სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№02-1578/ო
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 24/09/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის

ბრძანება № 02-1578/ო 

2018 წლის 11 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ
საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ (მუხლი 6; მუხლი 8; მუხლი10) და „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილების (დანართი 1) შესაბამისად, ვბრძანებ:

1. გაიცეს შპს „ჰემოპლაზმაზე“ (ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. №16) „საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის ლიცენზია“.

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში( ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6).

3. ბრძანება ძალაში შედის ხელის მოწერისთანავე.

 

საფუძველი: შპს „ჰემოპლაზმას“ ხელმძღვანელის ი. რაინაულის განცხადება №75089, 02.08.2018წ; ადგილზე შემოწმების აქტი №ლ/ლნ-1321-170, 05.09.2018წ.

ზეპირი მოსმენის ოქმი №9, 10.09.2018წ.

 

სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი                        თეიმურაზ პირველაშვილი