"კასპის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ" კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 ნოემბრის №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №28 |
|
2018 წლის 27 სექტემბერი ქ. კასპი |
ა) დადგენილების მე-11 მუხლის მე-4 პუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. მერიის სამსახურებია:
ა) ადმინისტრაციული სამსახური;
ბ) იურიდიული სამსახური;
გ) საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური;
დ) ეკონომიკური განვითარების სამსახური;
ე) ზედამხედველობის სამსახური;
ვ) განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახური;
ზ) შიდა აუდიტის სამსახური;
თ) ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახური;
ი) სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური;
კ) ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური; ";
ბ) დადგენილების მე-12 მუხლის, მე-4 პუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ეკონომიკური განვითარების სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიების, მუნიციპალური პროგრამების პროექტების შემუშავება და დამტკიცებული დოკუმენტების განხორციელების კოორდინაცია, მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვისა და ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების შემუშავების, მშენებლობის ნებართვების თაობაზე გადაწყვეტილებების მომზადების, სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება-დამუშავება, მუნიციპალიტეტის ქონების მართვა, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ორგანიზება; მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კეთილმოწყობის სამუშაოთა დაგეგმვისა და ინფრასტრუქტურული პროექტების მომზადება-განხორციელებისა და შესაბამისი ადგილობრივი შესყიდვების განხორციელებისათვის წინადადებების მომზადების უზრუნველყოფა, მოსახლეობის მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურების ორგანიზება, წინადადებების მომზადება მუნიციპალური საზოგადოებრივი ტრანსპორტის შექმნის, რეაბილიტაციისა და განვითარების თაობაზე, მუნიციპალიტეტის დასახლებათა ტერიტორიების კეთილმოწყობის დაგეგმვა, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადება, მათი განხორციელების კოორდინაცია, წინადადებების შემუშავება ვაჭრობის და გარე რეკლამის რეგულირების საკითხებზე, წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავება მუნიციპალიტეტის დასახლებათა დასუფთავების, ნარჩენების გატანისა და უტილიზაციის საკითხებზე, ტერიტორიის დასუფთავებისა და ნარჩენების გატანის სამუშაოთა ორგანიზება, შესაბამისი საზოგადოებრივი მომსახურების ორგანიზება. ";
გ) დადგენილების მე-12 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„91. ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: კასპის მუნიციპალიტეტის საქალაქო მეურნეობის რეაბილიტაცია, განვითარება და ადგილობრივი საზოგადოებრივ მომსახურებათა ორგანიზება, ასევე მუნიციპალიტეტის დაკვეთით მიმდინარე სამუშაოების შესრულებაზე და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებაზე მონიტორინგი. ".
|