სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№46
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.113.016366
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 05/10/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

📑 სარჩევი (7 მუხლი)
 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №46 

2018 წლის 3 ოქტომბერი

ქ. ოზურგეთი

 

 

სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ი“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, ,,ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-4 პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ,,სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნები” დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 სექტემბრის №25 დადგენილება (www.matsne.gov.ge, ვებგვერდი, 02/10/2017 სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.171.016156).
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით დარჩია



დანართი
სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულების დირექტორის

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

მუხლი 1. კვალიფიკაცია და გამოცდილება
1. სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულების (შემდგომში – საჯარო დაწესებულება) დირექტორად შეიძლება დაინიშნოს 21 წლის ასაკს მიღწეული საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას, ასევე აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულ მოთხოვნებს:

2. საჯარო დაწესებულების დირექტორს:

ა) აქვს უმაღლესი განათლება, ან შესაბამისი  პროფესიული  განათლება;

ბ) სასურველია ჰქონდეს დაწესებულებაში/ორგანიზაციაში ადრეული და სკოლამდელი ასაკის ბავშვებთან პრაქტიკული მუშაობის არანაკლებ 1 წლის ან/და მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის     არანაკლებ 2 წლის გამოცდილება.


მუხლი 2. სამართლებრივი აქტების ცოდნა
1. საჯარო დაწესებულების დირექტორმა უნდა იცოდეს შემდეგი სამართლებრივი აქტები:

ა) ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონი;

ბ) ,,ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ” საქართველოს კანონი;

გ) ,,ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ” საქართველოს კანონის

საფუძველზე დამტკიცებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;

დ) საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს შრომის კოდექსი”;

ე) კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ.


მუხლი 3. სხვა საჭირო ცოდნა და უნარ-ჩვევები
1. საჯარო დაწესებულების დირექტორი უნდა იცნობდეს:

ა) ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურებს;

ბ) ბავშვის ჯანმრთელობის, ჯანსაღი კვების, უსაფრთხოების დაცვის პრინციპებს;

გ) ინკლუზიური განათლების პრინციპებს;

დ) უნივერსალური დიზაინის პრინციპებს;

ე) განათლების ძირითად თეორიებს;

ვ) კვლევის მეთოდებს განათლებაში;

ზ) ადრეული განათლების თავისებურებებს და პრინციპებს;

თ) ორგანიზაციული ქცევის თეორიულ საფუძვლებს;

ი) ლიდერობის თანამედროვე თეორიებს;

კ) სტრატეგიული გეგმის შემუშავების, განხორციელებისა და შეფასების პრინციპებს;

ლ) ფინანსური მართვის საფუძვლებს;

მ) პროექტის შემუშავების და მართვის პრინციპებს.

2 . საჯარო დაწესებულების დირექტორს უნდა შეეძლოს:

ა) ადამიანური რესურსების მართვა;

ბ) მოლაპარაკების წარმოება და ადვოკატირება;

გ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობა;

დ) პრაქტიკული კვლევის დაგეგმვა, განხორციელება, შედეგების ანალიზი;

ე) დაწესებულების მუშაობის ეფექტურობის შეფასება;

ვ) დოკუმენტაციის წარმოება;

ზ) კომპიუტერულ პროგრამებში Word, Excel, Power Point მუშაობა;

თ) დოკუმენტაციის ელექტრონული და ბეჭდური ფორმით წარმოება.


მუხლი 4. საჯარო დაწესებულების დირექტორად მიღების დაუშვებლობა
1. საჯარო დაწესებულების დირექტორად არ მიიღება პირი, თუ:

ა) იგი ნასამართლევია განზრახი დანაშაულისთვის;

ბ) მან არ წარმოადგინა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმის მიხედვით ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ან წარმოდგენილი ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ადასტურებს მის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტს.



ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“?
დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 03.10.2018.
როდის იქნა მიღებული „სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“?
„სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 03.10.2018. მიმღები ორგანო — ოზურგეთის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №46. სარეგისტრაციო კოდი — 010250050.35.113.016366.
რამდენი მუხლისგან შედგება „სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 7 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 03.10.2018 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“, №46, 03.10.2018, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.113.016366 (კონსოლიდირებული რედაქცია 03.10.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4338631/