„გარეულ ცხოველთა რეგულირების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2014 წლის 31 ოქტომბრის №146 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება №2-826 |
|
2018 წლის 11 ოქტომბერი ქ. თბილისი |
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის №1620-რს კანონის მე-2 მუხლის მე-3 და მე-7 პუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
„1. იმ შემთხვევაში, თუ გარეული ცხოველი საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან/და მის ქონებას და ამ საფრთხის თავიდან აცილება შეუძლებელია, თავდასხმის მომენტში გარეული ცხოველის გარემოდან ამოღება (რეგულირების ღონისძიება) შეიძლება განხორციელდეს დაუყოვნებლივ და აღნიშნული არ საჭიროებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) წინასწარ თანხმობას.“;
„8. დაუშვებელია რეგულირების ღონისძიების განხორციელების შედეგად გარემოდან ამოღებული გარეული ცხოველის ან მისი ნაწილის გაყიდვა, ან რაიმე ფორმით გასხვისება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც რეგულირების ღონისძიების განხორციელების შედეგად გარემოდან ამოღებული გარეული ცხოველი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მურნეობის მინისტრის გადაწყვეტილების საფუძველზე გადაეცემა სამეცნიერო დაწესებულებას, ზოოპარკს ან ცხოველთა თავშესაფარს. ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში, რეგულირების ღონისძიების განხორციელების შედეგად გარემოდან ამოღებული გარეული ცხოველი ნადგურდება ამ დებულების მე-4 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესით, იმ პირის მიერ, ვინც მოახდინა გარეული ცხოველის გარემოდან ამოღება.“.
„2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რეგულირების განხორციელების თაობაზე გადაწყვეტილებას იღების სამინისტრო. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რეგულირების განხორციელების საფუძველი შეიძლება ასევე გახდეს სამინისტროსადმი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წერილობითი მიმართვა – სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური საფრთხის არსებობიდან გამომდინარე, რეგულირების ღონისძიებების განხორციელების აუცილებლობის შესახებ.“.
|