„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 დეკემბრის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №65 |
|
2018 წლის 26 სექტემბერი ქ. ქუთაისი |
1. დადგენილების დანართის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საბჭო შედგება საბჭოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის, საბჭოს მდივნისა და საბჭოს წევრებისაგან.“.
2. დადგენილების დანართის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საბჭოს რაოდენობა შეადგენს 21 წევრს, რომლის პერსონალურ შემადგენლობას, საბჭოს თავმჯდომარის წარდგინებით, ბრძანებით ამტკიცებს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.“.
3. დადგენილების დანართის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. გარდა ამ მუხლის მეოთხე პუნქტით განსაზღვრული პირებისა, საბჭოს თავმჯდომარის მიერ, წევრებად მოწვეული უნდა იქნენ სხვადასხვა უწყებების ხელმძღვანელები, დონორი და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სფეროს ექსპერტები და მედიის წარმომადგენლები, რომელთა რაოდენობა საბჭოს მთლიანი შემადგენლობის 1/3-ზე ნაკლებს არ უნდა შეადგენდეს.“.
4. დადგენილების დანართის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტს დაემატოს 61 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„61. საანგარიშო წლის ბოლოს ფასდება საბჭოს წევრის ჩართულობა საბჭოს საქმიანობაში (დასწრების მაჩვენებელი, ინიციატივების გენერირება). შეფასების საფუძველზე, საბჭო მსჯელობს წევრის საბჭოდან დათხოვნის საკითხზე და წარუდგენს საბჭოს თავმჯდომარეს წერილობით მოსაზრებას საბჭოდან წევრის გარიცხვის თაობაზე. საბჭოს თავმჯდომარე იღებს გადაწყვეტილებას საბჭოს შემადგენლობიდან წევრის გარიცხვის შესახებ.“.
5. დადგენილების დანართის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტს დაემატოს 62 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„62. საბჭოს შემადგენლობაში ვაკანტური ადგილის გაჩენის შემთხვევაში, საბჭოს თავმჯდომარე აცხადებს ღია შერჩევას, ელექტრონული განაცხადის შევსების ფორმით. ღია შერჩევის საფუძველზე წარმოდგენილ კანდიდატებს შორის, საბჭო, სიითი შემადგენლობის 2/3-ით, წარუდგენს საბჭოს თავმჯდომარეს წერილობით მოსაზრებას ახალი წევრის მიღების თაობაზე. საბჭოს თავმჯდომარე განსაზღვრავს საბჭოს ახალ შემადგენლობას და დადგენილი წესით, დასამტკიცებლად წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს.“.
6. დადგენილების დანართის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტს დაემატოს 63 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„63. საბჭოს წევრს პირადი განცხადების საფუძველზე, უფლება აქვს ნებისმიერ დროს გავიდეს საბჭოს შემადგენლობიდან.“.
7. დადგენილების დანართის მე-6 მუხლი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6. საბჭოს ჰყავს მდივანი, რომელსაც საბჭოს თავმჯდომარის წარდგინებით, სიითი შემადგენლობის 2/3-ით, ირჩევს საბჭო. მდივანი, ამ დებულებითა და საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით, უზრუნველყოფს საბჭოს სხდომების ჩატარების ორგანიზებას, ოქმის შედგენა-დაარქივებას, საბჭოს წევრთა ინფორმირებასა და საკრებულოს აპარატთან კოორდინაციით, საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ მხარდაჭერას.“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 დეკემბრის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 26.09.2018.
- როდის იქნა მიღებული „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 დეკემბრის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 დეკემბრის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 26.09.2018. მიმღები ორგანო — ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №65. სარეგისტრაციო კოდი — 010250020.35.123.016468.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 დეკემბრის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 დეკემბრის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 დეკემბრის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 26.09.2018 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 დეკემბრის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №65, 26.09.2018, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.123.016468 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.09.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4329870/