„საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
1. კანონის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს თავდაცვის ძალების სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის შესახებ“.
2. კანონის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ეს კანონი აწესრიგებს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის ოპერაციებსა და სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობაში საქართველოს თავდაცვის ძალებისა და სამოქალაქო პერსონალის მონაწილეობასთან დაკავშირებით საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისას წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებს.“.
3. პირველი მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ამ კანონის მიზნების განსახორციელებლად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამტკიცებული საქართველოს თავდაცვის ძალების რაოდენობის ფარგლებში იქმნება სამშვიდობო ძალები (ქვედანაყოფები და შენაერთები), რომლებიც გადიან სპეციალურ მომზადებასა და სწავლებას (ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების კონტროლი, დაპირისპირებული მხარეების დაშორიშორება, განიარაღება და დაშლა, საინჟინრო სამუშაოების წარმოება).
4. სამშვიდობო ძალების სტრუქტურა განისაზღვრება საქართველოს თავდაცვის ძალების შემადგენლობიდან, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.
4. მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) საქართველოს პრეზიდენტს – საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლეს მთავარსარდალს წარუდგენს წინადადებებს სამშვიდობო ძალების სტრუქტურისა და რაოდენობის შესახებ;“.
5. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 10
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო წელიწადში არანაკლებ ერთხელ საქართველოს პარლამენტს წარუდგენენ მოხსენებას საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის ოპერაციებსა და სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობაში საქართველოს თავდაცვის ძალების მონაწილეობის შესახებ.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე.
ქუთაისი, 31 ოქტომბერი 2018 წ. N3596-Iს |
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 31.10.2018.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 31.10.2018. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №3596-Iს. სარეგისტრაციო კოდი — 120330000.05.001.019194.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 31.10.2018 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №3596-Iს, 31.10.2018, სარეგისტრაციო კოდი 120330000.05.001.019194 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.10.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4347875/