ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის - ნიკო ნიკოლაძის სახელობის საპატიო ჯილდოს შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 27.09.2018
გამომცემი ორგანო ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №19/35
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.111.016402
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 28/09/2018
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.09.2018 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქალაქ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულია | ქალაქ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
აბაშის მუნიციპალიტეტის - კონსტანტინე გამსახურდიასა და აკაკი ხოშტარიას სახელობის საპატიო ჯილდოების შემოღების და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ თელავის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების და ჯილდოს შემოღების, მინიჭების წესის და საპატიო წოდების სიგელის ფორმის დამტკიცების შესახებ ხაშურის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებისა და ჯილდოს შემოღების და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების შემოღებისა და
მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის - ნიკო ნიკოლაძის სახელობის საპატიო ჯილდოს შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №19/35
2018 წლის 27 სექტემბერი
ქ. ფოთი
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის –
ნიკო ნიკოლაძის სახელობის საპატიო ჯილდოს შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.დ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
შემოღებულ იქნეს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის – ნიკო ნიკოლაძის სახელობის საპატიო ჯილდო.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს თანდართული ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის – ნიკო ნიკოლაძის სახელობის საპატიო ჯილდოს მინიჭების წესი.
მუხლი 3🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის – ნიკო ნიკოლაძის სახელობის საპატიო ჯილდოს შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 აგვისტოს №18/33 დადგენილება.
მუხლი 4🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარეირაკლი კაკულია
დანართი
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის – ნიკო ნიკოლაძის სახელობის საპატიო ჯილდოს მინიჭების წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. ეს წესი შემუშავებულია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად და განსაზღვრავს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის – ნიკო ნიკოლაძის სახელობის საპატიო ჯილდოს (შემდგომში – საპატიო ჯილდოს) მინიჭების საფუძვლებს და განხილვის წესს.
2. საპატიო ჯილდო შესაძლებელია მიენიჭოს საქართველოს მოქალაქეს, უცხო ქვეყნის მოქალაქეს და ასევე მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელმაც ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში განახორციელა საზოგადოებრივი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული/სამშენებლო, სოციალური და სხვა პროგრამები/პროექტები.
მუხლი 2🔗. საპატიო ჯილდოს მინიჭების პროცედურა
1. საპატიო ჯილდოს მინიჭებაზე კანდიდატურის წამოყენების უფლება აქვს:
ა) ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერს;
ბ) ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს;
გ) ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ცალკეულ წევრებს ან ფრაქციას;
დ) ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ საზოგადოებრივ და შემოქმედებით კავშირებს;
ე) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის არანაკლებ 1 პროცენტს.
2. საპატიო ჯილდოს მინიჭებაზე წარდგენილი საინიციატივო მიმართვა უნდა მოიცავდეს წერილობით დასაბუთებას, მასში ჩამოყალიბებული უნდა იყოს წამოყენებული კანდიდატის პიროვნული თვისებები და საპატიო ჯილდოზე წარდგენის არგუმენტები (განხორციელებული პროგრამების/პროექტების და ა.შ. აღწერა). მიმართვა დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი ხელმოწერ(ებ)ით.
3. საპატიო ჯილდოზე კანდიდატურის წარდგენის ინიციატივას შესაძლებელია აგრეთვე დაერთოს:
ა) პიროვნების ბიოგრაფიული მონაცემები;
ბ) კომპეტენტური ორგანიზაციების, დამსახურებული მოღვაწეების რეკომენდაცია;
გ) კანდიდატის ღვაწლის/დამსახურების ამსახველი მასალა.
4. შემოსული ინიციატივების განხილვას აწარმოებს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით შექმნილი სამუშაო ჯგუფი. სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში შესაძლებელია იყვნენ მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები, სხვა საჯარო მოხელეები, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრები, მუნიციპალიტეტის საზოგადო მოღვაწეები, სხვა პირები, აგრეთვე სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში მოწვეული უნდა იყვნენ საკრებულოს წევრები.
5. სამუშაო ჯგუფის მიერ საკითხის განხილვის დეტალები და გადაწყვეტილების მიღების საფუძვლები აისახება ოქმში, რომელსაც ადგენს მერის ბრძანებით განსაზღვრული სამუშაო ჯგუფის მდივანი. ოქმს ხელს აწერს ყველა დამსწრე წევრი. გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უბრალო უმრავლესობით. განსხვავებული აზრი დაერთვის ოქმს წერილობითი სახით, ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტი ხმის უფლება აქვს სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელს.
6. ინიციატივების განხილვის, წარმოდგენილი არგუმენტების შეჯერების და შეფასების საფუძველზე, სამუშაო ჯგუფის მიერ კანდიდატურის შერჩევასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დასაბუთებული რეკომენდაცია მიეწოდება მერს. საპატიო ჯილდოს ანიჭებს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი, რის შესახებაც გამოსცემს ბრძანებას.
7. ქალაქ ფოთის მუნციპალიტეტის მერი საპატიო ჯილდოს ანიჭებს საზეიმო ვითარებაში ან მის გარეშე. საპატიო ჯილდოს მინიჭებისას გაიცემა შესაბამისი სიგელი და მედალი.
8. საპატიო ჯილდოს მინიჭების შესახებ ჩანაწერი კეთდება სპეციალურ წიგნში, რომლის წარმოებას და შენახვას უზრუნველყოფს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერია.