ქ.თბილისში, საბურთალოს რაიონში, ვარდენ წულუკიძის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული ერთი გასასვლელისთვის ფოლკლორისტის, ლოტბარ ფილიმონ ქორიძის სახელის მინიჭების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№295
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.101.016469
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 26/09/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №295

2018 წლი ს 11 სექტემბერი

ქ. თბილისი

ქ.თბილისში, საბურთალოს რაიონში, ვარდენ წულუკიძის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული ერთი გასასვლელისთვის ფოლკლორისტის, ლოტბარ ფილიმონ ქორიძის სახელის მინიჭების შესახებ

1 . საქართველოს ორგანული კანონის  ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის , „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

ა) საბურთალოს რაიონში, ვარდენ წულუკიძის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩას და მასთან არსებულ ერთ გასასვლელს მიენიჭოს ფოლკლორისტის, ლოტბარ ფილიმონ ქორიძის სახელი, თანდართული რუკის თანახმად ;

ბ) ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ო თხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

2. განკარგულება ერთი თვის ვადაშიშეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კმ., №6).

 

საკრებულოს თავმჯდომარე                      გიორგი ტყემალაძე