„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისათვის „სპორტული ცენტრი“ გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, სპორტსმენების, ნაკრები გუნდების, მწვრთნელებისა და წარმომადგენლების სპორტულ ღონისძიებებზე მივლინებისას კვებით უზრუნველყოფისათვის საჭირო თანხის ოდენობისა და ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 26 თებერვლის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№51
სარეგისტრაციო კოდი
010250000.35.112.016387
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 02/10/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №51

2018 წლის 28 სექტემბერი

ქ. ლანჩხუთი

 

„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისათვის „სპორტული ცენტრი“ გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, სპორტსმენების, ნაკრები გუნდების, მწვრთნელებისა და წარმომადგენლების სპორტულ ღონისძიებებზე მივლინებისას კვებით უზრუნველყოფისათვის საჭირო თანხის ოდენობისა და ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 26 თებერვლის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის შესაბამისად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისათვის „სპორტული ცენტრი“ გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, სპორტსმენების, ნაკრები გუნდების, მწვრთნელებისა და წარმომადგენლების სპორტულ ღონისძიებებზე მივლინებისას კვებით უზრუნველყოფისათვის საჭირო თანხის ოდენობისა და ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 26 თებერვლის №10 დადგენილებაში (ვებგვერდი 01/03/2016;სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.112.016261) შევიდეს ცვლილება და დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო(არაკომერციული) იურიდიული პირისათვის „სპორტული ცენტრი“ გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, სპორტსმენების, ნაკრები გუნდების, მწვრთნელებისა და წარმომადგენლების სპორტულ ღონისძიებებზე მივლინებისას,კვებით უზრუნველყოფისათვის საჭირო თანხის ოდენობისა და ანაზღაურების წესის“ მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 6

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ა(ა)იპ „სპორტული ცენტრისათვის“ გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეთა კვების თანხის მიზნობრივ განკარგვაზე მონიტორინგს ახორციელებს მერი უშუალოდ ან განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მეშვეობით“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელივლადიმერ ნანაძე