„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანება №21643 |
|
2018 წლის 13 აგვისტო ქ. თბილისი |
1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის დებულების“ (დანართი №10):
ა) მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს „ე1“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
„ე1) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამოვლენის სამმართველო;“;
ბ) მე-15 მუხლის შემდეგ დაემატოს მე-16 მუხლი შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 16. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამოვლენის სამმართველო
ა) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოვლენა, შესაბამისი ოქმების შედგენა, სახდელის შეფარდება, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვაზე უფლებამოსილი ორგანოსათვის გადაგზავნის მიზნით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის სამართლებრივ საკითხთა სამმართველოში წარდგენა;
ბ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის მიზნით, კონტროლის განხორციელებისას, საგადასახადო სამართალდარღვევის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენა და შესაბამისი სანქციის შეფარდება;
გ) ადმინისტრაციული და საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმების სამართლებრივ საკითხთა სამმართველოში გადაგზავნა სამართალდარღვევების გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთიან საინფორმაციო ბანკში ასახვის მიზნით;
დ) განხორციელებული კონტროლის ღონისძიებების და გამოვლენილ სამართალდარღვევათა სტატისტიკის წარმოება და ინფორმაციის სამართლებრივ საკითხთა სამმართველოში წარდგენა;
ე) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;
ვ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
შემოსავლების სამსახურის უფროსი გ. თაბუაშვილი