„სამხედრო პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს კანონი (1)
- სამხედრო პოლიციის შესახებ 08.06.2007
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. სამხედრო პოლიციის სამართლებრივი სტატუსი
სამხედრო პოლიცია არის საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური სამართალდამცავი სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით მისი კომპეტენციისათვის მიკუთვნებულ საქმეთა გამოძიებას, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირებას, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ობიექტებისა და საქართველოს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების დისლოკაციის ადგილების დაცვას, თავისი კომპეტენციის ფარგლებში დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას და ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა ფუნქციებს.“.
2. მე-7 მუხლის:
ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარგებლობაში არსებულ ობიექტებსა და ტერიტორიაზე, საქართველოს თავდაცვის ძალების დისლოკაციის ადგილებში და მათი ფარგლების გარეთ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა მიერ დისციპლინის დაცვის კონტროლი;“;
ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარგებლობაში არსებული ობიექტებისა და ტერიტორიის, საქართველოს თავდაცვის ძალების დისლოკაციის ადგილების დაცვის ღონისძიებების უზრუნველყოფა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ობიექტების პერიმეტრის დაცვის ღონისძიებებისა და უსაფრთხოების ოფიცერთა მეშვეობით ქვედანაყოფების შიდა უსაფრთხოების ღონისძიებების განხორციელება;“.
3. მე-8 მუხლის:
ა) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„კ) საქართველოს თავდაცვის ძალების დისლოკაციის ადგილებში უზრუნველყოს უსაფრთხოების ოფიცერთა ფუნქციონირება;“;
ბ) „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მ) საქართველოს თავდაცვის ძალების შენაერთების დისლოკაციის ადგილების შეცვლისას და საბრძოლო-სატრანსპორტო ტექნიკის გადაადგილებისას საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის, აგრეთვე ცალკეული ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებების ჩატარების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაკეტოს გზები და ქუჩების მონაკვეთები ან შეზღუდოს მოძრაობა გზებსა და ქუჩების მონაკვეთებზე;“.
4. მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 15. სამხედრო პოლიციის ორგანიზება
1. სამხედრო პოლიცია არის საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური სამართალდამცავი სტრუქტურული ქვედანაყოფი.
2. სამხედრო პოლიცია მისთვის დაკისრებულ მოვალეობებს ასრულებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, აგრეთვე უცხო ქვეყნების ტერიტორიებზე არსებულ საქართველოს თავდაცვის ძალების დისლოკაციის ადგილებში და ფუნქციონირებს ერთიანი, ცენტრალიზებული წესით.“.
5. მე-16 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სამხედრო პოლიციის მართვას, კოორდინაციასა და ხელმძღვანელობას ახორციელებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.“;
ბ) მე-2 პუნქტის:
ბ.ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) საქართველოს თავდაცვის მინისტრსა და საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამხედრო პოლიციის მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ და ინფორმაციას სამხედრო პოლიციის საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებების თაობაზე;“;
ბ.ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) თავდაცვის ბიუჯეტის ფორმირებისას საქართველოს თავდაცვის მინისტრთან და საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურთან შეთანხმებით წინადადებებს წარუდგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესაბამის ქვედანაყოფს;“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე.
ქუთაისი, 31 ოქტომბერი 2018 წ. N3581-Iს |