„ფულადი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 2 მაისის N868 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №01-19/ნ |
|
2018 წლის 10 ოქტომბერი ქ. თბილისი |
1. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის 7.1 პუნქტის, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და მე-19 მუხლის შესაბამისად“
2. ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებულ „ფულადი დახმარების გაცემის წესში“ შეტანილ იქნეს ცვლილება:
ა) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. გადაწყვეტილების მიღების პროცედურა
1. ფულადი დახმარების გაცემის თაობაზე განცხადებების დამუშავებას და ამ წესის მე-2 და მე-3 მუხლებთან შესაბამისობის დადგენას უზრუნველყოფს საქართველს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) დევნილთა და ეკომიგრანტთა პროგრამების ადმინისტრირების დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი).
2. დეპარტამენტის მიერ დამუშავებული მასალები გადაეცემა საქართველს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილ დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიას (შემდგომში – კომისია).
3. კომისია განიხილავს ფულადი დახმარების გაცემის შესახებ განცხადებებს და იღებს სარეკომენდაციო ხასიათის გადაწყვეტილებას.
4. კომისიის მიერ მიღებული სარეკომენდაციო გადაწყვეტილება, დეპარტამენტის მიერ წარედგინება სააგენტოს დირექტორს, ფულადი დახმარების გაცემის შესახებ განცხადების დაკმაყოფილების თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციული- სამართლებრივი აქტის გამოცემის მიზნით.
5. ფულადი დახმარების გაცემის შესახებ განცხადების დაკმაყოფილების თაობაზე გამოცემული სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი არის შესაბამისი თანხის გადარიცხვის საფუძველი.
6. დეპარტამენტი უზრუნველყოფს ფულადი დახმარების მიღების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ დაინტერესებული პირების ინფორმირებას წერილობითი ფორმით.“.
ბ) მე-4 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული კრიტერიუმების არსებობისას დევნილი განცხადებით მომართავს სააგენტოს ან მის ტერიტორიულ ორგანოს. განცხადებას, გარდა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტებისა (პირადობის მოწმობის/პასპორტისა და დევნილის მოწმობის ასლები), თან უნდა ერთოდეს ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის:
ა) „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გარდაცვალების მოწმობა, რომელიც წარმოდგენილი უნდა იყოს გარდაცვალებიდან 2 თვის ვადაში;
ბ) „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ონკოლოგიური დაავადების დამადასტურებელი შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაცია;
გ) „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი – სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი;
დ) „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, არასრულწლოვანთა დაბადების მოწმობები;
ე) „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული შესაბამისი დოკუმენტაცია (ფორმა № IV- 100ა, ანგარიშფაქტურა, კალკულაცია და სხვა) და სადაზღვევო კომპანიის მიერ თანხის ანაზღაურების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია (თანხის გადარიცხვის ქვითარი/საგარანტიო წერილი) ან თანხის ანაზღაურების თაობაზე წერილობითი უარი;
ვ) „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ გაცემული შესაბამისი მოწმობა;
ზ) „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – ბავშვ(ებ)ის დაბადების მოწმობა, ქორწინებისა და მეუღლის გარდაცვალების მოწმობა (მეუღლის გარდაცვალების შემთხვევაში) ან/და სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტი.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტაცია გაცემული უნდა იყოს არაუმეტეს 3 თვით ადრე ამ წესის შესაბამისად წარმოდგენილი განცხადების რეგისტრაციის თარიღამდე.“.
|