ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციაში ცალკეულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სამშენებლო სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 25.09.2018
ძალაში შესვლა 01.10.2018
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №28-97
სარეგისტრაციო კოდი 020080150.35.101.016546
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 26/09/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 388 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.09.2018 მიღება
01.10.2018 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიაში ცალკეულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 93% 31.05.2023 მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიაში ცალკეულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 93% 08.05.2023 ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის წარმოების დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 93% 23.02.2018 ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს საჩივრის განმხილველ და გადაწყვეტილების მიმღებ პირად განსაზღვრის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 92% 27.04.2021 ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 92% 27.04.2018

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციაში ცალკეულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სამშენებლო სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №28-97 2018 წლის 25 სექტემბერი ქ. თბილისი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციაში ცალკეულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სამშენებლო სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის და 68-ე მუხლის პირველი  პუნქტის ,,ლ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-80 მუხლისა და 93-ე მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 221-ე მუხლის, 239-ე მუხლის მე-14 და 44-ე ნაწილების, 240-ე და 266-ე მუხლების, საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი” 25-ე მუხლის, საქართველოს კანონის ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ 25-ე მუხლის  შესაბამისად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 51​​3  მუხლით, 53​​3  მუხლით, 55-ე მუხლით, 55​​​2  მუხლით, 55​​​3  მუხლით, 148-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 152​​2  მუხლით, 173​​5 მუხლითა და საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-80 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევის ნაწილში საარჩევნო პლაკატების უკანონოდ ჩამოხსნის, ჩამოხევის, დაფარვის ან დაზიანების დარღვევებზე სამართალდარღვევის ოქმის შედგენის უფლება აქვთ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის  მერიის მუნიციპალური ინსპექციის საამისოდ უფლებამოსილ მოსამსახურეებს. მუხლი 2🔗  დამტკიცდეს: ა) „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის’’ ფორმა (დანართი 1); ბ) „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი’’ (დანართი 2); გ) საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი” 25-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად შემოწმების აქტის ფორმა (დანართი 3). ობიექტის შემოწმების და შემოწმების აქტის შედგენის უფლება აქვთ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საამისოდ უფლებამოსილ მოსამსახურეებს; დ) საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი” 25-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად მითითების ფორმა (დანართი 4). მითითების გაცემის უფლება აქვთ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის უფროსს და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის უფროსის მოადგილეებს, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით; ე) საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი”  25-ე მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად უწყების ფორმა საქმის განხილვის თაობაზე (დანართი 5); ვ)  დათვალიერების ოქმის ფორმა (დანართი 6); ზ) საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის” 25-ე მუხლის 23-ე ნაწილის შესაბამისად, დამტკიცდეს „შემოწმების აქტის’’ ფორმა (დანართი 7). მუხლი 3🔗 1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურში ცალკეულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სამშენებლო სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-96 დადგენილება. 2. დაწყებულ სამშენებლო სამართალდარღვევებზე, რომლებზეც უკვე გაცემულია მითითება, წარმოება გაგრძელდეს და შედგენილ იქნეს შემოწმების აქტი წინამდებარე დადგენილების ამოქმედებამდე დამტკიცებული ფორმის შესაბამისად. მუხლი 4🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 1 ოქტომბრიდან. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ტყემალაძე