სააქციო საზოგადოება „სავაჭრო სახლი ბავშვთა სამყაროს“ მორიგი საერთო კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
სააქციო საზოგადოების აქციონერთა მორიგი საერთო კრების მოწვევის შესახებ
სააქციო საზოგადოება „სავაჭრო სახლ ბავშვთა სამყაროს ” სამეთვლყურეო საბჭო მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის 54 -ე მუხლის საფუძველზე იწვევს სააქციო საზოგადოების აქციონერთა მორიგ საერთო კრებას, რომელიც გაიმართება 2018 წლის 26 ოქტომბერს ქ. თბილისში,თევდორე მღვდლის ქ. №7-ში 15:00 საათზე. კრების სააღრიცხვო დღედ დადგენილია 2018 წლის 12 სექტემბერი.
დღის წესრიგი:
1. სააქციო საზოგადოება „სავაჭრო სახლ ბავშვთა სამყაროს“2017 წლის საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის წლიური შედეგები (დირექტორების ანგარიში).
2. სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს 2017 წლის საქმიანობის ანგარიში.
3. 2018 წლის აუდიტის არჩევა.
დღის წესრიგის საკითხების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება აქციონერებს შეუძლიათ მისამართზე: ქ.თბილისი, თევდორე მღვდლის ქ. № 7საკონტაქტო პირი თამარ თანანაშვილი, ტ: 555-22-87-87 .
კრების მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულნი არიან აქციის მფლობელი აქციონერები (ან მათი წარმომადგენლები) , თუ ისინი (აქციონერები) რეგისტრირებულნი არიან საზოგადოების აქციათა რეესტრში, რომელსაც აწარმოებს დამოუკიდებელი რეგისტრატორი სს „კავკასრეესტრი“, 2018 წლის 12 სექტემბრის მდგომარეობით. მსურველებს ამ ფაქტის შემოწმება შეუძლიათ 2018 წლის 26 ოქტომბრის 15:00 საათამდე მის.: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი №71, მე-10 ბლოკი, მე-7 სართ., ტელეფონი: 2 22-07-18, 222-07-49,დამოუკიდებელი რეგისტრატორი სს „კავკასრეესტრის“ ოფისი.
სს„სავაჭრო სახლი ბავშვთა სამყაროს“
სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მ. ასათიანი