ქ.თბილისში, საბურთალოს რაიონში, კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის ისტორიკოსის, აკადემიკოს მარიამ ლორთქიფანიძის სახელის მინიჭების შესახებ
მიღების თარიღი 11.09.2018
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №290
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016463
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 26/09/2018
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
11.09.2018 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ქალაქ თბილისში, საბურთალოს რაიონში, დემეტრე თავდადებულის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის ჭადრაკის დამსახურებული მწვრთნელის ვახტანგ ქარსელაძის სახელის მინიჭების შესახებ ქ.თბილისში, სამგორის რაიონში, ქინძმარაულის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის, მასთან არსებული ერთი ჩიხისთვის და ერთი შესახვევისთვის რქაწითელის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, კახეთის გზატკეცილთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული უსახელო სკვერისთვის სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწის იასონ ლორთქიფანიძის სახელის მინიჭების შესახებ ქ.თბილისში, გლდანის რაიონში, კულა გლდანელის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული შესახვევისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის მამუკა ბუცხრიკიძის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, ტაბახმელაში, იუნკერთა ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის, ერთი ჩიხისთვის და ერთი გასასვლელისთვის ოფიცრის გენო ქარუმიძის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ქ.თბილისში, საბურთალოს რაიონში, კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის ისტორიკოსის, აკადემიკოს მარიამ ლორთქიფანიძის სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №
290
2018 წლის 11 სექტემბერი
ქ. თბილისი
ქ. თბილისში, საბურთალოს რაიონში, კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის ისტორიკოსის, აკადემიკოს მარიამ ლორთქიფანიძის სახელის მინიჭების შესახებ
1. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
ა) საბურთალოს რაიონში, კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩას მიენიჭოს ისტორიკოსის, აკადემიკოს მარიამ ლორთქიფანიძის სახელი, თანდართული რუკის თანახმად;
ბ) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
2. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6).
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე