„სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების ფუნქციებისა და საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 27 ნოემბრის №21 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№10
სარეგისტრაციო კოდი
040170020.57.069.016144
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 22/10/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის

ბრძანება №10

2018 წლის 19 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

 

„სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების ფუნქციებისა და საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 27 ნოემბრის №21 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ


მუხლი 1
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 27 ნოემბრის №21 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების ფუნქციებისა და საქმიანობის წესში“ (www.matsne.gov.ge, 02.12.2015, 040170020.57.069.016075) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თავმჯდომარეს ჰყავს ოთხი მოადგილე.“.

2. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების (გარდა კონსოლიდირებული ტენდერებისა) კანონიერების მონიტორინგი;“.

3. XI თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

თავი XI

ცენტრალიზებული შესყიდვების დეპარტამენტი

მუხლი 19. ცენტრალიზებული შესყიდვების დეპარტამენტის ფუნქციები და საქმიანობის წესი

1.  ცენტრალიზებული შესყიდვების დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) კონსოლიდირებული ტენდერების განხორციელების მიზნით შემსყიდველი ორგანიზაციების საჭიროებების განსაზღვრა;

ბ) კონსოლიდირებული ტენდერით შესასყიდი ობიექტების იდენტიფიცირება, აგრეგირება და მათი სტანდარტების განსაზღვრა;

გ) კონსოლიდირებული ტენდერის განხორციელების მიზნით ბაზრის კვლევის ჩატარება;

დ) ბაზრის კვლევის ფარგლებში მოლაპარაკებების გამართვა შესაბამისი სფეროს მიმწოდებლების წარმომადგენლებთან;

ე) კონსოლიდირებული ტენდერების დაგეგმვა, სატენდერო დოკუმენტაციების პროექტების შემუშავება;

ვ) კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო კომისიის მიერ დამტკიცებული სატენდერო დოკუმენტაციის სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში განთავსება, სატენდერო კომისიის მითითებების შესაბამისად, კონსოლიდირებული ტენდერის გამოცხადება და სატენდერო პროცედურების წარმართვა;

ზ) კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო კომისიის აპარატის ფუნქციების შესრულება, სატენდერო კომისიის სხდომის ოქმების პროექტებისა და სხვა საჭირო დოკუმენტების მომზადება და მათი სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში განთავსება;

თ) კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარებისათვის საჭირო სხვა ორგანიზაციული პროცედურების განხორციელება;

ი) კონსოლიდირებულ ტენდერთან დაკავშირებით კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო კომისიის მითითებების შესრულება;

კ) ჩატარებული კონსოლიდირებული ტენდერების შესახებ კანონმდებლობით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში განთავსება;

ლ) კონსოლიდირებული ტენდერის მიმდინარეობის მონიტორინგი, ანალიზი და შეფასება;

მ) შემსყიდველი ორგანიზაციებისა და მიმწოდებლების მიერ კონსოლიდირებული ტენდერიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი;

ნ) შემსყიდველი ორგანიზაციებისა და მიმწოდებლების მიერ კონსოლიდირებული ტენდერის შედეგად დადებული ხელშეკრულების შესრულების პროცესის მონიტორინგი, შეფასება და ანალიზი;

ო) კომპეტენციის ფარგლებში, შემსყიდველი ორგანიზაციებისათვისა და მიმწოდებლებისთვის კონსოლიდირებულ ტენდერთან დაკავშირებით კონსულტაციის გაწევა;

პ) კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოში შემოსული კორესპონდენციის დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება;

ჟ) უფლებამოსილების ფარგლებში, სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;

რ) კომპეტენციის ფარგლებში, თავმჯდომარესთან ან/და კურატორი თავმჯდომარის მოადგილესთან შეთანხმებით, სხვადასხვა ორგანიზაციასთან სააგენტოს/დეპარტამენტის წარმომადგენლობა;

ს) კონსოლიდირებული ტენდერების ცენტრალიზებულ შესყიდვებად გარდაქმნისა და მათი ევროკავშირის დირექტივებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;

ტ) თავმჯდომარის ან/და კურატორი თავმჯდომარის მოადგილის მიერ ცენტრალიზებული შესყიდვების დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებით დაკისრებული სხვა ფუნქციების შესრულება.

2. ცენტრალიზებული შესყიდვების დეპარტამენტი, თავისი ფუნქციების განხორციელებისას, ხელმძღვანელობს სააგენტოს დებულებით, ამ წესით, საქართველოს კანონმდებლობით და ანგარიშვალდებულია თავმჯდომარისა და კურატორი თავმჯდომარის მოადგილის წინაშე.

3. ცენტრალიზებული შესყიდვების დეპარტამენტს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელიც:

ა) წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;        

ბ) ანაწილებს სამუშაოს დეპარტამენტის უფროსის მოადგილეებსა და დეპარტამენტის სამმართველოებს შორის;

გ) ზედამხედველობს და აკონტროლებს დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულებას;

დ) პასუხისმგებელია დეპარტამენტისთვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;

ე) ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში, აგრეთვე, კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს სხვა სტრუქტურული ერთეულის ან თანამშრომლის მომზადებულ დოკუმენტებს;

ვ) თავმჯდომარესა და კურატორ თავმჯდომარის მოადგილეს წარუდგენს ანგარიშს დეპარტამენტის საქმიანობის შესახებ;

ზ) უზრუნველყოფს დეპარტამენტის სამმართველოებს შორის სრულფასოვან კომუნიკაციას;

თ) კომპეტენციის ფარგლებში, თავმჯდომარესთან ან/და კურატორი თავმჯდომარის მოადგილესთან შეთანხმებით, სხვადასხვა ორგანიზაციასთან წარმოადგენს სააგენტოს/დეპარტამენტს;

ი) წარუდგენს თავმჯდომარეს ან/და კურატორი თავმჯდომარის მოადგილეს წინადადებას დეპარტამენტის თანამშრომელთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

კ) შუამდგომლობს დეპარტამენტის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ;

ლ) შუამდგომლობს დეპარტამენტისთვის დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად საჭირო მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების შეძენისა და გამოყოფის თაობაზე;

მ) თავისი ფუნქციების განსახორციელებლად ამზადებს წარდგინებებსა და მოხსენებით ბარათებს;

ნ) ასრულებს თავმჯდომარის ან/და კურატორი თავმჯდომარის მოადგილის მიერ ცენტრალიზებული შესყიდვების დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებით დაკისრებულ სხვა ფუნქციებს.

4. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას, დეპარტამენტის უფროსის ზეპირი ან/და წერილობითი წარდგინებით, თავმჯდომარის განკარგულების საფუძველზე, ასრულებს დეპარტამენტის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე, ხოლო დეპარტამენტის უფროსის მოადგილის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში – ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი.

5. ცენტრალიზებული შესყიდვების დეპარტამენტის უფროსს ჰყავს ორი მოადგილე.

ცენტრალიზებული შესყიდვების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:

ა) ანაწილებს სამუშაოს მისთვის დაქვემდებარებულ სამმართველოებს შორის;

ბ) ზედამხედველობს და აკონტროლებს მისთვის დაქვემდებარებული სამმართველოების მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულებას;

გ) პასუხისმგებელია მისთვისა და დაქვემდებარებული სამმართველოებისთვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;

დ) ვიზირებას უკეთებს მისთვის დაქვემდებარებულ სამმართველოებში, აგრეთვე, კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს სხვა სტრუქტურული ერთეულის ან თანამშრომლის მიერ მომზადებულ დოკუმენტებს;

ე) დეპარტამენტის უფროსს წარუდგენს ანგარიშს მისი და მისთვის დაქვემდებარებული სამმართველოების საქმიანობის შესახებ;

ვ) უზრუნველყოფს მისთვის დაქვემდებარებულ სამმართველოებს შორის სრულფასოვან კომუნიკაციას;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში, თავმჯდომარესთან, კურატორი თავმჯდომარის მოადგილესთან ან/და დეპარტამენტის უფროსთან შეთანხმებით, სხვადასხვა ორგანიზაციასთან წარმოადგენს სააგენტოს/დეპარტამენტს;

თ) წარუდგენს დეპარტამენტის უფროსს წინადადებას მისთვის დაქვემდებარებული სამმართველოების თანამშრომელთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

ი) შუამდგომლობს მისთვის დაქვემდებარებული სამმართველოების თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ;

კ) შუამდგომლობს მისთვის ან დაქვემდებარებული სამმართველოებისთვის დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად საჭირო მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების შეძენისა და გამოყოფის თაობაზე;

ლ) თავისი ფუნქციების განსახორციელებლად ამზადებს წარდგინებებსა და მოხსენებით ბარათებს;

მ) ასრულებს თავმჯდომარის, კურატორი თავმჯდომარის მოადგილის ან/და დეპარტამენტის უფროსის მიერ მის საზედამხედველო სფეროსთან დაკავშირებით დაკისრებულ სხვა ფუნქციებს.

6. დეპარტამენტის უფროსის მოადგილეებს შორის დეპარტამენტის სამმართველოების დაქვემდებარების საკითხი დეპარტამენტის უფროსის წარდგინებით განისაზღვრება მათი დანიშვნისთანავე, შესაბამისი განკარგულებით.

მუხლი 191შესყიდვის ობიექტების აგრეგირების სამმართველოს ფუნქციები და საქმიანობის წესი

1. შესყიდვის ობიექტების აგრეგირების სამმართველოს ფუნქციებია:

ა) შემსყიდველი ორგანიზაციების საჭიროებების განსაზღვრის მიზნით შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი შესყიდვების შესახებ ინფორმაციის მოძიება, მიღებული ინფორმაციის დამუშავება და გაანალიზება, ასევე ხსენებული ინფორმაციის მოპოვების მიზნით შემსყიდველი ორგანიზაციის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების წარმოება;

ბ) შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი საჭიროებების გათვალისწინებით შესასყიდი საქონლისა და მომსახურების თავისებურებებისა და სპეციფიკის განსაზღვრა-გაანალიზება;

გ) შესასყიდი ობიექტის თავისებურებებისა და სპეციფიკაციების შესახებ ექსპერტული ცოდნის გაზიარების მიზნით, საკონსულტაციო შეხვედრების გამართვა შესაბამისი დარგის სპეციალისტებთან;

დ) შემსყიდველი ორგანიზაციების საჭიროებებისა და შესასყიდი ობიექტების სპეციფიკაციების  თაობაზე მოკვლეული ინფორმაციის საფუძველზე, შესყიდვის ობიექტების სტანდარტების განსაზღვრა;

ე) კომპეტენციის ფარგლებში, საჭიროების შემთხვევაში, კონსოლიდირებული ტენდერების მომზადების პროცესში სატენდერო დოკუმენტაციის პროექტის შემუშავებაში მონაწილეობა;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში, კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარებისათვის საჭირო სხვა ორგანიზაციული პროცედურების განხორციელება;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში, კონსოლიდირებულ ტენდერთან დაკავშირებით კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო კომისიის მითითებების შესრულება;

თ) კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოში შემოსული კორესპონდენციის დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება;

ი) კომპეტენციის ფარგლებში, შემსყიდველი ორგანიზაციებისთვისა და მიმწოდებლებისთვის კონსოლიდირებულ ტენდერთან დაკავშირებით კონსულტაციის გაწევა;

კ) კომპეტენციის ფარგლებში, თავმჯდომარესთან, კურატორი თავმჯდომარის მოადგილესთან, დეპარტამენტის უფროსთან ან/და კურატორი დეპარტამენტის უფროსის მოადგილესთან შეთანხმებით, სხვადასხვა ორგანიზაციასთან სააგენტოს/დეპარტამენტის/სამმართველოს წარმომადგენლობა;

ლ) თავმჯდომარის, კურატორი თავმჯდომარის მოადგილის, დეპარტამენტის უფროსის ან/და კურატორი დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მიერ სამმართველოს საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა ფუნქციების შესრულება.

2. შესყიდვის ობიექტების აგრეგირების სამმართველოს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელიც:

ა) წარმართავს სამმართველოს საქმიანობას;

ბ) ანაწილებს სამუშაოს სამმართველოს თანამშრომლებს შორის;

გ) ზედამხედველობს და აკონტროლებს სამმართველოს თანამშრომლების მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულებას;

დ) პასუხისმგებელია სამმართველოსთვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;

ე) ვიზირებას უკეთებს სამმართველოში, აგრეთვე, კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს სხვა სტრუქტურული ერთეულის ან თანამშრომლის მიერ მომზადებულ დოკუმენტებს;

ვ) საჭიროების შემთხვევაში, უშუალოდ ახორციელებს სამმართველოსთვის დაკისრებულ ფუნქციებს;

ზ) დეპარტამენტის უფროსსა და კურატორი დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს წარუდგენს ანგარიშს სამმართველოს საქმიანობის შესახებ;

თ) უზრუნველყოფს სამმართველოს სრულფასოვან კომუნიკაციას დეპარტამენტის სხვა სამმართველოებთან;

ი) კომპეტენციის ფარგლებში, თავმჯდომარესთან, კურატორი თავმჯდომარის მოადგილესთან, დეპარტამენტის უფროსთან ან/და კურატორი დეპარტამენტის უფროსის მოადგილესთან შეთანხმებით, სხვადასხვა ორგანიზაციასთან წარმოადგენს სააგენტოს/დეპარტამენტს/სამმართველოს;

კ) წარუდგენს კურატორი დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს ან/და დეპარტამენტის უფროსს წინადადებას სამმართველოს თანამშრომელთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

ლ) შუამდგომლობს სამმართველოს თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ;

მ) შუამდგომლობს სამმართველოსთვის დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად საჭირო მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების შეძენისა და გამოყოფის თაობაზე;

ნ) თავისი ფუნქციების განსახორციელებლად ამზადებს წარდგინებებსა და მოხსენებით ბარათებს;

ო) ასრულებს თავმჯდომარის, კურატორი თავმჯდომარის მოადგილის, დეპარტამენტის უფროსის ან/და კურატორი დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მიერ სამმართველოს საქმიანობასთან დაკავშირებით დაკისრებულ სხვა ფუნქციებს.

3. სამმართველოს უფროსის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, სამმართველოს უფროსის მოვალეობას, სამმართველოს უფროსის ზეპირი ან/და წერილობითი წარდგინებით, თავმჯდომარის განკარგულების საფუძველზე, ასრულებს სამმართველოს ერთ-ერთი თანამშრომელი.

4. შესყიდვების ობიექტების აგრეგირების სამმართველოს I კატეგორიის უფროსი სპეციალისტი:

ა) ამუშავებს შემსყიდველი ორგანიზაციების საჭიროებების თაობაზე მოძიებულ ინფორმაციას, ახდენს ხსენებული ინფორმაციის აგრეგირებასა და ანალიზს;

ბ) მონაწილეობს შემსყიდველი ორგანიზაციების საჭიროებების თაობაზე  ინფორმაციის მოპოვების მიზნით შემსყიდველი ორგანიზაციის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების წარმოების პროცესში;

გ) მონაწილეობს შესყიდვის ობიექტის სპეციფიკაციისა და თავისებურებათა განსაზღვრის მიზნით შემსყიდველ ორგანიზაციებთან ან/და შესაბამისი დარგის სპეციალისტებთან გამართულ საკონსულტაციო სახის შეხვედრებში;

დ) განსაზღვრავს შესასყიდი ობიექტების თავისებურებებს, სპეციფიკაციასა და სტანდარტებს;

ე) კომპეტენციის ფარგლებში, საჭიროების შემთხვევაში, მონაწილეობს კონსოლიდირებული ტენდერების სატენდერო დოკუმენტაციის პროექტის შემუშავებაში;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში, დადგენილი წესით, იხილავს და რეაგირებს სააგენტოში შემოსულ კორესპონდენციაზე, რომლებიც დაკავშირებულია სამმართველოს საქმიანობასთან;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში, თავმჯდომარესთან, კურატორი თავმჯდომარის მოადგილესთან, დეპარტამენტის უფროსთან, კურატორი დეპარტამენტის უფროსის მოადგილესთან ან/და სამმართველოს უფროსთან შეთანხმებით, წარმოადგენს სააგენტოს/დეპარტამენტს/სამმართველოს სხვადასხვა ორგანიზაციასთან;

თ) თავისი ფუნქციების განსახორციელებლად ამზადებს წარდგინებებსა და მოხსენებით ბარათებს;

ი) ასრულებს თავმჯდომარის, კურატორი თავმჯდომარის მოადგილის, დეპარტამენტის უფროსის, კურატორი დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ან/და სამმართველოს უფროსის მიერ სამმართველოს საქმიანობასთან დაკავშირებით დაკისრებულ სხვა ფუნქციებს.

5. შესყიდვის ობიექტების აგრეგირების სამმართველოს II კატეგორიის უფროსი სპეციალისტი:

ა) მოიძიებს შემსყიდველი ორგანიზაციების საჭიროებების თაობაზე ინფორმაციას;

ბ) მონაწილეობს შემსყიდველი ორგანიზაციების საჭიროებების თაობაზე  ინფორმაციის მოპოვების მიზნით შემსყიდველი ორგანიზაციის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების წარმოების პროცესში;

გ) მონაწილეობს შესყიდვის ობიექტის სპეციფიკაციისა და თავისებურებათა განსაზღვრის მიზნით შემსყიდველ ორგანიზაციებთან ან/და შესაბამისი დარგის სპეციალისტებთან გამართულ საკონსულტაციო სახის შეხვედრებში;

დ) კომპეტენციის ფარგლებში, დადგენილი წესით, იხილავს და რეაგირებს სააგენტოში შემოსულ კორესპონდენციაზე, რომლებიც დაკავშირებულია სამმართველოს საქმიანობასთან;

ე) კომპეტენციის ფარგლებში, თავმჯდომარესთან, კურატორი თავმჯდომარის მოადგილესთან, დეპარტამენტის უფროსთან, კურატორი დეპარტამენტის უფროსის მოადგილესთან ან/და სამმართველოს უფროსთან შეთანხმებით, წარმოადგენს სააგენტოს/დეპარტამენტს/სამმართველოს სხვადასხვა ორგანიზაციასთან;

ვ) თავისი ფუნქციების განსახორციელებლად ამზადებს წარდგინებებსა და მოხსენებით ბარათებს;

ზ) ასრულებს თავმჯდომარის, კურატორი თავმჯდომარის მოადგილის, დეპარტამენტის უფროსის, კურატორი დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ან/და სამმართველოს უფროსის მიერ სამმართველოს საქმიანობასთან დაკავშირებით დაკისრებულ სხვა ფუნქციებს.

6. შესყიდვის ობიექტების აგრეგირების სამმართველოს III კატეგორიის უფროსი  სპეციალისტი:

ა) ამუშავებს შემსყიდველი ორგანიზაციების საჭიროებების შესახებ სტატისტიკურ მონაცემებს;

ბ) მონაწილეობს შესასყიდი ობიექტების სტანდარტის განსაზღვრაში;

გ) ახორციელებს სატელეფონო და სხვა სახის კომუნიკაციას შემსყიდველ ორგანიზაციებთან მათი საჭიროებების დაზუსტებისა და შესყიდვის ობიექტის სტანდარტის თაობაზე ინფორმაციის მოძიების მიზნით;

დ) კომპეტენციის ფარგლებში, დადგენილი წესით, იხილავს და რეაგირებს სააგენტოში შემოსულ კორესპონდენციაზე, რომლებიც დაკავშირებულია სამმართველოს საქმიანობასთან;

ე) თავისი ფუნქციების განსახორციელებლად ამზადებს წარდგინებებსა და მოხსენებით ბარათებს;

ვ) ასრულებს თავმჯდომარის, კურატორი თავმჯდომარის მოადგილის, დეპარტამენტის უფროსის, კურატორი დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ან/და სამმართველოს უფროსის მიერ სამმართველოს საქმიანობასთან დაკავშირებით დაკისრებულ სხვა ფუნქციებს.

მუხლი 192. ბაზრის კვლევის სამმართველოს ფუნქციები და საქმიანობის წესი

1. ბაზრის კვლევის სამმართველოს ფუნქციებია:

ა) შემსყიდველი ორგანიზაციების საჭიროებების თაობაზე ინფორმაციის, ასევე შესყიდვის ობიექტების სტანდარტების, თავისებურებებისა და სპეციფიკაციის გათვალისწინებით, კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების მიზნით ბაზრის კვლევა;

ბ) პოტენციურ მიმწოდებლებთან მოლაპარაკების გამართვა;

გ) მიმწოდებლების წარმომადგენლებთან და შესაბამისი დარგის სპეციალისტებთან განხორციელებული კონსულტაციების საფუძველზე, შესასყიდი ობიექტის თავისებურებებისა და სპეციფიკის შესწავლა, გაანალიზება და სტანდარტის განსაზღვრა;

დ) შესასყიდი ობიექტების ნაირსახეობათა ოპტიმიზაცია და ერთგვაროვანი ობიექტების სტანდარტიზაცია;

ე) კომპეტენციის ფარგლებში, საჭიროების შემთხვევაში, კონსოლიდირებული ტენდერების მომზადების პროცესში სატენდერო დოკუმენტაციის პროექტის შემუშავებაში მონაწილეობა;

ვ) კონსოლიდირებულად შესასყიდი სავარაუდო ობიექტების ბაზარზე არსებული ფასების მოკვლევა;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში, კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარებისათვის საჭირო სხვა ორგანიზაციული პროცედურების განხორციელება;

თ) კომპეტენციის ფარგლებში, კონსოლიდირებულ ტენდერთან დაკავშირებით კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო კომისიის მითითებების შესრულება;

ი) კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოში შემოსული კორესპონდენციის დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება;

კ) კომპეტენციის ფარგლებში, შემსყიდველი ორგანიზაციებისთვისა და მიმწოდებლებისთვის კონსოლიდირებულ ტენდერთან დაკავშირებით კონსულტაციის გაწევა;

ლ) კომპეტენციის ფარგლებში, თავმჯდომარესთან, კურატორი თავმჯდომარის მოადგილესთან, დეპარტამენტის უფროსთან ან/და კურატორი დეპარტამენტის უფროსის მოადგილესთან  შეთანხმებით, სხვადასხვა ორგანიზაციასთან სააგენტოს/დეპარტამენტის/სამმართველოს წარმომადგენლობა;

მ) თავმჯდომარის, კურატორი თავმჯდომარის მოადგილის, დეპარტამენტის უფროსის ან/და კურატორი დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მიერ სამმართველოს საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა ფუნქციების შესრულება;

2. ბაზრის კვლევის სამმართველოს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელიც:

ა) წარმართავს სამმართველოს საქმიანობას;

ბ) ანაწილებს სამუშაოს სამმართველოს თანამშრომლებს შორის;

გ) ზედამხედველობს და აკონტროლებს სამმართველოს თანამშრომლების მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულებას;

დ) პასუხისმგებელია სამმართველოსთვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;

ე) ვიზირებას უკეთებს სამმართველოში, აგრეთვე, კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს სხვა სტრუქტურული ერთეულის ან თანამშრომლის მიერ მომზადებულ დოკუმენტებს;

ვ) საჭიროების შემთხვევაში, უშუალოდ ახორციელებს სამმართველოსთვის დაკისრებულ ფუნქციებს;

ზ) დეპარტამენტის უფროსსა და კურატორი დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს წარუდგენს ანგარიშს სამმართველოს საქმიანობის შესახებ;

თ) უზრუნველყოფს სამმართველოს სრულფასოვან კომუნიკაციას დეპარტამენტის სხვა სამმართველოებთან;

ი) კომპეტენციის ფარგლებში, თავმჯდომარესთან, კურატორი თავმჯდომარის მოადგილესთან, დეპარტამენტის უფროსთან ან/და კურატორი დეპარტამენტის უფროსის მოადგილესთან შეთანხმებით, სხვადასხვა ორგანიზაციასთან წარმოადგენს სააგენტოს/დეპარტამენტს/სამმართველოს;

კ) წარუდგენს კურატორი დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს ან/და დეპარტამენტის უფროსს წინადადებას სამმართველოს თანამშრომელთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

ლ) შუამდგომლობს სამმართველოს თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ;

მ) შუამდგომლობს სამმართველოსთვის დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად საჭირო მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების შეძენისა და გამოყოფის თაობაზე;

ნ) თავისი ფუნქციების განსახორციელებლად ამზადებს წარდგინებებსა და მოხსენებით ბარათებს;

ო) ასრულებს თავმჯდომარის, კურატორი თავმჯდომარის მოადგილის, დეპარტამენტის უფროსის ან/და კურატორი დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მიერ სამმართველოს საქმიანობასთან დაკავშირებით დაკისრებულ სხვა ფუნქციებს.

3. სამმართველოს უფროსის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, სამმართველოს უფროსის მოვალეობას, სამმართველოს უფროსის ზეპირი ან/და წერილობითი წარდგინებით, თავმჯდომარის განკარგულების საფუძველზე, ასრულებს სამმართველოს ერთ-ერთი თანამშრომელი.

4. ბაზრის კვლევის სამმართველოს I კატეგორიის უფროსი სპეციალისტი:

ა) იკვლევს ბაზარს კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების მიზნით და მოპოვებული ინფორმაციის ანალიზს წარუდგენს სამმართველოს უფროსს;

ბ) აწარმოებს მოლაპარაკებებს პოტენციურ მიმწოდებლებთან/კონსოლიდირებულ ტენდერში მონაწილეობასთან დაკავშირებით შესაბამისი სფეროს მიმწოდებლების წარმომადგენლებთან;

გ) ახდენს შესასყიდი ობიექტების ნაირსახეობათა ოპტიმიზაციასა და ერთგვაროვანი ობიექტების სტანდარტიზაციას;

დ) განსაზღვრავს შესყიდვის ობიექტის თავისებურებებსა და შეისწავლის მათ სპეციფიკაციას, აანალიზებს მიღებულ შედეგებს;

ე) მონაწილეობს კონსოლიდირებული ტენდერების სატენდერო დოკუმენტაციის პროექტის შემუშავებაში;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში, დადგენილი წესით, იხილავს და რეაგირებს სააგენტოში შემოსულ კორესპონდენციაზე, რომლებიც დაკავშირებულია სამმართველოს საქმიანობასთან;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში, თავმჯდომარესთან, კურატორი თავმჯდომარის მოადგილესთან, დეპარტამენტის უფროსთან, კურატორი დეპარტამენტის უფროსის მოადგილესთან ან/და სამმართველოს უფროსთან შეთანხმებით, წარმოადგენს სააგენტოს/დეპარტამენტს/სამმართველოს სხვადასხვა ორგანიზაციასთან;

თ) თავისი ფუნქციების განსახორციელებლად ამზადებს წარდგინებებსა და მოხსენებით ბარათებს;

ი) ასრულებს თავმჯდომარის, კურატორი თავმჯდომარის მოადგილის, დეპარტამენტის უფროსის, კურატორი დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ან/და სამმართველოს უფროსის მიერ სამმართველოს საქმიანობასთან დაკავშირებით დაკისრებულ სხვა ფუნქციებს.

5. ბაზრის კვლევის სამმართველოს II კატეგორიის უფროსი სპეციალისტი:

ა) მონაწილეობას იღებს ბაზარის კვლევის პროცესში კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების მიზნით;

ბ) მონაწილეობას იღებს პოტენციურ მიმწოდებლებთან/კონსოლიდირებულ ტენდერში მონაწილეობასთან დაკავშირებით შესაბამისი სფეროს მიმწოდებლების წარმომადგენლებთან გამართულ მოლაპარაკებებში;

გ) მონაწილეობას იღებს შესყიდვის ობიექტის თავისებურებებისა და სპეციფიკის შესწავლაში, გაანალიზებასა და სტანდარტის განსაზღვრის პროცესში;

დ) კომპეტენციის ფარგლებში, დადგენილი წესით, იხილავს და რეაგირებს სააგენტოში შემოსულ კორესპონდენციაზე, რომლებიც დაკავშირებულია სამმართველოს საქმიანობასთან;

ე) კომპეტენციის ფარგლებში, თავმჯდომარესთან, კურატორი თავმჯდომარის მოადგილესთან, დეპარტამენტის უფროსთან, კურატორი დეპარტამენტის უფროსის მოადგილესთან ან/და სამმართველოს უფროსთან შეთანხმებით, წარმოადგენს სააგენტოს/დეპარტამენტს/სამმართველოს სხვადასხვა ორგანიზაციასთან;

ვ) თავისი ფუნქციების განსახორციელებლად ამზადებს წარდგინებებსა და მოხსენებით ბარათებს;

ზ) ასრულებს თავმჯდომარის, კურატორი თავმჯდომარის მოადგილის, დეპარტამენტის უფროსის, კურატორი დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ან/და სამმართველოს უფროსის მიერ სამმართველოს საქმიანობასთან დაკავშირებით დაკისრებულ სხვა ფუნქციებს.

6. ბაზრის კვლევის სამმართველოს III კატეგორიის უფროსი  სპეციალისტი:

ა) მონაწილეობას იღებს შესყიდვის ობიექტის თავისებურებებისა და სპეციფიკის შესწავლაში, გაანალიზებასა და სტანდარტის განსაზღვრის პროცესში;

ბ) ახორციელებს სატელეფონო და სხვა სახის კომუნიკაციას მიმწოდებლებთან ბაზრის კვლევის პროცესში ინფორმაციის მოძიების მიზნით;

გ) კომპეტენციის ფარგლებში, დადგენილი წესით, იხილავს და რეაგირებს სააგენტოში შემოსულ კორესპონდენციაზე, რომლებიც დაკავშირებულია სამმართველოს საქმიანობასთან;

დ) თავისი ფუნქციების განსახორციელებლად ამზადებს წარდგინებებსა და მოხსენებით ბარათებს;

ე) ასრულებს თავმჯდომარის, კურატორი თავმჯდომარის მოადგილის, დეპარტამენტის უფროსის, კურატორი დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ან/და სამმართველოს უფროსის მიერ სამმართველოს საქმიანობასთან დაკავშირებით დაკისრებულ სხვა ფუნქციებს.

მუხლი 193. სატენდერო დოკუმენტაციის შემუშავების სამმართველოს ფუნქციები და საქმიანობის წესი:

1. სატენდერო დოკუმენტაციის შემუშავების სამმართველოს ფუნქციებია:

ა) კონსოლიდირებული ტენდერების მომზადების პროცესში სატენდერო დოკუმენტაციის პროექტის შემუშავება (გარდა ჩარჩო-ხელშეკრულების პროექტისა);

ბ) ბაზრის კვლევის შედეგად მიღებულ ინფორმაციასთან/პირობებთან სატენდერო დოკუმენტაციის შესაბამისობის უზრუნველყოფა;

გ) შემუშავებული სატენდერო დოკუმენტაციის, მათ შორის, ხელშეკრულებების მომზადების, მართვისა და ანალიზის სამმართველოს მიერ მისთვის წარდგენილი ჩარჩო-ხელშეკრულების პროექტის, სატენდერო კომისიისთვის დასამტკიცებლად წარდგენა;

დ) კომპეტენციის ფარგლებში, კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარებისათვის საჭირო სხვა ორგანიზაციული პროცედურების განხორციელება;

ე) კომპეტენციის ფარგლებში, კონსოლიდირებულ ტენდერთან დაკავშირებით კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო კომისიის მითითებების შესრულება;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოში შემოსული კორესპონდენციის დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში, შემსყიდველი ორგანიზაციებისთვისა და მიმწოდებლებისთვის კონსოლიდირებულ ტენდერთან დაკავშირებით კონსულტაციის გაწევა;

თ) კომპეტენციის ფარგლებში, თავმჯდომარესთან, კურატორი თავმჯდომარის მოადგილესთან, დეპარტამენტის უფროსთან ან/და კურატორი დეპარტამენტის უფროსის მოადგილესთან  შეთანხმებით, სხვადასხვა ორგანიზაციასთან სააგენტოს/დეპარტამენტის/სამმართველოს წარმომადგენლობა;

ი) თავმჯდომარის, კურატორი თავმჯდომარის მოადგილის, დეპარტამენტის უფროსის ან/და კურატორი დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მიერ სამმართველოს საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა ფუნქციების შესრულება.

2. სატენდერო დოკუმენტაციის შემუშავების სამმართველოს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელიც:

ა) წარმართავს სამმართველოს საქმიანობას;

ბ) ანაწილებს სამუშაოს სამმართველოს თანამშრომლებს შორის;

გ) ზედამხედველობს და აკონტროლებს სამმართველოს თანამშრომლების მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულებას;

დ) პასუხისმგებელია სამმართველოსთვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;

ე) ვიზირებას უკეთებს სამმართველოში, აგრეთვე, კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს სხვა სტრუქტურული ერთეულის ან თანამშრომლის მიერ მომზადებულ დოკუმენტებს;

ვ) საჭიროების შემთხვევაში, უშუალოდ ახორციელებს სამმართველოსთვის დაკისრებულ ფუნქციებს;

ზ) დეპარტამენტის უფროსსა და კურატორი დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს წარუდგენს ანგარიშს სამმართველოს საქმიანობის შესახებ;

თ) უზრუნველყოფს სამმართველოს სრულფასოვან კომუნიკაციას დეპარტამენტის სხვა სამმართველოებთან;

ი) კომპეტენციის ფარგლებში, თავმჯდომარესთან, კურატორი თავმჯდომარის მოადგილესთან, დეპარტამენტის უფროსთან ან/და კურატორი დეპარტამენტის უფროსის მოადგილესთან შეთანხმებით, სხვადასხვა ორგანიზაციასთან წარმოადგენს სააგენტოს/დეპარტამენტს/სამმართველოს;

კ) წარუდგენს კურატორი დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს ან/და დეპარტამენტის უფროსს წინადადებას სამმართველოს თანამშრომელთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

ლ) შუამდგომლობს სამმართველოს თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ;

მ) შუამდგომლობს სამმართველოსთვის დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად საჭირო მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების შეძენისა და გამოყოფის თაობაზე;

ნ) თავისი ფუნქციების განსახორციელებლად ამზადებს წარდგინებებსა და მოხსენებით ბარათებს;

ო) ასრულებს თავმჯდომარის, კურატორი თავმჯდომარის მოადგილის, დეპარტამენტის უფროსის ან/და კურატორი დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მიერ სამმართველოს საქმიანობასთან დაკავშირებით დაკისრებულ სხვა ფუნქციებს.

3. სამმართველოს უფროსის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, სამმართველოს უფროსის მოვალეობას, სამმართველოს უფროსის ზეპირი ან/და წერილობითი წარდგინებით, თავმჯდომარის განკარგულების საფუძველზე, ასრულებს სამმართველოს ერთ-ერთი თანამშრომელი.

4. სატენდერო დოკუმენტაციის შემუშავების სამმართველოს I კატეგორიის უფროსი სპეციალისტი:

ა) შეიმუშავებს კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციის პროექტს;

ბ) უზრუნველყოფს ბაზრის კვლევის, ასევე მიმწოდებლების წარმომადგენლებთან და შესაბამისი დარგის სპეციალისტებთან გამართული კონსულტაციების შედეგად დადგენილ სტანდარტებთან სატენდერო დოკუმენტაციის შესაბამისობას;

გ) სამმართველოს უფროსთან შეთანხმებით, სატენდერო კომისიას დასამტკიცებლად წარუდგენს შემუშავებულ სატენდერო დოკუმენტაციას, მათ შორის, ხელშეკრულებების მომზადების, მართვისა და ანალიზის სამმართველოს მიერ წარმოდგენილ ჩარჩო-ხელშეკრულების პროექტს და მონაწილეობას იღებს სატენდერო დოკუმენტაციის დამტკიცების პროცესში;

დ) კომპეტენციის ფარგლებში, დადგენილი წესით, იხილავს და რეაგირებს სააგენტოში შემოსულ კორესპონდენციაზე, რომლებიც დაკავშირებულია სამმართველოს საქმიანობასთან;

ე) კომპეტენციის ფარგლებში, თავმჯდომარესთან, კურატორი თავმჯდომარის მოადგილესთან, დეპარტამენტის უფროსთან, კურატორი დეპარტამენტის უფროსის მოადგილესთან ან/და სამმართველოს უფროსთან შეთანხმებით, წარმოადგენს სააგენტოს/დეპარტამენტს/სამმართველოს სხვადასხვა ორგანიზაციასთან;

ვ) თავისი ფუნქციების განსახორციელებლად ამზადებს წარდგინებებსა და მოხსენებით ბარათებს;

ზ) ასრულებს თავმჯდომარის, კურატორი თავმჯდომარის მოადგილის, დეპარტამენტის უფროსის, კურატორი დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ან/და სამმართველოს უფროსის მიერ სამმართველოს საქმიანობასთან დაკავშირებით დაკისრებულ სხვა ფუნქციებს.

5. სატენდერო დოკუმენტაციის შემუშავების სამმართველოს II კატეგორიის უფროსი სპეციალისტი:

ა) მონაწილეობს კონსოლიდირებული ტენდერების მომზადების პროცესში სატენდერო დოკუმენტაციის პროექტის შემუშავებაში;

ბ) მონაწილეობას იღებს მიმწოდებლების წარმომადგენლებთან და შესაბამისი დარგის სპეციალისტებთან გამართული კონსულტაციების შედეგად დადგენილ სტანდარტებთან სატენდერო დოკუმენტაციის შესაბამისობის დადგენის პროცესში;

გ) კომპეტენციის ფარგლებში, დადგენილი წესით, იხილავს და რეაგირებს სააგენტოში შემოსულ კორესპონდენციაზე, რომლებიც დაკავშირებულია სამმართველოს საქმიანობასთან;

დ) კომპეტენციის ფარგლებში, თავმჯდომარესთან, კურატორი თავმჯდომარის მოადგილესთან, დეპარტამენტის უფროსთან, კურატორი დეპარტამენტის უფროსის მოადგილესთან ან/და სამმართველოს უფროსთან შეთანხმებით, წარმოადგენს სააგენტოს/დეპარტამენტს/სამმართველოს სხვადასხვა ორგანიზაციასთან;

ე) თავისი ფუნქციების განსახორციელებლად ამზადებს წარდგინებებსა და მოხსენებით ბარათებს;

ვ) ასრულებს თავმჯდომარის, კურატორი თავმჯდომარის მოადგილის, დეპარტამენტის უფროსის, კურატორი დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ან/და სამმართველოს უფროსის მიერ სამმართველოს საქმიანობასთან დაკავშირებით დაკისრებულ სხვა ფუნქციებს.

6. სატენდერო დოკუმენტაციის შემუშავების სამმართველოს III კატეგორიის უფროსი სპეციალისტი:

ა) მონაწილებას იღებს კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციის პროექტის შემუშავებაში;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში, დადგენილი წესით, იხილავს და რეაგირებს სააგენტოში შემოსულ კორესპონდენციაზე, რომლებიც დაკავშირებულია სამმართველოს საქმიანობასთან;

გ) თავისი ფუნქციების განსახორციელებლად ამზადებს წარდგინებებსა და მოხსენებით ბარათებს;

დ) ასრულებს თავმჯდომარის, კურატორი თავმჯდომარის მოადგილის, დეპარტამენტის უფროსის, კურატორი დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ან/და სამმართველოს უფროსის მიერ სამმართველოს საქმიანობასთან დაკავშირებით დაკისრებულ სხვა ფუნქციებს.

მუხლი 194. სატენდერო პროცედურების სამმართველოს ფუნქციები და საქმიანობის წესი:

1. სატენდერო პროცედურების სამმართველოს ფუნქციებია:

ა) კონსოლიდირებული ტენდერის მიმდინარეობის მონიტორინგი, ანალიზი და შეფასება;

ბ) დამტკიცებული სატენდერო დოკუმენტაციის სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში განთავსება, სატენდერო კომისიის სხდომის ოქმების პროექტებისა და სხვა საჭირო დოკუმენტების მომზადება, სატენდერო კომისიისთვის დასამტკიცებლად წარდგენა და დამტკიცებული სხდომის ოქმების სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში განთავსება;

გ) კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებების შესაბამისად, კონსოლიდირებული ტენდერის გამოცხადება და სატენდერო პროცედურების წარმართვა, გამარჯვებული მიმწოდებლ(ებ)ის გამოვლენის ჩათვლით;

დ) სატენდერო კომისიასთან შეთანხმებით, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში არსებულ „კითხვა-პასუხის“ მოდულში დასმულ კითხვებზე რეაგირება;

ე) კომპეტენციის ფარგლებში, კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარებისათვის საჭირო სხვა ორგანიზაციული პროცედურების განხორციელება;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში, კონსოლიდირებულ ტენდერთან დაკავშირებით კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო კომისიის მითითებების შესრულება;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოში შემოსული კორესპონდენციის დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება;

თ) კომპეტენციის ფარგლებში, შემსყიდველი ორგანიზაციებისთვისა და მიმწოდებლებისთვის კონსოლიდირებულ ტენდერთან დაკავშირებით კონსულტაციის გაწევა;

ი) კომპეტენციის ფარგლებში, თავმჯდომარესთან, კურატორი თავმჯდომარის მოადგილესთან, დეპარტამენტის უფროსთან ან/და კურატორი დეპარტამენტის უფროსის მოადგილესთან  შეთანხმებით, სხვადასხვა ორგანიზაციასთან სააგენტოს/დეპარტამენტის/სამმართველოს წარმომადგენლობა;

კ) თავმჯდომარის, კურატორი თავმჯდომარის მოადგილის, დეპარტამენტის უფროსის ან/და კურატორი დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მიერ სამმართველოს საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა ფუნქციების შესრულება.

2. სატენდერო პროცედურების სამმართველოს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელიც:

ა) წარმართავს სამმართველოს საქმიანობას;

ბ) ანაწილებს სამუშაოს სამმართველოს თანამშრომლებს შორის;

გ) ზედამხედველობს და აკონტროლებს სამმართველოს თანამშრომლების მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულებას;

დ) პასუხისმგებელია სამმართველოსთვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;

ე) ვიზირებას უკეთებს სამმართველოში, აგრეთვე, კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს სხვა სტრუქტურული ერთეულის ან თანამშრომლის მიერ მომზადებულ დოკუმენტებს;

ვ) საჭიროების შემთხვევაში, უშუალოდ ახორციელებს სამმართველოსთვის დაკისრებულ ფუნქციებს;

ზ) დეპარტამენტის უფროსსა და კურატორი დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს წარუდგენს ანგარიშს სამმართველოს საქმიანობის შესახებ;

თ) უზრუნველყოფს სამმართველოს სრულფასოვან კომუნიკაციას დეპარტამენტის სხვა სამმართველოებთან;

ი) კომპეტენციის ფარგლებში, თავმჯდომარესთან, კურატორი თავმჯდომარის მოადგილესთან, დეპარტამენტის უფროსთან ან/და კურატორი დეპარტამენტის უფროსის მოადგილესთან შეთანხმებით, სხვადასხვა ორგანიზაციასთან წარმოადგენს სააგენტოს/დეპარტამენტს/სამმართველოს;

კ) წარუდგენს კურატორი დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს ან/და დეპარტამენტის უფროსს წინადადებას სამმართველოს თანამშრომელთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

ლ) შუამდგომლობს სამმართველოს თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ;

მ) შუამდგომლობს სამმართველოსთვის დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად საჭირო მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების შეძენისა და გამოყოფის თაობაზე;

ნ) თავისი ფუნქციების განსახორციელებლად ამზადებს წარდგინებებსა და მოხსენებით ბარათებს;

ო) ასრულებს თავმჯდომარის, კურატორი თავმჯდომარის მოადგილის, დეპარტამენტის უფროსის ან/და კურატორი დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მიერ სამმართველოს საქმიანობასთან დაკავშირებით დაკისრებულ სხვა ფუნქციებს.

3. სამმართველოს უფროსის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, სამმართველოს უფროსის მოვალეობას, სამმართველოს უფროსის ზეპირი ან/და წერილობითი წარდგინებით, თავმჯდომარის განკარგულების საფუძველზე, ასრულებს სამმართველოს ერთ-ერთი თანამშრომელი.

4. სატენდერო პროცედურების სამმართველოს I კატეგორიის უფროსი სპეციალისტი:

ა) ახდენს კონსოლიდირებული ტენდერის მიმდინარეობის მონიტორინგს, ანალიზსა და შეფასებას;

ბ) კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებების შესაბამისად, აცხადებს კონსოლიდირებულ ტენდერს და წარმართავს სატენდერო პროცედურებს, გამარჯვებული მიმწოდებლ(ებ)ის გამოვლენის ჩათვლით;

გ) ამზადებს სატენდერო კომისიის სხდომის ოქმებისა და სხვა საჭირო დოკუმენტაციის პროექტს და მათ დასამტკიცებლად წარუდგენს სატენდერო კომისიას;

დ) სატენდერო კომისიასთან შეთანხმებით, რეაგირებს სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში არსებულ „კითხვა-პასუხის“ მოდულში დასმულ კითხვებზე;

ე) სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში განათავსებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მონაცემებს ჩატარებული კონსოლიდირებული ტენდერის შესახებ;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში, დადგენილი წესით, იხილავს და რეაგირებს სააგენტოში შემოსულ კორესპონდენციაზე, რომლებიც დაკავშირებულია სამმართველოს საქმიანობასთან;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში, თავმჯდომარესთან, კურატორი თავმჯდომარის მოადგილესთან, დეპარტამენტის უფროსთან, კურატორი დეპარტამენტის უფროსის მოადგილესთან ან/და სამმართველოს უფროსთან შეთანხმებით, წარმოადგენს სააგენტოს/დეპარტამენტს/სამმართველოს სხვადასხვა ორგანიზაციასთან;

თ) თავისი ფუნქციების განსახორციელებლად ამზადებს წარდგინებებსა და მოხსენებით ბარათებს;

ი) ასრულებს თავმჯდომარის, კურატორი თავმჯდომარის მოადგილის, დეპარტამენტის უფროსის, კურატორი დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ან/და სამმართველოს უფროსის მიერ სამმართველოს საქმიანობასთან დაკავშირებით დაკისრებულ სხვა ფუნქციებს;

5. სატენდერო პროცედურების სამმართველოს II კატეგორიის უფროსი სპეციალისტი:

ა) მონაწილეობას იღებს სატენდერო კომისიის სხდომის ოქმებისა და სხვა საჭირო დოკუმენტაციის პროექტების მომზადების პროცესში და ხსენებულ პროექტებს დასამტკიცებლად წარუდგენს სატენდერო კომისიას;

ბ) მონაწილეობას იღებს კონსოლიდირებული ტენდერის მიმდინარეობის მონიტორინგის განხორციელებაში;

გ) სატენდერო კომისიასთან შეთანხმებით, რეაგირებს სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში არსებულ „კითხვა-პასუხის“ მოდულში დასმულ კითხვებზე;

დ) კომპეტენციის ფარგლებში, დადგენილი წესით, იხილავს და რეაგირებს სააგენტოში შემოსულ კორესპონდენციაზე, რომლებიც დაკავშირებულია სამმართველოს საქმიანობასთან;

ე) კომპეტენციის ფარგლებში, თავმჯდომარესთან, კურატორი თავმჯდომარის მოადგილესთან, დეპარტამენტის უფროსთან, კურატორი დეპარტამენტის უფროსის მოადგილესთან ან/და სამმართველოს უფროსთან შეთანხმებით, წარმოადგენს სააგენტოს/დეპარტამენტს/სამმართველოს სხვადასხვა ორგანიზაციასთან;

ვ) თავისი ფუნქციების განსახორციელებლად ამზადებს წარდგინებებსა და მოხსენებით ბარათებს;

ზ) ასრულებს თავმჯდომარის, კურატორი თავმჯდომარის მოადგილის, დეპარტამენტის უფროსის, კურატორი დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ან/და სამმართველოს უფროსის მიერ სამმართველოს საქმიანობასთან დაკავშირებით დაკისრებულ სხვა ფუნქციებს.

6. სატენდერო პროცედურების სამმართველოს III კატეგორიის უფროსი სპეციალისტი:

ა) სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში განათავსებს დამტკიცებულ სატენდერო დოკუმენტაციას, სატენდერო კომისიის სხდომის ოქმებსა და სხვა საჭირო დოკუმენტაციას;

ბ) სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში განათავსებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მონაცემებს ჩატარებული კონსოლიდირებული ტენდერის შესახებ;

გ) მონაწილეობას იღებს სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ჩატარებული კონსოლიდირებული ტენდერის შესახებ კანონმდებლობით გათვალისწინებული მონაცემების განთავსებაში;

დ) კომპეტენციის ფარგლებში, დადგენილი წესით, იხილავს და რეაგირებს სააგენტოში შემოსულ კორესპონდენციაზე, რომლებიც დაკავშირებულია სამმართველოს საქმიანობასთან;

ე) თავისი ფუნქციების განსახორციელებლად ამზადებს წარდგინებებსა და მოხსენებით ბარათებს;

ვ) ასრულებს თავმჯდომარის, კურატორი თავმჯდომარის მოადგილის, დეპარტამენტის უფროსის, კურატორი დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ან/და სამმართველოს უფროსის მიერ სამმართველოს საქმიანობასთან დაკავშირებით დაკისრებულ სხვა ფუნქციებს.

მუხლი 195. ხელშეკრულებების მომზადების, მართვისა და ანალიზის სამმართველოს ფუნქციები და საქმიანობის წესი:

1. ხელშეკრულებების მომზადების, მართვისა და ანალიზის სამმართველოს ფუნქციებია:

ა) კონსოლიდირებული ტენდერის შედეგად დადებული ხელშეკრულებების შესრულების პროცესის მონიტორინგი, ანალიზი და შეფასება;

ბ) შემსყიდველი ორგანიზაციებისა და მიმწოდებლების მიერ კონსოლიდირებული ტენდერის შედეგად დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი;

გ) კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში ჩარჩო-ხელშეკრულების პროექტის შემუშავება და სატენდერო დოკუმენტაციის შემუშავების სამმართველოსთვის წარდგენა;

დ) კონსოლიდირებული ტენდერის შედეგად დადებული ხელშეკრულებების, მათ შორის, შესრულებული, არაჯეროვნად შესრულებული და შეუსრულებელი ხელშეკრულებების სტატისტიკური მონაცემების წარმოება, პოზიტიური და ნეგატიური გამოცდილების ანალიზი, შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;

ე) კომპეტენციის ფარგლებში, კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარებისათვის საჭირო სხვა ორგანიზაციული პროცედურების განხორციელება;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში, კონსოლიდირებულ ტენდერთან დაკავშირებით კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო კომისიის მითითებების შესრულება;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოში შემოსული კორესპონდენციის დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება;

თ) კომპეტენციის ფარგლებში, შემსყიდველი ორგანიზაციებისთვისა და მიმწოდებლებისთვის კონსოლიდირებულ ტენდერთან დაკავშირებით კონსულტაციის გაწევა;

ი) კომპეტენციის ფარგლებში, თავმჯდომარესთან, კურატორი თავმჯდომარის მოადგილესთან, დეპარტამენტის უფროსთან ან/და კურატორი დეპარტამენტის უფროსის მოადგილესთან  შეთანხმებით, სხვადასხვა ორგანიზაციასთან სააგენტოს/დეპარტამენტის/სამმართველოს წარმომადგენლობა;

კ) თავმჯდომარის, კურატორი თავმჯდომარის მოადგილის, დეპარტამენტის უფროსის ან/და კურატორი დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მიერ სამმართველოს საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა ფუნქციების შესრულება;

2. ხელშეკრულებების მომზადების, მართვისა და ანალიზის სამმართველოს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელიც:

ა) წარმართავს სამმართველოს საქმიანობას;

ბ) ანაწილებს სამუშაოს სამმართველოს თანამშრომლებს შორის;

გ) ზედამხედველობს და აკონტროლებს სამმართველოს თანამშრომლების მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულებას;

დ) პასუხისმგებელია სამმართველოსთვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;

ე) ვიზირებას უკეთებს სამმართველოში, აგრეთვე, კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს სხვა სტრუქტურული ერთეულის ან თანამშრომლის მიერ მომზადებულ დოკუმენტებს;

ვ) საჭიროების შემთხვევაში, უშუალოდ ახორციელებს სამმართველოსთვის დაკისრებულ ფუნქციებს;

ზ) დეპარტამენტის უფროსსა და კურატორი დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს წარუდგენს ანგარიშს სამმართველოს საქმიანობის შესახებ;

თ) უზრუნველყოფს სამმართველოს სრულფასოვან კომუნიკაციას დეპარტამენტის სხვა სამმართველოებთან;

ი) კომპეტენციის ფარგლებში, თავმჯდომარესთან, კურატორი თავმჯდომარის მოადგილესთან, დეპარტამენტის უფროსთან ან/და კურატორი დეპარტამენტის უფროსის მოადგილესთან შეთანხმებით, სხვადასხვა ორგანიზაციასთან წარმოადგენს სააგენტოს/დეპარტამენტს/სამმართველოს;

კ) წარუდგენს კურატორი დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს ან/და დეპარტამენტის უფროსს წინადადებას სამმართველოს თანამშრომელთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

ლ) შუამდგომლობს სამმართველოს თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ;

მ) შუამდგომლობს სამმართველოსთვის დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად საჭირო მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების შეძენისა და გამოყოფის თაობაზე;

ნ) თავისი ფუნქციების განსახორციელებლად ამზადებს წარდგინებებსა და მოხსენებით ბარათებს;

ო) ასრულებს თავმჯდომარის, კურატორი თავმჯდომარის მოადგილის, დეპარტამენტის უფროსის ან/და კურატორი დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მიერ სამმართველოს საქმიანობასთან დაკავშირებით დაკისრებულ სხვა ფუნქციებს.

3. სამმართველოს უფროსის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, სამმართველოს უფროსის მოვალეობას, სამმართველოს უფროსის ზეპირი ან/და წერილობითი წარდგინებით, თავმჯდომარის განკარგულების საფუძველზე, ასრულებს სამმართველოს ერთ-ერთი თანამშრომელი.

4. ხელშეკრულებების მომზადების, მართვისა და ანალიზის სამმართველოს I კატეგორიის უფროსი სპეციალისტი:

ა) მონიტორინგს უწევს, აფასებს და აანალიზებს კონსოლიდირებული ტენდერის შედეგად დადებული ხელშეკრულებების შესრულების პროცესს;

ბ) მონიტორინგს უწევს და აანალიზებს შემსყიდველი ორგანიზაციებისა და მიმწოდებლების მიერ კონსოლიდირებული ტენდერის შედეგად დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულებას და შესაბამის ანალიზს წარუდგენს სამმართველოს უფროსს;

გ) შეიმუშავებს ჩარჩო-ხელშეკრულების პროექტს და სამმართველოს უფროსთან შეთანხმებით წარუდგენს მას სატენდერო დოკუმენტაციის შემუშავების სამმართველოს;

დ) აწარმოებს კონსოლიდირებული ტენდერის შედეგად დადებული ხელშეკრულებების, მათ შორის, შესრულებული, არაჯეროვნად შესრულებული და შეუსრულებელი ხელშეკრულებების სტატისტიკურ მონაცემებს, აანალიზებს პოზიტიურ და ნეგატიურ გამოცდილებას და შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს;

ე) კომპეტენციის ფარგლებში, დადგენილი წესით, იხილავს და რეაგირებს სააგენტოში შემოსულ კორესპონდენციაზე, რომლებიც დაკავშირებულია სამმართველოს საქმიანობასთან;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში, თავმჯდომარესთან, კურატორი თავმჯდომარის მოადგილესთან, დეპარტამენტის უფროსთან, კურატორი დეპარტამენტის უფროსის მოადგილესთან ან/და სამმართველოს უფროსთან შეთანხმებით, წარმოადგენს სააგენტოს/დეპარტამენტს/სამმართველოს სხვადასხვა ორგანიზაციასთან;

ზ) თავისი ფუნქციების განსახორციელებლად ამზადებს წარდგინებებსა და მოხსენებით ბარათებს;

თ) ასრულებს თავმჯდომარის, კურატორი თავმჯდომარის მოადგილის, დეპარტამენტის უფროსის, კურატორი დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ან/და სამმართველოს უფროსის მიერ სამმართველოს საქმიანობასთან დაკავშირებით დაკისრებულ სხვა ფუნქციებს.

5. ხელშეკრულებების მომზადების, მართვისა და ანალიზის სამმართველოს II კატეგორიის უფროსი სპეციალისტი:

ა) მონაწილეობას იღებს კონსოლიდირებული ტენდერის შედეგად დადებული ხელშეკრულების შესრულების პროცესის მონიტორინგსა და შეფასებაში;

ბ) მონაწილეობას იღებს შემსყიდველი ორგანიზაციებისა და მიმწოდებლების მიერ კონსოლიდირებული ტენდერის შედეგად დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულების მონიტორინგის პროცესში;

გ) კომპეტენციის ფარგლებში, დადგენილი წესით, იხილავს და რეაგირებს სააგენტოში შემოსულ კორესპონდენციაზე, რომლებიც დაკავშირებულია სამმართველოს საქმიანობასთან;

დ) კომპეტენციის ფარგლებში, თავმჯდომარესთან, კურატორი თავმჯდომარის მოადგილესთან, დეპარტამენტის უფროსთან, კურატორი დეპარტამენტის უფროსის მოადგილესთან ან/და სამმართველოს უფროსთან შეთანხმებით, წარმოადგენს სააგენტოს/დეპარტამენტს/სამმართველოს სხვადასხვა ორგანიზაციასთან;

ე) თავისი ფუნქციების განსახორციელებლად ამზადებს წარდგინებებსა და მოხსენებით ბარათებს;

ვ) ასრულებს თავმჯდომარის, კურატორი თავმჯდომარის მოადგილის, დეპარტამენტის უფროსის, კურატორი დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ან/და სამმართველოს უფროსის მიერ სამმართველოს საქმიანობასთან დაკავშირებით დაკისრებულ სხვა ფუნქციებს.

6. ხელშეკრულებების მომზადების, მართვისა და ანალიზის სამმართველოს III კატეგორიის უფროსი სპეციალისტი:

ა) მონაწილეობას იღებს კონსოლიდირებული ტენდერის შედეგად დადებული ხელშეკრულების შესრულების მონიტორინგის პროცესში;

ბ) მონაწილეობას იღებს შემსყიდველი ორგანიზაციებისა და მიმწოდებლების მიერ კონსოლიდირებული ტენდერის შედეგად დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულების მონიტორინგის პროცესში;

გ) კომპეტენციის ფარგლებში, დადგენილი წესით, იხილავს და რეაგირებს სააგენტოში შემოსულ კორესპონდენციაზე, რომლებიც დაკავშირებულია სამმართველოს საქმიანობასთან;

დ) თავისი ფუნქციების განსახორციელებლად ამზადებს წარდგინებებსა და მოხსენებით ბარათებს;

ე) ასრულებს თავმჯდომარის, კურატორი თავმჯდომარის მოადგილის, დეპარტამენტის უფროსის, კურატორი დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ან/და სამმართველოს უფროსის მიერ სამმართველოს საქმიანობასთან დაკავშირებით დაკისრებულ სხვა ფუნქციებს.“.

 

4. მე-20 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) ასრულებს თავმჯდომარის ან/და კურატორი თავმჯდომარის მოადგილის მიერ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის საქმიანობასთან დაკავშირებით დაკისრებულ სხვა ფუნქციებს.“.

5. 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ქ) ასრულებს თავმჯდომარის ან/და კურატორი თავმჯდომარის მოადგილის მიერ ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერის საქმიანობასთან დაკავშირებით დაკისრებულ სხვა ფუნქციებს.“.

6. 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჟ) ასრულებს თავმჯდომარის ან/და კურატორი თავმჯდომარის მოადგილის მიერ ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერის საქმიანობასთან დაკავშირებით დაკისრებულ სხვა ფუნქციებს.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარელევან რაზმაძე