ქ.თბილისში, ვაკის რაიონში, აგარაკის დასახლებაში, შუა მინდვრის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის წმინდაწყლის სახელის მინიჭების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№300
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.101.016476
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 26/09/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება № 300

2018 წლის 11 სექტემბერი

ქ. თბილისი

ქ. თბილისში, ვაკის რაიონში, აგარაკის დასახლებაში,  შუა მინდვრის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის  წმინდაწყლის სახელის მინიჭების შესახებ

1. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად,  ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

ა)  ვაკის რაიონში, აგარაკის დასახლებაში, შუა მინდვრის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩას მიენიჭოს წმინდაწყლის სახელი, თანდართული რუკის თანახმად;.

ბ) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

2. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით  აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6).

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                        გიორგი ტყემალაძე