ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობასთან დაკავშირებით საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად და საჯარო ინფორმაციის ბეჭდური სახით გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 28.09.2018
გამომცემი ორგანო 1. ზოგადი ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ორგანოების შესახებ
ნომერი №26
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.114.016405
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/10/2018
matsne.gov.ge 1,303 სიტყვა · ~7 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (15)
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ მამალაძე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
ინფორმაციის  დასახელება
1.1 მუნიციპალიტეტის ორგანოების სტრუქტურა და ფუნქციების აღწერა
1.2 მუნიციპალიტეტის ორგანოების და მათი სტრუქტურული ერთეულების/ადმინისტრაციული ერთეულების საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტები (დებულება/წესდება, შინაგანაწესი)
1.3 მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობის შესახებ წლიური ანგარიში
1.4 მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ შემუშავებული სტრატეგიები, კონცეფციები და სამოქმედო გეგმები
1.5 მუნიციპალიტეტის ორგანოების ხელმძღვანელის, მოადგილეების, სტრუქტურული ერთეულების/ადმინისტრაციული ერთეულების ხელმძღვანელების შესახებ ინფორმაცია: სახელი, გვარი, ფოტოსურათი, ბიოგრაფიული  მონაცემები
2.1 საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირის (პირების) სახელი, გვარი, თანამდებობა, სამსახურის ელექტრონული ფოსტა, სამსახურის ტელეფონის ნომერი
2.2 საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული სამართლებრივი  აქტები
2.3 ადმინისტრაციული საჩივრის ფორმები/ნიმუშები და ინფორმაცია გასაჩივრების წესის შესახებ
2.4 მუნიციპალიტეტის მიერ საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტისა და პრემიერ-მინისტრისთვის წარდგენილი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლით გათვალისწინებული ყოველწლიური  ანგარიში
2.5 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე და მე-40 მუხლების შესაბამისად განცხადებების შესახებ ზოგადი სტატისტიკა
3.1 მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ გამოცხადებული ვაკანტური პოზიციების ჩამონათვალი, კონკურსის შედეგები (მხოლოდ კონკურსში გამარჯვებულ პირთა ვინაობა), კონკურსის შედეგების გასაჩივრების წესი და პროცედურა
3.2 ნორმატიული აქტები, რომლებიც განსაზღვრავს მუნიციპალიტეტში კონკურსის ჩატარების წესებს
3.3 მუნიციპალიტეტის ორგანოებში დასაქმებულ პირთა ოდენობა კატეგორიების მითითებით, აგრეთვე გენდერულ ჭრილში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

მესტიის მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების მიერ საჯარო ინფორმაციის გამოქვეყნების წესისა და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 23.02.2018 ლენტეხის მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ები)ს მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ბეჭდური სახით გამოქვეყნების წესისა და გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 30.03.2016 დუშეთის მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად და ბეჭდური ფორმით გამოქვეყნების წესისა და გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 11.03.2016 აბაშის მუნიციპალიტეტის ორგანოების და საჯარო დაწესებულებების მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესისა და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 03.02.2016 ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების მიერ საჯარო ინფორმაციის გამოქვეყნების წესისა და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 15.02.2018

დოკუმენტის ტექსტი

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობასთან დაკავშირებით საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად და საჯარო ინფორმაციის ბეჭდური სახით გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №26 2018 წლის 28 სექტემბერი დაბა ჩოხატაური ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობასთან დაკავშირებით საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად და საჯარო ინფორმაციის ბეჭდური სახით გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი  და მე- 2 პუნქტების,  85​1 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20, 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის  შესაბამისად, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობასთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად და საჯარო ინფორმაციის ბეჭდური სახით გამოქვეყნების წესი დანართი №1-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობასთან დაკავშირებული პროაქტიულად ან/და ბეჭდური სახით გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხა დანართი №2-ის შესაბამისად. მუხლი 3🔗 ამ დადგენილების გამოქვეყნებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს  ,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობასთან დაკავშირებით საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად და საჯარო ინფორმაციის ბეჭდური სახით გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 1 აგვისტოს №24 დადგენილება. მუხლი 4🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეზაალ მამალაძე დანართი  №1 ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობასთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად და საჯარო ინფორმაციის ბეჭდური სახით  გამოქვეყნების   წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. ,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობასთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად და საჯარო ინფორმაციის ბეჭდური სახით გამოქვეყნების წესი“ (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის (შემდგომში  –  მუნიციპალიტეტი)  ორგანოების საქმიანობასთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად და საჯარო ინფორმაციის ბეჭდური სახით გამოქვეყნების წესს, ფორმას, ადგილს და პროაქტიულად ან/და ბეჭდური სახით გამოსაქვეყნებელი საჯარო  ინფორმაციის ნუსხას. 2. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად და საჯარო ინფორმაციის ბეჭდური სახით გამოქვეყნებასთან დაკავშირებული ის საკითხები, რომლებიც არ არის მოწესრიგებული კანონმდებლობით, რეგულირდება ამ წესით. 3. ამ დადგენილებით განსაზღვრული პროაქტიულად და ბეჭდური სახით გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის     ნუსხა    არ     არის     ამომწურავი    და    არ     ათავისუფლებს    მუნიციპალიტეტის   ორგანოებს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად ან/და ბეჭდური სახით გამოქვეყნების  ვალდებულებისგან. მუხლი 2🔗. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად და საჯარო ინფორმაციის ბეჭდური სახით გამოქვეყნების ფორმა და წესი 1. მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობასთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაცია ქვეყნდება პროაქტიულად და ბეჭდური სახით   ამ დადგენილებით განსაზღვრული   წესით. 2. ამ დადგენილებით განსაზღვრული  საჯარო  ინფორმაცია  ნებისმიერი  პირისთვის  თანაბრად ხელმისაწვდომი უნდა იყოს. დაუშვებელია პროაქტიულად ან/და ბეჭდური სახით გამოქვეყნებულ საჯარო ინფორმაციის მიღებაზე საფასურის ან/და ნებისმიერი სხვა შეზღუდვის დადგენა, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული  შეთხვევებისა. 3. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად ან/და ბეჭდური სახით გამოქვეყნება მუნიციპალიტეტის ორგანოებს არ ათავისუფლებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში და წესით იმავე ან/და სხვა საჯარო  ინფორმაციის  გაცემის ვალდებულებისგან. 4. თუ საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებელი არ აღემატება 2 ლარს, ინფორმაციის მომთხოვნი თავისუფლდება  ასლის  გადაღების  მოსაკრებლის გადახდისაგან. 5. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად ან/და ბეჭდური სახით გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელია მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოების მიერ წინასწარ განსაზღვრული საჯარო    მოსამსახურე. მუხლი 3🔗. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად და ბეჭდური სახით გამოქვეყნების ადგილი 1. მუნიციპალიტეტის ორგანოები უზრუნველყოფენ ამ დადგენილების დანართი №2-ით  განსაზღვრული საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად ან/და ბეჭდური სახით გამოქვეყნებას. 2. ელექტრონული ფორმით ინფორმაცია ქვეყნდება მუნიციპალიტეტის ორგანოების ვებგვერდსა და მათ მართვაში არსებულ სხვა ელექტრონული რესურსების   გამოყენებით. 3. ბეჭდური სახით ინფორმაცია ქვეყნდება  მუნიციპალიტეტის  ორგანოების  შენობებში  სპეციალურად ამისთვის გამოყოფილ ადგილას, ასევე, მუნიციპალიტეტის დასახლებებში ბეჭდური ფორმით ინფორმაცია ქვეყნდება  საინფორმაციო  სტენდების გამოყენებით. 4. მუნიციპალიტეტის დასახლებებში საინფორმაციო სტენდის გამართულად ფუნქციონირებაზე და ინფორმაციის განახლებაზე პასუხისმგებელია შესაბამის დასახლებაში მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი. 5. იმ შემთხვევაში, თუ პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაცია დიდი მოცულობისაა და მისი სრულად გამოქვეყნება ვერ ხერხდება მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოების შენობებში სპეციალურად ამისთვის გამოყოფილ ადგილას ან/და მუნიციპალიტეტის დასახლებებში საინფორმაციო სტენდებზე, აუცილებელია აღნიშნულ ადგილებში მიეთითოს დოკუმენტის შესაბამისი რეკვიზიტები (სათაური, მიმღები ორგანო, მიღების თარიღი, დოკუმენტის ნომერი) და ადგილი, სადაც შესაძლებელია დოკუმენტის სრული ვერსიის გაცნობა და ასლის  გადაღება. მუხლი 4🔗. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად და ბეჭდური სახით გამოქვეყნების სტანდარტი 1. მუნიციპალიტეტის ორგანოები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ პროაქტიულად ან/და ბეჭდური სახით გამოქვეყნებული ინფორმაციის სიზუსტე,  ნამდვილობა და პერიოდული განახლება.  აღნიშნული ინფორმაციის განახლებისას უნდა მიეთითოს მისი განახლების   თარიღი. 2. პროაქტიულად გამოქვეყნებული საჯარო ინფორმაცია ელექტრონულ რესურსზე  უნდა  განთავსდეს იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს განთავსებული ინფორმაციის ჩამოტვირთვა, ბეჭდვა და კოპირება ინფორმაციის დაკარგვის ან/და დაზიანების   გარეშე. დანართი №2 პროაქტიულად ან/და ბეჭდური სახით გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის  ნუსხა . 1. ზოგადი ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ორგანოების შესახებ № ინფორმაციის  დასახელება განახლების  ვადები 1.1 მუნიციპალიტეტის ორგანოების სტრუქტურა და ფუნქციების აღწერა განახლებადია ცვლილების შემთხვევაში 1.2 მუნიციპალიტეტის ორგანოების და მათი სტრუქტურული ერთეულების/ადმინისტრაციული ერთეულების საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტები (დებულება/წესდება, შინაგანაწესი) განახლებადია ცვლილების შემთხვევაში 1.3 მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობის შესახებ წლიური ანგარიში ქვეყნდება  ყოველწლიურად 1.4 მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ შემუშავებული სტრატეგიები, კონცეფციები და სამოქმედო გეგმები განახლებადია ცვლილების შემთხვევაში 1.5 მუნიციპალიტეტის ორგანოების ხელმძღვანელის, მოადგილეების, სტრუქტურული ერთეულების/ადმინისტრაციული ერთეულების ხელმძღვანელების შესახებ ინფორმაცია: სახელი, გვარი, ფოტოსურათი, ბიოგრაფიული  მონაცემები განახლებადია ცვლილების შემთხვევაში 1.6 მუნიციპალიტეტის ორგანოების სტრუქტურული ერთეულების/ადმინისტრაციული ერთეულების მისამართი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი, საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში პასუხისმგებელი პირის ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი განახლებადია ცვლილების შემთხვევაში 2. საჯარო ინფორმაციის გვერდი 2.1 საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირის (პირების) სახელი, გვარი, თანამდებობა, სამსახურის ელექტრონული ფოსტა, სამსახურის ტელეფონის ნომერი განახლებადია ცვლილების შემთხვევაში 2.2 საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული სამართლებრივი  აქტები განახლებადია ცვლილების შემთხვევაში 2.3 ადმინისტრაციული საჩივრის ფორმები/ნიმუშები და ინფორმაცია გასაჩივრების წესის შესახებ განახლებადია ცვლილების შემთხვევაში 2.4 მუნიციპალიტეტის მიერ საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტისა და პრემიერ-მინისტრისთვის წარდგენილი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლით გათვალისწინებული ყოველწლიური  ანგარიში ქვეყნდება  ყოველწლიურად 2.5 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე და მე-40 მუხლების შესაბამისად განცხადებების შესახებ ზოგადი სტატისტიკა ქვეყნდება  კვარტალურად 3.   ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ორგანოების საკადრო უზრუნველყოფის შესახებ 3.1 მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ გამოცხადებული ვაკანტური პოზიციების ჩამონათვალი, კონკურსის შედეგები (მხოლოდ კონკურსში გამარჯვებულ პირთა ვინაობა), კონკურსის შედეგების გასაჩივრების წესი და პროცედურა განახლებადია ცვლილების შემთხვევაში 3.2 ნორმატიული აქტები, რომლებიც განსაზღვრავს მუნიციპალიტეტში კონკურსის ჩატარების წესებს განახლებადია ცვლილების შემთხვევაში 3.3 მუნიციპალიტეტის ორგანოებში დასაქმებულ პირთა ოდენობა კატეგორიების მითითებით, აგრეთვე გენდერულ ჭრილში ქვეყნდება  კვარტალურად 4. ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ განხორციელებული შესყიდვების და ქონების პრივატიზების შესახებ 4.1 მუნიციპალიტეტის შესყიდვების წლიური გეგმა ქვეყნდება  კვარტალურად 4.2 მუნიციპალიტეტის მიერ შესყიდვების წლიური გეგმის ფარგლებში განხორციელებული შესყიდვების შესახებ ინფორმაცია მიმწოდებლის, შესყიდვის ობიექტის, შესყიდვის საშუალების, ხელშეკრულების ღირებულებისა და გადარიცხული თანხების მითითებით ქვეყნდება  კვარტალურად 4.3 ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ორგანოების ქონების გასხვისებისა და სარგებლობაში გადაცემის შესახებ ქვეყნდება  კვარტალურად 4.4 რეკლამის განთავსებაზე გაწეული ხარჯები ქვეყნდება  კვარტალურად 5.  ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ორგანოების დაფინანსებისა და ხარჯთაღრიცხვის შესახებ 5.1 მუნიციპალიტეტის დამტკიცებული და დაზუსტებული ბიუჯეტები ქვეყნდება  კვარტალურად 5.2 ბიუჯეტის შესრულების შესახებ ინფორმაცია (ნაზარდი ჯამით) ქვეყნდება კვარტალურად და ყოველწლიურად 5.3 ინფორმაცია გაცემული სარგოს, დანამატებისა და ფულადი ჯილდოს კვარტალური ოდენობების შესახებ თანამდებობის პირებზე (ჯამურად) და სხვა თანამშრომლებზე  (ჯამურად) ქვეყნდება  კვარტალურად 5.4 ინფორმაცია ოფიციალურ და სამუშაო ვიზიტებზე გაწეული სამივლინებო ხარჯების შესახებ თანამდებობის პირებზე (ჯამურად) და სხვა თანამშრომლებზე (ჯამურად) (ცალ-ცალკე ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გა- რეთ განხორციელებული მივლინებების მიხედვით) ქვეყნდება  კვარტალურად 5.5 მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ჩამონათვალი მოდელის მითითებით ქვეყნდება  ყოველწლიურად 5.6 ინფორმაცია საწვავის მოხმარებაზე გაწეული ხარჯის შესახებ ჯამურად ქვეყნდება  ყოველწლიურად 5.7 ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკურ მომსახურებაზე გაწეული ხარჯების შესახებ ინფორმაცია ჯამურად ქვეყნდება  ყოველწლიურად 5.8 მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული უძრავი ქონების ჩამონათვალი ქვეყნდება  ყოველწლიურად 5.9 ინფორმაცია განხორციელებულ სატელეფონო საუბრებზე გაწეული სატელეკომუნიკაციო ხარჯების შესახებ ჯამურად ქვეყნდება  ყოველწლიურად 5.10 უცხო სახელმწიფოთა მთავრობების, საერთაშორისო ორგანიზაციების, სხვა დონის სახელმწიფო ერთეულების მიერ მუნიციპალიტეტისთვის გამოყო- ფილი ფინანსური დახმარების (გრანტები, კრედიტები) შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება  ყოველწლიურად 5.11 ინფორმაცია მუნიციპალიტეტის მიერ მიღებული გრანტების შესახებ, მათ შორის, გრანტის, მიზნობრიობა და გრანტის მოცულობა ქვეყნდება  ყოველწლიურად 5.12 საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით გათვალისწინებული ფონდებიდან მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი თანხების შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება  კვარტალურად 5.13 სამართლებრივი აქტები საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით გათვალისწინებული ფონდებიდან მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი თანხების შესახებ ქვეყნდება აქტის მიმღები ორგანოს მიერ ძალაში შესვლიდან 10 დღეში 6. სამართლებრივი აქტები 6.1 ნორმატიული აქტები, რომლებიც უშუალოდ არის დაკავშირებული მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობასთან ქვეყნდება ძალაში შესვლიდან 10 დღეში 6.2 ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები, რომლებიც, მუნიციპალიტეტის ორგანოების შეფასებით, საზოგადოებრივი ინტერესის შემცველია ქვეყნდება ძალაში შესვლიდან 10 დღეში 7. ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ განსაზღვრული გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია 7.1. მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომების ოქმები, მუნიციპალიტეტის საკრებულოს (საკრებულოს თავმჯდომარის) სამართლებრივი აქტები, ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტი და ცნობა ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ შესაბამისი სხდომის გამართვიდან 10 დღის ვადაში 7,2 სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხდომების ოქმები შესაბამისი სხდომის გამართვიდან 10 დღის ვადაში 7.3 დასახლების საერთო კრების ოქმები მერიის მიერ შესაბამისი ოქმის ან მისი ასლის მიღებიდან 10 დღის ვადაში 7.4 ინფორმაცია დასახლების საერთო კრების დღის წესრიგის და გამართვის თარიღის, დროისა და ადგილის შესახებ ინფორმაციის რეგისტრაციიდან 3 დღის ვადაში 7.5 მუნიციპალიტეტის მერის და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ გათვალისწინებული ანგარიშები შესაბამისი ანგარიშის წარდგენიდან 10 დღის ვადაში 7.6 პეტიცია მისი რეგისტრაციიდან 10 დღის ვადაში 7.7 წერილობითი  ინიციატივა მისი რეგისტრაციიდან 10 დღის ვადაში 8. სხვა საჯარო ინფორმაცია 8.1 მუნიციპალიტეტის ორგანოების სერვისების შესახებ ინფორმაცია განახლებადია ცვლილების შემთხვევაში 8.2 ინფორმაცია იმ მოსაკრებლების, ტარიფებისა და საფასურების შესახებ, რომლებიც დადგენილია ან/და რომელთა გადახდევინებაც ხდება მუნიციპალიტეტის მიერ განახლებადია ცვლილების შემთხვევაში