„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 18 მაისის №36 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანება №78 |
|
2018 წლის 10 ოქტომბერი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 18 მაისის №36 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში (ვებგვერდი, 21/05/2018, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.026.016583) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს „კ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით: „კ) ქუთაისის სამედიცინო ცენტრი: კ.ა) ამბულატორიულ-დიაგნოსტიკური განყოფილება; კ.ბ) თერაპიისა და ფსიქო-ნევროლოგიის განყოფილება; კ.გ) ადმინისტრაცია; კ.დ) გადაუდებელი დახმარების განყოფილება.“. 2. მე-14 მუხლის შემდეგ დაემატოს 141 მუხლი შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 141. ქუთაისის სამედიცინო ცენტრი 1. ცენტრის მიზანია სრულყოფილი, სანდო და მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფა. 2. ცენტრის ძირითადი ფუნქციებია: ა) ამ დებულების პირველი და მე-2 მუხლებით განსაზღვრული პირებისათვის, ამავე მუხლებით დადგენილი წესითა და პირობებით შესაბამისი სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფა; ბ) ჰოსპიტლის მიზნებიდან გამომდინარე, საქმიანობის კოორდინაცია და ტექნიკური უზრუნველყოფის მონიტორინგი; გ) ცენტრის საქმისწარმოების სისტემის პროცედურული საკითხების ორგანიზება, დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში მატერიალური და ელექტრონული სახით შემოსული კორესპონდენციის ბაზაში ასახვა/რეგისტრაცია, დამუშავება, კლასიფიკაცია და სარეზოლუციო ადრესატისათვის გაგზავნა დადგენილი წესითა და საჭიროების შესაბამისად; დ) ჰოსპიტლის დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში შექმნილი და დაცული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ასლების დამოწმება დადგენილი წესისა და საჭიროების შესაბამისად; ე) ადამიანური რესურსების პროცედურული მართვა; ვ) განცხადებებსა და ადმინისტრაციულ საჩივრებთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა; ზ) სასამართლოებში, ადმინისტრაციულ ორგანოებთან, აგრეთვე ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობებში ჰოსპიტლის წარმომადგენლობის უზრუნველყოფა; თ) ჰოსპიტლის დირექტორის სამართლებრივი აქტების მომზადება; ი) უფლებამოსილების ფარგლებში კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის მომზადება; კ) ქუთაისის სამედიცინო ცენტრის შესაბამისი პროცედურების გაუმჯობესების მიზნით წინადადებების შემუშავება და ჰოსპიტლის დირექტორისთვის წარდგენა. 3. ცენტრი უფლებამოსილია, განახორციელოს სამხედრო მოსამსახურეთა სამედიცინო შემოწმების ორგანიზება და შესაბამისი დასკვნების მომზადება. 4. ცენტრს შეიძლება ჰქონდეს საკუთარი ბეჭედი, შტამპი და ბლანკი.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2018 წლის 15 ოქტომბრიდან. |
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 18 მაისის №36 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 10.10.2018.
- როდის იქნა მიღებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 18 მაისის №36 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 18 მაისის №36 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 10.10.2018. მიმღები ორგანო — საქართველოს თავდაცვის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №78. სარეგისტრაციო კოდი — 040030000.22.026.016625.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 18 მაისის №36 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 18 მაისის №36 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 18 მაისის №36 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 10.10.2018 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 18 მაისის №36 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №78, 10.10.2018, სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.026.016625 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.10.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4343191/