მშენებლობის (განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის გარდა) სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებლის გადახდის წესის და ოდენობის განსაზღვრის შესახებ
მიღების თარიღი 25.09.2018
ძალაში შესვლა 01.10.2018
ძალის დაკარგვა 26.02.2026
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №28-95
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.101.016548
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 26/09/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
მშენებლობის (განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის გარდა) სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებლის გადახდის წესის და ოდენობის განსაზღვრის შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №28-95
2018 წლის 25 სექტემბერი
ქ. თბილისი
მშენებლობის (განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის გარდა) სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებლის გადახდის წესის და ოდენობის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,დ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის და 93-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების, მე-5 მუხლის მე-7 პუნქტის და 61 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის საფუძველზე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული მშენებლობის (განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის გარდა) სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების) თაობაზე, აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებლის გადახდის წესი და ოდენობა.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,მშენებლობის (განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის გარდა) სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებლის გადახდის წესის და ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ თბილისის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-94 დადგენილება.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 1 ოქტომბრიდან.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ტყემალაძე
დანართი
მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის) სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებლის გადახდის წესი და ოდენობა
მუხლი 1🔗.
რეგულირების სფერო
1. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის) სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებლის გადახდის წესი და ოდენობა (შემდგომში –
წესი) განსაზღვრავს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ (შემდგომში – ინსპექცია) მშენებლობადასრულებული შენობა-ნაგებობების ან მისი ნაწილის/ნაწილების ექსპლუატაციაში მიღების თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებლის (შემდგომში – მოსაკრებელი) შემოღების, მოსაკრებლის გადახდის და გადახდილი მოსაკრებლის დაბრუნების წესსა და პირობებს.
2. მომსახურება, რომელიც არ რეგულირდება ამ წესით, წარმოადგენს ინსპექციის ვალდებულებას და ხორციელდება უსასყიდლოდ.
მუხლი 2🔗.
მოსაკრებლის ცნება
მოსაკრებელი არის პირის მიერ ამ წესით დადგენილი ოდენობით, ინსპექციის მიერ მშენებლობადასრულებული შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) მომსახურების ვადების დაჩქარებისათვის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, წინასწარ განსაზღვრულ ანგარიშზე გადასახდელი სავალდებულო თანხა.
მუხლი 3🔗.
მოსაკრებლის დაწესება და მისი ოდენობის განსაზღვრა
1. მოსაკრებლის შემოღება და მისი ოდენობის განსაზღვრა ხდება ამ წესით.
2. ამ წესით დადგენილი მოსაკრებელი მოიცავს დაჩქარებული მომსახურებისთვის საჭირო ყველა პირდაპირ და არაპირდაპირ ხარჯებს.
3.სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, გარდა მათი დაფუძნებული იურიდიული პირებისა, თავისუფლდებიან ამ წესით დაწესებული მოსაკრებლის გადახდისგან.
მუხლი 4🔗.
დაჩქარებული მომსახურება
1. დაჩქარებული მომსახურება ამ წესის მიზნებისთვის გულისხმობს ინსპექციის მიერ კანონმდებლობით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში ამ წესით განსაზღვრული მოსაკრებლის გადახდის საფუძველზე განხორციელებულ ქმედებას, მიუხედავად მიღებული გადაწყვეტილებისა.
2. ინსპექციის მიერ წინასწარი წერილობითი თანხმობის შემთხვევაში დაინტერესებული პირის მიერ შესაბამისი მოსაკრებლის გადახდის საფუძველზე, ინსპექცია ამ წესით განსაზღვრული ვადების გათვალისწინებით, მომსახურებას ახორციელებს დაჩქარებული წესით.
3. თუ საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დასადგენად ან/და საქმის სირთულის გამო აუცილებელია ამ წესით განსაზღვრულ ვადაზე მეტი, ინსპექცია უფლებამოსილია უარი თქვას დაჩქარებული მომსახურების განხორციელებაზე, რის შესახებაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს განმცხადებელს.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ინსპექცია ხელმძღვანელობს კანონმდებლობით დადგენილი ზოგადი ვადებით.
მუხლი 5🔗.
მშენებლობის სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღება) თაობაზე აქტის გამოცემის დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებლის ოდენობა
1. მშენებლობის სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღება) თაობაზე აქტის გამოცემის დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებელი შეადგენს:
ა) II კლასის შენობა-ნაგებობებისთვის ან/და შენობა-ნაგებობებისთვის, რომლის საერთო სამშენებლო ფართი არ აღემატება 300 მ2-ს:
ა.ა) განცხადების მიღებიდან 1 დღის ვადაში – 1 000 ლარი;
ა.ბ) განცხადების მიღებიდან 3 დღის ვადაში – 500 ლარი.
ბ) III კლასს მიკუთვნებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის საანგარიშო ფართობით 1500 მ2-მდე და მიწის ზედაპირიდან 14მ-მდე სიმაღლის შენობა-ნაგებობისთვის:
ბ.ა) განცხადების მიღებიდან 3 დღის ვადაში – 2000 ლარი;
ბ.ბ) განცხადების მიღებიდან 5 დღის ვადაში – 1500 ლარი.
გ) III კლასის შენობა-ნაგებობებისთვის ან/და შენობა-ნაგებობებისთვის, რომლის საერთო სამშენებლო ფართი არ აღემატება 6000 მ2-ს, გარდა ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შენობა-ნაგებობის:
გ.ა) განცხადების მიღებიდან 3 დღის ვადაში – 3000 ლარი;
გ.ბ) განცხადების მიღებიდან 5 დღის ვადაში – 2000 ლარი.
დ) IV კლასის შენობა-ნაგებობებისთვის ან/და შენობა-ნაგებობებისთვის, რომლის საერთო სამშენებლო ფართი აღემატება 6000 მ2 -ს:
დ.ა) განცხადების მიღებიდან 3 დღის ვადაში – 4000 ლარი;
დ.ბ) განცხადების მიღებიდან 5 დღის ვადაში – 3000 ლარი;
დ.გ) განცხადების მიღებიდან 10 დღის ვადაში – 2000 ლარი.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტი არ ვრცელდება III კლასს მიკუთვნებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის საანგარიშო ფართობით 1500 მ2-მდე და მიწის ზედაპირიდან 14მ-მდე სიმაღლის სათავსის მშენებლობის სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღება) თაობაზე აქტის გამოცემაზე.
3. იმ შემთხვევაში, თუ შენობა-ნაგებობის სამშენებლო დოკუმენტაციიდან გამომდინარე, შენობა-ნაგებობის მახასიათებლები შეესაბამება ამ მუხლის პირველი პუნქტის ორი ან რამდენიმე ქვეპუნქტის მოთხოვნებს, დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებელი გადაიხდება იმ ქვეპუნქტის შესაბამისად, რომელიც ითვალისწინებს მოსაკრებლის უფრო მაღალ ოდენობას.
მუხლი 6🔗.
მშენებლობის სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღება) თაობაზე აქტში ცვლილების შეტანის შესახებ დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებლის ოდენობა
1. მშენებლობის სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღება) თაობაზე აქტში ცვლილების შეტანის შესახებ დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებელი შეადგენს:
ა) განცხადების მიღებიდან ერთი დღის ვადაში – 500 ლარი;
ბ) განცხადების მიღებიდან 3 დღის ვადაში – 300 ლარი.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტი არ ვრცელდება III კლასს მიკუთვნებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის საანგარიშო ფართობით 1500 მ2-მდე და მიწის ზედაპირიდან 14 მ-მდე სიმაღლის სათავსის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ აქტში ცვლილებების შეტანის შემთხვევებზე.
მუხლი 7🔗.
ვადის გამოთვლა
1. ინსპექციის მიერ ამ წესით დადგენილი მომსახურების განხორციელებისათვის განსაზღვრულ ვადებში არ იანგარიშება კანონმდებლობით დადგენილი უქმე და დასვენების დღეები.
2. ამ წესით დაწესებული ვადის ათვლა იწყება განცხადების ინსპექციაში რეგისტრაციისა და თანხის სრულად გადახდის ან ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში უფლებამოსილი ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღების მომდევნო დღეს და მთავრდება ვადის ბოლო დღეს. თუ ვადის ბოლო დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.
3. ინსპექცია უფლებამოსილია განმცხადებლის მიერ დაჩქარებული მომსახურების მოთხოვნის შემთხვევაში, დაჩქარებული მომსახურების ვადაში ჩათვალოს დაჩქარებული მომსახურების გარეშე დაწყებული წარმოებიდან გასული ვადა.
4. ინსპექციის მიერ დადგენილი ხარვეზის კანონმდებლობით დადგენილ ვადებში აღმოფხვრის შემთხვევაში, დაწესებული დაჩქარებული მომსახურების ვადის ათვლა იწყება თავიდან.
მუხლი 8🔗.
მოსაკრებლის გადახდის წესი და პირობები
1. ამ წესით განსაზღვრული დაჩქარებული მომსახურებით მოსარგებლე პირები ვალდებული არიან გადაიხადონ წესით გათვალისწინებული შესაბამისი მოსაკრებელი. დაინტერესებული პირის განცხადებას თან უნდა ერთოდეს მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი/დოკუმენტი.
2. მოსაკრებელი გადაიხდება წინასწარ უნაღდო ანგარიშსწორებით.
3. უნაღდო ანგარიშსწორება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. ამ წესით გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად განხორციელებული ანგარიშსწორების მართლზომიერებაზე/სისწორეზე პასუხისმგებელია განმცხადებელი.
5. მოსაკრებელი ჩაირიცხება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, წინასწარ განსაზღვრულ ანგარიშზე.
მუხლი 9🔗.
გადახდილი მოსაკრებლის დაბრუნების წესი და ზიანის ანაზღაურება
1. თუ მოსაკრებელი გადახდილია ამ წესით დადგენილ განაკვეთზე მეტი ოდენობით, მოსაკრებლის გადამხდელს უბრუნდება სხვაობა მის მიერ გადახდილ თანხასა და ამ წესით დადგენილ განაკვეთს შორის.
2. გადახდილი მოსაკრებელი მთლიანად ბრუნდება, თუ:
ა) ინსპექცია სათანადო საფუძვლის არსებობისას უარს აცხადებს დაჩქარებული მომსახურების გაწევაზე;
ბ) დაინტერესებული პირი განცხადების წარდგენამდე მოითხოვს თანხის უკან დაბრუნებას;
გ) ინსპექციამ მომსახურება არ განახორციელა ამ წესით დადგენილ ვადებში ან ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შემდეგ უარი განაცხადა ამ წესით განსაზღვრული მომსახურების გაწევაზე.
3. თუ დაინტერესებულ პირს სურვილი აქვს ისარგებლოს სხვა ვადით, რომლისთვისაც წესი ითვალისწინებს მოსაკრებლის სხვა ნაკლებ ოდენობას, მაშინ დაინტერესებულ პირს დაუბრუნდება სხვაობა ამ ორ მოსაკრებლის ოდენობას შორის. ასეთ შემთხვევაში განცხადება სხვა ოდენობით სარგებლობის შესახებ წარდგენილი უნდა იქნეს პირველადი განცხადების ვადის დინების ათვლის დაწყებამდე.
4. თუ დაინტერესებული პირს სურვილი აქვს ისარგებლოს სხვა ვადით, რომლისთვისაც წესი ითვალისწინებს მოსაკრებლის სხვა მეტ ოდენობას, მაშინ დაინტერესებული პირი ვალდებულია გადაიხადოს სხვაობა ამ ორ მოსაკრებლის ოდენობას შორის. ასეთ შემთხვევაში განცხადება და მოსაკრებლის გადახდის დამდასტურებელი ქვითარი/დოკუმენტი სხვა ოდენობით სარგებლობის შესახებ წარდგენილი უნდა იქნეს პირველადი განცხადების ვადის დინების დასრულებამდე.
5. განმცხადებლის მიერ ხარვეზის გამოუსწორებლობის საფუძველზე განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ ინსპექციის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემთხვევაში, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი ვერ უზრუნველყოფს ან ხელს შეუშლის ინსპექციას ექსპლუატაციაში მისაღებად წარმოდგენილი შენობა-ნაგებობის ადგილზე დათვალიერებაში, განმცხადებელს დაჩქარებული მომსახურებისათვის გადახდილი მოსაკრებელი უკან არ დაუბრუნდება.
6. ამ მუხლის პირველი-მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლით გადახდილი მოსაკრებლის ნაწილობრივ ან მთლიანად უკან დაბრუნება ან მისი გამოყენება იმავე ან სხვა დაჩქარებული მომსახურებისთვის ხორციელდება გადამხდელის განცხადების საფუძველზე, რომელიც წარდგენილი უნდა იქნეს შესაბამისი საფუძვლის წარმოშობიდან არა უგვიანეს 3 თვის განმავლობაში. მოსაკრებლის დაბრუნების მოთხოვნის შესახებ განცხადებას თან უნდა ერთოდეს გადახდილი თანხის ნაწილობრივ ან მთლიანად დაბრუნების კანონიერი საფუძვლის არსებობის დასაბუთება, თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი და დასაბრუნებელი თანხის მისაღებად გამოყოფილი ანგარიშის ნომერი. 3-თვიანი ვადის გასვლის შემდეგ თანხის უკან დაბრუნების ან მისი სხვაგვარად გამოყენების შესახებ მოთხოვნა დაკმაყოფილებას არ ექვემდებარება.
7. მშენებლობის სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღება) თაობაზე აქტის გამოცემის დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებლის გადახდისაგან თავისუფლდება პირი, რომელსაც პირველი მომართვის შემდეგ დაჩქარებული მომსახურების წესით უარი ეთქვა შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებაზე და რომელიც იმავე შენობა-ნაგებობას არაუმეტეს ორჯერ წარადგენს ინსპექციაში ექსპლუატაციაში მიღებაზე კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ ან ვადაში იმავე შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მისაღებად მესამედ და ა. შ. დაჩქარებული მომსახურების შესახებ განცხადების წარდგენის შემთხვევაში მოსაკრებელი გადაიხდება თავიდან.
8. გადახდილი მოსაკრებლის მთლიანად ან ნაწილობრივ დაბრუნებასთან დაკავშირებული საბანკო მომსახურების ტარიფის გადახდა ეკისრება მოსაკრებლის გადამხდელს.