„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
1. მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. კომისია შედგება 5 წევრისაგან. საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს მთავრობის წარდგინებით საქართველოს პარლამენტს ასარჩევად წარუდგენს კომისიის წევრთა კანდიდატურებს. პარლამენტი კომისიის წევრებს ირჩევს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.“.
2. მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს მთავრობის წარდგინებით საქართველოს პარლამენტს კომისიის თავმჯდომარედ ასარჩევად წარუდგენს კომისიის ერთ-ერთი წევრის კანდიდატურას. პარლამენტი კენჭს უყრის წარმოდგენილ კანდიდატურას და სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს კომისიის თავმჯდომარეს. კომისიის თავმჯდომარეს უფლება აქვს, გადადგეს ამ თანამდებობიდან, მაგრამ დარჩეს კომისიის წევრად დარჩენილი ვადით. კომისიის თავმჯდომარე უფლებამოსილია თავისი არყოფნის შემთხვევაში კომისიის რომელიმე წევრს დააკისროს თავმჯდომარის მოვალეობის შესრულება.“.
3. 21-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 21. კომისიის ყოველწლიური ანგარიში
კომისია ყოველი წლის 1 მაისამდე ადგენს თავისი საქმიანობის შესახებ გასული წლის ანგარიშს და მას უგზავნის საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს მთავრობას. კომისიის ანგარიში ხელმისაწვდომი უნდა იყოს საზოგადოებისათვის.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე.
ქუთაისი, 20 სექტემბერი 2018 წ. N3459-Iს |
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 20.09.2018.
- როდის იქნა მიღებული „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 20.09.2018. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №3459-Iს. სარეგისტრაციო კოდი — 300280000.05.001.019166.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 20.09.2018 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №3459-Iს, 20.09.2018, სარეგისტრაციო კოდი 300280000.05.001.019166 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.09.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4328397/