შპს ,,ამელიას“ გაკოტრების საქმის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/3092-18
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 18/10/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე № 2/3092-18

 

 

განჩინება

საქართველოს სახელით

გაკოტრების საქმის წარმოებაში მიღებაზე

უარის თქმის შესახებ

 

2018  წლი 10 ოქტომბერი

ქ. ქუთაისი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე გოჩა დიდავა

 

განმცხადებელი: შპს „ამელია“ (ს/ნ 419989515)

დირექტორი: მაკა ქარდავა

მოთხოვნა  – გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა.

 

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს „ამელიას“განცხადების წარმოებაში მიღების საკითხი,

 

გამოარკვია:

    

შპს „ამელიას“ სახელით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა დირექტორმა – მაკა ქარდავამ და აღნიშნა შემდეგი: შპს ,,ამელია“ რეგისტრირებულია 2013 წლის 10 სექტემბერს საჯარო რეესტრის ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენდა ცოცხალი ყვავილებით ვაჭრობა. ხშირი იყო დაზიანებული, გაუფასურებული, გამოსაყენებლად უვარგისი ყვავილების ჩამოწერა. ერთი მხრივ, კომპანიიდან თანხების გადინებამ და, მეორე მხრივ, შეძენილი სასაქონლო ფასეულობების მცირე რეალიზაციამ გამოიწვია კომპანიის გადახდისუუნარობა. კრედიტორი არის შპს RS AUDIT (ს/კ 200188046), რომლის წინაშეც დავალიანება შეადგენს 625 ლარს, რაც დასტურდება მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე. მოვალე ვალდებულებას ვერ ასრულებს. სხვა კრედიტორი საწარმოს არ ჰყავს. მოვალე საწარმომ 2018 წლის 3 მაისს შეწყვიტა საქმიანობა და არ გააჩნია მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობა. 2018 წლის 12 სექტემბრის  მდგომარეობით შპს ,,ამელიას“ საბანკო ანგარიში დახურულია და სალაროში თანხა არ ერიცხება. სსიპ ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს“ და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობების მიხედვით შპს „ამელიას“ სახელზე მექანიკური სატრანსპორტო საშუალება და უძრავი ქონება რეგისტრირებული არ არის. აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს ,,ამელია“ ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, რის გამოც შპს ,,ამელიას“ დამფუძნებელ-დირექტორი – მაკა ქარდავა, 50%-იანი წილის მმართველი და დამფუძნებელ-პარტნიორი – ნინო ქანთარია, 50%-იანი წილის მფლობელი ითხოვს კომპანიის გაკოტრებულად გამოცხადებას.

სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი მასალები და მიაჩნია, რომ „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად არ არსებობს განცხადების წარმოებაში მიღების საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო:

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების“ შესახებ საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია მოვალისა და კრედიტორის (კრედიტორების) ინტერესების თანაზომიერი დაცვა, შესაძლებლობის შემთხვევაში მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრა და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება ან ამის შეუძლებლობის შემთხვევაში მოვალის ქონების რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება.

ამავე კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.

მოცემულ შემთხვევაში გადახდისუუნარობის (გაკოტრების) წარმოების გახსნის შემთხვევაში ვერ იქნება მიღწეული ზემოაღნიშნული მუხლის ვერც ერთი მიზანი, კერძოდ, მოვალის ქონებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე ვერ იქნება მიღწეული გაკოტრების სამართლებრივი მიზანი.

საქმის მასალებით ირკვევა, რომ საზოგადოებას ბალანსზე უძრავ-მოძრავი ქონება არ ერიცხება (ცნობა მომსახურების სააგენტოდან და ცნობა საჯარო რეესტრიდან). საბანკო ანგარიშები კომპანიას გახსნილი აქვს სს ,,თიბისი ბანკში’’ და სს ,,ბანკი კონსტანტა“ და დახურულია. კომპანიას აქვს კრედიტორული დავალიანება შპს RS AUDIT (ს/კ 200188046), რომლის წინაშეც დავალიანება შეადგენს 625 ლარს, რაც დასტურდება მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე.

აღნიშნულის გათვალისწინებით ცხადია, რომ ამ შემთხვევაში ვერ დაკმაყოფილდება კრედიტორთა მოთხოვნები, ვერ დაიფარება ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებული საპროცესო ხარჯებიც კი, რაც ამავე კანონის მე-40 მუხლის შესაბამისად პირველი რიგის მოთხოვნას განეკუთვნება. ზემოაღნიშნული კანონი აწესებს მეურვის სავალდებულო ანაზღაურებას, რაც ასევე პრაქტიკულად შეუძლებელია მოცემულ შემთხვევაში.

სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად გადახდისუუნარობის (გაკოტრების) საქმის წარმოების წინაპირობები, რის გამოც შეუძლებელია აღნიშნული წარმოების განხორციელება.

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი, მე-5, მე-7, მე-8, მე-16, მე-19, მე-20 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. შპს ,,ამელიას“(ს/კ 419989515) უარი ეთქვას გაკოტრების შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე. მიეთითოს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.

2. განჩინებით გათვალისწინებული ინფორმაცია გამოქვეყნდეს განჩინების გამოტანიდან არაუგვიანეს მე-3 დღისა „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“, რომლის საფასურის გადახდაც უზრუნველყოს მოვალემ.

3. ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორს, რომელიც დაინტერესებულია თავისი მოთხოვნის ამავე კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული მოვალის ქონებიდან დაკმაყოფილებით, შეუძლია სასამართლოში ამ კანონით დადგენილი წესით შეიტანოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება. თუ დადგენილ ვადაში კრედიტორის მიერ არ მოხდება განცხადების შეტანა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.

4. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11 ) განჩინების გადაცემიდან 5 დღის ვადაში.

 

მოსამართლე                                                                                                                            გოჩა დიდავა