ნაღდი ფორმით ანგარიშსწორების პროცესში თანხის დამრგვალების მეთოდისა და მისი გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 05.10.2018
ძალაში შესვლა 01.01.2019
გამომცემი ორგანო საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო
ნომერი №7
სარეგისტრაციო კოდი 220090000.11.004.016056
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 08/10/2018
matsne.gov.ge 269 სიტყვა · ~1 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
05.10.2018 მიღება
01.01.2019 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ეროვნული ბანკის საბჭოს თავმჯდომარე კობა გვენეტაძე ეროვნული ბანკის საბჭოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ერთიანი სააღრიცხვო პოლიტიკის დამტკიცების შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის ბრძანება 86% 21.07.2023 სპეციალური სადაზღვევო შენატანის გამოთვლის წესის, პერიოდულობისა და პროცედურების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე სსიპ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსის ბრძანება 86% 04.01.2018 „გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი 85% 18.05.2016 სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის რეგულირების საფასურის ანგარიშგების წესის დამტკიცების თაობაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფროსის ბრძანება 85% 08.07.2025 „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის (კონკურენტუნარიანობისა და ზრდის განვითარების პოლიტიკის მესამე ღონისძიების დაფინანსება)“ სასესხო ხელშეკრულება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 84% 09.07.2014

დოკუმენტის ტექსტი

ნაღდი ფორმით ანგარიშსწორების პროცესში თანხის დამრგვალების მეთოდისა და მისი გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება №7 2018 წლის 5 ოქტომბერი ქ. თბილისი ნაღდი ფორმით ანგარიშსწორების პროცესში თანხის დამრგვალების მეთოდისა და მისი გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-9 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის და 34-ე მუხლის 2​3  და 2​4  პუნქტების და ნაღდი ფორმით ანგარიშსწორების პროცესში თანხის დამრგვალების მეთოდის დანერგვისა და გამოყენების მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო ა დ გ ე ნ ს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ნაღდი ფორმით ანგარიშსწორების პროცესში თანხის დამრგვალების მეთოდი და მისი გამოყენების თანდართული წესი.  მუხლი 2🔗 ეს დადგენილება ამოქმედდეს 2019 წლის პირველი იანვრიდან. ეროვნული ბანკის საბჭოს თავმჯდომარეკობა გვენეტაძე ნაღდი ფორმით ანგარიშსწორების პროცესში თანხის დამრგვალების მეთოდი და მისი გამოყენების წესი 1. საქართველოს ტერიტორიაზე ნაღდი ფორმით ანგარიშსწორება ხორციელდება მხოლოდ თანხის დამრგვალების პრინციპის საფუძველზე. 2. საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ყველა მეწარმე სუბიექტი ვალდებულია ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას იხელმძღვანელოს თანხის დამრგვალების მეთოდით, ხოლო უნაღდო ანგარიშსწორება განახორციელოს უცვლელად, ერთი თეთრის სიზუსტით. 3. ნაღდი ფორმით ანგარიშსწორებისას თანხის დამრგვალება ხდება როგორც ერთეული პროდუქტის/მომსახურების შეძენისას, ისე რამდენიმე პროდუქტის/მომსახურების ჯამურ ფასზე, თუ გადასახდელი თანხა არ მთავრდება 0-ზე ან 5-ზე. 4. ნაღდი ფორმით ანგარიშსწორებისას თანხის დამრგვალება ხდება მეტობით ან ნაკლებობით უახლოეს 5-ის ჯერად რიცხვამდე შემდეგი პრინციპით: ა) 1 და 2 თეთრზე დამთავრებული გადასახდელი თანხა მრგვალდება ნაკლებობით 0-მდე; ბ) 3 და 4 თეთრზე დამთავრებული გადასახდელი თანხა მრგვალდება მეტობით 5-მდე; გ) 6 და 7 თეთრზე დამთავრებული გადასახდელი თანხა მრგვალდება ნაკლებობით 5-მდე; დ) 8 და 9 თეთრზე დამთავრებული გადასახდელი თანხა მრგვალდება მეტობით 10-მდე. 5. დამრგვალების პრინციპის შესაბამისად, ფასები თითოეულ პროდუქტზე/მომსახურებაზე რჩება უცვლელი და დამრგვალების პრინციპი ვრცელდება მხოლოდ ნაღდი ანგარიშსწორების პროცესში როგორც ერთეული პროდუქტის შეძენისა და მომსახურების გაწევის შემთხვევაში, ისე რამდენიმე პროდუქტის/მომსახურების ფასების საერთო ჯამურ ღირებულებაზე.