შპს „კონსალტინგ გრუპსის“ საჯარო შეტყობინება აუქციონის დანიშვნის შესახებ (მესაკუთრე - გიორგი დუნდუა; გოგიტა დუნდუა; მერი დუნდუა; რეზო დუნდუა )
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
დირექტორი: გიორგი ლოლაშვილი
მისამართი: ქ. თბილისი, უშ. ჩხეიძის ქუჩა №23
ელფოსტა: auction@consultinggroups.com.ge
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 3062 მუხლის მე-3 ნაწილის, ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის შესაბამისად, ვინაიდან მესაკუთრეს ორჯერ გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება აუქციონის დანიშვნის შესახებ, რისი ჩაბარებაც მესაკუთრეზე ვერ მოხერხდა, სპეციალისტი იყენებს შესაძლებლობას შეტყობინების საჯაროდ გავრცელების (პუბლიკაციის) შესახებ. საჯარო შეტყობინების საშუალებად გამოყენებულია „საკანონმდებლო მაცნე“. საჯარო შეტყობინება მესაკუთრისათვის ჩაბარებულად ითვლება შეტყობინების საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს.
სპეციალისტი აცხადებს პირველ საჯარო აუქციონს მესაკუთრის სახელზე რიცხულ, კრედიტორის ბანკის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონებაზე.
კრედიტორი: სს თიბისი ბანკი (ს/კ 204854595)
მესაკუთრე: 1. გიორგი დუნდუა / 2.გოგიტა დუნდუა / 3. მერი დუნდუა /4. რეზო დუნდუა
პირადი N 1. 02001023416 / 2. 02001001965 / 3. 02001001966 / 4. 02001023513
მოვალე (მსესხებელი): გოგიტა დუნდუა, პირადი N 02001001965
იპოთეკის ხელშეკრულება: N123123948916, თარიღი 09/03/2016
ვალდებულების წარმოშობა: საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება N0122.3632953.001 (09/03/2016), 2017 წლის 27 იანვრის N3632953-8756712 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება.
იპოთეკის რეკვიზიტები: მისამართი: აბაშის რაიონი, სოფელი მარანი, საკადასტრო კოდი: 40.05.36.203
სასესხო დავალიანების ჯამური ოდენობა: N3632953-8756712 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება შეადგენს 18 710,93 ლარს, მათ შორის ძირი – 15 309,96 ლარი, სარგებელი – 1721,88 ლარი, პირგასამტეხლო – 1 679,09 ლარი.
აუქციონის ჩატარების დრო: 29/10/2018 13:00 საათიდან 31/10/2018 14:00 საათამდე
აუქციონის ჩატარების ადგილი: ვებსაიტი www.eAuction.ge
უძრავი ნივთის საწყისი ფასი: 0.00 აშშ დოლარი და 19149.84 ლარი
უძრავი ნივთის აღწერა: სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 12500 კვ.მ ოდენობით, მასზე არსებული შენობა-ნაგებობით, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: №01 განაშენიანების ფართი 164.0 კვ.მ სასარგებლო ფართი 108.0 კვ.მ. №2 განაშენიანების ფართი 72.0 კვ.მ, სასარგებლო ფართი 72.0 კვ.მ.
აუქციონის პირობები:
ა) აუქციონში მონაწილეობის უფლება აქვს ყველა პირს, მათ შორის, კრედიტორს, მოვალეს ან/და უძრავი ქონების მესაკუთრეს;
ბ) eAuction.ge აუქციონში მონაწილეობის ყველა მსურველმა უნდა გაიაროს რეგისტრაცია და გადაიხადოს საგარანტიო თანხა შემდეგი ფორმით:
1. ნაღდი ანგარიშსწორებით ლიბერთი ბანკში განაცხადის ნომრითა და პირადობის დამადასტურებელი საბუთით.
2. უნაღდო ანგარიშსწორებით eAuction.ge-ს ვებგვერდზე მითითებული დანიშნულებით მითითებულ ანგარიშზე .
3. eAuction.ge-ს ვებგვერდიდან პლასტიკური ბარათით .
4. ელექტრონული საბანკო გარანტიის აქტივაციით. გაცემული კრედიტორს (ბენეფიციარის) სასარგებლოდ, უძრავი ნივთის საწყისი ფასის არანაკლებ ერთი მეათედის ოდენობით და გარანტიის მინიმალური ვადით არანაკლებ აუქციონის დასრულების თარიღიდან 15 საბანკო დღე. პირს, რომელიც ვერ წარმოადგენს შესაბამის საბანკო გარანტიას აუქციონის მითითებული ფორმით, ეკრძალება აუქციონში მონაწილეობა;
გ) აუქციონი მიმდინარეობს მონაწილეთათვის 1%-იანი ბიჯის ოდენობით. შემოთავაზებული ბიჯი შეიძლება იყოს მხოლოდ მზარდი. აუქციონი გრძელდება ბოლო შემოთავაზებამდე. აუქციონზე გამარჯვებულია ის პირი, ვინც უფრო მაღალ ფასს შესთავაზებს;
დ) აუქციონში გამარჯვებულმა აუქციონის თანხა სრულად უნდა შეიტანოს სპეციალისტის სადეპოზიტო ანგარიშზე აუქციონის დასრულების დღიდან 2 საბანკო დღის მანძილზე. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს მის მიერ საბანკო გარანტიის სახით წარმოდგენილ თანხას და უქმდება მისი, როგორც აუქციონზე გამარჯვებულის სტატუსი;
ე) აუქციონში გამარჯვებულის მიერ შესაბამის ვადაში აუქციონის თანხის სრულად გადახდის შემთხვევაში შპს „კონსალტინგ გრუპს“ მასზე გადასცემს განკარგულებას ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვების შესახებ.
ყურადღება: ქონების რეალიზაცია შესაძლებელია თავიდან იქნეს აცილებული, თუ ნებისმიერი პირი (მათ შორის, მსესხებელი, უძრავი ქონების მესაკუთრე ან/და სხვა დაინტერესებული პირი) აუქციონის დაწყებამდე განახორციელებს მსესხებლის მიერ კრედიტორის მიმართ არსებული სასესხო და მასთან დაკავშირებული ხარჯების დავალიანების სრულად დაფარვას.
ყველა პირი, რომელსაც აქვს რაიმე სახის უფლებები უძრავ ქონებაზე, ვალდებულია ამ უფლებათა დამადასტურებელი მტკიცებულებანი წარმოადგინოს აუქციონის დაწყებამდე წერილობითი ფორმით სპეციალისტთან.
სპეციალისტი: შპს „კონსალტინგ გრუპს”, ს/კ 404483536
დირექტორი გიორგი ლოლაშვილი .