სს „ტრაქტების“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
განცხადება მოქმედი
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 19/10/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

  გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

   (მოსაწვევი)

სს „ტრაქტების“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების ჩატარების შესახებ

 

 

  

სს „ტრაქტების“ სამეთვალყრეო საბჭო და გენერალური დირექტორი მერაბ ყვავაძე საზოგადოების აქციონერებს გიწვევთ სს „ტრაქტების“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრებაზე. რომელიც გაიმართება 2018 წლის 12 ნოე მბერს, დღის 12.00 საათზე, ქ. თბილისში, გულიას ქ. №1 (ადმინისტრაციული შენობა, II სართული).

 

სს „ტრაქტების“ აქციონერთა კრების სააღრიცხვო დღედ დადგინდეს 2018 წლის 17 ოქტომბერი . საერთო კრებაში მონაწილეობის უფლება, ხმის უფლება და სხვა მონაცემები აქციონერებს შეუძლიათ შეამოწმონ სს „საქართველოს რეგისტრატორში“ მისამართზე: თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 74ა; ტელ.: 2-22-53-51.

საერთო კრებაში მონაწილეობის უფლება აქვთ აქციონერებს, რომლებსაც აქციებზე საკუთრების უფლება ჰქონდათ სააღრიცხვო დღისათვის.

დამატებითი ინფორმაციისათვის აქციონერებს შეუძლიათ მიმართონ სს „ტრაქტების“ ადმინისტრაციას მისამართზე: თბილისი, გულიას ქ. №1 (ადმინისტრაციული შენობა, II სართული), ტელ.: 2-72-26-62;

სს „ტრაქტების“ აქციონერთა საერთო კრებაზე დღის წესრიგში განხილული იქნება შემდეგი საკითხები:

1. 2018 წლის 10 ოქტომბრის სს „ტრაქტების“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების ოქმის განხილვისა და რეორგანიზაციის დასრულების შესახებ.

2. სს „ტრაქტებიდან“ ახალი საწარმოს (შპს-ის) გამოყოფისა და მისი სარეგისტრაციო რეკვიზიტების შესახებ.

3. კაპიტალის შემცირების, წესდებაში ცვლილებების შეტანის და წესდების ახალი რედაქციით დამტკიცების შესახებ.

4. სს „ტრაქტებიდან“ გამოყოფილი საწარმოსთვის ქონების გადაცემის შესახებ.

5. სხვადასხვა.

 

სს „ტრაქტების“ სამეთვალყურეო საბჭოს და დირექტორ(ებ)ის რეკომენდაციები:

აქციონერებს გთხოვთ დაესწროთ საერთო კრებას და ხმა მისცეთ საკითხების დადებითად გადაწყვეტას. აქციონერებს, რომლებსაც სურთ დღის წესრიგში დამატებითი საკითხების განხილვა, საერთო კრების ჩატარებამდე 10 დღით ადრე გთხოვთ წერილობით აცნობოთ სს „ტრაქტების“ ადმინისტრაციას.

აქციონერებს გთხოვთ დაესწროთ საერთო კრებას.

 

სს „ტრაქტების“ სამეთვალყურეო საბჭო

 

  გენერალური დირექტორი                                                              მ. ყვავაძე

2018 წლის 17 ოქტომბერი