„ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 28 თებერვლის 37/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№224/04
სარეგისტრაციო კოდი
220090000.18.011.016349
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 11/10/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №224/04

2018 წლის 10 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 28 თებერვლის №37/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 28 თებერვლის 37/04 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 28/02/2018; სარეგისტრაციო კოდი: 220090000.18.011.016282) დამტკიცებული წესის:

1. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) გარეპერიმეტრზე ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დამონტაჟების აქტის ასლი, რომელიც წარმოდგენილი უნდა იქნეს იმ დაინტერესებული პირის მიერ, რომელსაც სურს აწარმოოს ვალუტის გადაცვლის ოპერაცია.“.

2. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:

„51. პუნქტი ვალდებულია დირექტორის, აქციონერის/პარტნიორის ან/და ბენეფიციარი მესაკუთრის ცვლილებამდე 15 კალენდარული დღით ადრე აცნობოს ეროვნულ ბანკს და წარმოუდგინოს ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაცია ეროვნული ბანკისაგან თანხმობის მისაღებად. განაცხადის წარმოდგენიდან 15 კალენდარული დღის ვადაში ეროვნული ბანკის მიერ დაინტერესებული პირისათვის პასუხის გაუცემლობა ავტომატურად ნიშნავს შესაბამისი ოპერაციის განხორციელებაზე თანხმობის გაცემას.“.

3. მე-10 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. რეგისტრირებულმა ვალუტის გადამცვლელმა პუნქტებმა/ფილიალებმა 2019 წლის პირველ მარტამდე უზრუნველყონ თავიანთი საქმიანობის ამ ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა და გარეპერიმეტრზე ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დამონტაჟების აქტის ასლის ეროვნულ ბანკში წარმოდგენა.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელიმურთაზ კიკორია