სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების
სააგენტოს უფროსის
ბრძანება №02-1714/ო
2018 წლის 4 ოქტომბერი
სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ
ქ. თბილისი
საქართველოს კანონის ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ (მუხლი 6; მუხლი 8; მუხლი 10) და „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულებბის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილების (დანართი №1) შესაბამისად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. გაიცეს შპს ,,პრეჰოსპიტალური დახმარების ცენტრზე” (მის.: ქ. თბილისი, გობრონიძის ქუჩა №27) სასწრაფო სამედიცინო დახმარების ლიცენზია.
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი №6).
3. ბრძანება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე.
საფუძველი: შპს ,,პრეჰოსპიტალური დახმარების ცენტრის” ხელმძღვანელის კ. გრძელიძის განცხადება: №85647, 30.08.2018 წ.
ადგილზე შემოწმების აქტი Nლ/ლნ-1432-188, 02.10.2018 წ.
ზეპირი მოსმენის ოქმი №11, 04.10.2018 წ.
ს აა გ ე ნ ტ ო ს უ ფ რ ო ს ის მოვალეობის
შემსრულებელი თეიმურაზ პირველაშვილი