# „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის ლეგალური ბრუნვის სფეროში ანგარიშების მოთხოვნის შეუსრულებლობისას  გამოსაყენებელი ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ფორმის, მისი შევსების, წარდგენისა და საჯაროდ გამოქვეყნების წესის განსაზღვრისა და სააღსრულებო ფურცლის ფორმის დამტკიცების შესახებ

- ტიპი: საქართველოს მინისტრის ბრძანება
- მიმღები ორგანო: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
- დოკუმენტის ნომერი: №01-22/ნ
- მიღების თარიღი: 24.10.2018
- კონსოლიდირებული რედაქცია: 18.08.2023
- სარეგისტრაციო კოდი: 470230000.22.035.016531
- სტატუსი: ძალაშია
- ოფიციალური წყარო: https://matsne.gov.ge/ka/document/view/4348153
- წყარო: https://legali.ge/law/4348153/

> ეს არის 18.08.2023 მდგომარეობით მოქმედი კონსოლიდირებული ტექსტი.
> ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge).

---

## მუხლი 1. ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამე



[https://legali.ge/law/4348153/muxli-1/](https://legali.ge/law/4348153/muxli-1/)

---

## მუხლი 2. 1. ელექტრონული საჯარიმო ქვითარი  ივსება ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“  4412  მუხლით   გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე სააგენტოს  უფლებამოსილი პირის მიერ (

უფლებამოსილი პირი).

2. უფლებამოსილი პირი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის  4412  მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეს განიხილავს და დამრღვევს შეუფარდებს ადმინისტრაციულ სახდელს.

3. ელექტრონული საჯარიმო ქვითარი იმავდროულად წარმოადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს.

4. ელექტრონული საჯარიმო ქვითარი (შემდგომში –
საჯარიმო ქვითარი) არ წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტ

[https://legali.ge/law/4348153/muxli-2/](https://legali.ge/law/4348153/muxli-2/)

---

## მუხლი 3. საჯარიმო ქვითრის შევსებისას აღინიშნება:

ა) შედგენის თარიღი (რიცხვი, თვე, წელი) და ადგილი;

ბ) შემდგენის თანამდებობა, სახელი და გვარი;

გ) სამართალდამრღვევის იურიდიული პირის სამართლებრივი ფორმა, დასახელება და საიდენტიფიკაციო ნომერი/კოდი;

დ) სამართალდამრღვევის საქმიანობაზე ნებართვის ნომერი;

ე) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის არსი;

ვ) დაკისრებული ჯარიმის ოდენობა;

ზ) შენიშვნის გრაფა;

თ) ინფორმაცია საჯარიმო ქვითრის გასაჩივრების თაობაზე;

ი) ჯარიმის გადახდის ინსტრუქცია;

კ) სამართალდამრღვევის უფლებებ

[https://legali.ge/law/4348153/muxli-3/](https://legali.ge/law/4348153/muxli-3/)

---

## მუხლი 4. 1. სამართალდამრღვევს საჯარიმო ქვითრის გასაჩივრება შეუძლია გაცნობიდან 10 დღის ვადაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით

2. სამართალდამრღვევმა ჯარიმა უნდა გადაიხადოს საჯარიმო ქვითრის მისთვის ჩაბარებიდან 30 დღეში.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ ვადაში ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში, სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ დაუყოვნებლივ გამოიწერება სააღსრულებო ფურცელი (დანართი №3) და ეგზავნება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – აღსრულების ეროვნულ ბიურო

[https://legali.ge/law/4348153/muxli-4/](https://legali.ge/law/4348153/muxli-4/)

---

## მუხლი 5. 1. პირს შესაბამისი საჯარიმო ქვითარი ეგზავნება რეგისტრაციის (იურიდიული მისამართი) ადგილის მიხედვით

2. თუ პირს საჯარიმო ქვითარი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით ვერ ჩაჰბარდა, საჯარიმო ქვითრის მიმტანი პირი საფოსტო გზავნილზე სათანადო აღნიშვნას აკეთებს და საჯარიმო ქვითარს ფოსტას უბრუნებს. საჯარიმო ქვითარი დაბრუნებიდან არაუადრეს 30-ე დღისა და არაუგვიანეს მე-60 დღისა აღნიშნულ პირს განმეორებით იმავე მისამართზე ეგზავნება.

3. საჯარიმო ქვითარი პირისათვის ჩაბარებულად მიიჩნევა, თუ ამ პირის რეგისტრაციის მისამართზე მყოფი შესაბამისი უფლებამოსილი პირი საჯარიმო ქვითრის ფოსტით ჩაბარებისას განმეორებით უარს განაცხადებს მის მიღებაზე.

4. საჯარიმო ქვითრის ფოსტის მეშვეობით განმეორებით ჩაუბარებლობის შემთხვევაში,  სააგენტოს  უფლებამოსილი პირი უზრუნველყოფს საჯარიმო ქვითრის საჯაროდ, ოფიციალურ ვებგვერდზე (http://www.rama.moh.gov.ge) გამოქვეყნებას.

5. საჯარიმო ქვითარი პირისათვის ჩაბარებულად მიიჩნევა საჯაროდ გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.

6. სააგენტო ახორციელებს საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნებასთან დაკავშირებული ღონისძიებების გატარებას და მის ადმინისტრირებას (მათ შორის განსაზღვრავს ვებგვერდზე განსათავსებელი ინფორმაციის შინაარსს, ფორმატს, ვადებს, პირობებს და ა.შ.).

დანართი  №3

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს

სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი

სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო

ს ა ა ღ ს რ უ ლ ე ბ ო    ფ უ რ ც ე ლ ი

სააღსრულებო ფურცელი გაიცა  ___________________________________________________________________

___________________________________________________________________

უფლებამოსილი პირის თანამდებობა, სახელი, გვარი

___________________________________________________________________ მიერ

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის №______________________________  საქმეზე

საჯარიმო ქვითრის ნომერი

__________________________________________

საჯარიმო ქვითრის შედგენის თარიღი

_________________________________

საჯარიმო ქვითრის კანონიერ ძალაში შესვლის თარიღი

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის არსი:

______________________________________________ დაედო ადმინისტრაციული სახდელი,

სამართლებრივი ფორმა და დასახელება: საიდენტიფიკაციო ნომერი/კოდი:

რომელიც გათვალისწინებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 4412  მუხლის  შესაბამისად და დაეკისრა ადმინისტრაციული სახდელი  -  ____________________   ლარის

ოდენობით. ციფრებით, სიტყვიერად

კრედიტორის დასახელება და რეკვიზიტები:

სახელმწიფო ბიუჯეტი:

ერთიანი ანგარიშის № ___________________________

სახელმწიფო ხაზინის № _________________________

სახაზინო კოდი № ______________________________

მოვალის დასახელება და რეკვიზიტები:

_____________________________________________________________________

_____________________________________________________________________

მისამართი: ____________________________________________________________

საიდენტიფიკაციო № ___________________________

სხვა რეკვიზიტები:

____________________________________________________________________

სააღსრულებო ფურცლის გაცემის თარიღი:  ____________________  წ.

სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფლებამოსილი პირი:

________________________________

ხელმოწერა

[https://legali.ge/law/4348153/muxli-5/](https://legali.ge/law/4348153/muxli-5/)
