„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში სამუშაოდ მიღებისა და სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის 2018 წლის 31 ივლისის №8 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის ბრძანება №32 |
|
2018 წლის 25 სექტემბერი
ქ . თბილისი |
1. მე-18 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:
„ე) თანამდებობაზე დროებით არმყოფი მოსამსახურის შემცვლელი.“.
2. 22-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 22. გამოსაცდელი ვადა
1. სპეციალურ კონკურსში გამარჯვებული პირი შეიძლება დაინიშნოს არაუმეტეს 6 თვის გამოსაცდელი ვადით, გარდა თანამდებობაზე დროებით არმყოფი მოსამსახურის შემცვლელად დანიშნული პირისა.
2. გამოსაცდელი ვადის განმავლობაში, უშუალო ხელმძღვანელი ამოწმებს გამოსაცდელი ვადით მიღებული პირის პროფესიული უნარ-ჩვევებისა და პიროვნული თვისებების დაკავებულ თანამდებობასთან შესაბამისობას.
3. სამსახურებრივი უფლებამოსილების ნებისმიერი საფუძვლით შეჩერების შემთხვევაში ჩერდება პირის გამოსაცდელი ვადის დინება. გამოსაცდელი ვადა ითვლება სამსახურის სტაჟში.
4. დაუშვებელია გამოსაცდელი ვადით დანიშნული პირის:
ა) თანამდებობრივი გადაადგილება (გარდა საშტატო-საორგანიზაციო ღონისძიების დროს), აგრეთვე, მისთვის მოვალეობის შესრულების დაკისრება;
ბ) დაშვება სახელმწიფო საიდუმლოებასთან, გარდა სამსახურის უფროსის თანხმობის შემთხვევისა;
გ) კადრების განკარგულებაში აყვანა.
5. გამოსაცდელი ვადის დასრულებამდე გამოსაცდელი ვადით მიღებული პირის უშუალო ხელმძღვანელი ადგენს გამოსაცდელი ვადის შედეგების შეფასების აქტს, რომელიც დგება წერილობითი ფორმით და დაერთვება მოსამსახურის პირად საქმეს. გამოსაცდელი ვადის გასვლისა და არადამაკმაყოფილებელი შედეგების, აგრეთვე სპეციალური შემოწმების უარყოფითი შედეგების გამო პირი შესაბამისი სამართლებრივი აქტით თავისუფლდება თანამდებობიდან, ხოლო დადებითი შედეგის შემთხვევაში გამოიცემა სამართლებრივი აქტი მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ.
6. გამოსაცდელი ვადით დანიშნულ მეხანძრე-მაშველზე გამოსაცდელი ვადის განმავლობაში ვრცელდება „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 65-ე და 66-ე მუხლებით გათვალისწინებული სოციალური დაცვის გარანტიები.“.
3. დაემატოს შემდეგი შინაარსის 221 მუხლი:
„მუხლი 221. თანამდებობაზე დროებით არმყოფი მოსამსახურის შემცვლელად დანიშვნა
1. სამსახურის სისტემაში, ინიციატორი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის მოტივირებული პატაკის საფუძველზე და მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირის ბრძანებით, თანამდებობაზე დროებით არმყოფი მოსამსახურის შემცვლელად დანიშვნა, სპეციალური კონკურსისა და გამოსაცდელი ვადის გარეშე, ხორციელდება გადაუდებელ შემთხვევებში, როდესაც მოსამსახურის არყოფნა გამოიწვევს დაწესებულების ნორმალური საქმიანობის გართულებას.
2. თანამდებობაზე დროებით არმყოფი მოსამსახურის შემცვლელად პირი ინიშნება განსაზღვრული ვადით. აღნიშნული ვადა ითვლება სამსახურის სტაჟში.
3. თანამდებობაზე დროებით არმყოფი მოსამსახურის შემცვლელად დანიშნულ პირს ეძლევა დროებით არმყოფი მოსამსახურისთვის დადგენილი თანამდებობრივი სარგო.
4. თანამდებობაზე დროებით არმყოფი მოსამსახურის შემცვლელად დანიშნულ პირს არ ენიჭება სახელმწიფო სპეციალური წოდება.
5. თანამდებობაზე დროებით არმყოფი მოსამსახურის შემცვლელად დანიშნულ პირებზე არ ვრცელდება ამ წესის 33-ე მუხლის მოთხოვნები.“.
4. 23-ე მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:
„გ) თანამდებობაზე დროებით არმყოფი მოსამსახურის შემცვლელად დანიშნული პირი.“.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე .
|