერილობითი თანხმობა ან სათანადო წესით დამოწმებული რწმუნებულება , რომლის საფუძველზეც რწმუნებული უფლებამოსილია თანამესაკუთრეთა სახელით იმოქმედოს . 8. დაგირავებული ფასიანი ქაღალდის გადაცემის შემთხვევაში რეგისტრატორს ამ წესის მე -8 მუხლში აღნიშნული დოკუმენტების გარდა უნდა წარედგინოს მოგირავნის წერილობითი თანხმობა ფასიანი ქაღალდების გადაცემაზე . მუხლი 10🔗. ამონაწერი ფასიანი ქაღალდების რეესტრიდან 1. ფასიანი ქაღალდების რეესტრიდან ამონაწერი გაიცემა რეგისტრირებული მფლობელის სახელზე მისი პირადი ანგარიშის გახსნის დროს . ფასიანი ქაღალდების რეესტრიდან ამონაწერი გადაეცემა რეგისტრირებულ მფლობელს ან , რეგისტრირებული მფლობელის მოთხოვნის შემთხვევაში , გაეგზავნება მას პირადი ანგარიშის გახსნიდან 3 (სამი ) სამუშაო დღის განმავლობაში მხარეებს შორის შეთანხმებული კომუნიკაციის საშუალებით . 2. ფასიანი ქაღალდების რეესტრიდან ამონაწერი გადაეცემა ყველა რეგისტრირებულ პირს , რომლის ანგარიშზეც განხორციელდა ოპერაცია . 3. ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორმა რეგისტრირებული მფლობელის შესაბამისი წერილობითი ან რეგისტრატორის მიერ წინასწარ განსაზღვრული სხვა ალტერნატიული ფორმით წარდგენილი მოთხოვნის საფუძველზე რეგისტრირებულ მფლობელს უნდა მიაწოდოს : ა ) მისი ფასიანი ქაღალდების ანგარიშიდან ამონაწერი კონკრეტული თარიღისათვის ; ბ ) ინფორმაცია ანგარიშზე განხორციელებული ფასიანი ქაღალდების ბრუნვის შესახებ კონკრეტული პერიოდისათვის . 4. ფასიანი ქაღალდების რეესტრის ამონაწერში აღნიშნული უნდა იყოს : ა ) რეგისტრირებული მფლობელის საიდენტიფიკაციო ინფორმაცია (ფიზიკური პირისათვის : სახელი გვარი , მოქალაქეობა , პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი ; იურიდიული პირის აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ ორგანიზაციული წარმონაქმნისათვის , რომელიც არ წარმოადგენს იურიდიულ პირს : საფირმო სახელწოდება , იურიდიული მისამართი , საიდენტიფიკაციო ნომერი ; ბ ) რეგისტრირებული მფლობელის ანგარიშის ნომერი ; გ ) ამონაწერის გაცემის თარიღი და დრო (ბრუნვის ამონაწერის შემთხვევაში - პერიოდი ); დ ) ემიტენტის სრული სახელწოდება და იურიდიული მისამართი ; ე ) რეგისტრირებული მფლობელის ანგარიშზე არსებული ფასიანი ქაღალდების კლასი , რაოდენობა და ნომინალური ღირებულება ; ვ ) პროცენტული წილი საწესდებო კაპიტალთან მიმართებაში (წილობრივი ფასიანი ქაღალდების შემთხვევაში ); ზ ) გამოშვების და დაფარვის თარიღი , საპროცენტო განაკვეთი (სასესხო ფასიანი ქაღალდების შემთხვევაში ); თ ) ფქსსნ (არსებობის შემთხვევაში ); ი ) ფასიანი ქაღალდების გირავნობის უფლებით დატვირთვის ან ანგარიშის ბლოკირების შემთხვევაში ფასიანი ქაღალდების რეესტრიდან ამონაწერი უნდა შეიცავდეს რეესტრში არსებულ შესაბამის ინფორმაციას ; კ ) ლიცენზირებული რეგისტრატორის სრული ოფიციალური სახელწოდება და საკონტაქტო რეკვიზიტები , საქმიანობის ლიცენზიის მიღების თარიღი და ნომერი ; ფასიანი ქაღალდების რეესტრის მწარმოებელი ფიზიკური პირის შემთხვევაში , მისი სახელი , გვარი , პირადი ნომერი , საკონტაქტო რეკვიზიტები ; ლ ) მკაფიო მითითება , რომ მოცემული ამონაწერი არ არის ფასიანი ქაღალდი და მხოლოდ ჩანაწერია იმის შესახებ , რომ ამონაწერში ხსენებული პირი არის ამ ფასიანი ქაღალდების რეგისტრირებული მფლობელი (მფლობელის ტიპის მითითებით ) მასში მითითებული თარიღისათვის . მუხლი 11🔗. პირად ანგარიშებზე ოპერაციების და ფასიან ქაღალდებზე უფლებების ბლოკირება 1 . პირად ანგარიშზე ოპერაციების ბლოკირება შეიძლება მოხდეს: ა) რეგისტრირებული მფლობელის წერილობითი მოთხოვნით; ბ) საქართველოს ეროვნული ბანკის წერილობითი მითითებით; გ) სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე; დ) საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის წერილობითი მითითებით; 2. ბლოკირების შემთხვევაში რეგისტრატორმა რეგისტრირებული მფლობელის პირად ანგარიშზე უნდა შეიტანოს სათანადო კოდი და გააკეთოს ჩანაწერი ოპერაციების ან ფასიან ქაღალდებზე უფლებების რეალიზაციის ბლოკირების მიზეზის, ბლოკირებული ფასიანი ქაღალდის რაოდენობისა და კლასის, ბლოკირების ვადის შესახებ და იმ დოკუმენტების მითითებით, რომელთა საფუძველზეც მოხდა ბლოკირება. 3. „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საეჭვო გარიგების ვარაუდის არსებობისას, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის წერილობითი მითითებით ანგარიშის ბლოკირების შემთხვევაში, რეგისტრატორის ხელმძღვანელობასა და თანამშრომლებს (როგორც განსაზღვრული, ისე განუსაზღვრელი ვადით მომუშავე თანამშრომლებს) არა აქვთ უფლება შეატყობინონ შესაბამისი გარიგების მონაწილე პირებს და სხვა პირებს ინფორმაცია გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების შესახებ. 4. ბლოკირების შესახებ განკარგულების გამცემ პირს შეუძლია მოსთხოვოს რეგისტრატორს ამონაწერი ბლოკირების თაობაზე. 5. ბლოკირების შეწყვეტა უნდა მოხდეს იმ პირის განკარგულების საფუძველზე ვისი განკარგულებითაც მოხდა ბლოკირება ან ვინც, კანონმდებლობის ან/და მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების თანახმად, უფლებამოსილია, რომ გააუქმოს ბლოკირება შემდეგ შემთხვევებში: ა) ბლოკირების შესახებ განკარგულებაში მითითებული ვადის გასვლისას; ბ) პირობის დადგომის შემდეგ, რომელიც ბლოკირების შესახებ განკარგულებაში არის მითითებული; გ) სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე; დ) იმ უფლებამოსილი ორგანოს წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, რომლის ინიციატივითაც განხორციელდა პირადი ანგარიშზე ოპერაციების ბლოკირება. 6. ბლოკირების შეწყვეტისას რეგისტრატორმა უნდა ამოშალოს შესაბამისი კოდი პირადი ანგარიშიდან. მუხლი 12🔗. კორპორაციული ოპერაციები 1. თუ ემიტენტი ახორციელებს კორპორაციულ ოპერაციებს, რეგისტრატორმა რეესტრის ჩანაწერებში უნდა შეიტანოს ცვლილება, რომელიც ასახავს შესაბამისი კლასის ფასიანი ქაღალდების ყოველი რეგისტრირებული პირის მფლობელობაში არსებულ ფასიანი ქაღალდების რაოდენობის შეცვლას (დანაწევრება, კონსოლიდაცია) ან ერთი კლასის ფასიანი ქაღალდების სხვა კლასში კონვერტაციას იმ ფორმულირებაზე დაყრდნობით, რომელიც მითითებულია ემიტენტის უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილებაში ან ემისიის პროსპექტში. რეგისტრატორმა ცვლილებები რეესტრის ჩანაწერებში უნდა შეიტანოს შესაბამისი დოკუმენტების მიღებიდან არაუგვიანეს 15 დღისა. 2. იმ შემთხვევაში, როდესაც კონვერტაცია წარმოებს ემიტენტის მიერ განსაზღვრული პირობების შესაბამისად რეგისტრირებული მფლობელის სურვილის საფუძველზე, რეგისტრატორმა უნდა შეიტანოს რეესტრში ინფორმაცია მხოლოდ ამ რეგისტრირებული მფლობელის ფასიანი ქაღალდების კონვერტაციის შესახებ შესაბამისი განცხადების მიღებიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში. 3. რეგისტრატორი ვალდებულია, ემიტენტის დავალების საფუძველზე, სააღრიცხვო თარიღის მიხედვით მოამზადოს იმ პირთა სია, რომლებიც უფლებამოსილი არიან დაესწრონ ფასიანი ქაღალდების მფლობელთა კრებას. აღნიშნული სია რეგისტრატორმა უნდა მოამზადოს ემიტენტისგან შესაბამისი მიმართვის მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში. 4. ფასიან ქაღალდებზე დივიდენდების/სარგებლის დარიცხვის მიზნით, რეგისტრატორმა ემიტენტის დავალებით, სააღრიცხვო თარიღის შესაბამისად უნდა შეადგინოს იმ პირთა სია, რომლებიც უფლებამოსილი არიან მიიღონ დივიდენდი/სარგებელი. აღნიშნული სია რეგისტრატორმა უნდა მოამზადოს ემიტენტისგან შესაბამისი მიმართვის მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში. 5. ემიტენტის მიერ ახალი ფასიანი ქაღალდების გამოშვებისას ან უკვე გამოშვებული ფასიანი ქაღალდების გაუქმებისას რეგისტრატორმა შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენიდან 3 სამუშაო დღის ვადაში რეესტრში უნდა ასახოს აღნიშნული ცვლილების ამსახველი მონაცემები. 6. იმ შემთხვევაში, თუ რეგისტრატორი უარს განაცხადებს წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული ოპერაციების/მოქმედებების განხორციელებაზე, ის ვალდებულია, ემიტენტს, მოთხოვნიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის ვადაში, წარუდგინოს დასაბუთებული უარი.