“ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ” ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 7 სექტემბრის №85 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №87 |
|
2018 წლის 5 ოქტომბერი ქ. ზუგდიდი |
ა) დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის, მე-16 მუხლის მე-3 ნაწილის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:“;
ბ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიული პირები;“;
გ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი უზრუნველოყოფს მერიის სტრუქტურული ერთეულების, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიული პირების, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საჯარო დაწესებულებების, მასობრივი საინფორმაციო საშუალებების და ინტერნეტრესურსების, საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაციების, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საწარმოების, დაწესებულებების და ორგანიზაციების შესახებ ინფორმაციის მოპოვებასა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვებგვერდზე განთავსებას.“.
|