📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 2 აქტს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 03.10.2018
გამომცემი ორგანო ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №51
სარეგისტრაციო კოდი 040110030.35.113.016371
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/10/2018
matsne.gov.ge 770 სიტყვა · ~4 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 2 აქტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონის (საჯარო, ელექტრონული) ფორმით პრივატიზებისას (პირობით, უპირობოდ) აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის, საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთის ფასის და ბილეთის ფორმის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 29.10.2015 ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპიური ფორმის, პირობებით გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპიური ფორმის და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ტიპიური ფორმის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 93% 06.03.2015 ჩოხატაური მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების, აუქციონის ფორმით სარგებლობის უფლებით, აუქციონის ფორმით მართვის უფლებით და პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობის უფლებით გადაცემის, პირობებით/უპირობოდ, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, ნასყიდობის ხელშეკრულებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ტიპიური ფორმების დამტკიცების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 92% 25.04.2018 წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონის/ პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, პირობებით/ უპირობოდ, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, ნასყიდობის ხელშეკრულებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ტიპიური ფორმების დამტკიცების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 92% 30.03.2018 აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, პირობებით აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 91% 27.02.2015

დოკუმენტის ტექსტი

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №51 2018 წლის 3 ოქტომბერი ქ. ოზურგეთი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის, 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილების დანართის მე-11 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ფორმა, თანახმად №1 დანართისა. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ქონების ელექტრონული აუქციონის ფორმით პრივატიზებისას საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმა, თანახმად №2 დანართისა. მუხლი 3🔗 ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს: ა) „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას საჯარო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 3 ივნისის №25 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 08/06/2015, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040110030.35.113.016232); ბ) „ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის წესით პრივატიზებისას საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 13 მაისის №14 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 16/05/2016, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040110030.35.171.016119). მუხლი 4🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით დარჩია დანართი 1 ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სააუქციონო კომისია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი №--------- ქ. ოზურგეთი                                                                                                        20---- წელი 1. ეს ოქმი (დაპირება) გაიცა –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– (გამარჯვებული მყიდველი) ფიზიკური პირის სახელი, გვარი/იურიდიული პირის სამართლებრივ–ორგანიზაციული ფორმა, სახელწოდება და წარმომადგენლის სახელი, გვარი, უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, მისამართი და მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტების მონაცემები) 2. მასზედ, რომ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილების მოთხოვნების შესაბამისადб მუნიციპალიტეტის ქონების –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––-------- (დასახელება, მისამართი, მონაცემები საჯარო რეესტრიდან) ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– –––------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ქონების საწყისი საფასური –––––––––––––––––                 (–––––––––––––––––––)                         ციფრებით                                               სიტყვიერად 3. შემდგომში პრივატიზების მიზნით ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– სააუქციონო კომისიის მიერ 20    წლის –––––––––––– მოწყობილ ელექტრონულ აუქციონზე მის მიერ შემოთავაზებული საფასურის ––––––––––––––––––––   (–––––––––––––––––––––––) ლარი                         ციფრებით                                          სიტყვიერად საფუძველზე ის გამოვლინდა გამარჯვებულად (შემდგომში – მყიდველი) და მას საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილების შესაბამისად, ოქმით (დაპირებით) ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით, საკუთრებაში გადაეცა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული  –––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––– (ქონების დასახელება, მისამართი, მონაცემები შესაბამისი რეესტრიდან, მათ შორის ინფორმაცია ქონების დატვირთვის თაობაზე) –––––––– შემდგომში – ქონება. 4. მყიდველი ვალდებულია ელექტრონულ აუქციონზე შეძენილი ქონების საფასური (საბოლოო თანხა) გადაიხადოს ელექტრონული აუქციონის ჩატარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში შემდეგ საბანკო ანგარიშზე № ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 5. მყიდველს გადახდილი „ბე“ ეთვლება ანგარიშსწორებისას. 6. მყიდველს უფლება არ აქვს საკუთრების დადასტურებამდე განკარგოს, დააგირაოს, იპოთეკით ან/ და სხვაგვარად დატვირთოს გადაცემული ქონება. 7. თუ მყიდველი დადგენილ ვადებში არ გადაიხდის ქონების საბოლოო თანხას, აუქციონის შედეგები უქმდება და მყიდველს არ გადაეცემა საკუთრების უფლება ქონებაზე და შეტანილი „ბე“ უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია არ დაუბრუნდება. 8. მყიდველის მიერ საბოლოო თანხის დადგენილ ვადაში სრულად გადახდის შემდეგ  მასზე გაიცემა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა. 9. მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას მყიდველზე საკუთრების უფლება გადადის თანხის მთლიანად გადახდის, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის და შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ. 10. ოქმიდან (დაპირებიდან) წარმოშობილი სადავო საკითხები განიხილება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 11. ოქმი (დაპირება) შედგენილია ქართულ ენაზე 3 (სამი) თანაბარი ძალის მქონე ეგზემპლარად. ერთი რჩება მუნიციპალიტეტის ქონების განმკარგავ სუბიექტს (შემდგომში–განმკარგავი), ხოლო ორი გადაეცემა მყიდველს. 12. მყიდველი ადასტურებს რომ, გაეცნო და ეთანხმება ოქმის (ხელშეკრულების) შინაარსს და სრული ნებაყოფლობის საფუძველზე ხელს აწერს ამ ოქმს (ხელშეკრულებას). 13. ოქმს (დაპირებას), რომელიც გამყიდველთან რჩება თან ერთვის: ა) ამონაწერი შესაბამისი რეესტრიდან; ბ) იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი იურიდიული პირია, მყიდველის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, წესდება და წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება; გ) იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი მოქმედებს წარმომადგენლის მეშვეობით – წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი. კომისიის თავმჯდომარე   ––––––––––––––––––          ––––––––––––––––––                  ხელმოწერა                                სახელი და გვარი აუქციონში გამარჯვებული პირი (მყიდველი)            –––––––––––––                  ––––––––––––––––– ხელმოწერა                                      სახელი და გვარი ბეჭდის ადგილი დანართი №2 ოზურგეთის მუნიციპალიტეტი საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა ეძლევა                                                                                                                                                          მესაკუთრე, მისამართი მასზედ, რომ მას გადაეცა საკუთრებაში                                           ობიექტის დასახელება და ობიექტის მისამართი მიწის ფართობი ______________  კვ. მეტრი,                                                                           მიწათსარგებლობის ფორმა შენობა-ნაგებობა _______________ კვ. მეტრი.                   საფუძველი: ელექტრონულ აუქციონის შედეგების ოქმი № _________ 20  წლის  „ ______ “ _____________ “,       ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი (დაპირება) № ______ 20  წლის „_____“  __________“, და მიღება-ჩაბარების აქტი   20 წლის _____ „ ____________“, მოწმობა შედგენილია სამ ეგზემპლარად, ორი ეგზემპლარი გადაეცემა მყიდველს, ხოლო ერთი ეგზემპლარი რჩება გამყიდველს. მოწმობა ძალაშია ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელ ოქმთან (დაპირებასთან) და მიღება-ჩაბარების აქტთან ერთად, რომელიც წარმოადგენს მოწმობის განუყოფელ ნაწილს. გაცემულია    20      წლის ______ „ _____________ “