სს „კაუკაზუს ენერჯი ენდ ინფრასთრაქჩას“ აქციების 99,04%-ს მფლობელია ბიძინა ბეჟუაშვილის განცხადება აქციათა სავალდებულო მიყიდვის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
გამოსყიდვის პირობები და პროცედურები:
· მყიდველი ამჟამად ფლობს სააქციო საზოგადოების მიერ გამოშვებულ 5,916,377 (ხუთი მილიონ ცხრაას თექვსმეტი ათას სამას სამოცდაჩვიდმეტი) ცალ ჩვეულებრივ აქციას, რაც ერთობლივად შეადგენს სააქციო საზოგადოების განთავსებული აქციების 99,04%-ს და სურს გამოისყიდოს სააქციო საზოგადოების ყველა დარჩენილი, განთავსებული ჩვეულებრივი აქცია, რომელიც შეადგენს სააქციო საზოგადოების განთავსებული აქციების 0.96%-ს;
· სააქციო საზოგადოების ერთი ცალი ჩვეულებრივი აქციის გამოსასყიდი ფასი შეადგენს 1,30 ლარს (სიტყვიერად: ერთი ლარი და ოცდაათი თეთრი) (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით);
· წინამდებარე განცხადება ძალაშია მისი „საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნებიდან, 2018 წლის 10 ნოემბრის 18:00 სთ-ის ჩათვლით. განცხადებები მიიღება იმავე ვადაში;
· მყიდველი განცხადების ვადის გასვლიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში განიხილავს მიღებულ განაცხადებს და იღებს გადაწყვეტილებას შესყიდვაზე ამავე ვადაში;
· საზოგადოების გამოშვებული აქციების დარჩენილი ნაწილის სრულად გაყიდვის თანხმობათა არსებობის შემთხვევაში, მყიდველი გამოისყიდის აქციათა სრულ რაოდენობას, ხოლო მხოლოდ ნაწილის გაყიდვის თანხმობის არსებობის შემთხვევაში – შესაბამის ნაწილს;
· აქციათა სავალდებულო მიყიდვის რომელიმე პირობის შეცვლის შემთხვევაში გაკეთდება გამოსყიდვის განცხადების განახლებული ვერსია და გავრცელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
· გამოსყიდვა განხორციელდება განცხადების მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ 15 (თხუთმეტი) სამუშაო დღის ვადაში;
· სააქციო საზოგადოების აქციონერთაგან აქციების გაყიდვაზე განაცხადების შეგროვებას განახორციელებს აქციათა რეესტრის მწარმოებელი და გამოსყიდვის აგენტი – სს „კავკასრეესტრი“ (ს/კ: 211369115; ლიცენზიის №70002). ფაქტობრივი მისამართი: თბილისი, 0186, ვაჟა-ფშაველას გამზ. 71,მე-10 ბლოკი, მე-7 სართული; საკონტაქტო ტელ: 2500 211;
· საზოგადოების ნებისმიერი და ყველა აქცია, რომლის შესყიდვაც არ მოხდება წინამდებარე განცხადების საფუძველზე განხორციელებული პროცედურებით, გამოსყიდული იქნება მყიდველის მიერ სასამართლო გზით, სავალდებულო მიყიდვისათვის „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 534 მუხლით და „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით“ დადგენილი წესების დაცვით.
შენიშვნა: საზოგადოების აქციონერთა საყურადღებოდ აღვნიშნავთ, რომ აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ გადაწყვეტილება გამოაქვს სასამართლოს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. აქციათა გამოსყიდვის სამართლიან ფასსა და თარიღს განსაზღვრავს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილებით. შესაბამისად, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ სასამართლო უფლებამოსილია განსაზღვროს ამ განცხადებაში მითითებულისაგან განსხვავებული გამოსყიდვის ფასი.
მყიდველი ბიძინა ბეჟუაშვილი.